ხუთშაბათი
25.04.2024
19:26
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივლისი » 22 » კომპლექსების, ფობიებისა და მანიების შესახებ
17:03
კომპლექსების, ფობიებისა და მანიების შესახებ
alt

თანამედროვე ეპოქაში განუწყვეტლივ მატულობს ცხოვრების ტემპი და რიტმი, სიკეთესთანერთად ტექნოლოგიურ პროგრესს ადამიანის ცხოვრებაში შემოაქვს აქამდე უცნობი ახალი პრობლემები, ურბანიზაციის ფონზე ღრმავდება ადამიანთა გაუცხოების პროცესი და ა.შ. სპეციალისტების აზრით ამგვარი და შინაგანი ფაქტორების გამო ყველანი აღსავსე ვართ გარკვეული ტიპის კომპლექსებით.


რომლებიც პრობლემებს გვიქმნიან ყველას, ხშირ შემთხვევაში ხელსაც გვიშლიან დასახული მიზნების მიღწევაში. დღეს ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია რომელიმე ტიპის კომპლექსი, იმავდროულად წინააღმდეგობებით სავსე თანამედროვე სამყაროს პირობებში იზრდება სხვა და სხვა სახის ფობიებიებისა და მანიების გავლენა ჩვენს სულიერ სამყაროსა და ქცევაზე. გსურთ გაერკვიოთ საკუთარ თავში? გაიგოთ - როგორ გადალახოთ მათი ზეგავლენა - გაეცანით პუბლიკაციებს, რომლებიც ეძღვნებიან ამ პრობლემატიკას.

კომპლექსები. ავსტრიელმა ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა, ”ინდივიდუალური ფსიქოლოგიის” შემქმნელმა, ალფრედ ადლერმა (Alfred Adler) შეიმუშავა კონცეფცია, რომელსაც საფუძვლად დაედო არასრულფასოვნობის (რომელიც განაპირობა ადამიანის სხეულის თუ ხასიათის რომელიმე ნაკლოვანებამ) გრძნობის კომპენსაციის იდეა. ადლერის მიერ შემოღებული ტერმინი ”არასრულფასოვნობის კომპლექსი” სწრაფად დამყარდა მასობრივ მოხმარებაში. თავის დროზე ადლერი ფროიდის მომხრე იყო (რომელის დოქტრინაც აგებულია სექსუალურობის როლზე და შეუცნობლობაზე ადამიანის ქცევის დეტერმინაციაში). შემდგომში კი მან ფროიდის სწავლების საპირისპიროდ აქცენტირება გააკეთა სოციალური ფაქტორების როლზე, კერძოდ კი ხაზგასმით გამოკვეთა მიდრეკილებათა სოციალური მიმართულობა, როგორც ადამიანის ხასიათის საფუძველი, რომელიც ყალიბდება ბავშვობიდან, როგორც მიზანმიმართული მისწრაფებათა სისტემა. მან მიიჩნია, რომ ამ მისწრაფებებში ხდება პიროვნების უპირატესობის და თვითდამკვიდრების მოთხოვნილების რეალიზაცია და ამ მისწრაფებებით მიიღწევა არასრულფასოვნობის გრძნობის კომპენსაცია: მაგალითად, ძველი საბერძნეთის ეპოქიდან ცნობილ ორატორს დემოსფენს ბავშვობიდან გამოყვა მეტყველების დეფექტი (ვფიქრობთ, რომ ყველამ იცის როგორ დასძლია მან ეს ნაკლი) და მიუხედავად ამისა საყოველთაოდ აღიარებულ ორატორად დარჩა ისტორიაში. ნაპოლეონი კი ტანმორჩილი კაცი იყო, ამიტომაც საკუთარი მისწრაფებებით ცდილობდა გადაეფარა ამ გარემოებით განპირობებული პირადი კომპლექსები და ამგვარი მისწრაფების შედეგად გახდა იმპერატორი და დაიპყრო მთელი ევროპა. ამიტომ თუ ჭაბუკს, რომლის სიმაღლეც 150 სმ. არ აღემატება, უჩნდება ტანდაბალი ადამიანის (ბონაპარტეს) კომპლექსი ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ამ კომპლექსმა აბსურდამდე არ უნდა მიიყვანოს ის. 

ცნობილი ჰოლივუდელი კინომსახიობის ტომ კრუზის კომპლექსი მის სიმაღლესთან მიმართებაში არ მჟღავნდება (ამ საკითხს ის აგვარებს იმით, რომ ერთი თავით მაღალი ქალები მოჰყავს ცოლად), არამედ ვლინდება გამელოტების შიშის სახით: ვარცხნილობიდან დაცვენილი ერთი ღერი თმაც სასოწარკვეთილებაში აგდებს მას და ისტერიკამდე მიჰყავს.
 

სხვა და სხვა სპეციალისტთა დაკვირვებით თითქმის ყველა ადამიანი უკმაყოფილოა საკუთარი გარეგნობის რომელიმე დეტალით. 40%-ს ამის გამო უჩნდება განსხვავებული კომპლექსები. ან, მაგალითად, ხომ საოცარია, რომ ტანადი ქალბატონების უმეტესობა ( 95%), რომც გააჩნდეს სიმაღლისა და წონის ნორმალური შეფარდება, მაინც ავლენს ჭარბი წონის მქონე ადამიანის კომპლექს და ხშირად ამის გამო სხვა და სხვა რჯულის ექიმბაშების ან საეჭვო პრეპარატების ”მსხვერპლადაც” კი იქცევა.

უმანკო ყმაწვილი კი პირველი სექსუალური კონტაქტების წარუმატებლობის შემთხვევაში დასკვნას აკეთებს, რომ წარუმატებლობის მიზეზი არა მის გარეგნობაში ან ქცევასა და მოქმედებაშია, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მის უმანკოებაშია, ის ახდენს ამ დასკვნის ექსტრაპოლირებას აბსოლუტურად ყველა ქალის მიმართ და ამის შედეგად იყალიბებს კომპლექს.

ზოგიერთი ადამიანი იმის გამო, რომ სახეზე გააჩნია მუწუკები, მეჭეჭები, ხალები ან ნაიარევები, იმის მიუხედავად, რომ გარშემო მყოფი ადამიანები შესაძლოა (თუ ეს, მაგალითად, არ არის აკნეს მძიმე ფორმა) ყურადღებასაც არ აქცევენ ამ ნიშნებს მის სახეზე, თავს მახინჯად სთვლის და რჩება ამ კომპლექსის ტყვედ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ანალოგიურად, დიდი ზომის ცხვირისა თუ ყურების, ან ულამაზო ნიკაპის მფლობელიც თვითშთაგონების ნიადაგზე ხდება არასრულფასოვნობის კომპლექსის და ხშირ შემთხვევაში პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი.

როგორც წესი, კომპლექსების საფუძველი ადამიანს უყალიბდება 17 წლის ასაკამდე. ამის გამო ამ ასაკის მიმართ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად კორექტურები: ხშირად, როდესაც ჩვენ ვასწავლით შვილებს ”სწორ?” ქცევას, უნებლივ ისე, რომ ვერც ვამჩნევთ, ვაყალიბებთ და ვზრდით მათში 
alt

კომპლექსებს.


alt



ნანახია: 1064 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz