პარასკევი
26.04.2024
02:00
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » ბელგია
17:51
ბელგია
სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
3 სახელმწიფო
4 დემოგრაფია
5 ეკონომიკა
6 ისტორია
7 მემკვიდრეობა
8 ცნობილი ბელგიელები

სახელწოდება [რედაქტირება]
ოფიციალური: ქართულად - ბელგიის სამეფო; ფრანგულად - Royaume de Belgique; ნიდერლანდულად - Koninkrijk Belgie.
ეტიმოლოგია - სახელწოდება მომდინარეობს ბელგების კელტური ტომებისაგან.
ქვეყნის კოდი - BE.
გეოგრაფია [რედაქტირება]

ბელგიის სამეფო

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, ევროკავშირის წევრი. მოსაზღვრე ქვეყნებია: ნიდერლანდი, გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი
ფართობი - 30.510 კვ.კმ.
ბუნება: უმაღ. მწვერვალი - ბოტრანჟი 694 მ; მდინარეები (კმ) - შელდა 207 (ბელგიაში, სულ 370), მეზი 183 (ბელგიაში, სულ 933); უდ. ტბა - ვალკური; კლიმატი - ოკეანური.
ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, ბუნებრივი აირი.
სახელმწიფო [რედაქტირება]
პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქიის ქვეშ მყოფი ფედერალური საპარლამენტო დემოკრატია.
სახელმწიფოს მეთაური - სამეფოს მმართველია საქს-კობურგ-გოთას დინასტია. ბელგიის მეფეები: 1831 - ლეოპოლდ I, 1865 - ლეოპოლდ II, 1900 - ალბერტ I, 1934 - ლეოპოლდ III, 1951 - ბოდუენ I, 1993 წლიდან - ალბერტ II (ALBERT II).
მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი (Guy Verhofstadt, 1999).
საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება წარმომადგენელთა პალატისა (150 წევრი) და სენატისაგან (71 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა. 1989 წლიდან ქვეყანა ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, რომელიც 3 სუბიექტისაგან (ფრ. regions, ნიდ. gewesten) შედგება: ბრიუსელი, ვალონია და ფლანდრია. რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად (ფრ. province, ნიდ. provincie) იყოფიან.
დემოგრაფია [რედაქტირება]
მოსახლეობა - 10,3 მლნ (2003), მათ შორის 58% ფლანდრიელები, 31% ვალონები.
ენები - ფრანგული (40%, ვალონური დიალექტი) და ნიდერლანდული (60%, ფლამანდური დიალექტი). მოსახლეობის 11% ორენოვანია.
რელიგია - კათოლიციზმი (75%), პროტესტანტიზმი 20%.
ქალაქები (ათ.) - ბრიუსელი (1,008), ანტვერპენი (457), გენტი (222), შარლერუა (201), ლიეჟი (184), ბრიუგე (117).
ეკონომიკა [რედაქტირება]

ბელგია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (272 მლრდ $) მსოფლიოში მე-20 ადგილი უკავია.
ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 1, მრეწველობა - 26, მომსახურება - 73;
ე.ე.პ. (1 სულზე) - 26.730 $.
უდიდესი კომპანიები - სოსიეტე ჟენერალი, ბრიუსელ-ლამბერი, კობერა, ელექტრორაი, ბელგაკომი, ფორტისი, ინტერბრიუ.
ექსპორტი - რკინა, ფოლადი, საფეიქრო ნაწარმი, ნავთობქიმიკატები, პლასტმასა.
ბიუჯეტი - 113,400 მლნ $.
ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ბელგიური ფრანკი.
ისტორია [რედაქტირება]

ბელგიის სამეფო დამოუკიდებელი გახდა 1830 წელს. მსოფლიო ომების დროს იყო გერმანიის აგრესიის ობიექტი. 1945 წლიდან ევროპული თანამშრომლობის (ბენილუქსი, ევროპის საბჭო, ნატო, ევროპის კავშირი) ცენტრია. 1980 წელს - შეიქმნა მმართველობის რეგიონული სტრუქტურები ფლანდრიის, ვალონიისა და ბრიუსელისათვის. 1992 წელს გამოცხადდა, რომ შემოღებული იქნებოდა ფედერაციული სისტემა. 1994 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია.
მემკვიდრეობა [რედაქტირება]
ბრიუსელი — ცენტრალური მოედნის გოტიკური არქიტექტურა, სამეფო სასახლე (XV ს.), ქალაქგარეთ მდებარეობს ვატერლოოს ბრძოლის მემორიალი;
ანტვერპენი - ბელგიის სამეფო მუზეუმი მსოფლიოში საუკეთესო რუბენსის ნახატების კოლექციით; ძველი ქალაქის ანსამბლი, «ალმასის კვარტალი», ტაძარი (XIV ს.);
ბრიუგე - შუასაუკუნეების არქიტექტურის ქალაქი-მუზეუმი;
ლიეჟი - წმ. პავლეს ეკლესია (X ს.).
ცნობილი ბელგიელები [რედაქტირება]
მწერლები - მორის მეტერლინკი, შარლ დე კოსტერი, ჟორჟ სიმენონი, ემილ ვერჰარნი;
მხატვრები - პიტერ ბრეიგელი, რუბენსი, ანტონ ვან დეიკი, იან ვან ეიკი, ჟერარ დავიდი;
მეცნიერი - მერკატორი;
მსახიობები - ოდრი ჰეპბერნი, ჟან-კლოდ ვან დამი;
სპორტსმენები - ედი მერქსი (ველოსპორტი), ჯეკი იქსი (ავტორბოლა).
ნანახია: 834 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz