პარასკევი
26.04.2024
11:30
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივლისი » 4 » პიროვნული სიმტკიცის შტრიხები
21:48
პიროვნული სიმტკიცის შტრიხები
alt

დავა იმის შესახებ სჯობს უყვარდეთ თუ სჯობს ეშინოდეთ არამხოლოდ პოლიტიკური რეალიზმის შესწავლის საგანია, რადგან იგი მოიცავს ნებისმიერ სოციალურ ურთიერთობასა და დამოკიდებულებას. მაკიაველს მიაჩნდა, რომ სჯობს ეშინოდეთ, რადგან სიმტკიცის წინაშე წინააღმდეგობა ნაკლებია, ვიდრე სიყვარულის წინაშე. თუმცა თუ მონტესკიეს დავუჯერებთ შიშში ყველაზე დიდი სიყვარულია, რადგან ითრგუნება ყველა სხვა ვნება გარდა იმ ვნებისა, რომელსაც მოწიწება და შიში ქვია თვითონ, ხოლო ეს უკანასკნელი, როგორც ერთადერთი ვნება, ყველაზე მეტად უყვარდება ადამიანს. შიში შეიქმს სიყვარულსაო ნათქვამია კიდეც…

თუმცა მინდა აღვნიშნო, აღნიშნული მოსაზრება საკმაოდ დიდ გამოცდილებას ემყარება, მაგრამ შიგნით არ არის ნამდვილი განცდა და სიწმინდე. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, თუ ადამიანში გაჩნდა რაიმესადმი დიდი შიში, იქვე გაჩნდება სურვილი მისი ადრე თუ გვიან გადაგდებისა და ის მოწიწება თანდათან ფარულ ზიზღში გადაიზრდება. ანუ იქ სადაც ორი ან მეტი ადამიანია მხოლოდ შიში ვერაფერს გახდება და მეტიც, პირიქით, ნელ-ნელა მოიტანს უარყოფით შედეგს.

alt

სულ სხვა თემაა აბსოლუტური სიყვარული, რომელიც სისუსტედ აღიქმება მრავალთა მიერ. არის ყოველივე ამაში რაღაც სიმართლე, მაგრამ ეს მაშინ თუ სიყვარული სამართლიანობის, სიმტკიცისა და სიმამაცის გარეშეა. მაგრამ სიყვარული, რომელსაც თან მოყვება დიადი ნებისყოფა, ძალა, გამბედაობა, სამართლიანობა და სიმამაცეც კი, ვერასდროს გახდება სიძულვილისა და სისუსტის საგანი. მაშ რა არის ძალისა და სიმტკიცის გამოხატულება? ფრიდრიხ ნიცშეს სიტყვებია, რომ ადამიანი და მით უფრო ზეადამიანი ყოველი ბოროტებისა და უკეთურების ჩამდენად მიაჩნია, მაგრამ სწორედ ამიტომ ითხოვს იგი მისგან სიკეთეს, რათა აჯობოს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს და გამოხატოს სიყვარული, რომელიც თავისი ბუნებით ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიში. რა შეიძლება ამით თქმულიყო? ის ხომ არა რომ მხოლოდ შიში ან მხოლოდ სიყვარული, თავისთავად, საკუთარ თავში, უბრალო და ხშირ შემთხვევაში დამაეჭვებელი მოვლენებია?! მაშ გამოსავალი რა უნდა იყოს?! პიროვნული სიმტკიცე და მიზანსწრაფულობა, რა თქმა უნდა, რომელიც თავის თავში შიშის დანერგვასა და კი არა სიყვარულს უნდა მოიცავდეს, რადგან შიში დროებითია და ადრე თუ გვიან გავილის, სიყვარულს კი თან სდევს შეჩვევა, დადებითი მოვლენებისა და იმედის განმეორების მოლოდინი და სურვილი, მეტად დაცულობისა და მიკუთვნების შეგრძნება. ანუ ნებისმიერი სოციალური ურთიერთობის სიმყარისათვის საჭიროა არა სიმკაცრე და შიში, არამედ სიმკაცრე და სიყვარული, რადგან რაც უფრო ძლიერია ადამიანი, მით მეტი პატივისცემა ჩნდება მისდამი და რაც უფრო მეტად ახლოვდება იგი, მით უფრო დიდი მოლოდინი ჩნდება მასთან მიმართებით, ხოლო თუ ადამიანი მუდამ შორეული ვარსკვლავივითაა, ცივი და მუდამ უცვლელი, შორეთში მბჟუტავი, რამდენადაც შიში არ უნდა არსებობდეს, მაინც, თავისუფალი არჩევნისას უფრო ახლობელზე გაკეთდება ვიდრე მასზე.

ერთი სიტყვით წარმატების რეცეპტს გავს, მაგრამ ასეა: მიზანსწრაფულობა, სიმტკიცე, გამბედაობა, სიმამაცე და ამ ყოველივეს დამატებული სიყვარული საკუთარი საქმისა და იმ ადამიანებისა, რომლებთანაც ურთიერთობა გვიწევს, გარანტიაა მუდმივი წარმატებისა და სასურველობისა, თუმცა ხანდახან ცალკეული შემადგენელი ნაწილების ცვლა (ზრდა, კლება) გვმართებს, რადგან კონფუციმ სწორედ აღნიშნა იცვალე და შეინარჩუნეო…

alt
ნანახია: 976 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz