შაბათი
18.11.2017
13:26
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივლისი » 4 » მეფე მიდასის სიმდიდრე (შთამაგონებელი ისტორია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს)
21:44
მეფე მიდასის სიმდიდრე (შთამაგონებელი ისტორია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს)
alt

შეიძლება ვინმეს სმენია ლეგენდა მეფე მიდასზე. მას აურაცხელი ოქრო გააჩნდა და კიდევ სურდა, რომ უფრო მეტი და მეტი ჰქონოდა. მეფის სიხარბეს საზღვარი არ ჰქონდა. მას მთელი თავისი ოქრო სარდაფებში ჰქონდა განთავსებული და ყოველი დღის უმეტეს ნაწილს მათ თვლაში ატარებდა. ერთ დღეს, როდესაც იგი ოქროს თვლიდა ერთი უცნობი გამოეცხადა და უთხრა, რომ მას შეეძლო მისი მეფისათვის ერთი ისეთი სურვილი აესრულებინა, რომელზეც  იგი ყოველთვის ოცნებობდა.  მეფეს ძალიან გაეხარდა და უთხრა:  -  მსურს, რომ ყველაფერი რასაც კი შევეხები ოქროდ იქცეს . . .  - დარწმუნებული ხართ? კითხა მას უცნობმა კაცმა. -  რასაკვირველია - მიუგო მეფემ , სრულიად დარწმუნებულმა იმაში, რომ ამ სურვილის ახდენა მას დიდ ბედნიერებას მოუტანდა. - კარგით მაშინ ხვალ დილით იმ წუთიდან, როგორც კი მზე ამოვა, რასაც შეეხებით ყველაფერი ოქროდ იქცევა - შეჰპირდა მას უცნობი და გაუჩინარდა. მეფე დაეჭვდა და მთელი ღამე იმის ოცნებაში გაატარა, რომ რაც უცნობმა უთხრა მართლა სიმართლე აღმოჩენილიყო. მართლაც მეორე დილით, რომ გაიღვიძა იგი შეეხო თავის საწოლს, ტანსაცმელს და  ეს ყველაფერი ოქროდ იქცა. მეფემ ფანჯრიდან გაიხედა. ეზოში მისი ქალიშვილი თამაშობდა. ძალიან უნდოდა რაიმეთი გაეხარებინა იგი. ტკბილეული და აღმოსავლური ზღაპრების წიგნი აიღო და წაღება დააპირა, მაგრამ როგორც კი მათ შეეხო ისინიც ოქროდ იქცნენ. წიგნს ვეღარ გადაშლიდი და წაიკითხავდი და  აღარც ტკბილეულის ჭამა შეიძლებოდა.  იგივე დაემართა მის საუზმეს და სასმელ წყალსაც.  -  ოქროს ვერც შეჭამ და ვერც დალევ - მიხვდა მეფე. შემდეგ იგი ბაღში გავიდა. ქალიშვილმა  დაინახა და გახარებული გამოიქცა და ჩაეხუტა მამას. როგორც კი ეს მოხდა მისი ქალიშვილიც ოქროს ქანდაკებად იქცა.

alt

მეფემ თავი დახარა და ტირილი დაიწყო. მიდასი საშინელ მწუხარებას განიცდიდა და სიცოცხლე აღარ სურდა. მტირალ მეფეს ისევ ის უცნობი კაცი გამოეცხადა და ჰკითხა: იყო თუ  არა ბედნიერი იმით, რომ შეეძლო ყველაფერი ოქროდ ექცია. მეფემ უპასუხა, რომ ქვეყნად ყველაზე უბედური ადამიანი იყო . . .  მაშინ უცნობმა ჰკითხა მას: რა გირჩევნია გყავდეს შენი საყვარელი გოგონა, გქონდეს იმდენი საჭმელი და სასმელი, რომ შიმშილი მოიკლა, თუ გქონდეს უამრავი ოქროს ზოდი და შენი გოგონას ოქროს ქანდაკება? მეფეს ცრემლები ახრჩობდა. მან აღიარა თავისი შეცდომა და პატიება სთხოვა უცნობს. გთხოვ დამიბრუნე ჩემი ქალიშვილი. მზად ვარ მთელი ჩემი ოქრო  გავიღო მის დასაბრუნებლად . . . - თქვა მან. -  ახლა შენ უფრო ჭკვიანი ხარ, ვიდრე იყავი - უთხრა  უცნობმა და შეუსრულა ის თხოვნა, რომელიც მართლა გულით სურდა მას. და ამის შემდეგ მეფე მიდასმა დაიბრუნა თავისი საყვარელი ქალიშვილი და ისწავლა გაკვეთილი, რომელიც მას მთელი ცხოვრება აღარ დავიწყებია . . . ცხოვრებაში არ არსებობს საყვარელ ადამიანებზე უფრო დიდი განძი. გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ მათ. გვახსოვდეს, რომ ბედნიერება იმის მიღებით კი არ მოდის რაც არ გვაქვს, არამედ იმის შემჩნევითა და დაფასებით რაც გვაქვს. ზოგჯერ იმის მიღებამ, რაც ასე გულით გვსურს შეიძლება უფრო დიდი ტრაგედია მოგვიტანოს, ვიდრე იმის  მიღებამ, რაც არ გვსურდა . . . თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაც არ უნდა გამოგვრჩეს:  ცხოვრება მითიური ზღაპარი არაა, რომ ყველაფერი უკან დაიბრუნო . . .

alt
ნანახია: 412 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017
Free site builder - uCoz