შაბათი
20.04.2024
16:49
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 22 » ქართული ტაძრები
21:50
ქართული ტაძრები
          ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები
მცხეთის ჯვარი 
  586-604 წწ.
  ჯვრის მონასტერი ქართული არქიტექტურის შესანიშნავი ნმუშია. იგი მდებარეობს მტკვრისა და არაგვის შესართავთან მთის წვერზე.

ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III -მ ხის (ვაზის) მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც, რადგანაც იგი სასწაულმოქმედად ითვლებოდა. ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს "მცირე ჯვარს" უწოდებენ.

586/7 - 604 წლებში გუარამის ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I -მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი - დღევანდელი ჯვარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს და ინტერიერში მოაქცია იგი.
  ტაძარი გეგმაში წარმოადგენს რამდენადმე წაგრძელებულ ჯვარს, რომლის მკლავები მთავრდება აფსიდებით. შენობის ბირთვს შეადგენს კვარდატი, რომლის თავზეც აღმართულია 8- წახნაგოვან ყელზე დამყარებული გუმბათი. ძველი და ახალი ეკლესიები შემდეგში გაერთიანდა შემაერთებელი კარიბჭით. შენობა დიდი არ არის (მისი ზომებია 22მ X 19მ, სიმაღლე 25 მ ), მაგრამ იგი მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფასადი მოპირკეთებულია მოვარდისფრო - ქვიშისფერი თლილი ქვით.

მცხეთის ჯვარი პირველი ნიმუშია ჯვრული ტიპის მონასტერებისა. აგრეთვე იგი პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის გაფორმებაშიც არსებითი ადგილი უკავია რელიეფურ ქანდაკებებს. იგი, ბოლნისის სიონის შემდეგ, ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს.
  XVII- XVIII საუკუნეებში, როცა გახშირდა შემოსევები, ჯვრის მონასტერს გალავანი შემოავლეს. დღემდე შემორჩენილია მისი ფრაგმენტები და ზრუდეში ჩართული ნახევრად დანგრეული კოშკები. 1997-1998 წლებში გალავანი ნაწილობრივ აღადგინეს. 1989 წლიდან ჯვრის მონასტერში ისევ აღსდგა ღვთისმსახურება.
მცხეთის ჯვარი მსოფლიო ხელოვნების საგანძურში შედის.
ს ვ ე ტ ი ც ხ ო ვ ე ლ ი 
    1010-1029 წწ.
  სვეტიცხოველი მდებარეობს მცხეთაში, თბილისიდან 20 კმ-ზე.

  სვეტიცხოველი გეგმაში წარმოადგენს ჯვარს მოკლე განივი მკლავებით და გრძივი ჭრილებით. აღმოსავლეთის მკლავი თავდება აფსიდით. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა. გუმბათის ყელში 16 სარკმელია. ძველი ფრესკების უმეტესობა აღარაა შემორჩენილი. მოღწეული ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია. სუფთად ნათალი ქვებით მოპირკეთებული ფასადები მდიდრულადაა მორთული.

  ტაძრის შიგნით, გუმბათის მახლობლად სვეტებზე დაყრდნობილი კოშკისებური ნაგებობა - ეს არის საკუთრივ "სვეტიცხოველი". აქ ინახებოდა სასწაულმოქმედი სვეტის ნაწილი, რომლის ქვეშაც მარხია კვართი უფლისა. სამხრეთ მხარეს, შესასვლელიდან მადჯვნივ ქვის პატარა სამლოცველო იერუსალიმის ტაძრის გამოსახულებაა.
  გალავანი 1787 წელს აუგიათ ერეკლე II - ის ბრძანებით. დასავლეთით მოთავსებულია სამრეკლო და XI ს-ის კარიბჭე - არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში.

საუკუნეების განმავლობაში ტაძარი იყო მეფეთა საძვალეც. აქ არიან დასაფლავებული: ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII და სხვა დიდებულები.

იგი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მასში განისვენებს კვართი უფლისა იესო ქრისტესი. იგი არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო: 
გადმოცემის თანახმად, მცხეთის მკვიდრი ებრაელი ელიაზარი დასწრებია იესო ქრისტეს ჯვარცმას. ჯვარიდან მისი ჩამოხსნის შემდეგ მას რომაელი ჯარისკაცებისგან შეუძენია კვართი უფლისა და საქართველოში ჩამოუტანია. მცხეთაში ჩამოსულ ელიაზარს მისი და - სიდონია შეგებებია, რომელსაც ტირილით ჩამოურთმევია ქრისტეს კვართი, გულში ჩაუკრავს და მსწრაფლ სული განუტევებია. ვერავინ შესძლო იგი მიცვალებულისათვის ხელიდან გამოეგლიჯა და სიდონია ძვირფას კვართიანად დაუკრძალავთ. მის საფლავზე უზარმაზარი ლიბანის ნაძვის ხე ამოსულა, რომლის ქვეშ ზამთარ - ზაფხულ ყვავილნი ყვაოდნენ.

337 წელს ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს ნინო განმანათებლის რჩევით, განუძრახავს ტაძრის აგება იქ, სადაც დაკძალული იყო კვართი უფლისა. მოუჭრიათ საფლავზე ამოსული ხე და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ.

ექვსი სვეტი აღუმართავთ, მეშვიდე კი - ყველაზე დიდი და გაბრწყინებული მიწას არ მიჰკარებია, ჰაერში ჩამოკიდულა, ანათებდა, გამოსცემდა სურნელს, ხოლო ძირიდან წარმოსდინდებოდა მირონი, რომელიც ყველა სენს კურნავდა. სწორედ ეს იყო "სუეტი ცხოველი" - სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი, რომელის სახელიც ეწოდა ტაძარს.

შემდეგში ამ პირველი, ხის ეკლესიის ადგილას V ს-ის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, 1010 - 1029 წლებში კი კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი.
ლეგენდის მიხედვით, რადგან სვეტიცხოველის მშენებელს მასწავლებლისათვის უჯობნია და თანაც მეფე გიორგის რჩეული ქალი შეყვარებია, მისთვის ხელი მოუკვეთიათ. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე, ზემოთ, გამოსახულია ხელი, რომელსაც გონიო უპყრია. გვერდით წარწერაა: "ხელი მონისა არსუკისძისაი, შეუნდვეთ".
    ვარძია 
XII საუკუნე
  ვარძიის გამოქვაბულთა ანსამბლი მდებარეობს ასპინძიდან 30 კმ - ზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
ვარძია - ესაა მონასტერი - სიმაგრე. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე. კომპლექსის სიგრძე 900 მ - მდეა, განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3 - დან 13 - მდეა. მასში 600 - ზე მეტი სათავსია. აქ არის სატრაპეზოეიბი, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები, 25 მარანი 185 ქვევრით.

მისი მშენებლობა დაიწყო მეფე გიორგი III - მ და დაამთავრა მისმა შვილმა - თამარ მეფემ, რომელმაც მას თავდაპირველი სამხედრო ციხე-სიმაგრის დანიშნულება შეუცვალა და უზარმაზარ გამაგრებულ მონასტრად წარმოგვიდგინა.
ანსამბლი ძირითადად 1156 - 1203 წლებში შეიქმნა, აკურთხეს 1185 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მშენებლობითი სამუშაოები შემდეგშიც მიმდინარეობდა.
  ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები. თამარის შემორჩენილი ოთხი პორტრეტიდან ესაა ყველაზე ადრეული, თამარის ახალგაზრდობის სურათი, რომელიც 1186 წელს უნდა იყოს შესრულებული. აქვეა ღვთისმშობელი ყრმით ხელში, თორმეტი მოციქული, სახარების ციკლის სცენები და სსვა.

XIII - XIV საუკუნეთა მიჯნაზე აშენებული სამრეკლო, შემკული ორნამენტებით. კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი არქიტექტურული ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში. სათავსოს დასამშვენებლად გამოყენებული ყოფილა გამომწვარი თიხის მოჭიქული ფერადი ფილები. 
ვარძიაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწე იოანე შავთელი, რომელმაც აქ შექმნა ”გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი.”
  1551 წელს ვარძია აიღო და დაარბია ირანის შჰამა თამაზ I-მა. სპარსელებმა გაიტაცეს ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და მრავალი განძი. 1578 წელს ვარძია თურქებმა დაიპყრეს. იგი ისევ გაიძარცვა. ბერები კი - ნაწილი დახოცეს, სხვები კი სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ და აქაურობა გაუკაცრიელდა. 1861 წელს საქართველოს ეგზარქოსის პალადის კურთხევასთან დაკავშირებით ვარძიაში   დროებით განახლდა   წირვა-ლოცვა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვარძიაში ჯერ ტურისტული ბაზა, 1983წ. კი მუზეუმი დაარსდა. 1989წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია   მეორის ლოცვა-კურთხევით ვარძიაში აღსდგა ღვთისმსახურება, ხოლო 1999 წლიდან კი განახლდა სამონასტრო ცხოვრება.

სამწუხაროდ ვარძიის კომპლექსი დგეს მეტად მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას.

მიუხედავად იმისა, რომ დროთა სვლაში დაინგრა, დაიშალა და განადგურდა ვარძიის კომპლექსის დიდი ნაწილი, იგი დღესაც აოცებს მნახველებს თავისი გრანდიოზულობითა და სინატიფით.
  ნიკორწმინდა 
1010-1014 წწ.
  ნიკორწმინდის დიდებული ტაძარი, მდებარეობს რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში. იგი აშენებულია მაღლობზე და ჩანს სოფლის ყველა წერტილიდან. შენობა გარედან მოკლემკავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან ხუთაფსიდიანია. შინაგანი სივრცე შესამჩნევადაა დაგრძელებული. ფასადები შემოსილია ნათალი ქვით და დამუშავებულია უწყვეტი თაღებით.


ტაძარი აშენებულია 1010 - 1014 წლებში. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები ცოტა მოგვიანოა, მაგრამ არა უგვიანეს XI ს-ის პირველი ნახევრისა. სამრეკლო XIX ს-ის მეორე ნახევარშია აგებული. 1534 წ. ტაძარი განუახლებია იმერეთის მეფე ბაგრატ III -ს. ტაძრის შიგნითა ფრესკებიც ამავე საუკუნისაა.
  ნიკორწმინდის ფასადები და ეკვტერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია ძალიან დამახასიათებელი და ისტორიულ - ევოლუციური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა","ჯვრის ამაღლება" და სხვ.), რეალური და ფანტასტიკური ცხოველები. რომლებიც საოცრად ლარად და ზუსტად ჯდებიან ერთიან სილუეტში.

შენობის გარეგნობა რამდენადმე მძიმეა, ელეგანტურობას მოკლებული. განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტაციის სიუხვე, უშრეტი მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი, ძალზე საინტერესო სკულპტურული დეკორი ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ორნამენტი ნიკორწმინდიდან
        ბეთანია 
XII-XIII სს. მიჯნა
  ბეთანიის ღვთისმშობლის შობის მონასტერი მდებარეობს თბილისიდან დასავლეთით, 17 კმ-ზე, მდინარე ვერეს ტყით დაბურულ ხეობაში.
დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ XI საუკუნეში უკვე არსებობდა როგორც დიდი ფეოდალების-ორბელიანების საძვლე.   

მთავარი, ღვთისმშობლის შობის ჯვრისებრი აგებულების გუმბათოვანი ტაძარი აგებულია XII-XIII სს მიჯნაზე, XI საუკუნის აგურის მცირე ზომის ტაძრის ადგილზე.


ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია დიდი ზომის ჯგუფური ფრესკა მეფეთა გამოსახულებით: გიორგი III, მეფე თამარი და ლაშა-გიორგი.
სამხრეთ კედელზე კი ყოფილი დიდებული სუმბატ ორბელი- რომელმაც სიცოცხლის ბოლო წლები ბერად აღკვეცილმა სწორედ ბეთანიაში გაატარა. 

ტაძრის წარწერებშივეა შემონახული მისი მომხატვე;ლების-სოფრომისა და დემეტრეს სახელებიც.


მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, რამდენიმე ნაბიჯზე მდებარეობს წმ. გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია, აგებული 1196 წელს. იგი გარედან კარგად თლილი ქვითაა მოპირკეთებული.
  მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია აგრეთვე დღეისათვის არ არსებული კოშკის ან სამრეკლოს ფართო თაღოვანი გასასვლელი.


  მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი XIX საულუნეში გაწმინდა და თამარის ფრესკაც გამოაჩინა მხატვარმა გრიგოლ გაგარინმა. 1920-იან წლებში მონასტერი მოაწესრიგეს აქვე ცხოვრობდნენ XX საუკუნის ქართველი წმინდანები იოანე მაისურაძე და გიორგი(იოანე) მხეიზე.


ამჟამად ბეთანია მოქმედი მონასტერია და ბერები დიდი სყვარულით იღებენ ყველა მომლოცველსა თუ ტურისტს....
    ბაგრატის ტაძარი 
დაახლ. 1660-1676 წწ.
  ქუთაისში, უქიმერონის გორაზე, მდებარეობს გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო და ერთიანი საქართველოს პირველი მეფის-ბაგრატ III-ის სახელის მატარებელი ტაძარის ნანგრვები.

ტაძრის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის ბოლო მეოთხედში და დამთავრდა 1003 წელს. იგი აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მისი კურთხევა ბაგრატ მეფეს განსაკუთრებული ზეიმით აღუნიშნავს.

ტაძარი წარმოადგენს სწორკუთხამკლავებიან ჯვრის მოხაზულობაში ჩაწერილ ტრიკონქს. მკლავები შიგნიდან ნახევარწრიული აფსიდებითაა დასრულებული. ღერძი წაგრძელებულია აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმართულებით. გუმბათი ოთხ მძლავრ თავისუფალ მდგარ ბურჯს ეყრდნობა.
  ტაძრის შემორჩენილი ნანგრეები ნათლად მოწმობს, თუ რამდენად დიდებული ტაძარი ყოფილა იგი. კარიბჭეები, დეკორაციული თაღები, ჩუქურთმიანი სამკაული ქმნის ცხოველხატულ სახეს. შენობა გვაოცებს პროპორციების დახვეწილობით, დეკორის მრავალფეროვნებითა და დიდებულობით, პროფილების, სამკაულთა, თაღების შესრულების თავისუფლებითა და არტისტიზმით, კონსტრუქციული სიმსუბუქით. როგორც ჩანს ტაძარი მოხატული იყო.

მშენებლობის დამთავდებამდე ჩრდილო - დასავლეთიდან ტაძარს სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI ს-ის პირველ ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს. სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ღვთისმშობლის ფრესკის კვალი.

ტაძრის წარწერებში საქართველოში არაბული ციფრების ხმარების უძველესი ნიმუშია წარმოდგენილი. 
XVII საუკუნის ბოლომდე ტაძარი უცვლელად იდგა. 1692 წელს იგი აფეთქებული იყო თურქების შემოსევის დროს. 
ბაგრატის ტაძარს თავისი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში.
      ანანური 
1660-1676 წწ.
ანანურის სატაძრო კომპლექსი მდებარეობს არაგვის ხეობაში, დღევანდელი ჟინვალის წყალსაცავის ნაპირებთან. იგი აშენებულია 1660-1676 წლებში არაგვის ერისთავების ოთარის და რევაზის მიერ. ამიერიდან დუშეთთან ერთად ანანურიც არაგვის ერისთავთა რეზიდენციად იქცა.
ბებრის ციხე
  ბებრის ციხე მდებარეობს ქალაქ მცხეთის ჩრდილო ნაწილში. მდინარე არაგვის, მარჯვენა სანაპიროს კლდისთავზე. მას უძველეს დროს ერქვა ბელტა. იგი ანტიკურ ხანაშია აგებული. ციხე_სიმაგრის საერთო ფართი დაახლოებით 1500 კვ.მ-ია შიდა ეზოსი კი 600 კვ-მეტრი.

  ოდესღაც ეს ციხე მცხეთის კარს კეტავდა არაგვის ხეობის მხრიდან. ეს ციხე მეტად ცომპლექტურად არის აგებული შემაღლებულ კონცხზე. ციხე ორი ნაწილისაგან შედგება: მთავარი ციტადელი, მას სამხრეთით პატარა ეზო აკრავს. გეგმაში იგი სამკუთხედს უახლოვდება. სამივე კუთხეში კოშკები მდგარა, რომელთაგან ყველაზე დიდია სამხრეთ_აღმოსავლეთის. იგი რამდენიმე სართულისაგან შედგება. რაც მის არა მარტო თავდაცვით არამედ საცხოვრებელ დანიშნულებასაც მიუთითებს.
  ჩრდილოეთი კოშკიც იგივე ტიპისაა, მხოლოდ ზომით უფრო მცირე. ორივე კოშკში ერთი საინტერესო დეტალია შემორჩენილი. ღრმა ნიშებში განლაგებული საბრძოლო ტვრელები. ამ ციხის აგებისას სასროლი იარაღი მშვილდ_ისარი იყო. ციხეს ასეთი ხვრელი ესაჭიროებოდა, საიდანაც მეომრებს შეეძლებოდათ მარჯვედ მოქმედება. ეს კი ვერ მოხდებოდა ორი-სამი მეტრის სისქის კედლებიდან, თუ მათში განიერი და ღრმა ნიშები არ გაკეთდებოდა.

  მესამე აღმოსავლეთის კოშკი აგრეთვე დანგრეულია და მოგვიანებით იმ ადგილას გაუქმებული ციხის ტერიტორიაზე, საგუშაგო კოშკო აუგიათ, რომელიც იქვე მდგარი კოშკისაგან განსხვავებით ცილინდრული ფოემისაა.

  ბებრის ციხეზე არსებობს ლეგენდა: ოდესღაც ეს მიწა ეკუთვნოდა ვინმე თავად სიმონს. მას აქ ხეობის ვიწროში, აუგია სიმაგრე და შიგ გზისმცველი ჩაუყენებია. თავად ჰყოლია ორი შვილი; ლამაზი მარინე და გულქვა მამუკა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მამუკას დიდძალი გადასახადი დაუკისრებია ქვეშევრდომთათვის. მარინეს შებრალებია ისინი და მამუკას სთხოვა გაეთავისუფლებინა ისინი გადასახადისაგან. გამძვინვარებულმა ძმამ მაკრინე კოშკში გამოამწყვდია. ერთ დღეს, როდესაც ყმებისათვის წყალ-წყალა საჭმელი მზადდებოდა, გამოჩენილან ყვავები და ქვაბში ჩაცვენილან. ყმებს საჭმელი გადაუსხიათ, ამის შემხედვარე მამუკა გაბრაზებულა და გლეხებს დასაჭერად დადევნებია. უეცრად ქვაბიდან გველები ამოცვენილან და მამუკას შემოხვევიან. სასოწარკვეთილი მამუკა ღმერთს შეევედრა: ,,ოღონდ მიხსენი და ეკლესიას აგიგებო’’. ამ სურათს ხედავდა თურმე კოშკში დამალული მაკრინე, რომელიც მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს. ღმერთს შეუსმენია მათი ვედრება. და-ძმამ ეკლესიურად ცხოვრება დაუწყიათ. და მონაზვნად აღკვეცილა, მამუკა კი ბერად შემდგარა.
გ ე ლ ა თ ი
  გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქუთაისიდან აღმოსავლეთით 12 კმ-ზე, მთის ფერდობზე, შესანიშნავი პეიზაჟის ფონზე.

    მონასტრის მშენებლობა დაიწყო დავით აღმაშენებელმა 1106 წელს და დაამთავრა მისმა შვილმა, დემეტრე I -მა 1130 წელს. ლეგენდების მიხედვით დავით აღმაშენებელი თვითონაც მუშაობდა გელათის მშენებლობაზე. ორი უზარმაზარი ქვა მდინარის ხეობიდან ტაძრამდე მას მარტო ამოუტანია. არსებობს სხვა ლეგენდებიც. 

    გელათის ტერიტორია ქვის გალავნითაა შემოზღუდული. გალავნის შუაგულში აღმართულია მთავარი ტაძარი. ტაძრის მასშტაბი, შიდა სივრცის უხვი განათება, ფასადების დეკორატიული თაღნარი ბუნებრივად ერწყმის ლანდშაფტს და გრანდიოზულობისა და სიდიადის შთაბეჭდილებას ახდენს. აქ ქართული მონუმენტური მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშებია. საკურთხევლის ნახევარსფეროზე, ბრწყინვალედ შესრულებულ XII საუკუნის განთქმულ მოზაიკაზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი.
  ოქროსფერ ფონზე გამოსახული ეს მოზაიკა მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოებია. ფრესკები ძირითადად გვიანი პერიოდისაა. მხატვრობის ძირითადი თემაა მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრება - უნიკალურია XII საუკუნის ხელოვნებაში. ბიბლიურ სცენებთან ერთად აქ გამოსახულია ისტორიული პიროვნებებიც. აქაა ჩვენამდე მოღწეული დავით აღმაშენებლის ერთადერთი პორტრეტი (XVI ს.). არის ჭედურობისა და მინანქრული ხელოვნების მრავალი ნიმუში.

    გეგმაში ტაძარი ცენტრალურ - გუმბათოვანი ნაგებობაა სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდით. გუმბათი დაყრდნობილია ორ ბოძსა და საკურთხევლის კედლებზე. გარედან მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით. ტაძრის ზომებია: 35 მ X 36 მ, სიმაღლე - 34 მ.
  XIII - XIV საუკუნებშია აშენებული შედარებით მცირე ნაგებობები: წმ. გიორგის ეკლესია მთავარი ტაძრისგან აღმოსავლეთით, წმ. ნიკოლოზის ეკლესია - დასავლეთით და სამრეკლო წყაროს თავზე.

    დავით აღმაშენებელმა გელათის მონასტერთან ჩამოაყალიბა აკადემია, სადაც საუკეთესო ქართველი მეცნიერები მოღვაწეობდნენ, მათ შორის იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. აკადემიის შენობა შთამბეჭდავი სიდიდისა იყო: 25 მ X 10,5 მ , სიმაღლე 10 მ. თავდაპირველად აკადემიის კედლებიც მოხატული ყოფილა. აკადემიამ XVI საუკუნის 20 -იან წლებამდე იარსება.
  საყურადღებოა გელათის კარიბჭე, სადაც დაცულია დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა, რომელსაც მონასტერში შემსვლელები, თვით მეფის ანდერძის თანახმად, ფერს ადგამენ და ისე შედიან შიგნით.

    გელათის ანსამბლიდან 200 მეტრზე ჩრდილო - დასავლეთით ნანგრევებია, სადაც განდეგილები ცხოვრობდნენ. თავდაპირველად აქ განლაგებული ყოფილა ქსენონ - სამკურნალო. მემატიანის გადმოცემით, იგი აუშენებია დავით აღმაშენებელს, რომელიც თვითონვე ამოწმებდა, თუ როგორ პატრონობდნენ ავადმყოფებს.

    მონასტრის სამხრეთით, მაღალ კონცხზე შემორჩენილია მცირე საყდრის - წმ. საბას ნანგრევები. იგი აგებულია X - XI საუკუნეში, გელათის დაარსებამდე. აქვეა   წმ. ელიას ეკლესიაც.

    გელათი თავიდანვე მეფეთა საძვალედაც იყო განკუთვნილი. XII საუკუნიდან აქ იმარხებოდნენ საქართველოს მეფეები, ხოლო XV საუკუნიდან - იმერეთის მეფეები. ხალხური გადმოცემით აქაა დასაფლავებული თამარ მეფეც.

    1510 წლის 23 ნოემბერს ტაძარი თურქებმა გადაწვეს.

    გელათის ხელნაწერები და სხვა გადარჩენილი ძეგლები, მათ შორის ძვირფასი ხახულის ხატი, ამჟამად ინახება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში.
Back To Home Page
ნიკორწმინდა
  ნიკორწმინდის ტაძარი მდებარეობს რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში, მცირე შემაღლებაზე და თავს დაჰყურებს მთელ სოფელს. შენობა გარედან მოკლემკავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან ხუთაფსიდიანია. შინაგანი სივრცე შესამჩნევადაა დაგრძელებული. ფასადები შემოსილია ნათალი ქვით და დამუშავებულია უწყვეტი თაღებით.   

  ტაძარი აშენებულია 1010 - 1014 წლებში. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები ცოტა მოგიანოა, მაგრამ არა უგვიანეს XI ს-ის პირველი ნახევრისა. სამრეკლო XIX ს-ის მეორე ნახევარშია აგებული.

1534 წ. ტაძარი განუახლებია იმერეთის მეფე ბაგრატ III -ს. ტაძრის შიგნითა ფრესკებიც XVII საუკუნისაა.
შენობის გარეგნობა   რამდენადმე მძიმეა, ელეგანტურობას მოკლებული. განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტაციის სიუხვე, უშრეტი მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი, ძალზე საინტერესო სკულპტურული დეკორი ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქრისტიანული სიუჟეტების გვერდით ბევრია ისეთი მოტივიც, რომლებიც ხალხურ წინარექრისტიანულ რწმენასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
  ნიკორწმინდის ფასადები და ეკვტერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია ძალიან დამახასიათებელი და ისტორიულ - ევოლუციური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა","ჯვრის ამაღლება" და სხვ.), რეალური და ფანტასტიკური ცხოველები. მაგრამ ეს ცალკეული დამოუკიდებელი სამკაულები კი არ არის, არამედ ერთი მთლიანი, წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელი ნაწილებია.

  ქართულ ტაძართა სკულპტურული გაფორმება ნიკორწმინდაში მწვერვალს აღწევს. სწორედ ამიტომ უძღვნა დიდმა ქართველმა პოეტმა გალაქტიონმა "ქებათა ქება ნიკორწმინდას".
ბოლნისის სიონი
  ბოლნისის სიონის ტაძარი მდებარეობს ბოლნისიდან 8 კმ-ზე, მდინარე ფოლადაურის მარცხენა ნაპირზე.   

სიონის სახელწოდება საქართველოში პალესტინიდან შემოვიდა და რამდენიმე ადგილას გვხვდება. ბოლნისის სიონი უდიდესი ბაზილიკათაგანია საქართველოში. იგი აშენებულია 478 - 493 წლებში. მცირე სამლოცველო, რომელიც ტაძარზე აღმოსავლეთიდან არის მიშენებული, VIII საუკუნისაა. ბოლნისის სიონის ფასადები მარტივია: ფართო კედლები მოპირკეთებულია კარგად გათლილი, მომწვანო-ფირუზისფერი ტუფით.
  შუა საუკუნეების დასაწყისის ხუროთმოძღვრებაში ფასადს ნაკლები ყურადღება ექცევა, მთავარია შიგა სივრცის გადაწყვეტა. ბოლნისის ინტერიერი დახვეწილი პროპორციებით, მორთულობის გააზრებული განაწილებით დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. 
  ბოლნისის სიონმა შემოგვინახა ქართული ქრისტიანული სკულპტურის უძველესი ნიმუშები. აქ პირველად გვხვდება ქვაზე კვეთილი სკულპტურული და ორნამენტული სამკაული, რომელიც თავმოყრილია ტაძრის ინტერიერში.


  სიონის ტაძრის კედლებზე შემონახული წარწერები უძველეს ქართულ წერილობით ძეგლს წარმოადგენენ. პირველი წარწერიანი ქვა, რომელიც მოთავსებული იყო ტაძრის ჩრდილოეთის მარცხენა შესასვლელის თავზე, ახლა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. მეორე წარწერაში, აღმოსავლეთ ფასადზე, მოხსენებულია ტაძრის ამშენებელი - დავით ეპისკოპოსი.   მესამე წარწერა ჩრდილოეთის მარჯვენა შესასვლელის თავზეა.დროთა განმავლობაში ძეგლი დაზიანდა. 1634 წ. სპარსელების შემოსევის დროს დაზიანდა კამარები და დასავლეთის კედელი. XVII საუკუნეში როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის ბრძანებით აღადგინეს. XVII საუკუნის ბოლოს გიორგი XI -ის ბრძანებით ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ეკლესია კვლავ შეაკეთა, მოახატვინა და გვერდით სამრეკლოც მიუშენა. 


  XVIII საუკუნის მანძილზე ბოლნისი არაერთხელ დაარბიეს ლეკებმა. ძარცვა-განადგურება მას არც XIX საუკუნეში მოკლებია.
ნანახია: 1375 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz