პარასკევი
29.03.2024
13:46
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივლისი » 3 » აბაზგები, სვანები, სანიგები და აფშილები.
21:57
აბაზგები, სვანები, სანიგები და აფშილები.
alt

აბაზგები (ბერძნ. Abasgoi), ძველი აფხაზური ტომი. პირველად იხსენიებს არიანე ფლავიუსი (II ს.). იმ დროს აბაზგები აფსილების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ და დაახლოებით ახლანდელი ოჩამჩირის რაიონის ტერიტორია ეკავათ. VI-VII საუკუნეებში ჩრდილოეთით გადაინაცვლეს და დაიკავეს ტერიტორია მდ. გუმისთიდან ბზიფამდე, რომლის ჩრდილოეთ-დასავლეთით სანიგები ცხოვრობდნენ. სახელწოდება "აბაზგი" იმავე ფუძისაა, რაც "აფსილი" (დიალექტიკური გამჟღერებული ფორმა). ამ სიტყვისაგან მომდინარეობს ქართული "აბხაზი" - აფხაზი.

სანიგები, სანიხები, სანიკები - ძველი დასავლურ-ქართული ტომი. პირველად იხსენიებენ I-II საუკუნეების ავტორები - პლინიუსი, არიანე, მემნონი. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით სანიგები იგივე ზანები (მეგრელ-ჭანები) იყვნენ, სხვების აზრით - სვანები. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ სანიგენი ჯიქები (საძები) იყვნენ. პლინიუსისა და არიანეს ცნობით სანიგები სებასტოპოლისის (ახლანდელი სოხუმი) მიდამოებში ცხოვრობდნენ. სანიგებს იხსენიებს "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორიც.

აფსილები, აფშილები, ერთ-ერთი უძველესი აფხაზური ტომი. პირველად იხსენიებს რომაელი მწერალი გაიუს სეკუნდუს პლინიუსი (I ს.). აფსილების სახელი შემონახულია აფხაზების საკუთარ სახელწოდებაში "აფსუა". I საუკუნეში მათ შექმნეს აფსილების სამთავრო. V-VII სს. აფშილებმა სავარაუდოდ ჩრდილოეთით გადაინაცვლეს და დაახლ. ახლანდელ სოხუმსა და გულრიფშის შორის ტერიტორიაზე დასახლდნენ. იმახანად აფშილები ეგრისის მეფეებს ემორჩილებოდნენ. VIII ს. ეგრისის დასუსტების შემდეგ აბაზგებმა დაიმორჩილეს.

სვანები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ სვანეთში, მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში (დალის ხეობა, ისტორიული მისიმიანეთი, იგივე აფხაზეთის სვანეთი). სვანი ეკომიგრანტები დღეს საქართველოს ბევრ რეგიონშია ჩასახლებული: იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი. სვანურ ტომებს წარსულში უზარმაზარი ტერიტორია ეკავათ დიდი კავკასიონის როგორც სამხრეთ კალთებზე, ასევე ჩრდილოეთში (მდინარე ყუბანის ზემო წელში). სვანური ტომები ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო, რომლის საფუძველზე მოხდა თანამედროვე ქართველი ხალხის ფორმირება. წარსულში სვანებს ახასიათებდათ კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები, როგორებიც იყო კოშკური არქიტექტურის ორიგინალური ფორმები, ალპური მეურნეობის განვითარება, სამხედრო დემოკრატიის გადმონაშთები და სხვა. სვანების დიდი ნაწილი ორენოვანია: ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფაში იყენებენ სვანურს, რომელიც ქართველურ ენებს მიეკუთვნება. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 80.000 ქართველი, სვანური ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.

ნანახია: 2233 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz