ხუთშაბათი
25.04.2024
05:31
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 15
ფაილი:IkerCasillas.JPG

იკერ კასილიას ფერნანდესი ([ˈiker kaˈsiʎas]; დაიბადა: 20 მაისი ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 855 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (1)

ფაილი:GHiguain.jpg
ნანახია: 933 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (2)

ყოველი ხსენება წმინდანებისა და დღესასწაულთა ღირსშესანიშნავია ჩვენთვის, მაგრამ მაინც სულ სხვა სიდიადე აქვს დღევანდელ დღესასწაულს – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას. ძველი აღთქმის მამამთავარი აბარაამი განთქმულია თავისი მტკიცე რწმენით უფლისადმი, წინასწარმეტყველი მოსე ცნობილია, როგორც კანონმდებელი სჯულისა; წინასწარმეტყველი ილია მოიხსენიება, როგორც ზეციური ცეცხლის გადმომყვანებელი; ისაია წინასწარმეტყველი ქებულია როგორც ღვთისმეტყველი ძველი აღთქმისა, სოლომონი განთქმულია თავისი სიბრძნით, მაგრამ ყველა ესენი ვერ შეედრებიან ცისა და ქვეყნის უწმინდეს დედოფალს – ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს – დედას ღვთისას. წმიდანები ძველი აღთქმისა ხედავდნენ ქრისტეს მხოლოდ ბუნდოვნად, გაურკვევლად. ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი კი ღირსი გა ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 771 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო!

დადგა ბრწინვალე დღე ქრისტეს შობისა. ანგელოსთა გუნდნი ისევე საზეიმოდ აუწყებენ ცასა და ქვეყანას ქვეყნიერების მხსნელის განხორციელებას ნაცნობი საგალობლით: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ. 2, 14). ჰოი, საიდუმლო საკვირველი და დიდებული: მწყემსნი გაკვირვებულნი შესცქერიან მოზეიმე ზეცას. ანგელოზნი ღაღადებენ, მთავარანგელოსნი უგალობენ, ქერუბინნი აქებენ, სერაბინნი ადიდებენ. დღესასწაულობს ყოველი დაბადებული, რამეთუ ღმერთს ხედავენ ქვეყნად და კაცს ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 854 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო! დიდი დრო არ არის გასული მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიზეიმეთ ქრისტეს შობის დიდებული დღესასწაული. მაშინ ჩვენ თანაზიარნი გავხდით ზეცისა და ქვეყნის დიდი სიხარულის: ურიცხვ ანგელოზებთან ერთად ვიგალობეთ მშვიდობისა და სიყვარულის საგალობელი „დიდება მაღალიანი", რითაც ვადიდეთ მაღალი ღმერთი და მის მიერ შექმნილი სამყარო ადამიანითურთ. ებრაელ მწყემსებთან ერთად ჩვენც შევედით ბეთლემის ბაგაში და პატარა იესოს მოწიწებით ვეცით თაყვანი. რა უცხო, ჯერ განუცდელი სიხარული დამკვიდრდა მაშინ თითოეულ ჩვენთაგანში, როგორი დიდი ბედნიერების ღირსნი გავხდით უფლის წყალობით… ეს სიხარული ჯერაც არ განელებულა ჩვენში და აი უკვე ახალი საკვირველების მოწმენი ვხდებით.

... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 722 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო!

დღეს უფლის ტაძარში კვლავ შედიან ცოდვილი მეზვერე და ფარისეველი. ტაძრის წინა ნაწილში ამაყად მდგომი ფარისეველი კვლავ იმეორებს ნაცნობ სიტყვებს: „გმადლობ შენ ღმერთო, რამეთუ არა ვარ როგორც სხვა, მტაცებელი და მემრუშე, როგორც მეზვერე. კვირაში ორგზის ვმარხულობ და მონაგებისაგან ვწირავ მეათედსო". უკან მდგარი მეზვერე კი კვლავინდებურად ზევით ახედვასაც კი ვერ ბედავს თავისი ცოდვილი მდგომარეობის გამო, მკერდზე იცემს ხელს და თვალცრემლიანი ამბობს: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსაო. უფალი ისმენს ორივეს ვ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 772 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

დღევანდელ სახარებაში, ძმანო, მოთხრობილი იყო იგავი უძღები შვილის შესახებ, რაც ბევრ სასიკეთოს გვასწავლის ჩვენ – მართლმორწმუნე ქრისტიანებს.

ერთ პატიოსან და მდიდარ კაცს ჰყავდა ორი ვაჟი, რომლებიც სიყვარულითა და სიამტკბილობით ცხოვრობდნენ მშობელი მამის სამყოფელში. გავიდა ხანი და უმცროსმა შვილმა მოსთხოვა მამას თავისი კუთვნილი წილი მთელი მათი სამკვიდრებელიდან, რათა გასულიყო ცალკე და ეცხოვრა ისე, როგორც მას მოესურვებოდა. მამამ გამოუყო მას ქონების დიდი ნაწილი. შვილმა თავისი კუთვნილი ქონებით დატოვა სახლი და წავიდა შორეულ მ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 892 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!

გვინდა მცირეოდენი სულის სასარგებლო დარიგებანი მივცეთ იმათ, რომელნიც საჭიროებენ ქრისტიანულ რწმენაში განმტკიცებას. განსაკუთრებით გვინდა ნუგეში ვცეთ ქრისტეს ახალ მიმდევართ, დიდი სიყვარულითა და მონდომებით რომ შეუდგნენ მაცხოვრის გზას, მაგრამ მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ სულის ცხოვნების გზაზე წარმოქმნილ წინააღმდეგობათა გადასალახავად. ჩვენ გვინდა ძმური დახმარების ხელი გავუწოდოთ იმათ, რომელთაც გარკვეული სულიერი გამოცდილების ნაკლებობისა გამო დაუფლებიათ უხალისო, სევდიანი განწყობილება. ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 829 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

მოგეხსენებათ, ძმანო, ხშირად ჩვენი ლოცვა-ვედრება ღვთისადმი აღვლენილი, არ გვისრულდება, თითქოს უფალი მათ უყურადღებოდ ტოვებდეს, რაც უკმაყოფილო გრძნობას ბადებს ჩვენში. იმისათვის, რომ ავხსნათ ზემოაღნიშნულის მიზეზი, მივმართოთ დიდ საეკლესიო მამასა და მასწავლებელს წმ. იოანე ოქროპირს, რომელიც ერთგან წერს: „ბევრი მოდის ეკლესიაში, წარმოთქვამს და გალობს უამრავ ლოცვასა და საგალობელს და ტაძრიდან გადის ისე, რომ არც კი იცის, რას კითხულობდა ან რას გალობდა. ბაგენი მისნი მოძრაობდნენ, სმენით კი არაფერი ესმოდა, თვალნი მისნი თითქოს იხედებოდნენ, დასანახი კი მაინც ვერ დაინახა; ყურნი ისმენდნენ ღვთის სიტყვას, გასაგონი კი მაინც ვერ გაიგონა. ჰოი კაცო, შენ თვითონ არ გესმის შენი ლოცვისა და გალობისა და როგორ გინდა, რომ ღმერთმა მოგისმინოს და გაგი ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 750 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

ფაილი:Xavi Hernández - 001.jpg   ჩავიერ "ჩავი" ერნანდეს ი კრეუსი (კატ.: Xavier "Xavi" Hernández i Creus, [ˈʃaβi]; დ.  ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1032 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე" – ამბობს წინასწარმეტყველი დავითი თავის ფსალმუნში. აღნიშნული სიტყვები ფსალმუნთ მგალობელისა მინდა გავიმეორო მეც, რადგანაც ვიცი, რომ ვერ გავექცევი საშინელ სამსჯავროს ზეციურ ანგელოზთა და ძალთა მიერ შემდგარს, რომელზედაც განცხადდება ყოველგვარი ცოდვანი და ქვეყნიური სისუსტენი ჩვენნი.

ჰოი მოწყალეო ღმერთო! ვიცი, რომ ცოდვანი ჩემნი პატიებას შენსას აღემატება, მე ხომ ყველაზე მეტად განგარისხე შენ და უმეტესად ცოდვებში გავატარე ცხოვრება ჩემი. მეზვერეზე მეტად შევაგინე სული და ქანანელზე უფრო დავიმძიმე სხეული. ამიტომ, შემცდარი და დაცემული გიღაღადებ, უფალო შემიწყალე მე ცოდვილი. მე, რომელმაც შენი წმიდა სახელი განვარისხე, რომელმაც სული შენგან მოცემული შევაწუხე და მცნებანი არ აღვასრულე, ნიჭი და სიმდიდრე შენი მოვიძულე.

ყოველი მონაგები ჩემი ცოდვებში დავხარჯე. სული, შენს ხატად შექმნილი, შევაგინე, გვამი კი – სამკვიდრებელი სულისა, ათასგვარი უკეთურებით დავისახიჩრე. წლები და დღენი შენს სადიდებლად რომ მომეც, ცოდვებში განვლიე. პირი, შენ რომ განმინათლე – ვარცხვინ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 723 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო!

მოგეხსენებათ, რომ ქვეყნიერების დასაბამს, როცა დაბადა ღმერთმა ადამიანი, დაადგინა იგი სამოთხეში, შეამკო სათნოებით და მისცა მას მცნება, რომ არ ეჭამა ნაყოფი ხისგან ცნობისა კეთილისა და ბოროტისა, რომელიც იდგა სამოთხის ბაღის შუაგულში. მაშინ კაცი იყო წმინდა და უბიწო, ცხოვრობდა შვებითა და ღვთის დიდებით, მაგრამ როცა ადამიანმა დაარღვია მცნება ღვთისაგან მოცემული და შეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი, მაშინ დაჰკარგა კაცმა ცხოვრება სამოთხისებური და მასთან ერთად უკვდავება ქვეყნიური. შეცოდებით დაეცა ბუნება ადამიანის, იგი ჩავარდა დიდებისმოყვარებასა და გემოთმოყვარებაში; ღვთის ხატადა და მსგავსად შექმნილი თავისუფალი ნების ადამიანი იძლია ვნების მიერ: კაცი თავისი ნების დაემონა ცოდვას და დაშორდა ღმერთს. ქვეყნად გამრავლდა უკეთურება, ბიწიერება და სიკვდილი. ადამიანებმა მიივიწყეს თავიანთი გამჩენი ღმერთი და მისგა მიცემული ბუნებითი სჯულიც. მხოლოდ ზოგიერთებმა – ღვთისგან გამორჩეულებმა – დაიმარხეს გულში უფლის სიყვარული და მცნებები. ესენი იყვნენ: აბრაამი, ნოე, იაკობი, და სხვა მამამთავრებ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 801 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა.

საზეიმო იყო ძმანო უკანასკნელი მსვლელობა მაცხოვრისა იერუსალიმში. იგი სახედარზე მჯდომი და ზღვა ხალხით იყო გარშემორტყმული, როგორც მეფე და მბრძანებელი. დღესასწაულზე წმიდა ქალაქში მრავლად ჩამოსულებმა, გაიგეს რა იესოს გამოჩენა, ხის ტოტებით გამოვიდნენ მის შესახვედრად. ზოგი წინ გაუძღვა, ზოგიც თან გაჰყვა მაცხოვარს, ერთნი სიხარულით ტანსაცმელს უფენდნენ გზას მიმავალს, მეორენი კი – ტოტებს ხისას. მარტო დიდები კი არა, პატარა ბავშვებიც განსაკუთრებულ სიხარულს მოეცვა. ისინი ოსანასა და ვაშას შეძახილით მიეგებნენ მეუფეს ჰურიათას: „ოსანა ძესა დავითისასა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა რომელი ხარ მაღალთა შინა" (მთ. 21, 9).

მიუხედავად ასეთი საზეიმო შეხვედრისა, მახარებელ ლუკას თქმით, როცა მიუახლოვდა ქალაქს იესო „სტიროდა მას ზედა" (ლკ. 19, 41). რას უნდა ნიშნავდეს ძმანო უფლის ამგვარი მოქმედება? რა ატირებდა მას ერთს, როცა მის ირგვლივ მყოფთ სიხარული დაუფლებოდათ? ნუთუ მას არ ახარებდა სითბო და პატივისცემა, მასთან შეხვდრისას რომ გამოჩინეს ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 849 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო,

დღეს წმიდა ეკლესია აღასრულებს წმიდა მენელსაცხებლე დედების – მარიამ მაგდალინელის, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას, სუსანასა და სხვათა ხსენებას. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შემდგომ ერთ-ერთი პირველ კვირა დღეს რომ ეკლესიის მიერ საგანგებოდ იქება და იდიდება ნეტარხსენებული დედების ღვაწლი, არაა შემთხვევითი. როგორ მოიპოვეს მენელსაცხებლე დედებმა ესოდენი პატივი და ღირსება? რა მოიმოქმედეს მათ განსაკუთრებული? საღვთო წერილი არაფერს ამბობს იმაზე, რომ მათ მიეღოთ განსაკუთრებული მონაწილეობა ქვეყნად სახარების ქადაგება-გავრცელებაში. წმიდა წერილში არც ის ჩანს, რომ მათ გადაეტანოთ მრავალი ტანჯვა-წამება და დაეთხიოთ სისხლი ქრისტეს სჯულისათვის, თუ ასეა, მაშ რისთვის მიანიჭა ეკლესიამ ამოდენა ღირსება და პატივი? რისთვის ვუგალობთ დღეს მათ ასეთი მონდომებითა და სიყვარულით? რისთვის და იმ უსაზღვრო სიყვარულისათვის, ერთგულებისა და სამსახურისათვის, მაცხოვრის მიმართ რომ გამოიჩინეს მისთვის ყველაზე მძიმე და სახიფათო ვითარებაში, როცა ურიათა გულბოროტი მღვდელმთავრების მიერ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 824 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

იესო ქრისტეს ქვეყნად გამოჩენამ, მისმა ამაღლებულმა სწავლა-მოძღვრებამ, ქადაგებამ და მოღვაწეობამ დიდი გამოცოცხლება შეიტანა ურიათა შორის. ებრაელთა ნაწილმა სიხარულით მიიღო ქრისტიანული სჯული და გახდა ქრისტეს მიმდევარი. უმრავლესობა ურიებისა კი დაბნელებული გონებითა და გაციებული გულით, ასრულებდა რა სჯულს გარეგნულად და ქვეყნიური ცხოვრება უფრო მეტად ხიბლავდა, ვიდრე აღთქმული ზეციური სასუფეველი, გახდა მისი დაუძინებელი მტერი და წინააღმდეგი. მაცხოვრის მიერ ნაქადაგები სწავლა-მოძღვრება განსაკუთრებით მოიძულეს მწიგნობრებმა, ფარისევლებმა და სჯულისმცოდნეთ, რადგან აღნიშნული ქადაგებით გამოაშკარავდა მათი ბოროტება, უგუნურება და ცოდვა. ამის გამო სასტიკად გადაემტერნენ ისინი იესო ქრისტეს, იწყეს მისი დევნა და ეძებდნენ მიზეზს, თუნდაც უმნიშვნელოს, რომ მოეკლათ.

დღეს წაკითხული სახარება მოგვითხრობს, რომ მაცხოვარმა ერთხელ იხილა საერცელზე მდებარე განრღვეული, რომელიც შეებრალა, განკურნა და უბრძანა: „აღსდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე". ურიებმა, იხილეს რა განკურნებული ცხედარითურთ მიმავალი, და ამასთან შეიტყვეს რა, რ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 721 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

დღეს დაასრულა მაცხოვარმა საფუძველი ახლისა აღთქმისა, დღეს მან მოწაფეთა თვისთა უკანასკნელნი თვისნი დიდნი მცნებანი და სწავლანი, ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, დღეს მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა, დაბანა რა ფერხნი მათნი. ერთი სიტყვით, როგორადაც აღდგომა ქრისტესი არის დაგვირგვინება მისისა საქმისა და ჩვენი სჯულისა, მზგავსადვე დღევანდელი დღე იყო შევსება და დასრულება მისისა სჯულის დებისა".

წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება. ორი დღის შემდეგ ეგვიპტის ტყვეობიდან მათი გამოხსნის აღსანიშნავად ებრაელები უდიდეს დღესასწაულს პასექს ზეიმობდნენ. დღესასწაულის წინა საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი ერთი წლის ბატკანს ან თიკანს კლავდა, მთლიანად წვავდა და ოჯახთან ერთად შეექცეოდა. პასექის მიღება წინა დღითაც შეიძლებოდა, განსაკუთრებით – გალილეიდან მოსულთათვის. უფალმა, რაკი იცოდა, რომ თავი პასექის დღესასწაუ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 671 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

ღვთის ხატება ადამიანში არასდროს ყოფილა ისე დაკნინებული, საყვარელო ძმაო, როგორც დღეს, არასდროს ყოფილა ღმერთი ისე დამცირებული, როგორც დღეს. დღეს ეშმაკი ჩასახლდა ადამიანში, რათა განხორციელებული ღმერთკაცი განყოს. დღეს მთელმა ბოროტებამ ადამიანის სხეულში მოიყარა თავი, რათა ღმერთი განაგდოს. დღეს მთელი ჯოჯოხეთი დედამიწაზე გადმოსახლდა; ნუთუ ვინმეს ახსოვს, რომ ოდესღაც დედამიწაზე სამოთხე იყო? ადამიანის დღევანდელი დაცემა გაცილებით დიდია, ვიდრე პირველი. მაშინ ადამიანი ღმერთს დაშორდა, დღეს კი მან ჯვარს აცვა ღმერთი, ღმერთი მოკლა. ადამიანო, რა გქვია შენ, თუ არა ეშმაკი? მაგრამ რას ვამბობთ? ეს ხომ ეშმაკის ცილისწამებაა. ეშმაკი არასდროს ყოფილა ასე ბოროტი, ასე ოსტატურად ბოროტი, როგორც ადამიანია. უფალი იესო ქრისტე ჯოჯოხეთშიც ჩავიდა, მაგრამ იქ იგი ჯვარზე არ გაუკრავთ. ჩვენ კი ჯვარს ვაცვით! განა ადამიანები ეშმაკზე უარესნი არა ვართ, განა დედამიწა ჯოჯოხეთზე ცეცხლშეგზნებული არაა? ჯოჯოხეთიდან ქრისტე არ განუდევნიათ, დღეს კი ის ადამიანებმა დედამიწიდან გააძევეს, თავისი სხეულიდან, თავისი გულიდან, თავისი ქალაქიდან გააგ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 771 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

ყოველი წლის აღდგომის წინადღეს – დიდ შაბათს – მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას.
ისტორიამოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.

IV საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე ევსევი კესარიელი გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე (IV ს.) გადმოედინებოდა.
მაცხოვრის საფლავიმაცხოვრის საფლავი მდებარეობს აღდგომის ტაძარში, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აიგო. უფლის საფლა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 727 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე (პორტ. Ricardo Izecson dos Santos Leite) (დ. 22 აპრილი, 1982, ბრაზილია, ბრაზილია), ცნობილი როგორც კაკა (პორტ. Kaká) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი, რომელიც არის ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის' ფეხბურთელი.სექციების სია [დამალვა]
1 ადრეული ცხოვრება
2 კარიერა
2.1 საკლუბო ასპარეზობა
2.2 სანაკრებო ასპარეზობა
2.3 სტატისტიკა
3 პირადი ცხოვრება
4 რესურსები ინტერნეტში

ადრეული ცხოვრება [რედაქტირება]

კაკა დაიბადა ბრაზილიაში 1982 წლის 22 აპრილს სიმონე და კრისტინა ლეიტეების ოჯახში…

მისი ზედმეტ სახილი კაკა ბრაზილიაში ჩვეული შემოკლებაა სახელი რიკარდოსათვის, თუმცა რეალური წარმოშობა ამ ზედმეტსახელისა მის უმცროს ძმას, ასევე ფეხბურთელს და სერია B-ს კლუბ რიმინის მოთამაშე დიგაოს უკავშირდება; პატარაობისას თურმე, რიკარდოს წარმოთქმა მას უჭირდა და ენის გაუტეხელობის გამო კაკას ეძახდა და საბოლოოს შერჩა რიკარდოს ეს მეტსახელი . . .

კაკამ ბავშვობაში მძიმე ტრავმა გადაიტანა, ხიდან ჩამოვარდა და ზურგით დ ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 786 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 15.06.2011 | კომენტარი (0)

კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz