შაბათი
20.04.2024
15:20
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » მოლდოვა
13:58
მოლდოვა
სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
3 სახელმწიფო
4 ტერიტორიული მოწყობა
5 დემოგრაფია
6 ეკონომიკა
7 უახლესი ისტორია
8 კულტურა

სახელწოდება [რედაქტირება]
ოფიციალური: მოლდოვის რესპუბლიკა, ეროვნული – Moldova; Republica Moldova.
ეტიმოლოგია: მოლდოვა ჰქვია მეზობელი რუმინეთის ერთ-ერთ უდიდეს რეგიონს, რომელმაც სავარაუდოდ სახელი მდინარისაგან მიიღო. არსებობს მოსაზრება, რომ მდინარის ეს სახელწოდება აიხსნება მადნის (გერმანულად Molde) იმ შენარევებით, რომელიც მას თან მოაქვს.
გეოგრაფია [რედაქტირება]

ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. აღმოსავლეთით ესაზღვრება უკრაინას, დასავლეთით - რუმინეთს. ფართობი შეადგენს 33.700 კვ.კმ-ს. რუმინეთთან მისი საზღვარი გადის მდინარეებზე პრუტსა და დუნაიზე. ქვეყანის უმაღლესი მწვერვალია დეალულ ბელენეშტი - 430 მ.
სახელმწიფო [რედაქტირება]
სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (101 წევრი).
ტერიტორიული მოწყობა [რედაქტირება]

მოლდოვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 9 ოლქი (judetul), 1 ავტონომიური ტერიტორიული ერთეული (unitate teritoriala autonoma - გაგაუზია) და 1 ტერიტორიული ერთეული (unitate teritoriala - დნესტრისპირეთი).
დემოგრაფია [რედაქტირება]
მოსახლეობა - 4.439.000 (2003), მათ შორის 64% მოლდაველი, 14% უკრაინელი, 13% რუსი.
სახელმწიფო ენა - მოლდავური (რუმინული). სხვა ენები - რუსული, უკრაინული, გაგაუზური.
რელიგია - მართლმადიდებლობა.
დედაქალაქი - კიშინიოვი (772 ათასი). დიდი ქალაქები - ტირასპოლი (210 ათასი), ბელცი (175 ათასი), ტიგინა (145).
ეკონომიკა [რედაქტირება]

მოლდოვაში ხელსაყრელი კლიმატური პირობებია, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებას იძლევა, ამიტომ ქვეყნის ექსპორტში ჭარბობს კვების პროდუქტები, ღვინო, ტექსტილი, თამბაქო. აქვს მცირე მოცულობის მინერალური რესურსები - ფოსფორიტი, თაბაშირი, კირქვა. ენერგომატარებლებს (გაზი, ნავთობი, ქვანახშირი) ძირითადად რუსეთიდან იღებს. ეროვნული ვალუტაა მოლდოვური ლეი (MDL).
უახლესი ისტორია [რედაქტირება]

1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც მოჰყვა სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. იმავე წელს დნესტრისპირეთის სლავურმა მოსახლეობამ გამოაცხადა დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა, რომელთა სტატუსზე დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 1994 წელს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი გაგაუზიის ტერიტორიული ავტონომიის შესახებ.
კულტურა [რედაქტირება]

თანამედროვე მოლდოვის კულტურულ ტრადიციებში ძალიან მნიშვნელოვანია კლასიკური რუმინული კულტურის ზეგავლენა, რაც აიხსნება მოსახლეობის უმრავლესობის რუმინული წარმოშობით.
ნანახია: 753 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz