პარასკევი
29.03.2024
13:46
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივლისი » 4 » 4,5 მლრდ წლის მეტეორიტში მეცნიერისათვის უცნობი მინერალი იმალებოდა
22:01
4,5 მლრდ წლის მეტეორიტში მეცნიერისათვის უცნობი მინერალი იმალებოდა
alt

რა შეიძლება ჰქონდეთ საერტო თბომედეგ ბეტონსა და მეტეორიტს, რომლის ასაკიც 4,5 მლრდ წელია? ერთის შეხედვით – არაფერი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, მეორეშიც საქმე გვაქვს იშვიათ, და რაც მთავარია, მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე ხნიერ მინერალთან.

ლოს-ანჯელესის ოლქსი გარემოს მუზეუმის მინერალების განყოფილების (Natural History Museum of Los Angeles County) ხელმძღვანელმა ენტონი კამპფმა (Anthony Kampf) აფრიკის ჩრდილო-დასავლეთით ნაპოვნი მეტეორიტის კვლევის განმავლობაში აღმოაჩინა, რომ მასში მინერალი კროტიტი (krotite) შედის. ეს მინერალი არასოდეს შეგვხვედრია ბუნებაში, მაგრამ, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნეთ, ადამიანის ხელით შექმნილი ზოგიერთი სახეობის ბეტონის შემადგენლობაში შედის.

ციური სხეულის, რომლის შიგნითაც კროტიტია აღმოჩენილი, ინდექსია NWA 1934 CV3. იგი ჰონდრიტებს განეკუთვნება – ჩვეულებრივ მეტეორიტებს, რომლებიც დედამიწის ყველაზე ხშირი სტუმრები არიან. მეცნიერები თვლიან, რომ ჰონდრიტები ძირითადი სამშენებლო მასალაა ახალი პლანეტების დაბადებისას. მკვლევარი ვარაუდობს, რომ მინერალის ფორმირება, რომელიც კალციუმისგან, ალუმინისგან და ჟანგბადისგან შედგება, აირმტვროვან ღრუბელში დაახლოებით 1500 °С ტემპერატურაზე ხდებოდა, რომლისგანაც შემდგომში პლანეტები ჩამოყალიბდნენ.

კროტიტის შესწავლა, რომელსაც ალექსანდრ კროტის (Alexander N. Krot) პატივსაცემად დაარქვეს სახელი, – გავაიევის უნივერსიტეტის ცნობილი კოსმოქიმიკოსი, მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს უკეთ გაიგონ მზის სისტემების განვითარების ადრეულ ეტაპებზე მიმდინარე პროცესები.


ნანახია: 745 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz