ხუთშაბათი
25.04.2024
12:26
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 13
წმიდა იოანე წინასწარმხედველი დაიბადა IVს-ის დასაწყისში. ცხოვრობდა ქალაქ ლიკოპოლისში (შუაეგვიპტე). ოცდახუთი წლის ასაკში წმიდა იოანე წავიდა მონასტერში.
თხუთმეტი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა იგი სხვადასხვა სავანეში, შემდეგ კი, განმარტოებით ცხოვრების მსურველმა, თებაიდის ერთ-ერთ მთას მიაშურა.

მასთან მისულ ხალხთან ღირსი მამა პაწაწინა სარკმლიდან საუბრობდა, აქედანვე ღებულობდა მწირ საზრდოს. ოცდაათწლიანი დაყუდებული ცხოვრების შემდეგ წმიდა იოანემ ღვთისაგან წინასწარხედვის ნიჭი მიიღო.

იმპერატორ თეოდოსი დიდს [...]
ნანახია: 819 | დაამატა: Bruno | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

წმიდა იოანე ოქროპირი
აღდგომისათვის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
„ინებოს მოწყალე ღმერთმა, რომ როგორც ევნეთ თქვენ უფალთან ერთად მისი ჯვარცმის ჟამს, ასევე იხარებდეთ და ილხენდეთ მის აღდგომის დღეს“

დღეს აღესრულა, საყვარელნო, რაც მრავალი საუკუნის წინ თქვა დავით წინასწარმეტყველმა: „მწუხრი იყვნენ ტირილით და ცისკარს სიხარულით“. რამეთუ მწუხარება, რომელმაც მოიცვა მოციქულნი უფლის ჯვარცმისას, მისი აღდგომის სიხარულით შეიცვალა; ხოლო ქრისტეს ჯვარმცმელების სიხარული ცისკარზე უფლის აღდგომით მათ სირცხვილად გადაექცათ.

ისევე, როგორც დანიელ წინასწარმეტყველის მტარვალნი შერცხვნენ, როცა იგი ორმოდან უვნებელი გამოვიდა და ლომები არ შეეხნენ მას; ისევე, როგორც ბაბილონის მთავარი გაწბილდა, როდესაც სამი ყრმა ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა, ასევე და უმეტესად შერცხვნენ ჯვარმცმელნი ღვთის ძისა, როდესაც იგი მკვდრეთით აღმდგარი საფლავიდან გამოვიდა. უწყოდა უფალმა, რომ არ ირწმუნებდნენ მის აღდგომას და აღადგინა მკვდრეთით მართალნი, რათა მათ ექადაგათ ქრისტეს აღდგომა. როგორ არ უნდა ირწმუნო ასეთი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 841 | დაამატა: mariami | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ბრწყინვალე აღდგომის შესახებ
„აღდგომა იმდენად აღმატებულია ყველა, თუნდაც საუფლო დღესასწაულზე,
რამდენადაც მზე აღემატება ვარსკვლავებს“

დღეს გამოიხსნება სამყარო – ხილული და უხილავი ქვეყანა. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, აღსდექით მასთან ერთად. ქრისტე ამაღლდა თავისი დიდებით – ამაღლდით თქვენც, ქრისტე აღსდგა საფლავიდან – თქვენ კი ცოდვათაგან იხსენით თავი. განიხვნება კარნი ჯოჯოხეთისანი, შეიმუსრება სიკვდილი, განდგება ძველი ადამი, იშვება ახალი.

აღდგომა, აღდგომა უფლისა! და კიდევ გეტყვით სამების თაყვანსაცემად: აღდგომა! დღესასწაული დღესასწაულთა და ზეიმთა ზეიმი; იგი იმდენად აღმატებულია ყველა, თუნდაც საუფლო დღესასწაულზე, რამდენადაც მზე აღემატება ვარსკვლავებს.

დაე, მოკლედ განვიხილოთ თავად „აღდგომის“ ანუ პასექის სახელწოდება. დიდებულ და თაყვანსაცემ აღდგომას ებრაელების ენაზე „პასექი“ ეწოდება, რაც ისტორიულად, ებრაელი ერის ეგვიპტიდან გამოსვლასა და ქანაანში გადასახლებას, ხოლო სულიერად, მიწიერიდან ზეციურისკენ, აღთქმული მიწისაკენ გ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 808 | დაამატა: mariami | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

ქრისტე აღსდგა! გრწმენინ!
(აკადემიკოს ივანე ბელეცკის მიხედვით)

აღსდგა ქრისტე? ეს ყველა რელიგიის, ყველა ფილოსოფიის, ყველა იმ მეცნიერების ძირითადი კითხვაა, რომლებიც ეხებიან ადამიანის მსოფლმხედველობას. აღდგომა შეეძლო მხოლოდ ღმერთს. აქედან გამომდინარე, აღდგომა – ეს არის საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა ღმერთი ქრისტე. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თითქმის ყველა ანტირელიგიური ლიტერატურული ქმნილება აკრიტიკებს აღდგომის ფაქტს. მაგრამ წარსულის მებრძოლი ათეიზმი, როგორც ცნობილია, ძველებური ჟინით ვეღარ გამოირჩევა. საინტერესოა, რომ ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის შემდეგ იესო ქრისტეს აღდგომა აღიარა თვით ფრიდრიჰ ენგელსმა. თავისი თხზულებების ხელხალი გამოცემის წინასიტყვაობაში იგი წერს:

„კაპადოკიის უახლესი აღმოჩენები გვავალდებულებენ შევიცვალოთ ჩვენი შეხედულებები ზოგიერთ არცთუ მრავალ, მაგრამ მსოფლიო ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს მოვლენათა შესახებ, და ის, რაც ადრე გვეჩვენებოდა მხოლოდ მითოლოგთათვის საყურადღებოდ, ამიერიდან ყურად უნდა ვიღოთ ისტორიკოსებმაც. სკეპტიკოსთა დამა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 816 | დაამატა: mariami | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (სამ გზის)

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს, მხოლოსა უცოდუელსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ხმა ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩუენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და ვუგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდუა ჩუენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა. (სამ გზის)

ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 750 | დაამატა: mariami | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.

ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.

და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 843 | დაამატა: Bruno | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

უფალმა ყოველი დროის ადამიანებს მარადიული მცნებები მისცა, იგი კაცობრიობას მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით მიეცა, მას კი უშუალოდ ღვთისგან გადაეცა. მას შემდეგ ეს მცნებები სავალდებულო გახდა ყოველი ადამიანისათვის. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ მცნებების სიძველე არ ნიშნავს, რომ ისინი მოძველდა. ეს მცნებები მარადიულია. როგორც საუკუნეების წინ იყო ამ მცნებების ყოველი სიტყვა შესასრულებელი, მისაღები და აუცილებლად გასათვალისწინებელი, ასევე დღესაც და მარადჟამს მომავალშიც. ათივე მცნება მარადიული მცნებაა, რომლებიც მარადიულად არის შესასრულებელი და ყოველმა ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას. ბუნებრივია, თითოეულმა ქრისტიანმა კარგად უნდა იცოდეს ყოველი მცნების აზრი და არსი. მიუხედავად იმისა, რომ უფლის განკაცების შემდეგ უფალმა ახალი აღთქმის მოძღვრება მოიტანა, ეს არ ნიშნავს, რომ მან მოსეს ათი მცნება გააუქმა. ათი მცნება უფლის ქადაგებით არ გაუქმებულა, პირიქით, იგი უფრო განმტკიცდა, კაცობრიობას სახარებისეულად კიდევ უფრო ნათლად განემარტა. სწორედ ეს ათი მცნება ყოველი ქრისტიანისათვის სავალდებულოა. ამიტომ ჩვენ თითოეული ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 726 | დაამატა: Bruno | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

გრიგოლ I (ლათ. Gregorius PP. I; დ. 540 - 12 მარტი 604) – რომის პაპი 590 604 წწ. მართლმადიდებელი (მოიხსენიებენ 25 მარტს) და კათოლიკური (მოიხსენიებენ 3 სექტემბერს) ეკლესიების წმინდანი.
ცხოვრება [რედაქტირება]

დაიბადა რომში, დაახლოებით 540 წელს. გრიგოლის დედა, სილვია, და დიდედები – ტარსილა და ემილიანა, რომის ეკლესიის მიერ წმიდანებად არიან შერაცხულნი.

გრიგოლმა ბრწყინვალე განათლება მიიღო და მაღალ სახელმწიფო თანამდებობას მიაღწია. მამის გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება ექვსი მონასტრის მოწყობას მოახმარა, რომში წმინდა ანდრია პირველწოდებულის მონასტერი დაარსა და ბერად აღიკვეცა. პაპ პელაგიუს II-ის დავალებით წმინდა გრიგოლი დიდხანს ცხოვრობდა ბიზანტიაში. აქ დაწერა მან „იობის წიგნის თარგმანები". პელაგიუსის გარდაცვალების შემდეგ რომის კათედრაზე წმინდა გრიგოლი აირჩიეს. შვიდი თვის განმავლობაში უარობდა იგი ამ მაღალ პატივს, მაგრამ, ბოლოს, საეკლესიო კრებულისა და სამწყსოს დაჟინებულმა თხოვნამ აიძულა, თანხმობა განეცხადებინა.

წმინდა გრიგოლი ბრძნულად განაგებდა ეკლესიას. მან ლათინურ ენა ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1 ·სურათი 2
ნანახია: 861 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

მოსე (ებრ.: מֹשֶה მოშე; არაბ.: موسى, მუსა) — ბიბლიის მიხედვით, ძვ. ებრაელთა სჯულმდებელი და წინასწარმეტყველი, განმათავისუფლებელი და ბელადი.

სექციების სია [დამალვა]
1 უდიდესი წინასწარმეტყველი
1.1 მოსეს ირგვლივ დებატები
2 ებრაული ერის წარმომავლობა
3 ეგვიპტე მოსეს დროს
4 მიდიის პერიოდი და ეგვიპტეში დაბრუნება
5 ეგვიპტიდან გასვლა
6 მოსეს საბოლოო მიზანი
7 ლიტერატურა
8 რესურსები ინტერნეტში

უდიდესი წინასწარმეტყველი [რედაქტირება]


უდიდესი წინასწარმეტყველის წოდება ისრაელის ძველ ისტორიაში მიმაგრებული აქვს მოსეს. იგი არა მარტო ებრაელი ერის დამფუძნებელი იყო როგორც ნაციის, არამედ მისი კანონმდებელი, მღვდელი და ღმერთთან შუამავალი. ალბათ ყველაზე კარგად ის ცნობილია თავისი ხალხის ზებუნებრივი გამოყვანით მონობიდან ეგვიპტეში ჩ.წ.-მდე 13-ე საუკუნეში.

მოსეს თანახმად, სამყარო 10 მცნებაზე არის დამოკიდებული. რომლებგანაც ადამიანის ქცევის საბაზისო წესები გამოდის. მისი ცხოვრების ისტორია პირველადაა ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1 ·სურათი 2
ნანახია: 922 | დაამატა: Bruno | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

სიმონ I (დ. 1537 — გ. 1603), ქართლის მეფე 1556-1569, 1578-1599, ლუარსაბ I-ის ძე.

გარისის ბრძოლაში 1556 მოხუცმა მამამ ქართლის შემტევი ლაშქრის მეთაურად დანიშნა. ახალგაზრდა უფლისწულმა თავი გამოიჩინა როგორც საზრიანმა და მამაცმა სარდალმა და ქართლიდან გარეკა შემოსეული ყიზილბაშები. სიმონ I-ის გამეფების დროს თბილისი ყიზილბაშების ხელში იყო და მეფეს რეზიდენცია ქ. გორში ჰქონდა. 1556-1559 სიმონ I მეთაურობდა განუწყვეტილი ომიანობით განადგურებული ქვეყნის აღდგენა-შენებას, შემდეგ კი ყიზილბაშთაგან ქართლის განთავისუფლების საქმეს შეუდგა. 1559 კავშირი შეკრა კახეთის სამეფოსთან, რაც სიმონ I-ისა და კახთა მეფის ლევანის ასულის ქორწინებით გამოიხატა. 1560-1561 სიმონ I შეეცადა თბილისის განთავისუფლებას, მაგრამ 1561 აპრილში დამარცხდა ციხედიდის ბრძოლაში. 1562 სიმონ I-ის ძმა დავითი (დაუთ-ხანი) გამაჰმადიანდა და შაჰის სამსახურში ჩადგა. შაჰმა დაუთ-ხანი ყიზილბაშთა ჯარით ქართლში გამოგზავნა. 1567 და 1569 დიღომთან და სამადლოსთან ბრძოლებში სიმონ I-მა დაამარცხა დაუთ-ხანი. 1569 ფარცხისის ბრძოლაში (ალგეთის ხეობა) ღალატის ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 830 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

იობ მთავარეპისკოპოსი, ქართლის ეკლესიის მესამე მამამთავარი დაახ. IV საუკუნის 70–90-იან წლებში. "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს მიხედვით, "იყო ნერსე სომეხთა კათალიკოზისა დიაკონი"[1] (N/Sin48: "ნერსეს სომეხთა კათალიკოზისა მთავარდიაკონი"[2]), ეპისკოპოსად დაჯდა თრდატის, ბაკურის ძმის მეფობაში, "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით – მირდატ ბაქარის ძის.[3] "მოქცევაჲ ქართლისაჲ" მოგვითხრობს, რომ ამ იობის დროს "მეფემან რუჲსთვისა რუჲ გამოიღო და ეკლესიისა საფუძველი დადვა. და მის ზევე ნეკრესს კახეთისასა ეკლესიაჲ აღიშენა განსრულებით".[4][5] იობი მთავარეპისკოპოსად ჩანს ვარაზ-ბაკურის ("მეფეთა ცხოვრებით" – ვარაზ–ბაქარი. შეცდომით იქ მას იობის ნაცვლად იაკობი ეწოდება[6]) დროსაც.
ნანახია: 857 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

სულხან-საბა ორბელიანი (დ. 24 ოქრომბერი/4 ნოემბერი, 1658 (ტანძია) ახლანდელი ბოლნისის რაიონი — გ. 26 იანვარი/ 6 თებერვალი, 1725 (მოსკოვი, რუსეთი), ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი: მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა, თამარი — ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.

ორბელიანი ჭაბუკიბიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი და გიორგი XI-ისა და, მოგვიანებით, ვახტანგ VI-ის ახალი პოლიტიკურ ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 719 | დაამატა: Bruno | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (1)

იოანე მთავარეპისკოპოსი, ქართლის პირველი ეპისკოპოსი 326 წლიდან IV საუკუნის 40-იანი წლების ჩათვლით. ქართულ საისტორიო წყაროებში – "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ში და "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა"-ში მისი სახელის ფორმაა "იოვანე". ამასთან "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ში იხსენიება, როგორც ეპისკოპოსად, ასევე მთავარეპისკოპოსად, ხოლო "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა"-ში – მხოლოდ ეპისკოპოსად. ბოდიდან მოწერილ თავის წერილში მირიან მეფის მიმართ, წმინდა ნინო იოანე ეპისკოპოსს უწოდებს "მამად-მთავარს და კეთილ მწყემსს სამწყსოთა სულიერთა".[1][2]

ქართული წყაროების მიხედვით, წმინდა ნინოს მიერ ქრისტიანობაზე ახლადმოქცეულმა ქართლის მეფე მირიან III ელჩები გააგზავნა კონსტანტინე დიდთან და სთხოვა მღვდლების გამოგზავნა. იმპერატორმა მცხეთაში გამოაგზავნა იოანე ეპისკოპოსი, ორი მღვდელი და ერთი დიაკვანი[3] ("მეფეთა ცხოვრების" თანახმად: "მღდელნი ორნი და დიაკონნი სამნი"[4]). კონსტანტინეს, სამღვდელოებასთან ერთად, ელჩებისთვის გამოუტანებია ძელი ცხორებისაჲ (ჯვრის ნაწილი, რომელზედაც მაცხოვარი ეცვა), მაცხოვრის ხატი და ელენე დედოფლის წერილი ნინოს ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 862 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

აპოკალიფსი – 22

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი ოცდამეორე

და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან.
მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს.
აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას.
იხილავენ მის [...]

აპოკალიფსი – 21

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი ოცდამეერთე

მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის.
ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული.
და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით [...]

აპოკალიფსი – 20

იოანეს გამოცხადება

თარგმან ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 697 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
ნანახია: 750 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
ნანახია: 755 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
ნანახია: 837 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი; რომელსა ძლიერებით გიპყრიან ყოველნი კიდენი სამყაროსანი და განაგებ სიბრძნითა; რომლისა წინაშე ძრწიან ყოველი არსი და ქმნული, სტიქიონი და სულდგმული, მყოფნი ცათა შინა, ქუჱყანასა ზედა ქუჱსკნელისანი; რომლისა ძლიერებისა თანა სიყვარული არს [...]
ნანახია: 750 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

უფალო, არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ. გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის, ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა.

ნანახია: 860 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა.
ნანახია: 706 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

ყოვლად წმიდაო სამებაო მამაო ძეო და სულო წმიდაო დიდება შენდა.

ღმერთო ძლიერო და კაცთმოყვარეო, დალოცე და დაიფარე ქართველთა და აფხაზთა მშვიდობა და ერთობა. უფალო, შეგვინდე ყოველნი უსჯულოებანნი ჩვენნი. უპირველესად მოგვიტევენ, უფალო, უნდობლობა და სიძულვილი, ძმათა სისხლისღვრა და შურისძიება, ძვირისხსენება და ბოროტი გულისსიტყვა. შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და აღგვიდგინე ურთიერთნდობა და სიყვარული, ურთიერთთავგანწირვა და მიმტევებლობა, [...]

ნანახია: 696 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

ნანახია: 671 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, ცოდვათა მიმტევებელმან და უშჯულოებათა აღმხოცელმან, უძალო-ჰქმენ, მიუტევენ და შეუნდვენ ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი. იხსენ, უფალო, იგი სამარადისოისა სატანჯველისა და გეჰენიისა მის ცეცხლისაგან უშრეტისა, ნეტარ-ყავ და თანაზიარ იგი საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა, რომელნი [...]
ნანახია: 853 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

კრივი, სპორტის სახეობა, ორ სპორტსმენს შორის მუშტით ბრძოლა განსაკუთრებული წესების დაცვით. განვითარდა მუშტი-კრივიდან, რომელიც ცნობილი იყო ეგვიპტესა და ბაბილონში, ანტიკურ საბერძნეთში.

კრივი შედიოდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. კრივის წესები (უხელთათამანოდ) შეიმუშავეს XVIII საუკუნეში ინგლისში; 1867 წელს დაამტკიცეს ხელთათმანებით კრივის პირველი წესები. შეჯიბრება კრივში ტარდება 250-300 გრამიანი რბილი ხელთათმანებით რინგზე 3 წუთიანი რაუნდით, რაუნდებს შორის ერთწუთიანი შესვენებაა. გამარჯვება ეძლევა იმ მოკრივეს, რომელმაც წარმატებით ჩატარებული შეტევებით მოაგროვა მეტი ქულა, მოიგო ნოკაუტით ან თუ მოწინააღმდეგეს აღარ შეუძლია ბრძოლა, დისკვალიფიცირებულია ან უარს ამბობს ბრძოლის გაგრძელებაზე. კრივში აკრძალულია დარტყმა წელსქვევით, კეფაში, ზურგში, თავის დარტყმა. ბრძოლას სჯის რეფერი (მსაჯი რინგზე) და 3-5 მსაჯი რინგს გარეთ.
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 917 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

რაგბი — სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ლელოში მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
2 თამაში
2.1 თამაშის მიზანი
2.2 ქულები
2.3 სათამაშო პოზიციები
2.4 სათამაშო ეპიზოდები და ტაქტიკური ხერხები
2.4.1 წინ თამაში
2.4.2 შებოჭვა
2.4.3 რაქი
2.4.4 მოლი
2.4.5 შერკინება
2.4.6 დერეფანი
3 დრო
3.1 მატჩის ხანგრძლივობა
3.1.1 შვიდკაცა
3.1.1.1 გამონაკლისი
3.2 შესვენება
3.2.1 შვიდკაცა
3.3 დროის აღრიცხვა
3.4 გაცდენილი დრო
4 რაგბი საქართველოში
4.1 საქართველოს ეროვნული ნაკრები
4.1.1 მონაგარი
4.2 ქართული კლუბები
4.2.1 თბილისი
4.2.2 ქუთაისი
4.2.3 ბათუმი
4.2.4 დანარჩენები
5 IRB-ის მსოფლიო რეიტინგი
6 რაგბის ყველა მსოფლიო თასი
7 იხილეთ აგრეთვე
8 რესურსები ინტერნეტში

ისტორია [რედაქტირება]

უილიამ უებ ელისის ქანდაკება თავისი ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1 ·სურათი 2
ნანახია: 1456 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (4)

ფრენბურთი მეტად პოპულარული სპორტის გუნდური სახეობა, რომელშიც ორი გუნდი (თითოეულში ექვსი მოთამაშით} ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის მოედანში ბურთის ჩაგდებით.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
2 მოედანი, ბურთი, წესები
3 საერთაშორისო ფედერაცია
4 მნიშვნელოვანი ტურნირები

ისტორია [რედაქტირება]

ფრენბურთის ,,საპასპორტო’’ მონაცემები ცნობილია: თამაში 1895 წელს მოიგონა ამერიკული ქალაქის ჰოლიოკის მკვიდრმა, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა უილიამ მორგანმა. მან ახალ თამაშს ,,მინონეტი’’ უწოდა. 1896 წელს ეს თამაში ქალაქ სპრიფგფილდში წარადგინეს ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის კონფერენციაზე. აქ პროფესორ ალფრედ ჰალსტედის ინიციატივით თამაშს ფრენბუთი (volley - მფრინავი) უწოდეს და ეს სახელი თამაშს დღემდე შემორჩა. ნელ-ნელა ახალი თამაში სხვა ამერიკულ ქალაქებშიც გავრცელდა. მალე კი კანადაში და ლათინურ ამერიკაშიც. 1990 წელს ფირმა ,,სპოლდინგმა’’ დაამზადა ფრენბურთის სათმაშო პირველი ბურთი. იმავე წელს დაიწერა ფრენბურთის თამაშის პირველი ოფიციალური წესები.

პირველი მსოფლიო ომის დრ ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1 ·სურათი 2
ნანახია: 988 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

ხელბურთი — მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული გუნდური სპორტული თამაში, სადაც შვიდი წევრისაგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. მოწინააღმდეგეები თამაშობენ მხოლოდ ხელით და ცდილობენ მოწინააღმდეგის გუნდის კარში გაიტანონ ბურთი.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
2 მოედანი, ბურთი, წესები
3 საერთაშორისო ფედერაცია
4 მნიშვნელოვანი ტურნირები
5 ბმულები

ისტორია [რედაქტირება]

ხელბურთს, ანუ ბურთის ხელით თამაშს, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, თუმცა თნამედროვე სახით იგი მე-XIX საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა. ამ დროისათვის გერმანიაში ცნობილი იყო თამაში „რაფბოლი", ჩეხეთში — „ჰაზენა", რომლებიც ძალზე წააგავდნენ თანამედროვე ხელბურთს. 1898 წელს დანილემა ჰოლგერ ნილსენმა ხელით თამაშის ახალი წესები შეიმუშვა. ეს წესები ძალზე ახლოს იყო თანამედროვე წესებთან და ამიტომაც სწორედ ეს წელი ითვლება თანამედროვე ხელბურთის დაბადების თარიღად. მალე ხელბურთი გავრცელდა მთელ ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში, თუმცა ჯერ კიდევ არ იყო წესების ერთიანი გაგება. თავიდანვე გაჩნდა ხელბურთის ორი ვარიანტ ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1 ·სურათი 2
ნანახია: 733 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

პრაღა (ჩეხ.: Praha) -- ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და მისი უდიდესი ურბანული ცენტრია. მდებარეობს მდ. ვლტავაზე ცენტრალურ ბოჰემიაში და დაახ. 1.2 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება (თუმცა სამუშაო ძალების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ქალაქში დამატებით დაახ. 300.000 ადამიანი რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს). პრაღა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული.

ქალაქს რამდენიმე მეტსახელი აქვს დროისა და კონტექსტის მიხედვით, მათ შორის: „ოქროს ქალაქი", „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო", „ქალაქთა დედა" და „ევროპის გული". 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
2 კულტურა
3 ეკონომიკა
4 განათლება
5 ტრანსპორტი
6 რესურსები ინტერნეტში
7 გალერეა

ისტორია [რედაქტირება] ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება.
თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მის გასწორებაში. გამოიყენეთ რედაქტორის სახელმძღვანელო.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1 ·სურათი 2
ნანახია: 808 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

მოსკოვი (რუს. Москва́, მოსკვა, IPA: [mɐ'skva]) რუსეთის დედაქალაქია და მდებარეობს მდინარე მოსკოვზე. ქალაქის ფარგლებში ცხოვრობს რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 1/10, რაც მოსკოვს ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქად ქმნის.

ქალაქი მდებარეობს დასავლეთ რუსეთის ფედერალურ ოლქში. ის იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის დედაქალაქი, ასევე რუსული სახელმწიფო - მოსკოვის, პრე-იმპერიული რუსეთის დედაქალაქი. ცნობილი არქიტექტურული ანსამბლი კრემლი მდებარეობს მოსკოვში, რაც ასე წარმოადგენს ეროვნული მთავრობის ცენტრს.

წმ. ბასილის ტაძარი

მოსკოვი ასევე ცნობილია, როგორც ქალაქი სადაც მდებარეობს წმინდა ბასილის ტაძარი, შთამბეჭდავი ელეგანტური ფერადი თაღებით. მოსკოვის პატრიარქი, რომლის რეზიდენცია დანილოვის მონასტერშია, წარმოადგენს ასევე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
1.1 ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ
2 მოსახლეობა
3 ნაციონალური შემადგენლობა
4 კლიმატი
5 დაძმობილებული ქალაქები
6 სქოლიო

ისტორია [რედაქტირება]

ადამიანთა მოსკოვის მიდამოე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 872 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

მინსკი (ბელორუს. Мінск, რუს. Минск)- ბელორუსის დედაქალაქი 1919 წლიდან. მინსკის მხარისა და მინსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, იმის მიუხედავად, რომ მათ შემადგენლობაში არ შედის, გმირი ქალაქი. უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძი, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ცენტრი. ქალაქში მდინარე სვისლოჩი მოედინება. 2007 წლის მონაცემების მიხედვით, მინსკის მოსახლეობაა 1,814 მლნ ადამიანი.
ისტორიული ცნობები [რედაქტირება]

დასახელების ძველი ვარიანტებია მენსკი, მენესკი. ხალხური ეტიმოლოგიით სახელი სიტყვა менять (ცვლიდან) უნდა მომდინარეობდეს, უფრო სარწმუნოდ კი ქალაქის სახელდება მდინარე მენკედან უნდა შექმნილიყო, რომელიც მდ. ნემიგის შენაკადია. მდინარე ნემიგა შემდგომ მილების საშუალებით მიწისქვეშ ჩაუშვეს და ახლა იმავე სახელწოდების ქუჩის ქვეშ გაედინება.

მინსკის პირველი ხსენება ისტორიაში 1067 წელს განეკუთვნება, როდესაც მდინარე ნემიგასთან პოლონელი მთავრის ვსესლავ ბრიაჩისლავიჩსა და კიევის მთავარ იაროსლავ ბრძენის ვაჟებს შორის გაიმართა ბრძოლა, შედეგად კი ქალაქი დანგრეულა.

XIV სა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 763 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

კიევი (უკრ.: Київ) უკრაინის დედაქალაქი და მისი უდიდესი ქალაქია; მდებარეობს მდნინარე დნეპრზე ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. 2003 წლისთვის კიევში ოფიციალურად 2,642,486 მცხოვრები იყო, თუმცა ქალაქში დიდი რაოდენობით არარეგისტრირებული ემიგრანტიც სახლობს, რაც მის ფაქტიურ მოსახლეობას 3 მილიონმდე ზრდის. ადმინისტრაციულად კიევი სახელმწიფო დაქვემდებარების მუნიციპალიტეტია და კიევის ობლასტს არ ეკუთვნის. კიევი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია აღმოსავლეთ ევროპაში. აქ მდებარეობს მრავალი მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიული დაწესებულება, უმაღლესი სასწავლებელი და მსოფლიოში ცნობილი ისტორიული ღირსშესანიშნაობა. ქალაქს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩნია, კიევი მეტროს სიტემის ჩათვლით.

საკუთარი არსებობის განმავლობაში კიევი, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, დიდი აღმასვლისა და შედარებითი დაკნინების რამდენიმე ეტაპს გადის. მიჩნეულია, რომ ქალაქი მე-5 საუკუნეში დაარსდა, როგორც ადრეული აღმოსავლეთ სლავების სავაჭრო პოზიცი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 825 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz