პარასკევი
19.04.2024
15:52
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 15 » ჩავი
21:18
ჩავი
ფაილი:Xavi Hernández - 001.jpg   ჩავიერ "ჩავი" ერნანდეს ი კრეუსი (კატ.: Xavier "Xavi" Hernández i Creus, [ˈʃaβi]; დ. 11 მაისი1984ტერასაკატალონიაესპანეთი) – ცნობილი კატალონიელიფეხბურთელი, ესპანეთის ნაკრების და ბარსელონას საფეხბურთო კლუბის ნახევარმცველი.

ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, საკლუბო და სანაკრებო დონეზე ერთხელ მაინც მოგებული აქვს თითქმის ყველა ის ტურნირი სადაც უთამაშია; ბარსელონას რიგებში: ესპანეთის ჩემპიონატიესპანეთის თასიევროპის ჩემპიონთა თასიმსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ესპანეთის ნაკრების რიგებში კი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები. ასევე უამრავი ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მფლობელია და თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო გამთამაშებლად ითვლება.

სექციების სია

 [დამალვა]

საფეხბურთო კარიერა [რედაქტირება]

ჩავიერ ერნანდესმა მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა "კამპ ნოუზე” გაატარა. იგი კატალონიურ კლუბში 11 წლის მივიდა და მას შემდეგ მისი პროგრესი ყოველთვის შესამჩნევი იყო. ამის წყალობით, 1997-98 წლების სეზონში ჩავი ახალგაზრდული გუნდიდან "ბარსელონა ბ”-ში გადავიდა.

"ბარსა ბ”-ში ჩავი ხორდი გონსალვოს გუნდის ტვინად იქცა და თანაგუნდელებთან ერთად მეორე დივიზიონამდე აღზევდა.

ჩავი ასრულებს საჯარიმო დარტყმასესპანეთი - ინგლისის ამხანაგური შეხვედრისას.

ჩავის ოცნება, ეთამაშა "ბარსას” პირველი გუნდის შემადგენლობაში, რეალობად გადაიქცა 1998 წლის 18 აგვისტოს, როდესაც მისი გუნდი ესპანეთის თასზე "მალიორკას" დაუპირისპირდა. ახალგაზრდა ნახევარმცველი მოედანზე თავიდანვე გამოვიდა და მწვრთნელს იმედები არ გაუცრუვა, გაიტანა რა გოლისადებიუტო შეხვედრაში. ჩავიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1998-1999 წლებში "ბარსელონას” მიერ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში.

1999-00 წლების სეზონში ჩავის ამჟამინდელმა მწვრთნელმა და მაშინდელმა თანაგუნდელმა, პეპ გვარდიოლამ, სერიოზული ტრავმა მიიღო და ერნანდესსაც თავის გამოჩენის მეტი შანსი მიეცა. ხოლო მას შემდეგ, რაც გვარდიოლამ იტალიას მიაშურა, ჩავი "ბარსას" ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა.

ჩავი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ლუი ვან გაალისკარლოს რექსაჩისფრანკ რაიკაარდის დროს და გვარდიოლას მწვრთნელობის ქვეშაც, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს. თავისი სტაბილური ასპარეზობის წყალობით, ჩავიმ კლუბში 300 შეხვედრის ჩატარება უკვე 25 წლის ასაკში მოახერხა. 2004-05 წლების ტრიუმფალურ სეზონში ჩავი რაიკაარდის გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, ითამაშა რა ესპანეთის ლა ლიგაში 38 ტურში 36 შეხვედრა.

ჩავი კატალონია - არგენტინისამხანაგური შეხვედრისას.

თუმცა კატალონიელი ნახევარმცველის ცხოვრებაში რთული პერიოდებიც იყო. მას არასდროს დაავიწყდება 2005 წლის 2 დეკემბერი, როდესაც ლა მასიაზე გამართული მორიგი ვარჯიშის დროს მარცხენა ფეხის მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და იძულებული იყო ფეხბურთს ხუთი თვით ჩამოშორებოდა. მოედანზე კვლავ გამოსვლა ჩავიმ 2006 წლის 29 აპრილს მოახერხა, ხოლო სულ მალე მისმა გუნდმა როგორც ესპანეთში, ასევეევროპაში პირველობა იზეიმა.

ჩავი ბარსელონა - რეალ მადრიდისშეხვედრისას.

რაიკაარდის ერის ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ჩავი გუნდში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფეხბურთელი იყო. 2007-08 წლების სეზონში კი პირადი რეკორდი დაამყარა, გაიტანა რა ესპანეთის ჩემპიონატში 7 გოლი, რითიც წინა სარეკორდო მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა.

გუნდში გვარდიოლას მწვრთნელად მოსვლის პირველივე სეზონში კი ჩავიმ ყველა ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, გაიტანა რა 10 გოლი 54 შეხვედრაში. ანდრეს ინიესტასთან ერთად, 2008-09 წლების სეზონში მან მოედნის ცენტრში შექმნა ტანდემი, რომელმაც გუნდისთვის სამი ტიტულის მოტანაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჩავიმ მსოფლიოს 2002 და 2006 წლების ჩემპიონატზე ითამაშა. წარუმატებელი ევრო 2004 შემდეგ 2008 წელს კი, ამავე ტურნირზე ტრიუმფალურად გამოვიდა. ჩავი ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ესპანეთმა კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ზუსტად ორ წელიწადში კი ჩავი და ესპანეთის ნაკრები უკვე მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ სამხრეთ აფრიკაში გამართულ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამჯერადაც ჩავი ტურნირის ერთერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნიეს.


მიღწევები [რედაქტირება]

გუნდური მიღწევები


ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონი – 1998/99, 2004/05, 2005/06, 2008/09, 2009/10

ესპანეთის თასი – 2008/09

ესპანეთის სუპერთასი – 2005/06, 2006/07, 2009/10, 2010-11

ჩემპიონთა ლიგა – 2005/06, 2008/09

ევროპის სუპერთასი – 2009/10

მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10


ესპანეთის ნაკრები

  • FIFA World Cup.svg მსოფლიოს ჩემპიონი - 2010
  • UEFA European Cup.svg ევროპის ჩემპიონი – 2008
  • ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი – 2000
  • 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი – 1999


ინდივიდუალური მიღწევები

  • მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით - 2010
  • ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2008
  • ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი – 2008/09
  • მსოფლიოს მე-3 საუკეთესო ფეხბურთელი FIFA-ს ვერსიით – 2009
  • მსოფლიოს მე-3 საუკეთესო ფეხბურთელი France Football-ის ვერსიით – 2009
  • მსოფლიოს მე-3 საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით – 2009
ნანახია: 1032 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz