ოთხშაბათი
24.04.2024
21:39
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 15 » იკერ კასილიასი
22:36
იკერ კასილიასი
ფაილი:IkerCasillas.JPG

იკერ კასილიას ფერნანდესი ([ˈiker kaˈsiʎas]; დაიბადა: 20 მაისი1981) - მადრიდის რეალის და ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. მას მოგებული აქვს ევრო 2008 და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ამ უკანასკნელზე კი ოქროს ხელთათმანი აიღო. კასილიასი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება, რაზეც მის მიერ მოგებული ტიტულები მეტყველებს.

სექციების სია

 [დამალვა]

იკერ კასილიასის პირველი ნაბიჯები [რედაქტირება]

იკერი გამოირჩეოდა თავის სწრაფი რეაქციებითა და შრომის უნარიანობით. მისი პირველი სერიოზული ნაბიჯი გახლდათ რეალმადრიდ ბენხამინ-7-ში გადასვლა. მისი შრომა და თავდადებული მუშაობა დაფასდა. იგი უკვე რეალის იუნიორთა სკოლაში ირიცხებოდა. იკერმა ეს ეტაპიც წარმატებულად განვლო. მალე უკვე რეალმადრიდ B-ში აღმოჩნდა და ეს იყო მისი ერთადერთი შანსი, რათა აღმოჩენილიყო მადრიდის რეალის ძირითად შემადგენლობაში.

რეალ მადრიდ B, გახლდათ ის გუნდი რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა კასილიასის კარიერაში. მისმა რეაქციებმა, სისწრაფემ, პოზიციის სწორად შერჩევამ და ნახტომის სიმაღლემ რეალის მწვრთნელებს უფლება მისცა პატარა იკერი უკვე მადრიდის რეალის ძირითად გუნდში გადაეყვანათ.

იკერი მადრიდის რეალში [რედაქტირება]

დადგა დღე რომელზეც იკერი ასე ოცნებობდა. იგი უკვე რეალ მადრიდის სრულუფლებიანი წევრი გახლდათ. ასეთმა გადაწყვეტილებამ კრიტიკოსები ალააპარაკა. ჭაბუკი მეკარე რომელიც სულ რაღაც 18 წლის გახლდათ ძირითად გუნდში გამოდიოდა. კრიტიკოსების თქმით იკერი განწირული იყო სათადარიგო სკამისთვის. მაგრამ იკერის მოთმინებამაც შედეგი გამოიღო. რეალის ძირითადი მეკარე ბოდო დაიმტვრა და ახლა კასილიასის ჯერი დგებოდა. ამ პერიოდს დაემთხვა ტოშაკის წასვლა რეალის სამწვრთნელო შტაბიდან და დელ ბოსკეს მოსვლა. რომელმაც ნდობა გამოუცხადა კასილასს.

ასე რომ 18 წლის ჭაბუკ იკერ კასილიასს ჰქონდა დებიუტი რეალის რიგებში. მეტიც მან მიიღო მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. „ეს იყო ენით აღუწერელი სასწაული" განაცხადა იკერმა. მან დაიმკვიდრა თავისი ადგილი გუნდში და პრესაც ალაპარაკდა ამ ფენომენზე. და აი, მოხდა საწაულიც, 18 წლის იკერი ჩემპიონთალიგის გამარჯვებული გახდა. ეს მართლაც სასწაული იყო. მადრიდელებმა ვალენსია დაამარცხეს ფინალში და მერვედ დაეუფლა გუნდი ამ ტიტულს. ამ გამარჯვების მონაწილე გახლდათ იკერიც.

თუმცა ყველაფერი ისე რომ არ ხდება როგორც გვინდა ეს კასილიასის მაგალითზეც შეგვიძლია ვნახოთ. მან დაკარგა ადგილი გუნდში და გადაინაცვლა სათადარიგოთა სკამზე. ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდა და რეალის კარს ახლა უკვე ცეზარი იცავდა. მაგრამ მოვიდა ფინალის დღეც რეალი კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

მეორე ტაიმის მეორე ნახევარში დაიმტვრა ცეზარი. მწვრთნელი იძულებული გახდა მოედანზე გამოეყვანა იკერი. და სწორედ აქედან დაიწყო სასწაული, რომელიც ფეხბურთში არცთუ ისე ხშირად ხდება. იკერმა გააკეთა ის რაც ჯერ არავის ჰქონდა გაკეთებული. მან განახორციელა ზედიზედ რამდენიმე სეივი, რომელსაც ალბათ რამდენიმე მეკარე ვერ მოიგერიებდა ერთად. და იკერმა რეალი ჩემპიონი გახადა. ეს იყო სასწაული, ენით აღუწერელი სასწაული.

ამ ყველაფრის ფონზე კასილიასმა დაიმკვიდრა საბოლოოდ ადგილი გუნდში და დღემდე პროგრესირებს. იგი არის რეალის და ესპანეთის ნაკრბის მეკარე. კასილიასი არის ყველა დროის საუკეთესო გოლკიპერი მადრიდში. მან შესძლო ის რაც ძალზედ ძნელი გასაკეთებელია. დღეს დღეობით კი იკერ კასილიას ფერნანდესი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლოში.

მიღწევები [რედაქტირება]

კლუბში

ესპანეთის ლა ლიგა (4): 2000–01, 2002–03, 2006–07, 2007–08
ესპანეთის სუპერთასი (3): 2001, 2003, 2008.
უეფას ჩემპიონთა ლიგა (2): 1999-2000, 2001-02
უეფას სუპერ თასი (1): 2002:
საერთაროშისო თასი (1): 2002

ნაკრებში

უეფას 15-წლამდელთა ჩემპიონატი: 1995
უეფას 16-წლამდელთა ჩემპიონატი: 1997
უეფას მერიდიანის თასიი: 1999
ფიფას ახალგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატი: 1999
უეფას ევრო 2008: 2008
ფიფას 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი: 2010

ინდივიდუალური

Bravo Award: 2000
Don Balón Award for Breakthrough Player of the Year: 2000
UEFA Team of the Year: 2007, 2008, 2009
ESM Team of the Year: 2007–08
Zamora Trophy: 2007–08
UEFA Euro 2008 Team of the Tournament
FIFPro World XI: 2007–08, 2008-09
IFFHS Best Goalkeeper: 2008, 2009
FIFA.com Team of the Year: 2008-09
LFP best goalkeeper: 2008–09
FIFA/Fifpro World's best goalkeeper 2008–09
FIFA World Cup Golden Glove: 2010
FIFA World Cup All-Star Team: 2010

პირადი

Royal Order Gold Medal for Sports Merit: 2009–10
Favourite son of Navalacruz: 2010
Favourite son of Móstoles: 2010

წყარო [რედაქტირება]

წყარო

პირადი მონაცემები
სრული სახელიიკერ კასილიას ფერნანდესი
დაბ. თარიღი20 მაისი1981 (ასაკი 30)
დაბ. ადგილი   მოსტოლესიესპანეთი
სიმაღლე182 სმ.
პოზიციამეკარე
საკლუბო ინფორმაცია
ამჟ. კლუბირეალი
ნომერი1
ახალგაზრდობის კლუბები
1990-1998რეალი
პროფესიული კლუბები1
წლებიკლუბიმატჩი (გოლი)*
1999-დღემდერეალი405(0)   
ეროვნული ნაკრები
2000ესპანეთი116 (0)
ნანახია: 855 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 mari  
0
meti saqme ara gaqvt vinc mand aketebtragaceebs

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz