შაბათი
20.04.2024
12:34
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 18 » მთავარეპისკოპოსი ზოსიმე: შობის მარხვის დასაწყისი
21:58
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე: შობის მარხვის დასაწყისი

ღვთის შეწევნით, ჩვენ დღეს ვიწყებთ ქრისტეს შობის მარხვას, რომელიც 40 დღეს გასტანს. აღნიშნული მარხვით ვიხსენებთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს უდაბნოში განმარტოებასა და ორმოცდღიან მარხულობას. მაცხოვარი განმარტოვდა უდაბნოში და მოგვცა ჩვენ ცოდვილთ მაგალითი საკუთარ თავთან განმარტოებისა; მაცხოვარმა იმარხულა 40 დღე და ამით მოგვცა მაგალითი სულისა და სხეულის განწმენდისა და გაძლიერებისა. შეიძლება ვინმემ იკითხოს: ღმერთკაცს, იესო ქრისტეს, თვითონ სიწმინდესა და სიძლიერეს, რაში სჭირდებოდა განწმენდა და გაძლიერება? იგი ხომ თავისუფალი იყო ყოველგვარი ცოდვისაგან, მისთვის ხომ უცხო იყო ამქვეყნიური ჭუჭყი და ვნება ან გაძლიერება რატომ უნდა დასჭირებოდა ცისა და ქვეყნიერების მრბძანებელს, უძლიერესსა და უდიდესს ქვეყნად? ძე ღვთისა, მართლაც არ საჭიროებს გაძლიერებას და მით უმეტეს განწმენდას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მაცხოვარი მარტო ღმერთი არ იყო, ის იყო სრული კაცი და სწორედ კაცური ბუნებით და არა ღვთიურით უნდა დაემარცხებინა მას ბოროტება. ბოროტის ძლევა კი არ იყო იოლი საქმე, რადგან ადამიანი მთლიანად დამონებოდა მას. ადამიანი გრძნობდა ბოროტის მარწუხებისაგან თავის განთავისუფლების აუცილებლობას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სრული დაღუპვა და სიკვდილი ელოდა კაცობრიობას. ადამიანი ცდილობდა დაკარგული თავისუფალი ნებისა და მასთან დაკარგული ბედნიერების დაბრუნებას, მაგრამ ცოდვას დამონებული მარტო ვერაფერს ხდებოდა, რადგან სუსტი იყო და საჭიროებდა გაძლიერებას. კაცობრიობის მხსნელს – იესო ქრისტეს კაცური ბუნებით ბოროტების დასათრგუნად დასჭირდებოდა სათანადო მომზადება-გაძლიერება. ამიტომ იყო, რომ იესო განმარტოვდა უდაბნოში, იმარხულა 40 დღე, რითაც მოაუძლურა ხორცი ადამიანური და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა ხალხში სამოღვაწოდ და ღვთის სიტყვის საქადაგებლად. ყოვლის შემძლე ღვთისათვის ბოროტების დამარცხება და სრულიად მოსპობაც კი არ წარმოადგენდა დიდ საქმეს, მაგრამ რადგან ქვეყნად ცოდვა და სიკვდილი ადამიანით შემოვიდა, მისი დათრგუნვაც ადამიანით უნდა მომხდარიყო, – ადამიანური ბუნებით და არა ღვთიურით. აი, რატომ იმარხულა ქრისტემ როგორც კაცმა და რატომ თხოულობს იგი ჩვენგან იგივეს. ბოროტება, ძმანო, ქრისტეს მიერ კი დაითრგუნა, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ იგი საერთოდ აღარ არსებობს ქვეყნად. იგი საბოლოოდ შეიმუსრება მაცხოვრის მეორედ მობრძანებისას. იქამდე კი საჭიროა მასთან გამუდმებული ბრძოლა, მაგრამ რით, რომელი იარაღით? რითა და ლოცვითა და მარხვით, – აი, ის ნაცადი საჭურველი, რომელსაც ვერავითარი ბნელეთის ძალა წინ ვერ აღუდგება. კაცად-კაცადმა უნდა მოაუძლუროს ცოდვით შებღალული ხორცი თვისი; ამქვეყნიურ სიამეზე უარის თქმით ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველივე იმაზე.რაც მან შეცოდების მერე მიიღო მემკვიდრეობით. ადამიანმა უნდა მოიშოროს ბოროტი და მავნე ჩვევანი და დაიბრუნოს ღვთიური და ამაღლებული მდგომარეობა, შეცოდებამდე რომ ჰქონდა.

ამიტომ, საყვარელნო, გლოცავთ და გევედრებით სიყვარულითა და სიმტკიცით განვლოთ მარხვის დღეები, ნუ შეორგულდებით, ნუ შეგეპარებათ სისუსტე, იდექით მტკიცედ, გახსოვდეთ, რომ როცა კაცი მეტად იღწვის სულისათვის, ბოროტება მაშინ უფრო აქტიურდება, ე.ი. განსაცდელი და წინააღმდეგობანი მარხვისას უფრო მეტი აქვს მორწმუნე ადამიანს, ვიდრე ხსნილში, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. პირიქით, უნდა უნდა აღგვავსოს უფრო მეტი რწმენითა და სასოებით. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენთან არს უფალი, რომელიც აძლიერებს და ამტკიცებს რწმენას ჩვენში.

შევთხოვოთ ღმერთს, მარხვის დღეების მშვიდობიანად გატარება და მშვიდობის შობა-ახალი წლის მობრძანება. შევთხოვოთ უფალს თქვენი და ჩვენი მფარველობა ბოროტისა და მისი მანქანებისაგან, რომ ღვთის მიერ დაცულნი და გამართლებულნი ღირსნი გავხდეთ საუკუნო სიხარულის მოპოვებისა, რომელიც გამზადებულია მართალი ადამიანებისათვის უფლის მიერ, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

1982 წ. სამთავრო

ნანახია: 796 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz