პარასკევი
29.03.2024
00:08
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 17 » ბარსელონა(საფეხბურთო კლუბი)
10:55
ბარსელონა(საფეხბურთო კლუბი)
Fc barcelona.png
ბარსელონა — ესპანურისაფეხბურთო კლუბი, რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის -კატალონიის წარმომადგენელია. კლუბი 1899 წელს შვეიცარიელმაჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. „ბარსელონა" უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელს მსოფლიოში დიდი ავტორიტეტითსარგებლობს.„ბარსელონა" ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც "პრიმერა დივიზიონი" არასოდეს დაუტივებიათ. "ბარსა" გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 19-გზის ჩემპიონობით, 25 ესპანეთის თასით, 7 ესპანეთის სუპერ თასით, 3 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბიაესპანეთსა და მთელს ევროპაში.

კლუბის მთავარი არენაა კამპ ნოუ. 2007 წლის ივნისის მონაცემებით, ბარსას ფანების - "სოსიოსების" რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. "ბარსელონას" გულშემატკივრები ცნობილია მეტსახელით "culés" (კულე).

კლუბს ჰყავს სარეზერვო გუნდი "ბარსელონა B" და ასევე გუნდები სპორტის ოთხ სხვა სახეობაში: (კალათბურთიხელბურთიფუტზალი და როლერ-ჰოკეი). არსებობს სხვა სამოყვარულო გუნდებიც, მათ შორის რაგბიშიქალთა ფეხბურთსა და სპორტის ბევრ სხვა სახეობაში.

2006-07 სეზონის მონაცემებით "ბარსელონა" მსოფლიოს მესამე უმდიდრესი კლუბი იყო 291.1 მილიონი ევროს შემოსავლით.1899 წლის 22 ოქტომბერს ჰანს გამპერმა სპორტულ გაზეთში განცხადება განათავსა. მას საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება სურდა. განცხადებით რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა და იმავე წლის 29 ნოემბერს "ხიმნასიო სოლე"-ში პირველი შეკრება შედგა. შეხვედრას 11 მოთამაშე ესწრებოდა: გუალტერი უაილდი, ლუის დ'ოსო, ბარტომეუ ტერადასი, ოტო კუნცლი, ოტო მაიერი, ენრიკ დუკალი, პერე კაბოტი, ხოსეპ ლობეტი, ჯონ პარსონსი და უილიამ პაროსნსი. შედეგად ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა"."ბარსა" მალე გახდა კატალონიისა და ესპანეთის წამყვანი კლუბი. თავდაპირველად "ბარსელონა" კატალონიის ჩემპიონატსა და სამეფო თასზე გამოდიოდა. 1901 წელს "ბარსელონამ" პირველი ტიტული "კოპა მაკაი" მოიგო, 1902-ში კი სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც "ვისკაისთან" დამარცხდა (1:2).1908 წელს ჰანს (ხუან) გამპერი კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს. გამპერმა გუნდი გაჭირვების პერიოდში ჩაიბარა. "ბარსას" 3 წლის მანძილზე არაფერი აღარ ჰქონდა მოგებული და ფინანსურადაც ცუდ მდგომარეობაში იყო. გამპერი 1908-1925 წლებში 5-ჯერ აირჩიეს პრეზიდენტად და მთლიანად 25 წლის მანძილზე უხელმძღვანელა კლუბს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა "ბარსელონასთვის" სტადიონის შეძენა იყო. 1909 წელს გუნდი "კარერ ინდუსტრიაზე" გადაბარგდა, რომელიც 6 000 მაყურებელს იტევდა.[3]გამპერმა ასევე კლუბის გაფართოვება დაიწყო და 1922 წლისთვის წევრების რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია.

იმავე წელს ბარსა ახალ სტადიონზე "Les Corts"-ზე გადაბარგდა. სტადიონი თავდაპირველად 20 000 მაყურებელს იტევდა, შემდეგ კი ეს რიცხვი 60 000-მდე გაიზარდა.გამპერმა გუნდში მოიყვანა პაულინო ალკანტარა, რომელიც დღემდე რჩება კლუბის საუკეთესო ბომბარდირად (356 გოლი). 1917 წელს გამპერის მოწვევით "ბარსას" მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ჯეკ გრინველი გახდა, რამაც ბევრ წარმატებას ჩაუყარა საფუძველი. ჰანს გამპერის ხელმძღვანელობის პერიოდში "ბარსელონამ" 11-ჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი და 4-ჯერ "პირენეის თასი".იმ დროისთვის ალკანტარასთან ერთად გუნდში ირიცხებოდნენ: საგიბარბა, რიკარდო ზამორა, ხოსეპ სამიტიერი, ფელიქს სასუმაგა და ფრანც პლატკო.1973/74 წლების სეზონში გუნდში მოვიდა იოჰან კრუიფი. "ბარსელონამ" იმ პერიოდის ყველაზე ძვირი ტრანსფერი განახორციელა (1 მილიონი) და შემდეგ არც უნანია. კრუიფმა, რომელმაც უკვე "აიაქსში" გაითქვა სახელი, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "რეალს" "ბარსელონა" არჩია იმის გამო, რომ იგი არასოდეს ითამაშებდა ფრანკოს გუნდში. ჰოლანდიელმა 60-იანი წლების შემდეგ პირველად მოაგებიდა კლუბს ჩემპიონატი და მთავარი გმირი გახდა "ბერნაბეუზე" "რეალის" 0:5 დამარცხებაში. "ბარსელონაში" თამაშის მანძილზე კრუიფი ორჯერ ზედიზედ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად.

ნანახია: 1042 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 Bruno  
0
raari cota????

1 sxva  
1
cotaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz