შაბათი
20.04.2024
09:22
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » იტალია
18:51
იტალია
სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
3 სახელმწიფო
4 ადმინისტრაციული დაყოფა
5 დემოგრაფია
6 ეკონომიკა
7 ისტორია
8 მემკვიდრეობა
9 რესურსები ინტერნეტში

სახელწოდება [რედაქტირება]
ოფიციალური: ქართულად - იტალიის რესპუბლიკა; იტალიურად - Italia, Repubblica Italiana.
ეტიმოლოგია - სახელი უკავშირდება ძველ იტალიკურ ტომებს, რომელთა ერთმა ნაწილმა, კერძოდ ლათინებმა დაიმორჩილეს დანარჩენები და შექმნეს რომის სახელმწიფო. სხვა ვერსიით, იგი მომდინარეობს "ხბოთა ღვთაების” სახელისაგან (ლათინურად vituli ხბოებს ნიშნავს).
ქვეყნის კოდი - IT.
გეოგრაფია [რედაქტირება]

იტალიის რესპუბლიკა მთავარი სტატია : იტალიის გეოგრაფია.


ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე კუნძულებზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, სლოვენია. იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სუვერენული სახელმწიფო-ანკლავი: ვატიკანი და სან-მარინო. იტალია მდებარეობს ზომიერი სარტყლის ტყის ზონისა (ჩრდ-ით) და სუბტროპიკული სარტყლის (სამხრ-ით) ფარგლებში. მის ბუნებაზე დიდ გავლენას ახდენს ხმელთაშუა ზღვა. ნაპირი სუსტადაა დანაწევრებული, ცოტაა მოხერხებული უბე. შედარებით მეტადაა დანაწევრებული აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთი სანაპირო. სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 7 500 კმ. ტერიტორიის დაახლოებით 4/5 უჭირავს მთებსა და მაღლობებს. ჩრდილოეთით გადაჭიმულია ალპები (მთა მონბლანი, 4807 მ - იტალიის - უმაღლესი წერტილი), მის სამხრ - ით, აპენინის ნახ. კუნძულის გასწვრივ, თითქმის 1200 კმ - ზე გადაჭიმულია აპენინები (მთა კორნო, 2914 მ), ეტნა (3340 მ), სტრომბოლი, ვულკანო. შუა და სამხ. იტალიაში ხშირია მიწისძვრა (მესინის - 1908, სიცილიის - 1968).

სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქვანახშირი, ლიგნიტი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ტყვიის, თუთიისა, და რკინის მადანი, ბოქსიტი, პირიტი, ვერცხლისწყლის მადანი, გოგირდი, მარმარილო.

ჰავა იტალიის დიდ ნაწილში სუბტროპიკულია , ხმელთაშუა ზღვისა, პადანის ვაკეზე, - სუბტროპიკულიდან ზომიერში გარდამავალი. ზაფხული ცხელი იცის და მშრალი. მდინარეთა ქსელი ყველაზე ხშირია ჩრდ. ნაწილში, სადაც გადის იტალიის უდიდესი მდინარე პო (სიგრძე 652 კმ.) პადანის ვაკეზე მიედინება მდინარეები: ადიჯე, ბრენტა, პიავე, ტალიამენტო, რენო და სხვ. აპენინის ნახ. კუნძულის უდიდესი მდინარეებია: არნო, და ტიბრი. დიდი ტბების უმეტესობა (გარდა, კომო, ლაგო - მაჯორე და სხვ.) ლომბარდიის ალპების მთისწინეთშია, აპენინის ნახევარკუნძულის უდიდესი უდიდესი ტბებია: ბოლსენა, ბრაჩანო და სხვ.

ალპებში 800 მეტრამდე სიმაღლეზე მთის ფართოფოთლოვანი ტყეა, 800 - იდან 1800 მ-მდე - წიფლნარი და წიწვნარია მთა-ტყის ყომრალ და ნეშომპალა ნიადაგებზე; მაღლა - ბუჩქნარი, სუბალპური და ალპური მდელოები მთა - მდელოს ნიადაგზე, თხემურ, ნაწილში გაშიშვლებული კლდეები და შვავებია. აპენინებში სიცილიასა და სარდინიაში 500-600 მ-მდე მარადმწვანე ქვამუხის, კორპის მუხის, მინიისა და ალეპოს ფიჭვის კორომები და ბუჩქნარია უმთავრესად ყავისფერ ნიადაგზე, მაღლა, 1000-1500 მ-მდე ჭარბობს მთის ფართოფოთლოვანი ტყეები ყავისფერ და მთის მურანიადაგებზე. ცხოველები შემორჩენილია მხოლოდ მთაში. ალპებსა და აპენინებში ბინადრობს არჩვი, ველური კატა, კვერნა, ქრცვინი, ცენტრაურ აპენინებში - მურა დათვი. გავრცელებულია: კურდღელი, ციყვი, ფრინველთა 400 - მდე სახეობა. ბევრია ქვეწარმავალი და თევზი.
ფართობი - 301 230 კმ²
საზღვრები: საზღვაო - 4.852 კმ; სახმელეთო - 1.703 კმ.
ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - ალპები, აპენინები, პოს ველი.
უმაღლესი მწვერვალები (მ) - გრან-პარადიზო 4.061, მონბლანი 4.807 (საფრანგეთთან ერთად);
უდიდესი მდინარეები (კმ) - პო 652, ადიჯე 410, ტევერე 405;
უდიდესი ტბები (კმ²) - გარდა 370, მაჯიორე 170 (სულ 212), კომო 146, ტრაზიმენო 128;
უდიდესი კუნძულები (კმ²) - სიცილია 25 426 სარდინია 23 813, ელბა 223
კლიმატი – ხმელთაშუაზღვიური, კონტინენტური, ალპური.
ბუნებრივი რესურსები - ვერცხლისწყალი, მარმარილო, გოგირდი, ბუნებრივი აირის და ნავთობის მცირე რეზერვები, თევზი, ქვანახშირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
სახელმწიფო [რედაქტირება]
პოლიტიკური სისტემა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო(Giorgio Napolitano, 2006).
მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი (იტალ. Silvio Berlusconi) (დ. 29 სექტემბერი 1936, მილანი, იტალია) — იტალიელი პოლიტიკოსი. იტალიის პრემიერ-მინისტრი 2008 წლიდან, ასევე პრემიერ-მინისტრი იყო 1994-95 და 2001-06 წლებში.+-
საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება რესპუბლიკის სენატისა (315 წევრი) და დეპუტატთა პალატისაგან (630 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა. იტალიის შემადგენლობაში შედის 20 რეგიონი (Regione): აპულია, აბრუცი, ბაზილიკატა, ემილია-რომანია, ვენეტო, კალაბრია, კამპანია, ლაციო, ლიგურია, ლომბარდია, მარკე, მოლიზე, პიემონტი, ტოსკანა, უმბრია, ვალე-დ-აოსტა, სარდინია, სიცილია, ტრენტინო-ალტო-ადიჯე, ფრიული-ვენეცია-ჯულია. უკანასკნელ ხუთ რეგიონს ავტონომიური რეგიონის სტატუსი აქვს.
ადმინისტრაციული დაყოფა [რედაქტირება] მთავარი სტატია : იტალიის ადმინისტრაციული დაყოფა.


იტალიის პირველი დონის ქვედანაყოფი რეგიონია. სახელმწიფოში 20 რეგიონია. რეგიონები იყოფიან პროვინციებად. 2006 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 110 პროვინციაა. პროვინციებზე დაბალი დონის ქვედანაყოფია კომუნა, იგივე მუნიციპალიტეტი. იტალიაში 8101 კომუნაა.
დემოგრაფია [რედაქტირება] მთავარი სტატია : იტალიის დემოგრაფია.


პრეზიდენტის რეზიდენცია
მოსახლეობა - 60,231,214 (2009), მათ შორის 94,1% იტალიელები, 2,6% სარდინიელები, 1,2% ფრიულელები.
ენები - იტალიური, გერმანული (ტრენტინო-ალტო ადიჯეს რეგიონში), ფრანგული (ვალე დ-აოსტა), სლოვენური (ტრიესტე-გორიცია).
რელიგია - კათოლიციზმი.
ქალაქები (ათ.) - რომი (2.456, აგლომ. - 3.550), მილანი (1.180, აგლომ. - 4.047), ნეაპოლი (992, აგლომ. - 3.612), ტურინი (856, აგლომ. - 1.612), პალერმო (652, აგლომ. - 946), გენუა (602, აგლომ. - 675), ბოლონია (369, აგლომ. - 536), ფლორენცია (352, აგლომ. - 824).

იტალია ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. საშ სიმჭდროვეა 200 კაცი 1 კმ2 - ზე. დაახლოებით 60 % ქალაქში ცხოვრობს, რომელთაგან უდიდესია რომი. გარეუბნიდან მილანი, ნეაპოლ, ტურინი.
ეკონომიკა [რედაქტირება] მთავარი სტატია : იტალიის ეკონომიკა.


იტალია მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (1.160 მლრდ $) მსოფლიოში მე-6 ადგილი უკავია.
ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 3, მრეწველობა - 33, მომსახურება - 64;
ე.ე.პ. (1 სულზე) - 20.170 $.
უდიდესი კომპანიები - მონტედისონი, ფიატი, ალფა-რომეო, ბუგატი, პირელი, ირი, ბენეტონი, ფერარი.
ექსპორტი - ღვინო, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ზეითუნის ზეთი, ტექსტილი.
ბიუჯეტი - 504,000 მლნ $.
ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე იტალიური ლირა.

იტალიის ეკონომიკის ყველაზე მომგებიანი ``დარგი`` მაფია აღმოჩდა, რომლის წლიური ბრუნვა 130 მლრდ ევროა, სუფთა მოგება კი - 70 მლრდ. ამ მონაცემებს შეიცავს დანაშაულებების შესახებ მოხსენება, რომელიც საცალო ვაჭრობის ნაციონალურმა კონფედერაციამ მოამზადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორგანიზებული დანაშაულის კომერციული შემადგენელი ნაწილი, რომელიც უშუალოდ სამეწარმეო საქმიანობაზე მოქმედებს, 92 მლრდ ევროს აჭარბებს. ეს მთლიანი ნაციონალური პროდუქტის 6%-ს შეადგენს, აღნიშნავს.

"ყოველწლიურად უზარმაზარი ფულადი სახსრები იტალიელ მეწარმეთა და ვაჭართა ჯიბეებიდან მაფიოზური სტრუქტურების განკარგულებაში გადადის", - წერია მოხსენებაში. ამჟამინდელი კრიზისის გათვალისწინებით, მაფია ერთადერთი ``დარგი`` იქნება, რომელსაც შეუძლია საკუთარ შემოსავლებზე არ იღელვოს.
ისტორია [რედაქტირება] მთავარი სტატია : იტალიის ისტორია.


1861 წელს თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე არსებული პატარა სამეფო-სამთავროები გაერთიანდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სულ ბოლოს მათ შეუერთდა რომი, სადაც მანამდე პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდა პაპს. 1922 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ფაშისტური ხელისუფლება ბენიტო მუსოლინის მეთაურობით, რომელიც ჩათრეულ იქნა მეორე მსოფლიო ომში. 1947 წელს იტალია გახდა დემოკრატიული რესპუბლიკა.
მემკვიდრეობა [რედაქტირება]

კოლოსეუმი
რომი - პანთეონის ტაძარი (ძვ. წ. I ს.), კოლიზეუმი (I ს.), ფორუმი, კარაკალას აბანოები (III ს.), ტრიუმფალური თაღი, წმ. პავლეს ტაძარი (IV ს.), კაპიტოლიუმის მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, გალერეა ბორგეზე;
მილანი - ოპერა «ლა სკალა», ტაძარი (XIV ს.), სან-ამბროჯიოს ეკლესია (XII ს.), მონასტერი ლეონარდო და ვინჩის ფრესკით „საიდუმლო სერობა";
ფლორენცია - ისტორიული ცენტრი, ტაძარი (XIII ს.), სტროცის სასახლე (XV ს.);
ვენეცია და მისი ლაგუნა, პიზის ტაძარი და კოშკი, პომპეის არქეოლოგიური ტერიტორია, ნეაპოლის ცენტრი და ყურე, სამეფო სასახლე კაზერტაში, სავოიის სამეფო სახლის რეზიდენცია;
რომაული ეპოსი - ენეიდა (ძვ.წ. I).
პისა - პიზა – ქალაქი იტალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. პიზის კოშკი არის საკათედრო ტაძრის ზარების კოშკი. მისი მშენებლობა დაიწყო 1173 წლის აგვისტოში და გაგრძელდა დაახლოებით ორასი წელი, მისი არქიტექტორის ვინაობა დღემდე უცნობია.

პიზის კოშკის ორიგინალურობას წარმოადგენს მისი გადახრილი ფორმა. პიზის კოშკი რომელიც ერთ–ერთი ყველაზე გადახრილია მსოფლიოში. წარსულში სჯეროდათ, რომ ეს გადახრა არქიტექტურული ჩანაფიქრი იყო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მშენებლობის პროცესში გადაიხარა. სწორედ ეს ფორმა განაპირობებს მის უდიდეს პოპულარობას მსოფლიოში. თუმცა, როგოც ამტკიცებენ არქიტექტორები და შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლები, პიზის კოშკი სრულიად ვერტიკალურიც რომ იყოს, მაინც შთამბეჭდავი და ძალიან პოპულარული იქნებოდა.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
იტალია
Terracina - touristic informations
ნანახია: 842 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz