ოთხშაბათი
20.09.2017
10:31
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 41
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 30 » ეს საინტერესოა
12:12
ეს საინტერესოა
1.თერმოპილესთან ბრძოლის წინ ქსერქსეს მიერ ლეონიდასთან გაგზავნილ ერთ-ერთ ელჩს ბერძენთა დაშინება სურდა და უთქვამს: ,,ჩვენი ისრები და ნატყორცნი შუბები მზეს დააბნელებენ”. ამაზე მამაცმა სპარტელებმა უპასუხეს: ,,მერე რა, ჩვენ ჩრდილშიც ვიბრძოლებთ”.
2.ფრენსისი ბეკონი ამბობდა: ,,წმინდა წერილში ნათქვამია, რომ უნდა შევუნდოთ ჩვენს მტრებს, მაგრა არსად არ არის ნათქვამი, რომ უნდა შევუნდოთ მეგობრებს”.
3..ცნობილია, რომ თვალგახელილი შეიძლება წყალქვეშ ყვინთვა, ძილი, ტირილი, ცრემლსადენი გაზით გაჟღენთილ ჰაერში გაძლებაც, მაგრა არ შეიძლება დაცემინება.
4.პოლინეზიაში ახალშობილისთვის სახელის დარქმევის ასეთი წესი არსებობდა: ქურუმი იწყებდა სახელების გრძელი სიის კითხვას, ბავშვს კი ამის პარალელურად წყალს ასხურებდნენ. ეს პროცესი მანამ გრძელდებოდა, სანამ ახალშობილი არ დააცემინებდა. ბავშვს იმ სახელს არქმევდნენ, რომელსაც დაცემინების მომენტში ამოიკითხავდნენ.
5.,,ყველაზე დიდი სატანჯველი ციხეში ყოფნისას ის არის, რომ არ შეგიძლია საკუთარი კარი ჩაკეტო”-ამბობდა სტენდალი.
6.,,მისი ჰონორარის წყარო არასოდეს დაშრება რადგან იგი წერს იმის შესახებ, რაც არ იცის”-ამბობდა ჰაინრიხ ჰაინე ერთ-ერთი ჟურნალისტის შესახებ.
7.ჯარისკაც შეიკთან ერთად საგიჟეთში იჯდა კაცი, რომელიც მეცნიერული ენციკლოპედიის მეთექვსმეტე ტომად ასაღებდა თავს. იგი ყველას ეხვეწებოდა, გადამშალეთ და სიტყვა ,,საკაზმავი სსადგისი” სასწრაფოდა ნახეთ, თორემ დავიღუპებიო. მანამ არ მოისვენა, სანამ დამამშვიდებელი პერანგით არ შეკრეს. ამის შემდეგ, კი კვეხნით აიკლო იქაურობა, ხომ ხედავთ, ყდაში ჩამსვესო.
8.ჰანიბალი უსასტიკესი ადამიანი იყო. როდესაც იგი ალპებზე გადასვლას გეგმავდა მას ჰკითხეს, თუ როგორ აპირებდა ჯარის სურსათით მომარაგებას. ,,არმიას დაღუპული ჯარისკაცების ხორცით გამოვკვებავ”-მოკლედ უპასუხა მან.
9.ინდოეთის ქალაქებში ხშირად შეხვდებით ფაკირებს, რომლებიც სტვირზე უკრავენ და მათ წინ კი ტომრიდან სანახევროდ ამომძვრალი და კაპიუშონ გაშლილი კობრა ირწევა. იქმნება ილუზია, თითქოს გველი მუსიკის ხმაზე ცეკვავს. სინამდვილეში კკი იგი აბსოლიტურად ყრუა. გველი სტვირის ნახვრეტს მიშტერებია და მხოლოდ მის მოძრაობაზე ირხევა.
10. როდესაც შაჰ-აბასის შვილმა სეფი-მირზამ ყიზილბაშ დიდებულთა წერილი მიიღო, მამაშენი ტახტიდან უნდა გადავაგდოთ და შენ უნდა გაგამეფოთო, არც კი დაფიქრებულა მამამისს ეხლა და წერილი აჩვენა. აღტაცებული შაჰი შვილს გადაეხვია, მაგრამ ბოროტი ეჭვის ჭია მაინც შეუჩნდა გულში-,,ერთიც ვნახოთ და მართლა მოუნდეს ჩემს შვილს ჩემიმოკვლა და ტახტის წართმევა!”- ეჭვით გაგიჟებულმა შაჰმა ბუბუთ-ხანი იხმო და უფლისწულის მოკვლა დაავალა. ბუბუთ-ხანმა ულაპარაკოდ შEასრულა შაჰის ბრძანება და სეფი-მირზას მოკვეთილი თავი რისხვით გონება დაბინდულ მამას მიართვა…
ათი დღე-ღამე ბნელში ჩაიკეტა მგლოვიარე მამა. ათი დღე-ღამე ტიროდა და გოდებდა ცრემლშეუშრობლად. ათი დღე არ ჭამდა, არ სვამდა და არავის იკარებდა.
მეთერთმეტე დღეს გარეთ გამოვიდა. გაიხსენა ყველა, ვინც სეფი-მირზას მოკვლაზე კვერი დაუკრა და ყველას თავები დააყრევინა.
ბოლოს ბუბუთ-ხანი გამოიძახა და უბრძანა ჩემი შვილის თავი რომ ასე უცბათ მომირბინე, ახლა წადი და შენი შვილის თავიც მომიტანეო.
ბუბუთ-ხანმა ,,პირნათლად” შეასრულა მეფის ბრძანება: მოკლა შვილი, მოჰკვეთა თავი და მიართვა შაჰს. _ამიერიდან გეცოდინება, რა განიცადა ჩემმა გულმა. შეგიძლია თავი ინუგეშო: ახლა მე და შენ ერთ ბედქვეშა ვართ!-უთხრა შაჰმა ბუბუთ-ხანს.
ნანახია: 245 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017
Free site builder - uCoz