ხუთშაბათი
18.04.2024
16:37
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 17 » ლასანა დიარა
10:40
ლასანა დიარა

ლასანა დიარა(დ.14 იანვარი,1986 წ. პარიზი) – ფრანგი ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალში ასპარეზობს.

"მადრიდის რეალმა" 2009 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კიდევ ერთ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი. სიმართლეა თუ არა, მაინც ამბობენ:"მეორე რედონდო" - გაგო, "მეორე ნისტელროი" - ჰუნტელაარი, ახლა კი "რეალის" სპორტულმა დირექციამ შეიძინა "მეორე მაკელელე" - ლასანა დიარა. ასევე ლასს ადარებენ "მეორე დიარასაც", რადგან მამადუც და ლასიც მოგვარეები არიან და ერთ პოზიციაზე თამაშობენ. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფრანგი ლასანა დიარა შეიძინეს მალელი მამადუ დიარას შემცვლელად. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელს მთელი სეზონის გამოტოვება უწევდა უმძიმესი ტრამვის გამო.


ლასანა დიარას ხშირად ეძახდნენ - "Lass sans Strass", რაც ქართულ ენაზე ნიშნავს "ლასი - არ არის ყალბი", ამ წინადადების აზრი კი, ასეთია - "ლასი ნამდვილია." ჟურნალისტები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ლასანა დიარას კარიერა ძალიან ჰგავდა კლოდ მაკელელეს კარიერას და ამის გამო ლასს "მეორე მაკელელეც" კი შეარქვეს. ლასმა ისევე როგორც კლოდმა, ფეხბურთის თამაში ისწავლა ფრანგულ გუნდში - "ნანტში". ლასს კლოდის მსგავსად მოედნის კარგი ხედვა და ბრწყინვალე პასები ჰქონდა. კლოდის მსგავსაც, ლასანაც ახალგაზრდულ ასაკში მიიწვიეს საფრანგეთის ეროვნულ გუნდში. კლოდს ბევრი საკლუბო ტიტული ჰქონდა მოგებული, მაგრამ ნაკრებთან ერთად წარმატებას ვერ აღწევდა. ასევე იყო ლასიც, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას კლოდზე ნაკლები ტიტულები ჰქონდა მოგებული. ლასანა სტაბილურობით გამოირჩეოდა და ამის გამო მან ნელ-ნელა ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ასპარეზობა.


"ჩელსი" [რედაქტირება]

პირველი მნიშვნელოვანი ფაქტი ლასის საფეხბურთო კარიერაში მოხდა,მაშინ როდესაც დიარა 20 წლის იყო. იგი ჩაირიცხა ინგლისის პრემიერლიგის ტოპ-კლუბში - "ლონდონის ჩელსიში". თავიდანვე იგრძნობოდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს "არისტოკრატებში" ძალიან გაუჭირდებოდა ძირითადში მოხვედრა, რადგან იმავე ზაფხულს, როდესაც ლასი "ჩელსიში" გადავიდა, ლონდონურმა გუნდმა კიდევ ერთო საყრდენი ნახევარმცველი იყიდა - მიქაელ ესიენი "ლიონიდან". "ჩელსის" იმდროინდელი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო მაკელელე-ესიენის წყვილს ამჯობინებდა. უთამაშებლობის გამო ლასი საფრანგეთის ეროვნულ გუნდში არ იქნა მიწვეული, ხოლო ახალგაზრდულ ნაკრებში ის მუდმივად თამაშობდა. ასევე ერთხელ დიარას უთანხმოება მოუვიდა პაულო ფერეირასთან. გუნდში ძალიან დიდი კონკურენცია იყო და ამის გამო ლასს ძალიან ცოტა დრო ეძლეოდა სათამაშოდ, მიუხედავად ამისა, ფრანგი ნახევარმცველი მაინც აგრძელებდა მუშაობას, რათა როდესაც შანსი მიეცემოდა მას გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა.

თავის პირველ "ლურჯ" სეზონში ლასანას მხოლოდ 10 მატჩში მოუწია მოედანზე გასვლა, ძირითადად იგი ინგლისის თასებზე თამაშობდა, ხოლოჩემპიონთა ლიგაზე და პრემიერლიგაში იგი ძირითადად მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა ანაც მატჩის ბოლო წუთებზე უხდებოდა თამაში. ლასს ძალიან ბევრჯერ განუცხადებია, რომ როდესაც მას არასახარბიელო პერიოდი ჰქონდა "ჩელსიში", ყველაზე მეტად ამხნევებდა და რჩევებს აძლევდა "მაკელელე №1". დიარამ ერთხელ კლოდზე შემდეგი განაცხადა: "ის არის ჩემთვის როგორც დიდი ძმა". 2006 წლის გაზაფხულზე "ჩელსი" გახდა პრემიერლიგის გამარჯვებული და ლასმაც მოიგო თავის კარიერაში ყველაზე დიდი ტურნირი. იმავე ზაფხულს ლასანა გამოძახებული იქნა ახალგაზრდულ ნაკრებში. ლასმა და მისმა თანაგუნდელებმა ნახევარფინალამდე მიაღწიეს , ხოლო ნახევარფინალში ტურნირის მომავალ ჩემპიონებთან, ჰოლანდიასთან დამარცხდნენ, სადაც თამაშობდა "სამეფო კლუბის" ამჟამინდელი ფეხბურთელი, კლაას-იან ჰუნტელაარი.

"ჩელსიში" თავის მეორე სეზონში ლასმა წინა წელთან შედარებით უფრო მეტჯერ ითამაშა, მაგრამ ხსენებულ სეზონში დიარას კიდევ ერთთი კონკურენტი დაემატა, ნიგერიელი ჯონ ობი მიკელისსახით. სათამაშო პრაქტიკა ლასს ცოტა ჰქონდა, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ ლასმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, "პორტუს" წინააღმდეგ მთელი 90 წუთი ითამაშა. იგი მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობდა და ისიც უნდა ითქვას, რომ მან ხსენებულ დაპირისპირებაში ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გაუკეთა არიენ რობენს. როდესაც მაურინიომ იხილა ლასის შესაძლებლობები იგი 1/4 ფინალურ განაცხადშიც შეიყვანა. ამის შემდეგ, ლასს სათამაშო პრაქტიკა აღარ აკლდა. იმისდა გამო, რომ იგი კარგ ფორმაში იყო და უწევდა ხოლმე "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში დრო და დრო თამაში, გაჩნდა ახალი პერსპექტივა - საფრანგეთის უმთავრესი ეროვნული გუნდი. ყოველთვის იყო საფრანგეთის ეროვნულ გუნდში დიდი კონკურენცია. კლოდ მაკელელე და პატრიკ ვიეირა უკვე დიდი ხანი ასპარეზობდნენ ნაკრების შემადგენლობაში და ამის გამო მათ ძირითადში ადგილი განაღდებული ჰქონდათ მანამდე, სანამ მათზე უკეთესი არ მივიდოდა ნაკრებში. უეცრად, მათ ორივემ მიიღეს ტრამვები და ისინი შესაცვლელნი გახდნენ. კლოდი და პატრიკი ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეებს უნდა შეეცვალათ, ხოლო მათი შემცვლელთა სია ასე გამოიყურებოდა: ჟერემი ტულალანიალიუ დიარარიო მავუბა. "ჩელსიმ" იმ პერიოდში მოიგო ინგლისის ლიგის თასი და ფრანგთა მწვრთნელისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა ის, რომ რომან აბრამოვიჩის გუნდში ახალგაზრდა ფრანგი საყრდენი თამაშობდა. სწორედ ტროფეების მოგებამ განაპირობა ის, რომ ლასი მიწვეულ იქნა ეროვნულ ნაკრებში.

რეგულარულმა სათამაშო პრაქტიკამ განაპირობა ის, რომ ლასი გამოძახებული იქნა საფრანგეთის პირველ ეროვნულ გუნდში და იქ შედგა დიარას პირველი ოფიციალური მატჩი. 2007 წლის 24 მარტს,ევრო 2008-ის შესარჩევ მატჩების დაპირისპირება გაიმართა. ლასმა კი თავისი პირველი მატჩი საფრაგეთის ნაკრებში სწორედ ამ დღეს ითამაშა - კაუნასში ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ (0-1).ლასმა ხსენებული თამაში თავიდან ბოლომდე ჩაატარა, ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე. დებიუტი ბრწყინვალე იყო და რაიმონ დომენეკმაც(საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა) გადაწყვიტა, რომ დიარა მომავალშიც გამოეძახებინა ნაკრებში.

"არსენალი" [რედაქტირება]

საკლუბო პროგრესის ხარჯზე, ლასი ნაკრებშიც თამაშობდა, თამაშობდა და თამაშობდა. როდესაც ლასმა გაანალიზა თავისი ყოფა "ჩელსიში", გადაწყვიტა დაეტოვებინა "არისტოკრატები". მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკური და მართალი იყო. იგი "ჩელსიდან" კიდევ ერთ ლონდონურ გუნდში, "არსენალში" გადავიდა. ლასის ტრანსფერი განხორციელდა 2007 წლის ზაფხულში. ყველაფერი შეიცვალა ლასის ყოფაში: ახალი მწვრთნელი, ახალი თანაგუნდელები, ახალი კლუბი და ასე შემდეგ. თავისი დამაჯერებელი თამაშის ხარჯზე, ეროვნულ ნაკრებში ლასმა თავი არსენ ვენგერსაც მოაწონა და თავისივე პირველ სეზონში ხშირად ხვდებოდა ხოლმე ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ "ჩელსის" მსგავსად არც ისე დიდი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა საკლუბო დონეზე. შემდეგ ზაფხულში კი, ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო და თუკი ლასი "არსენალია" სათადარიგო შემადგენლობაში იქნებოდა, მაშინ მას ევრო 2008-ზე თამაშის მცირე შანსი ექნებოდა. ლასანა დიარამ იმავე ზამთარს მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა "მეთოფეები", რადგან გადასულიყო ისეთ გუნდში, სადაც მას ექნებოდა დიდი სათამაშო პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობდა ფეხბურთელის თამაშს ევროპის ჩემპიონატზე. ლასის ახალი კლუბი გახლდათ "პორტსმუთი", ახალი მწვრთნელი კი ჰარი რედნაპი. ასევე შეეძლო ლასს გადასულიყო "ტოტენჰემში", სადაც მისი მწვრთნელი ხუანდე რამოსი იქნებოდა, მაგრამ დიარამ "პორტსმუთი" არჩია.

არსენ ვენგერმა როდესაც გაიგო ლასანას გადაწყვეტილების შესახებ, შოკში ჩავარდა, რადგან ვენგერი ლასს "კანონიერების" მომავლად მიიჩნევდა და სჯეროდა, რომ მალე იგი ყველას დაანახვებდა საკუთარ შესაძლებლობებს, ხოლო მისი წასვლით, გული "არსენალში" ყველაზე მეტად სწორედ ვენგერს დასწყდა. "არსენალში" მიმდინარეობდა თაობათა ცვლა და უამრავ ახალგაზრდა ფეხბურთელს მოეყარა ერთად თავი. ლასიც ამ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გახლდათ, მაგრამ მან დატოვა "მეთოფეთა"გუნდი. ასეთ კლუბებში არის დიდი კონკურენცია ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად და შეიძლება ითქვას, რომ ლასმა ამ კონკურენციას ვერ გაუძლო.

ლასმა ერთხელაც განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ შემდეგი: "ჩემმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ბევრი შოკშიც ჩააგდო, მაგრამ მე ვიცი, ჩემი მიზანი რაც არის და ამ მიზნის მისაღწევად გადავდგი ეს ნაბიჯი. ვიცოდი, რომ ტოპ-კლუბში ჯერ ჩემი ადგილი არ იყო, რადგან ასეთ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა ძალიან ცოტა მქონდა. მე და "პორტსმუთის" მწვრთნელს ჰარი რედნაპსგვქონდა კონტაქტი და მან მითხრა, რომ მის გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ მომაკლდებოდა. ჩემი ასაკის ფეხბურთელებს მხოლოდ თამაში სჭირდებათ, რათა მიიღონ გამოცდილება და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის ფეხბურთელებად. მე არ შემიძლია ისეთ გუნდში დავრჩე, სადაც თამაში იშვიათად მიწევს. მე აღარ ვარ 18 წლის, ახლა მჭირდება თამაში, რათა კიდევ ბევრი რამ ვისწავლო. თუკი საქმე მიდგება იმაზე, რომ უნდა ამოვირჩიო 10 მატჩი "არსენალში" ან 30 მატჩი "პორტსმუთში", მე რა თქმა უნდა ავირჩევ მეორე ვარიანტს. ის ადამიანები, ვინც ცუდად მიცნობენ, ჩემს გადაწყვეტილებას ვერ გაიგებენ, ხოლო ნაცნობები გამიგებენ."


"მადრიდის რეალი" - კარიერის ახალი ეტაპი [რედაქტირება]

მაშასადამე, "პორტსმუთს" შეექმნა ფინანსური პრობლემები და "პომპეების" ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს ეს პრობლემები ლასის გაყიდვით მოეგვარებინათ. დიარას შეძენის სურვილი "რეალმა" გამოთქვა და საბოლოოდ ფრანგი ანხევარმცველი გადაიბირა კიდეც. ასევე ლასანას შეძენა "მანჩესტერ სიტისაც" უნდოდა, მაგრამ მათ საწადელი ვერ აისრულეს. ლასმა კი "რეალზე" შემგდეგი თქვა:" ისეთ კლუბებს, როგორიც "რეალის" ძნელია უთხრა უარი. "პორტსმუთში" მშვიდად ვიყავი, მაგრამ ვგრძნობ, რომ დროა კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდე. ვფიქობ, რომ "მადრიდის რეალის" შესანიშნავი ვარიანტია გარემოების გამოსაცველად. მინდა, რომ მალევე გავიარო მადრიდში ადაპტაცია, რომ "რეალის" წარმომადგენლებს მალევე ვანახო ემი შესაძლებლობები."

"რეალში" როდესაც გადავიდა ლასი, მას ქონდა სერიოზული ტრამვა და ამის გამო გარკვეული პერიოდი გამოჯანმრთელებას მოანდომა. შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბმა ლასი მამადუ დიარას ტრამვის გამო იყიდა. ეს უკანასკნელი კი მთელი წელი თამაშს ვერ შეძლებს. ლასმა ტრამვის მოშუშებს შემდეგ ბრწყინვალედ დაიწყო თამაში და "რეალში" შავი სამუშაოს შემსრულებელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გახდა. როდესაც "ბლანკოსში" მაკელელეს პოზიციაზე ტამაში დაიწყო ლასმა, თანაც იგივე წარმატებებით, როგოორიც თავის დროზე კლოდს ქონდა, უკვე ყველამ აღიარა, რომ კლოდ მაკელელეს საფეხბურთო მემკვიდრე ლასანა არის. და მართლაც, რომ იროვე ხსენებული აპორნი ნახევრამცველი ერთმანეთს როგორ გავს. ლასს შეუძლია ნახევარდაცვაშიც და დაცვაშიც თამაში, ასევე იყო მაკელელეც, კლოდიც ფრანგია და მაკელელეც, ორივემ ითამაშა "რეალში" და "ჩელსიში" და რაც მთავარია ორივენი ერთ პოზიციის ფეხბურთელები არიან. ასე, რომ მას შემდეგ რაც ყველა ფიქრობდა, რომ "რეალს" გაუჭირდებოდა მაკელელეს შემცვლელის პოვნა, ახლა ეს მიზანი ესპანურმა გრანდმა აისრულა და კლოდის შემცვლელიც ნაპოვნია - ლასანა დიარა.

თითქმის ყველამ შეაფასა ლასის "რეალში" გადასვლა, ასევე მოიქცა ფაბიო კაპელოც და ინგლისის ნაკრბეის მთავარმა მწვრთნელმა მცირე კომენტარი გააკეთა ლასზე:" ეს ფეხბურთელი ბრწყინვალე ტეხნიკითა და მოედნის ხედვით გამოირჩევა. ვფიქრობ, რომ ის დაჟე მაკელელეზე ძლიერიც კი არის და ტავის პოტენციალს "რეალში" სრულად გაოავლენს."

თავად ლასანას კი ძალიან არ სიამოვნებს მაკელელეს, რომ ადარებენ. დაირა ამბობს, რომ მისთვის კლოდი ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იქნება:" მაკელელესთან შედარება - ჩემთვის არასასიამვნო და ამავდროულად სასიამოვნოცაა. მართალია ჩვენს გვაქვს, რამოდენიმე მსგავსება, მაგრამ მე და კლოდი ერთმანეთისგან განსხვავებული პიროვნებები ვართ. მას თამაშის საკუთარი მანერა აქვს,მე კი ჩემი. მე "რეალში" გადმოვედი იმისათვის რომ აქ დიდ შედეგებს მივაღწიო." მას შემდეგ რაც ლასი "რეალში" ბრწყინვალედ ათამაშდა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრიც გახდა.ამავდროუალდ ლასის გულშემატკივართარიცხვს კიდევ ბევრი ადამიანი მიემატა.

საბოლოოდ კი შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა - "მადრიდის რეალმა" შეიძინა მსოფლიო დონის აპორნი ნახევარმცველი და ამით გუნდმა ძლიერ იხეირა... ტიტულები

ლიგის თასი(ინგლისი)2007 ინგლისის თასი:2007,2008


ნანახია: 867 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 guka-2001  
0
ცოტა შევამოკლე

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz