ხუთშაბათი
25.04.2024
20:16
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივლისი » 6 » ერმიტაჟი
11:21
ერმიტაჟი
alt

ერმიტაჟის მუზეუმი სანკტ-პეტერბურგში, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, უძველესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების გალერეაა. მისი ვრცელი კოლექციები 6 ძირითად შენობაშია გამოფენილი, მათგან მთავარი ზამთრის სასახლეა, რომელიც ადრე რუსეთის მეფეთა ოფიციალური რეზიდენცია გახლდათ.

ერმიტაჟის კოლექციებიდან უმნიშვნელოვანესია მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რუბენსის, რემბრანდტის, კლოდ ლორენის, როდენის, მონეს, პისაროს, რენუარის, სეზანის, ვან გოგის, გოგენის, პიკასოსა და მატისის ნამუშევრები. ეკატერინე დიდმა მუზეუმის შექმნის საქმე ევროპაში 250 ფერწერული ტილოს შესყიდვით 1764 წელს წამოიწყო. ამავე დროს რესეთის ელჩებს უცხოეთის ქვეყნებში საუკეთესო კოლექციების შეძენა დაევალათ.

ბოლო წლებში ერმიტაჟი გაფართოვდა და ახლომდებარე გენერალური შტაბის შენობა აითვისა. მუზეუმმა აგრეთვე რამდენიმე ამბიციურ წამოწყებას მოჰკიდა ხელი, მათ შორის: გუგენჰაიმის ერმიტაჟის მუზეუმი ლას ვეგასში, ერმიტაჟის დარბაზები ლონდონის სომერსეტის სახლში და ერმიტაჟ-ამსტერდამი ყოფილ ამსტელჰოფში, ამსტერდამი.

ერმიტაჟს მიეძღვნა "რუსული არკა" - მუზეუმის დარბაზებში ერთი გავლით გადაღებული ისტორიული-დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ზამთრის სასახლის 300-წლიანი ცხოვრების ეპიზოდების ფრაგმენტებია ნაჩვენები.

alt
ნანახია: 2468 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz