ხუთშაბათი
25.04.2024
16:15
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 23 » აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
22:09
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (აფხ. Аҧснытәи Автономтәи Республика), ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოსშემადგენლობაში, შავი ზღვის სანაპიროზე. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-AB. იგი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციებისაფხაზეთის და სამეგრელოს (ნაწილობრივ) ტერიტორიას. 1992-93 წლების კონფლიქტამდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედიოდა შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

  1. ქალაქი სოხუმი;
  2. გაგრის მუნიციპალიტეტი;
  3. გალის მუნიციპალიტეტი;
  4. გუდაუთის მუნიციპალიტეტი;
  5. გულრიფშის მუნიციპალიტეტი;
  6. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი;
  7. სოხუმის მუნიციპალიტეტი.

199? [საჭიროებს წყაროს მითითებას] წელს სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განახორციელა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული „რეფორმა", რის შედეგადაც ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილის ხარჯზე შექმნა ტყვარჩელის მუნიციპალიტეტი.


ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 8700 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – დაახლოებით 100-120 ათასს. ავტონომიის დედაქალაქია ქალაქი სოხუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 526 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ზოგადი ცნობები [რედაქტირება]

ადგილობრივი მმართველობა [რედაქტირება]

დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებს წარმოადგენენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (საკანონმდებლო ორგანო) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო (აღმასრულებელი ორგანო), რომლებიც 1993 წლიდან ქალაქ თბილისშია განთავსებული.

2008 წლის აგვისტოს ომამდესაქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ იყო გულრიფშის მუნიციპალიტეტის აჟარის სასოფლო თემის ტერიტორია (23 სოფელი), ე.წ. კოდორის ხეობა. ამ ტერიტორიაზე 1998-2004 წლებში მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მმართველობა.

ამჟამად, ამ ტერიტორიებს სრულად აკონტროლებს სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთი.

სეპარატისტული რეჟიმი [რედაქტირება]


დე-ფაქტო ხელისუფლების ”პრეზიდენტები
”:

1992 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დამყარებულია სეპარატისტული რეჟიმი, რომელმაც 1992 წლის 23 ივლისიდან გამოაცხადა ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის" დამოუკიდებლობა. მისი დამოუკიდებლობა აღიარეს მხოლოდ რუსეთმანიკარაგუამ,ვენესუელამნაურუმ და ორმა თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ, ე.წ. „სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკამ" და ე.წ. „დნესტრისპირეთის რესპუბლიკამ". გარდა ამისა, 2011 წლის 31 მაისს სოხუმის სეპარატისტული მთავრობის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვანუატუმაც ცნო[1][2], თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით ვანუატუმ უარყო[3]. დანარჩენი სახელმწიფოები არ აღიარებენ მის დამოუკიდებლობას და იურიუდიულად განიხილავენ საქართველოს განუყოფელ ნაწილად.


ეკონომიკა [რედაქტირება]

რეგიონის ხელსაყრელი მდებარეობის გამო, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, ჩვეულებრივ პირობებში შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ–ერთი ყველაზე განვითარებული მხარე. მაგრამ კონფლიქტის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა მისი სამრეწველო და სასოფლო–სამეურნეო ინფრასტრუქტურა. ამჟამად ფუნქციონირებს რამდენიმე მცირე საწარმო, რომლებიც ძირითადად ნედლეულის (ხე–ტყე, ქვანახშირი) რუსეთსა და თურქეთში გატანით არიან დაკავებულნი.

ღირშესანიშნაობები [რედაქტირება]

ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

ისტორია [რედაქტირება]

აფხაზეთის ტერიტორია 1864 წელს ანექსირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ, რომელმაც გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და მას სოხუმის ოკრუგი უწოდა. 1918-21 წლებში აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლის 4 მარტს შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (სსრ), რომელიც სამოკავშირეო ხელშეკრულებით დაუკავშირდა საქართველოს სსრ–ს. 1931 წელს იგი გარდაიქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად ასსრ–ს სტატუსით. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეწოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ ფაქტობრივად ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იმართება სეპარატისტული რეჟიმის მიერ.


ნანახია: 1218 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz