შაბათი
20.04.2024
07:51
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » კრიშტიანუ რონალდუ
22:23
კრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ (პორტ: Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro) (დ. 5 თებერვალი, 1985, ფუნშალი, პორტუგალია) - პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალში ასპარეზობს. რონალდუ ასევე პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წევრია. 2007-08 წ.წ სეზონში რონალდუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, ის დაასახელეს პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად.

იოჰან კრუიფმა 2008 წლის 2 აპრილის ინტერვიუში პორტუგალიელ ფეხბურთელზე შემდეგი რამ თქვა: "რონალდუ უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი."სექციების სია [დამალვა]
1 ბიოგრაფია
2 საკლუბო კარიერა
2.1 ადრეული წლები
2.2 სპორტინგი
2.3 მანჩესტერ იუნაიტედი
2.4 მადრიდის რეალი
3 სანაკრებო კარიერა
3.1 გოლები ნაკრების რიგებში
4 ტიტულები
4.1 კლუბი
4.2 ინდივიდუალური
4.2.1 მედლები
5 კლუბური სტატისტიკა
5.1 კლუბი
6 მითითებები

ბიოგრაფია [რედაქტირება]

კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ დაიბადა მარია დოლორეს დუშ სანტუშის და ჟოზე დინის ავეირუს ოჯახში. მისი მეტსახელი "რონალდუ", უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი გახლდათ. კრიშტიანუს ჰყავს უფროსი ძმა, უგო და ასევე უფროსი დები, - ელმა და ლილიანა კატია.
საკლუბო კარიერა [რედაქტირება]
ადრეული წლები [რედაქტირება]

ბავშვობაში რონალდუს საყვარელი გუნდი ლისაბონის ბენფიკა იყო. რვა წლის ასაკში, კრიშტიანუ ანდორინიაში ასპარეზობდა, საიდანაც 1995 წელს ის ნასიონალში გადაბარგდა. ამ კლუბის რიგებში ფეხბურთელმა პორტუგალის ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოიგო და 2 წლის შემდეგ უკვე პორტუგალიის ერთერთ წამყვან კლუბში, - ლისაბონის სპორტინგში გადაბარგდა. ამ ტრანსფერის თანხა დღემდე უცნობია.
სპორტინგი [რედაქტირება]

რონალდუ თავიდანვე ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა. თუმცა ის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი სპორტინგის ისტორიაში, რომელსაც 16-წლამდელთა გუნდიდან ძირითად გუნდში გადასვლისათვის სულ რაღაც 1 სეზონი დასჭირდა. მან სწორედ ამ დროში გაიარა 4 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი. სადებიუტო შეხვედრაში კრიშტიანუმ მორეირენსეს ორი გოლი გაუტანა. იმავე წელს კი ეროვნული გუნდის რიგებში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

რონალდუს შეძენის პირველი მსურველი გახლდათ ინგლისური ლივერპული, თუმცა ბრიტანელების მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალგაზრდული ასაკის გამო არ გადაიბირა. სამაგიეროდ, რონალდუს თამაშით სრულიად კმაყოფილი დარჩა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც კრიშტიანუს ასპარეზობით 2003 წლის ზაფხულში მოიხიბლა, როცა სპორტინგმა ამხანაგურ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედი სწორედ რონალდუს დიდებული თამაშის ხარჯზე დაამარცხა. ინგლისური გრანდის ფეხბურთელები რონალდუს თამაშით აღფრთოვანებულები დარჩნენ და სწორედ მათ ურჩიეს ფერგიუსონს ახალგაზრდა მოთამაშის გადაბირება.
მანჩესტერ იუნაიტედი [რედაქტირება]

რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი 2003 წლის ზაფხულში გახდა, როცა ის ინგლისურმა კლუბმა 12,24 მლნ. ევროდ შეიძინა. თავიდანვე კრიშტიანუმ 28-ნომრიანი მაისურით ასპარეზობა განიზრახა. ამს არ სურდა მიეღო ვაკანტრუი მე-7 ნომერი, რომელითაც თავის დროზე იუნაიტედის ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი. "როდესაც გუნდს შევუერთდი, მწვრთნელმა მითხრა, თუ რა ნომრით მსურდა ასპარეზობა. მე 28 დავუსახელე. მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა, რომ ადრე თუ გვიან 7-ნომრიან მაისურს მაინც მოვირგებდი და ჯობდა ეს ახალვე მოხმდარიყო. ეს კი ჩემთვის მოტივაციის ძალიან დიდი წყარო გახლდათ. მხვდა პატივი, მეტარებინა იუნაიტედის 7-ნომრიანი მაისური."

რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში თამაშისას

რონალდუს დებიუტი ახალ გუნდში შედგა ბოლტონის წინააღმდეგ. ის მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. 2005 წლის 29 ოქტომბერს კი მიდლსბროსთან 4-1 წაგებულ მატჩში მან გაიტანა იუნატედის ისტორიაში საიუბილეო, მეათასე პრემიერლიგური გოლი. იმ სეზონში რონალდუმ საერთო ჯამში 10 გოლი გაიტანა და წლის ბოლოს, იუნაიტედის ფანებმა გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზიც გადასცეს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე უეინ რუნისთან მოხმდარი ინციდენტის გამო, რონალდუს ფანებმა შემდეგი სიმღერა მიუძღვნეს: "მხოლოდ ერთი რონალდო არსებობს." 2006 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ფეხბურთელი პრემეირლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ზედიზედ ორჯერ კი ეს ჯილდო მხოლოდ დენის ბერგკამპსა და რობი ფაულერს ჰქონდათ მოგებული. მანჩესტერულ კარიერაში ორმოცდამეათე გოლი კი რონალდუმ მანჩესტერ სიტის გაუტანა. იმავე წელს კი იუნაიტედმა 4-წლიანი შესვენების შემდეგ პრემიერლიგა მოიგო.

2007 წლის მარტში რონალდუს სანაცვლოდ მადრიდის რეალი სარეკორდო თანხას, 80 მლნ. ევროს იხდიდა. ხელფასის სახით კი ფეხბურთელს 120 000 გირვანქას ჰპირდებოდა, თუმცა იმავე წლის 13 აპრილს, ახალი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.

იმავე სეზონის პორტუგალიელმა ინდივიდუალური ჯილდოებიც მოიპოვა: ის დაასახელეს ინგლისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და ასევე პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ.

2007-08 წ.წ სეზონი კი რონალდუსთვის უიღბლოდ დაიწყო, რამეთუ პირველივე ოფიციალურ მატჩში გააძევეს პორტსმუთთან შეხვედრაში. სეზონის სადებიუტო გოლი კი კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა, კიევის დინამოს წინააღმდეგ.

2007 წელს პორტუგალიელმა კაკას შემდეგ ოქროს ბურთის ლაურეანტებში მეორე ადგილი დაიკავა.

2008 წლის 12 იანვარს კი რონალდუმ თავის მანჩესტერულ კარიერაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი, ეს ნიუკასლთან მატჩში მოხდა. ჩემპიონთა ლიგაში კი მისი გუნდი სულ უფრო წინ მიიწევდა, მანჩესტერელებმა 1/8-ფინალში ფრანგული ლიონი დაამარცხეს, რონალდუმ განმეორებით მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

2008 წლის 19 მარტს კი, ბოლტონთან მატჩში კრიშტიანუმ პირველად უკაპიტნა მანჩესტერ იუნაიტედს. შეხვედრა კი მისმა გუნდმა 2-0 მოიგო. ორივე გოლი თავის ანაგრიშზე სწორედ რონალდუმ ჩაიწერა. საბოლოო ჯამში, პორტუგალიელმა წლის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილი, ოქროს ბუცი მოიპოვა, გაასწრო რა 8 ქულით მეორე ადგილზე გასულ დანიელ გისას.

2007-2008 წ.წ. სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რონალდუმ ჩელსის წინააღმდეგ, ანგარიშის გახსნა მოახერხა. საბოლოო ჯამში, კი ტიტულს მისი გუნდი დაესაკუთრა, ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგეს, ანგარიშით 6-5.

2008 წლის ზაფხულში პორტუგალიელი მადრიდის რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა მანჩესტერულმა მხარემ იუარა. აგვისტოში კი თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ ის მინიმუმ ერთი სეზონით კვლავ მანჩესტერში აპირებს დარჩენას.
მადრიდის რეალი [რედაქტირება]

2009 წლის 26 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია რონალდუს მადრიდის რეალში ტრანსფერის შესახებ. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. [1]
სანაკრებო კარიერა [რედაქტირება]

რონალდუს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოში შედგა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე და იმავე წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი რონალდუს თანაგუნდელ უეინ რუნისთან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მიუხედვაად ამისა, ახალი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეს და განაცხადეს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია.

2008 წელს კი კრიშტიანუმ ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე იასპარეზა, სადაც მისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, 1/4-ფინალურ სტადიაზე.

2007 წლის 6 თებერვალს რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებს პირველად უკაპიტნა, ბრაზილის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ ერთ-რთ ეპიზოდში კამერას შეაურთხა, რის გამოც სამკლავური ჩამოართვეს


გოლები ნაკრების რიგებში [რედაქტირება]
Cristiano Ronaldo‎: საერთაშორისო გოლები# თარიღი შეხვედრის ადგილი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი შეჯიბრის სახეობა
1 12 ივნისი 2004 პორტუ, პორტუგალია საბერძნეთი 1 – 2 1 – 2 ევრო 2004
2 30 ივნისი 2004 ლისაბონი, პორტუგალია ნიდერლანდი 2 – 0 2 – 1 ევრო 2004
3 4 სექტემბერი 2004 რიგა, ლატვია ლატვია 0 – 1 0 – 2 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
4 8 სექტემბერი 2004 ლეირია, პორტუგალია ესტონეთი 1 – 0 4 – 0 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
5 13 ოქტომბერი 2004 ლისაბონი, პორტუგალია რუსეთი 2 – 0 7 – 1 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
6 13 ოქტომბერი 2004 ლისაბონი, პორტუგალია რუსეთი 4 – 0 7 – 1 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
7 17 ნოემბერი 2004 ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი ლუქსემბურგი 0 – 2 0 – 5 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
8 4 იცნისი 2005 ლისაბონი, პორტუგალია სლოვაკეთი 2 – 0 2 – 0 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
9 8 ივნისი 2005 ტალინი, ესტონეთი ესტონეთი 0 – 1 0 – 1 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
10 1 მარტი 2006 დიუსელდორფი, გერმანია საუდის არაბეთი 0 – 1 0 – 3 ამხანაგური
11 1 მარტი 2006 დიუსელდორფი, გერმანია საუდის არაბეთი 0 – 3 0 – 3 ამხანაგური
12 17 ივნისი 2006 მაინის ფრანკფურტი, გერმანია ირანი 2 – 0 2 – 0 მსოფლიო ჩემპიონატი 2006
13 7 ოქტომბერი 2006 პორტუ, პორტუგალია აზერბაიჯანი 1 – 0 3 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
14 7 ოქტომბერი 2006 პორტუ, პორტუგალია აზერბაიჯანი 3 – 0 3 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
15 15 ნოემბერი 2006 კოიმბრა, პორტუგალია ყაზახეთი 2 – 0 3 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
16 24 მარტი 2007 ლისაბონი, პორტუგალია ბელგია 2 – 0 4 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
17 24 მარტი 2007 ლისაბონი, პორტუგალია ბელგია 4 – 0 4 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
18 22 აგვისტო 2007 ერევანი, სომხეთი სომხეთი 1 – 1 1 – 1 ევრო 2008 შესარჩევი
19 8 სექტემბერი 2007 ლისაბონი, პორტუგალია პოლონეთი 2 – 1 2 – 2 ევრო 2008 შესარჩევი
20 17 ოქტომბერი 2007 ალმა-ატა, ყაზახეთი ყაზახეთი 0 – 2 1 – 2 ევრო 2008 შესარჩევი
21 11 ივნისი 2008 ჟენევა, შვეიცარია ჩეხეთი 1 – 2 1 – 3 ევრო 2008
22 11 თებერვალი 2009 ფარუ (ქალაქი), პორტუგალია ფინეთი 1–0 1–0 ამხანაგური
23 21 ივნისი 2009 კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა ჩრდილოეთი კორეა 7–0 7–1 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2010
24 8 ოქტომბერი 2010 პორტო, პორტუგალია დანია 3–1 3–1 ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის კვალიფიკაცია 2012
25 12 ოქტომბერი 2010 რეიკიავიკი, ისლანდია ისლანდია 0–1 1–3 ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის კვალიფიკაცია 2012



ტიტულები [რედაქტირება]
კლუბი [რედაქტირება]
პრემიერლიგა
გამარჯვებული (3): 2006-07, 2007-08, 2008-09
ინგლისის ასოციაციის თასი
გამარჯვებული (1): 2003-04
ინგლისის ლიგის თასი
გამარჯვებული (1): 2005-06
ინგლისის სუპერთასი
გამარჯვებული (1): 2007
ჩემპიონთა ლიგა
გამარჯვებული (1): 2007-08
ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (1): 2008
ინდივიდუალური [რედაქტირება]
Bravo Award (1): 2004
FIFPro Special Young Player of the Year (2): 2004, 2005
Portuguese Footballer of the Year (3): 2006–07, 2007–08, 2008–09
UEFA Team of the Year (4): 2003–04, 2006–07, 2007–08, 2008–09
Sir Matt Busby Player of the Year (3): 2003-04, 2006–07, 2007–08
FIFPro World XI (3): 2006–07, 2007–08, 2008–09
Best Portuguese Footballer in Foreign Countries (3): 2006-07, 2007-08, 2008-09
PFA Young Player of the Year (1): 2006–07
PFA Players' Player of the Year (2): 2006–07, 2007-08
PFA Fans' Player of the Year (2): 2006–07, 2007–08
PFA Premier League Team of the Year (4): 2005–06, 2006–07, 2007–08, 2008–09
FWA Footballer of the Year (2): 2006–07, 2007–08
Barclays Player of the Season (2): 2006–07, 2007–08
Premier League Player of the Month (4): November 2006, December 2006, January 2008, March 2008
Premier League Golden Boot (1): 2007–08
Barclays Merit Award (1): 2007–08
UEFA Champions League Topscorer (1): 2007-08
European Golden Shoe (1): 2007–08
UEFA Club Forward of the Year (1): 2007–08
UEFA Club Footballer of the Year (1): 2007–08
FIFPro World Player of the Year (1): 2007–08
FIFA Club World Cup Silver Ball (1): 2008
Ballon d'Or (1): 2008
FIFA World Player of the Year (1): 2008
Onze d'Or (1): 2008
World Soccer Player of the Year (1): 2008
FIFA Ferenc Puskás Award (1): 2009
მედლები [რედაქტირება]
პრინც ანრის ორდენი
მერიტის მედალი
კლუბური სტატისტიკა [რედაქტირება]
კლუბი [რედაქტირება]კლუბი სეზონი ლიგა თასი ლიგის თასი ევროპა სხვა1 სულ
მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი
სპორტინგი 2002–03 25 3 3 2 – 3 0 0 0 0 31 5
სულ 25 3 3 2 – 3 0 0 0 0 31 5
მანჩესტერ იუნაიტედი 2003–04 29 4 3 5 2 3 1 0 0 5 0 1 0 0 0 40 6 7
2004–05 33 5 4 7 4 4 2 0 0 8 0 2 0 0 0 50 9 10
2005–06 33 9 6 2 0 0 4 2 1 8 1 1 – 47 12 8
2006–07 34 17 13 7 3 1 1 0 0 11 3 5 – 53 23 19
2007–08 34 31 7 3 3 0 0 0 0 11 8 1 1 0 0 49 42 8
2008–09 33 18 6 2 1 0 4 2 0 12 4 2 2 1 1 53 26 9
სულ 196 84 39 26 13 8 12 4 1 55 16 12 3 1 1 292 118 61
რეალი 2009–10 29 26 7 0 0 0 – 6 7 0 – 35 33 7
2010–11 21 22 6 7 6 1 – 6 4 2 – 34 32 9
სულ 50 48 13 7 6 1 – 12 11 2 0 0 0 69 65 16
სულ კარიერაში 271 135 35 22 12 4 1 70 27 3 1 1 392 188



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 765 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 sxva  
0
pexburteli romelic yvelaze dzalian mezizgeba

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz