ოთხშაბათი
24.04.2024
03:15
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 23 » აბრაამ ლინკოლნი
22:31
აბრაამ ლინკოლნი
აბრაამ ლინკოლნი
Abraham Lincoln
აბრაამ ლინკოლნიAbraham Lincoln
აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი1861 – 15 აპრილი1865
ვიცე-პრეზიდენტი  ჰანიბალ ჰამლინი(1861-1865),
ენდრიუ ჯონსონი(1865)
წინამორბედიჯეიმზ ბიუკენენი
მემკვიდრეენდრიუ ჯონსონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი1847 – 3 მარტი1849

დაბადებული12 თებერვალი1809
ჰარდინი, კენტუკი
გარდაცვლილი15 აპრილი1865
ვაშინგტონი
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიავიგი (1832-1854),რესპუბლიკური პარტია (1854-1864),ეროვნული კავშირი(1864-1865)
მეუღლემერი ტოდ ლინკოლნი
საქმიანობაადვოკატი
ხელმოწერაAbraham Lincoln Signature.png


აბრაამ ლინკოლნი (ინგლ. Abraham Lincoln [ˈlɪŋkən]) (დ. 12 თებერვალი1809 – გ. 15 აპრილი1865) - ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16პრეზიდენტი 1861-1865 წლებში. ის წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში - ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. მან მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება და მონათმფლობელობის დასრულება.

პრეზიდენტობამდე ლინკოლნი ილინოისის შტატში ადვოკატად მუშაობდა, ასევე ილინოისის შტატის საკანონმდებლო ორგანოს და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. მას ორჯერ ჰქონდა აშშ-ის სენატში არჩევის წარუმატებელი მცდელობა. როგორც მონობის წინააღმდეგ აქტიურმა მებრძოლმა მან რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნები მოიგო 1860 წელს და ამავე წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა, რითაც იგი პირველირესპუბლიკელი პრეზიდენტი გახდა. არჩევნებში ლინკონის გამარჯვებიდან ინაუგურაციამდე აშშ-ს სამხრეთის შტატები გამოეყვნენ და ამერიკის კონფედერაციული შტატები ჩამოაყალიბეს.

სამოქალაქო ომის დროს იგი პირადად წარმართავდა საომარ მოქმედებებს კონფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც იუნიონის გამარჯვებით დასრულდა. ლინკოლნი მთელი ომის განმავლობაში წარმატებით ცდილობდა არ დაეშვა დიდი ბრიტანეთის და სხვა ევროპული ქვეყნების ინტერვენცია. მან გაატარა ღონისძიებები, რომლებმაც გამოიწვია მონათმფლობელობის გაუქმება. გამოსცა ემანსიპაციის პროკლამაცია 1863 წელს, რომელიც კონსტიტუციის მე-13 შესწორებით განმტკიცდა. 1864 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლინკოლნი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.

სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების კაპიტულაციიდან მეხუთე დღეს, 1865 წლის 14 აპრილს, იგი სამხრეთელთა მხარდამჭერმა ჯონ ბუთმასასიკვდილოდ დაჭრა. ლინკოლნი მეორე დღეს დილით გონებაზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ის აშშ-ის ოთხ მოკლულ პრეზიდენტს შორის პირველი იყო. მეცნიერების მიერ იგი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო პრეზიდენტადაა მიჩნეული. ლინკოლნის პორტრეტი 5 დოლარიან ბანკნოტზეა გამოსახული.

ნანახია: 914 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz