პარასკევი
20.10.2017
13:47
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივლისი » 16 » მეცნიერებმა წყლის ლოკოკინასათვის მეხსიერების წაშლა მოახერხეს
20:37
მეცნიერებმა წყლის ლოკოკინასათვის მეხსიერების წაშლა მოახერხეს
alt
წყლის ლოკოკინა Aplysia virgata (Jesus de Blas-ის სურათი)

ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მათ მიაგნეს მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია მოგონებების შესუსტება.

სწორედ ამაზე არ ოცნებობენ ომის ვეტერანები, გაუპატიურების მსხვერპლები და ის ადამიანები რომლებმაც მძიმე ტრავმა გადაიტანეს?

დევიდ გლანცმანმა და მისმა კოლეგებმა, პროტეინოკინაზა M-ის აქტივობის დაქვეითებით გააქრეს ან ყოველ შემთხვევაში ძალიან შეასუსტეს ზღვის ლოკოკინის (აპლიზიის) გრძელვადიანი მეხსიერება, პროტეინოკინაზა M თავისთავად შედის პროტეინოკინაზა C-ის ოჯახში. პროტეინოკინაზა C იმით გამოირჩევია, რომ ცვლის ცილის ქიმიურ შემადგენლობას და ფუნქციონირებას, მათში ფოსგატის დამატებით.

"თითქმის ყველა პროცესი, რომლებიც მონაწილეობენ ლოკოკინის მეხსიერების მუშაობაში, ნაპოვნია ძუძუმწოვრებშიც”, — ხაზს უსვამს ბატონი გლანცმანი.

პროტეინკინაზების უმეტესობას აქვს ერთდროულად კატალიზატორული და რეგულატორული ფუნქციები, ანუ აქვთ ამინომჟავების გარკვეული თანმიმდევრობა. პირველი განაპირობებს პროტეინოკინაზის ფუნქციონალს, ხოლო მეორეს აქვს გამთიშავის როლი, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ სხვა სასიგნალო გზებმა პროტეინოკინაზის აქტივობის დასათრგუნვად. ხოლო პროტეინოკინაზა M-ს აქვს მხოლოდ კატალიზატორული ფუნქცია. "ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს მისი გათიშვის არანაირი გზა, — აღნიშნავს მეცნიერი. — ის აკავებს მოგონებას, მანამ სანამ ის თვითონ არ დაიშლება”.

მკვლევარებმა წყლის ლოკოკინა მისი მარტივი ნერვული სისტემის და შედარებით ადვილი ათვისების უნარის გამო აირჩიეს. მტაცებლის თავდასხმა, ზრდის ამ არსების მგრძნობელობას გარემოსადმი. მეცნიერებისათვის ცნობილია რომელი ნეირონები არიან ამაზე პასუხისმგებლები და სად მდებარეობენ ისინი.

ლოკოკინას კუდთან ადებდნენ ელექტროშოკს. შემდეგ მეცნიერები ოდნავ ეხებოდნენ მის მოლუსკს, რის შემდეგაც მოლუსკი რეფლექტორულად იკუმშებოდა 50 წამის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ რეფლექსი გრძელდებოდა 30 წამის განმავლობაში, ხოლო გამოუცდელ ლოკოკინებში კი ერთი ორი წამი გრძელდებოდა.

შემდეგ მკვლევარებმა "გამოცდილ” ლოკოკინას შეუყვანეს პროტეინოკინაზა M-ი. უკვე ერთი დღის შემდეგ შეხებაზე ის ისევე რეაგირებდა როგორც ყველა სხვა. ნათელია, რომ რაღაც მოხდა სენსორულ და მოტორულ ნეირონების სინაპტიკურ კავშირებში, რომელიც ჩამოყალიბდა ელექტროშოკის მოქმედების გამო. გაქრა თუ შესუსტდა? შესაძლოა რაიმეშია საქმე? შესაძლოა მეხსიერების გაუმჯობესება პროტეინოკინაზა M-ის ქტივობის გაზრდით?… ეს არც ისე შორ მომავალში გახდება ცნობილი.

alt
ნანახია: 475 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017
Free site builder - uCoz