პარასკევი
19.04.2024
17:56
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 28 » მიწისძვრები
12:33
მიწისძვრები

მიწისძვრები . . .

1999 წლის 17 აგვისტოს დილით თურქეთის პატარა ქალაქ იზმითის ქვეშ,დიდსიღრმეზე,ქანებმა მსხვრევა დაიწყო და ერთმანეთისკენ დაიძრა.იზმითი და მისი მახლობელი მიწები აზანზარდა .მიწისძვრის შემდეგ მიწაში 100-კილომეტრიანი ბზარი გაჩნდა და ქანები 3 მეტრით გადაადგილდა.იზმითის მიწისძვრამ ასობით სახლი დაანგრია და 18000 ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლა.ამას გარდა,მანვე წარმოშვა ცუნამიც,წყლის დიდი ტალღა,რომელმაც თურქეთის სანაპიროს გადაუარა. მიწისძვრები მაშინ ხდბეა,როცა ქანები იმსხვრევა და დედამიწის ქერქში გაჩენილი ბზარების გასწრივ მოძრაობას იწყებს.

ქანების მსხვრევა

დედამიწის ზედაპირი ბევრი დიდი ნაწილისგან ანუ ბაქნისგან შედგება,რომლებიც ძალიან ნელა მოძრაობენ.მიწისძვრების უმეტესობა ამ ბაქნების ნაპირებთან ხდება,სადაც ქანები ერთმანეთს ეხახუნება.ზოგან ქანები განუწყვეტლივ მოძრაობს,ამიტომ მცირე რხევები წყდება.სხვა ადგილებში ორი ქანი ერთმანეთის გვერდის ავლას ცდილობს,მაგრამ ორივე "იჭედება”.ამ ადგილზე წნევა მრავალი წლის მანძილზე იზრდება,სანამ ქანი არ გაიბზარება და მიწას ძლიერი მიწისძვრა არ შეარყევს.

სეისმური ტალღები

როცა ქანები იმსხვრევა,მეზობელ ქანებს გამოთავისუფლებულ ენერგიას გადასცემს.ამ ენერგიას სეისმური ენერგია ეწოდება.ის მიწაში სეისმური ტალღების სახით გადაადგილდება.სეისმური ტალღები ქანებში თითქმის ისევე გადის,როგორც ოკეანური ტალღები – წყალში.ზოგი ტალღა დედამიწის სიღრმეში მოძრაობს,ზოგი კი – მის ზედაპირზე.ზოგი ქანებს ვერტიკალურად არხევს,ზოგი კი – ჰორიზონტალურად.ზოგი ტალღა ქანებს კუმშავს და წელავს.სწორედ სეისმური ტალღები არხევს მიწას და შენობებს მიწისძვრების დროს.

ნანახია: 1287 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz