შაბათი
18.11.2017
13:21
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივლისი » 3 » ტრიუმფალური თაღი
11:46
ტრიუმფალური თაღი
alt

სადღაც ლამპებია ინთო, დროდადრო ნათი რბილი შუქი ელვის ციაგში იკარგებოდა, სახეებს მკვდარისფერი ედებოდა, როგორც მოჩვენებებსა და წამიერად ყოველივე არსებულში იკარგებოდა, ინთქმებოდა,…

თაღის სიმაღლეა 49,51 მ, სიგანე 44,82 მ, სიმაღლე 29,19 მ. აიგო 1806-1836 წლებში არქიტექტორი შალგრენის პროექტით. მორთულია ოთხი სკულპტურული ანსამბლით: ელისეს მინდვრების მხრიდან – "მარსელიეზა”, გრან-არმის გამზირის მხრიდან – "წინააღმდეგობა” და "მშვიდობა”. თაღის კედლებზე ამოტვიფრულია 128 ბრძოლის სახელი, რომელშიც რესპუბლიკურმა და იმპერიულმა არმიებმა გაიმარჯვეს, ასევე 658 ფრანგი მხედართმთავრის სახელი. უცნობი ჯარისკაცის საფლავზე წარწერაა: "აქ განისვენებს ფრანგი ჯარისკაცი, რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს შესწირა, 1914-1919″.

ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება,ადამიანის ადგილი კი არსად არის …!! ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი.

რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან,რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ. ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი,რომლისკენაც სწრაფვა, ამავდროულად, გადარჩენისათვის ბრძოლას მოგვაგონებს. ფასიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა. ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი.

…და როდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ”ტრიუმფალური თაღის”დასასრულს ომი მხოლოდ იწყება

ბევრი რომ არ გავაგრძელო ძალიან საინტერესო გამონათქვამები და ლამაზი სიტყვები შემხვდა წიგნში :)

1. უფრო იოლია მამაკაცთან ღამე გაათიო, ვიდრე სახელი დაუძახო

2. იცხოვრო , ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის. ადამიანი ადამიანითაა. ზოგჯერ მაინც ბჟუტავს სიკეთის ცეცხლი.

3. სიკეთე ადამიანს ძალას მატებს, თუ მძიმე ცხოვრებით დაღდასმულია.

4. მარტოობას ყველა ნელ-ნელა შევეჩვევით .. ის რაც ოდესღაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა .. ახლდა დარღვეულია.

5. ისე დავცვივდით, როგორც გაწყვეტილი ძაფიდან მიწის მძივები.

6. მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს.

7. მორჩა.. მორჩა ყველაფერი… , რასაც ჯერ არ მოუპოვებია სუნთქვა,სუნთქვა, ქღტაცება, ჩივილი, ზრდა, ჩამოყალიბება.არაფერი არ დარჩენილა.. მხოლოდ მკვდარი, სისხლისგან დაცლილი ხორცის ნაჟერი და ცოტა შედედებული სისიხლი..

8. ისევ შეაფერადებს ცხოვრების რუხ კეთრს ეს რაქმდენიმე საათი, ბედის ნაწყალობევი, და მერე მტრედებივით გაფრინდება.

9. მიცვალებულნი დაასაფლავე.. და კბილებით ჩაეჭიდე ცხოვრებას. დრო სწრაფმავალია.. გაძლება- აი რა არის მთავარი.

10. ისევ აქაფებული ნაკადი.. სიახლოვე იმ იდუმალი წამისა.., რას ერთი შეხედვით სამუდამოდ გაქრა..

11. ხელახლა პირველყოფილი ადამიანი გახდა, ზღვის პირას მდგარი, რაღაც ამოდიოდა წყლის სიღრმიდან თეთრი და სხვინათელი…

12. კითხვა და პასუხი ერთად შედუღებული..სისხლი კი მატულობდა და მატულობდა…ხოლო თვალწინ ქარიშხალი ნავარდობდა…

13. შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მასხარა, დამნაშავე, – და ვერავინ შენიშნავს ამას… მაგრამ აი ვთქვათ ღილი მოგწყდა სადმე .. ამას კი ყველა მაშინვე დაინახავს. რა სულელურად არის მოწყობილი ქვეყნად ყველაფერი..

14. ისევ მორევი…უხმოდ რომ ითრევს ადამიანს სადღაც სიღრმეში… უცხო უფსკრული შეუცნობლისა ამ უფსკრულიდან მოცურავს ღრუბელი, თან მოაქვს თავბრუდახვევა და ალისფერი ბანგი..

15. სიყვარული ! რა არ აფარებს თავს ამ სახელს… ნაზი და საამოდ ტკბილი სხეულისაკენ მიდრეკილებაც და სულის უნაზესი აფორიაქებაც.

არ მინდოდა სიყვარული და არ მწამდა.. არ მეგონა თუ ხელახლა მომევლინებოდა.. მაგრამ მოვიდა და მთელი ჩემი გამოცდილება უსარგებლო გახადა.. ცოდნა კი მხოლოდ ტკივილს მაყენებს.. და რაც იწვის გრძნობის ხანძარში უკეთ, ვიდრე ცინიზმი- საბედისწერო ჟამთა სიავის წლებში დამზადებული საწვავი?

ამ დროისთვის სულ ეს იყო თუ მოგეწონებათ შემიძლია კიდევ ამოვკრიფო ლამაზი სიტყვები :)

პ.ს. ინტერესი მკლავს კალვადოსი (ვაშლის არაყი) როგორია :D feel


ნანახია: 325 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017
Free site builder - uCoz