პარასკევი
19.04.2024
06:30
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » ავსტრია
18:01
ავსტრია
ვსტრია - ფედერალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია და ჩეხეთი, აღმოსავლეთით - უნგრეთი და სლოვაკეთი, სამხრეთით - სლოვენია და იტალია, დასავლეთით - შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ფართობი - 83,8 ათასი კმ2. მოსახლეობა - 8,316,487. დედაქალაქი - ვენა. სახელმწიფო ენა - გერმანული. დღესასწაული - 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1995).სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
3 სახელმწიფო
4 ადმინისტრაციული დაყოფა
5 დემოგრაფია
6 ეკონომიკა
7 ისტორია
8 მემკვიდრეობა
9 ცნობილი ავსტრიელები

სახელწოდება [რედაქტირება]
ოფიციალური: ქართულად - ავსტრიის რესპუბლიკა; გერმანულად - Republik Österreich.
ეტიმოლოგია - მე-9 საუკუნეში იგი ფრანკთა იმპერიის განაპირა აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენდა და კარლოს დიდი მას Ostmark-ს უწოდებდა, რაც „აღმოსავლეთის ქვეყანას" ნიშნავს. მე-11 საუკუნეში გამოჩნდა ტერმინი Ostarrichi. აქედანაა მიღებული მისი დღევანდელი სახელი Osterreich – გერმანულად, Autriche - ფრანგულად და Austria - ლათინურად.
ქვეყნის კოდი - AT.
გეოგრაფია [რედაქტირება] მთავარი სტატია : ავსტრიის გეოგრაფია.


ავსტრიის ფედერაცია

ავსტრია მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში, მოსაზღვრე ქვეყნებია: გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი.
ფართობი - 83.900 კვ.კმ.
ბუნება: ქვეყნის ¾ ალპებს უკავია. უმაღ. მწვერვალი - გროსგლოკნერი 3.797 მ; უდიდესი მდინარეები (კმ) - დუნაი 350 (სულ 2860), მური 348 (სულ 444), ინი 280 (სულ 510); უდ. ტბა (კვ.კმ) - ნოიზიდლერზეე 132 (სულ 152); კლიმატი – კონტინენტური, ალპური.
ბუნებრივი რესურსები - რკინის მადანი, ნავთობი, საშენი ხე-ტყე, მაგნეზიტი, ტყვია, ქვანახშირი, სპილენძი, ჰიდროენერგია.
სახელმწიფო [რედაქტირება]

კანცლერის რეზიდენცია
პოლიტიკური სისტემა - დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
მთავრობის მეთაური - კანცლერი .
საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (183+62 წევრი).
ეროვნული დღესასწაული - 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ კანონის მიღების დღე (1955).
ადმინისტრაციული დაყოფა [რედაქტირება]


ავსტრია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 9 მხარედ (Bundesland), მათ შორის არის დედაქალაქი ვენა.. მხარეებს აქვთ თავისი კონსტიტუციები, პარლამენტები და მთავრობები. ავსტრიის მხარებია (ფრჩხილებში ადმინისტრაციული ცენტრები):
ვენა (ვენა)
ბურგენლანდი (აიზენშტატი)
ზალცბურგი (მიწა) (ზალცბურგი)
ზემო ავსტრია (ლინცი)
კარინთია (კლაგენფურტი)
ტიროლი (ინსბრუკი)
ფორარლბერგი (ბრეგენცი)
ქვემო ავსტრია (სანკტ პიოლტენი)
შტირია (იგივე შტაიერმარკი, გრაცი)
დემოგრაფია [რედაქტირება]
მოსახლეობა - 8,356,707 (2009), მათ შორის ავსტრიელები 91%, გერმანელები 3%, დანარჩენი - ხორვატები, სლოვენები, უნგრელები, ჩეხები, სლოვაკები, ბოშები.
ენა - გერმანული.
რელიგია – კათოლიციზმი 84%, პროტესტანტიზმი 6%.
ქალაქები (ათ.) - ვენა (1.523, აგლომ. - 2.041), გრაცი (219), ლინცი (185), ზალცბურგი (145), ინსბრუკი (116), კლაგენფურტი (90).
ეკონომიკა [რედაქტირება]

ავსტრია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (225 მლრდ $) მსოფლიოში 22-ე ადგილი უკავია..
წამყვანი დარგები - შავი მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ელექტროტექნიკური, ქიმიური და ელექტროენერგეტიკული მრეწველობა.
ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 2, მრეწველობა - 40, მომსახურება - 67;
ე.ე.პ. (1 სულზე) - 27.920 $.
ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, სატრანსპორტო მოწყობილობანი, ქაღალდი და ცელულოზა, ლითონი, ფოლადი.
უდიდესი კომპანიები - აუსტრიან ეირლაინზი, ბანკი რაიფაიზენი.
ბიუჯეტი - 53,000 მლნ $.
ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ავსტრიული შილინგი.
ისტორია [რედაქტირება]

ავსტრიის ტერიტორიაზე ადრეული ცხოვრების პერიოდი განეკუთვნება პალეოლითის ხანას. ბევრია რკინის ხანის არქეოლოგიური კულტურა. ქვეყნის ტერიტორიაზე სახლობდნენ ილირიული ხალხები, რომლებსაც ძვ.წ. 500-400 წლებში კელტები შეესივნენ. მდინარე დუნაის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები რომაელებმა დაიპყრეს და გაჩნდა რომაული ცენტრები: ვინდობონა (ვენა), იუვავუმი (ზალცბურგი), მუტენი (ლაითის ბრუკი) და სხვა.
XX ს. - ავსტრიის რესპუბლიკა შეიქმნა 1918 წელს ავსტრო-უნგრეთის ჰაბსბურგთა იმპერიის დაშლის შემდეგ. ოკუპირებულ იქნა ჰიტლერული მესამე რეიხის მიერ 1938 წელს. ანტიფაშისტური კოალიციის შესვლის შედეგად აღდგა კონსტიტუცია, თუმცა დამოუკიდებლობა აღიარებულ იქნა მხოლოდ 1955 წელს. ევროპულ თანამეგობრობას ავსტრია შეუერთდა 1989 წელს.
მემკვიდრეობა [რედაქტირება]
ვენა - ისტორიული ცენტრი, ბელვედერის პარკი, შონბრუნის სასახლე (XVI ს.) და ბაღები, მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი (1752 წ.);
ზალცბურგი - ისტორიული ცენტრი, მოცარტის სახლ-მუზეუმი, XI ს-ის ციხე;
გრაცი - ტევტონთა ორდენის რაინდთა ტაძარი (XIII ს.);
ინსბრუკი - ფიურსტენბერგის ციხე (XV ს.), იმპერატორის სასახლე (XVII ს.).
ცნობილი ავსტრიელები [რედაქტირება]

იხ. ცნობილი ავსტრიელები
კომპოზიტორები და მუსიკოსები – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, იოზეფ ჰაიდნი, იოჰან შტრაუსი (მამა), იოჰან შტრაუს II, ფრანც შუბერტი, ჰერბერტ ფონ კარაიანი, ჯო ზავინული;
მსახიობები - რომი შნაიდერი, არნოლდ შვარცენეგერი;
მეცნიერები - ლუდვიგ ბოლცმანი, ქრისტიან დოპლერი, გრეგორ მენდელი, ერვინ შრიოდინგერი;
ფილოსოფოსები – რუდოლფ შტაინერი, ზიგმუნდ ფროიდი;
მხატვარი - ოსკარ კოკოშკა,
მწერლები - შტეფან ცვაიგი, ბერტა ფონ ზუტნერი;
პოლიტიკოსები - მარი ანტუანეტი, ადოლფ ჰიტლერი, ბრუნო კრაისკი, კურტ ვალდჰაიმი, თეოდორ ჰერცლი (ისრაელის დამაარსებელი), იორგ ჰაიდერი.
სპორტსმენი - ნიკი ლაუდა (ავტორბოლა).

 
ავსტრია ეს სტატია ავსტრიის და ავსტრიელების შესახებ ჯერჯერობით ესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, და შეავსოთ იგი
ნანახია: 963 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz