პარასკევი
19.04.2024
07:49
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » მაკედონია
14:49
მაკედონია
სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
3 სახელმწიფო
4 დემოგრაფია
5 ეკონომიკა
6 ისტორია
7 მემკვიდრეობა

სახელწოდება [რედაქტირება]
ოფიციალური: იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია.
ეროვნული: Makedonija; Republika Makedonija.
ეტიმოლოგია: მომდინარეობს ბალკანეთის ნახერკუნძულზე მდებარე უძველესი ისტოიულ-გეოგრაფიული რეგიონის სახელისაგან.


გეოგრაფია [რედაქტირება]


ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ბულგარეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, სერბია და მონტენეგრო. ფართობი - 25.713 კვ.კმ.


სახელმწიფო [რედაქტირება]
სახელმწიფო სისტემა : დემოკრატიული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი გეორგე ივანოვი.
მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - სობრანიე (120 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა : 123 მუნიციპალიტეტი (opstina).


დემოგრაფია [რედაქტირება]
მოსახლეობა: 2.063 ათასი (2003), მათ შორის - მაკედონელები 67%, ალბანელები 23%, თურქები 4%, ბოშები 2%, სერბები 2%.
სახელმწიფო ენა : მაკედონური (70%). გავრცელებული ენები : ალბანური (21), თურქული (3), სერბული (3).
რელიგია: ქრისტიანობა.
დედაქალაქი: სკოპიე (452 ათასი).
ქალაქები: ბიტოლა (84), კუმანოვო (79), ტეტოვო (61), პრილეპი (57).


ეკონომიკა [რედაქტირება]
რესურსები - ქრომი, ტყვია, თუთია, მანგანუმი, ვოლფრამი, ნიკელი, დაბალი ხარისხის რკინის მადანი, აზბესტი, გოგირდი, საშენი ხე-ტყე, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 1.700 $.
ვალუტა - მაკედონური დენარი (MKD).


ისტორია [რედაქტირება]

1991 წელს კომუნისტური იუგოსლავიის დაშლის შემდეგ გამოცხადდა მაკედონიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამ სახელის წინააღმდეგ გაილაშქრა საბერძნეთმა, ვინაიდან მისი ჩრდილოეთი ოლქი, რომლის ცენტრია სალონიკი, ატარებს იგივე სახელს. აღსანიშნავია, რომ ისტორიული მაკედონიის ტერიტორია სამი მეზობელი სახელმწიფოს - საბერძნეთის, ბულგარეთის და დღევანდელი მაკედონიის რესპუბლიკის მიწებს მოიცავდა.


მემკვიდრეობა [რედაქტირება]
ღირშესანიშნაობანი - ძველბერძნული ქალაქის ჰერაკლეის ნანგრევები; მეფე სამუილის ციხე-სიმაგრე (XI ს.); სტრუმნიცის ციხე (XI ს.); წმ. სოფიის ბაზილიკა ოხრიდში (XI ს.); წმ. მიხეილის ეკლესია ლესნოვოში; ოჰრიდი და მისი ტბები.
ნანახია: 914 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz