ხუთშაბათი
25.04.2024
04:33
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » პოლონეთი
13:49
პოლონეთი
პოლონეთი (პოლ. Polska), ოფიცილაური სახელი პოლონეთის რესპუბლიკა (პოლ. Rzeczpospolita Polska), - არის ცენტრალური ევროპის სახელმწიფო [1][2], დასავლეთიდან ესაზღვრება გერმანია, სამხრეთიდან ჩეხეთი და სლოვაკეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინა, ბელორუსი და ლიტვა, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბალტიის ზღვა. სწორედ ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს რუსეთის ოლქი კალინინგრადი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 312,679 კვადრატულ კილომეტრს (120,726 კვ.მი),[3] მთელს მსოფლიოში პოლონეთს ფართობის მხრივ 69-ე ადგილი უკავია, ხოლო ევროპაში მეცხრე. აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 38 მილიონ ადამიანს,[3] მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ პოლონეთი 34-ე ადგილს იკავებს [4] და მას ევროკავშირში ერთ-ერთი პირველი ადგილი აქვს.

პოლონეთის დაარსება იდენტიფიცირებულია ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებიდან, ეს მოვლენა მოხდა 966 წელს მიეშკო I მმართველობის პერიოდში. მიეშკოს დროს დაიწყო პოლონეთის სამეფოს ჩამოყალიბება, რომელმაც 1025 წლიდან 1569 წლამდე იარსება. 1569 წელს მოხდა გაერთიანება ლიტვის დიდი სამთავროსთან, ორ ქვეყანას შორის დაიდო ლუბლინის უნია, შექიმილ ახალ სახელმწიფოს ეწოდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა.

1795 წელს მოხდა დასუსტებული პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დაყოფა, ევროპის სამ სახელმწიფოს: პრუსიას, რუსეთის იმპერიასა და ავსტრიას შორის. პოლონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში შეიქმნა პოლონეთის მეორე რესპუბლიკა. ამ სახელმწიფომ 1939 წლამდე იარსება, ამ წელს მესამე რაიხმა და საბჭოთა კავშირმა მოახდინა ქვეყნის ოკუპირება. მსოფლიო ომის პერიოდში პოლონეთში ტარდებოდა გერმანელების და საბჭოელების პოლიტიკა. მსოფლიო ომს ექვსი მილიონი პოლონელი შეეწირა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აქ შეიქმნა პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც სოციალისტური ბანაკის წევრი იყო და განიცდიდა საბჭოეთის გავლენას.

1989 წლის რევოლუციის შემდეგ, პოლონეთი გათავისუფლდა კომუნიზმისაგან. თანამდეროვე პოლონეთის ტერიტორია იყოფა სავოევოდოებად (პოლ. województwo). პოლონეთი შესულია ევროკავშირში, ნატოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD).სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
3 სახელმწიფო
4 დემოგრაფია
5 ეკონომიკა
6 მემკვიდრეობა
7 ისტორია
7.1 პრეისტორია
7.2 პიასტების დინასტია
7.3 იაგელონების დინასტია
7.4 პოლონეთ-ლიტვის გაერთიანება
7.5 პოლონეთის დანაწილება
7.6 პოლონეთის აღდგენა
7.7 ახალი საზღვრები
7.8 ომისშემდგომი კომუნისტური პოლონეთი
7.9 დღევანდელი პოლონეთი
8 სქოლიო

სახელწოდება [რედაქტირება]
ოფიციალური: პოლონეთის რესპუბლიკა.
ეროვნული: Rzeczpospolita Polska.
ეტიმოლოგია: საკუთარი სახელი Polska მიღებულია სლავური ტომების პოლანიესაგან, რაც „ველზე მცხოვრებს" ნიშნავს.


გეოგრაფია [რედაქტირება]


ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ბელარუსი, ლიტვა, რუსეთი (კალინინგრადის ოლქი). ფართობი - 312.700 კვ.კმ.


სახელმწიფო [რედაქტირება]
სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატია.
სახელმწიფოს მეთაური : მოქმედი პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი (Bronisław Maria Komorowski , 2010-დან; პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის დაღუპვის შემდეგ).
მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი (Donald Tusk, 2007).
საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (სეიმი 460, სენატი 100 წევრი).
პოლონეთის ადმინისტრაციული დაყოფა : 16 რეგიონი (województwo).
დემოგრაფია [რედაქტირება]
მოსახლეობა - 38,163,895 მლნ (2010), მათ შორის 97,6% პოლონელები, 1,3% გერმანელები, 0,6% უკრაინელები.
სახელმწიფო ენა : პოლონური.
რელიგია - კათოლიციზმი.
დედაქალაქი - ვარშავა (1.608 ათასი).
ქალაქები - ლოძი (778), კრაკოვი (733), ვროცლავი (632), პოზნანი (581), გდანსკი (457), შჩეცინი (416), ბიდგოშჩი (385), ლუბლინი (356), ტორუნი (208), რადომი (227).
ეკონომიკა [რედაქტირება]

ვარშავა
რესურსები - ქვანახშირი, გოგირდი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, ვერცხლი, ტყვია, მარილი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 139 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 4.570 $.
ექსპორტი - სპილენძი, ქვანახშირი, ავტომობილები, ფეხსაცმელი.
ვალუტა - ზლოტი (PLZ).


მემკვიდრეობა [რედაქტირება]

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი, ტევტონთა ორდენის ტაძარი მალბორკში, შუა საუკუნეების ქალაქები ტორუნი და ზამოსცი, კრაკოვის ისტორიული ცენტრი, ვარშავის ძველი ქალაქი, ბელოვიეჟის ეროვნული პარკი, ნოვა ჰუტას ინდუსტრიული კომპლექსი.
ისტორია [რედაქტირება] მთავარი სტატია : პოლონეთის ისტორია.

პრეისტორია [რედაქტირება]

ისტორიკოსთა მტკიცებით, თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე გვიანდელ ანტიკურ ხანაში მრავალი ეთნიკურად ერთიმეორისგან შორს მდგომი ტომი სახლობდა. მათი ეთნიკური რაობა და ლინგვისტური შერწყმის საკითხი დღემდე დავის საგანია. კონკრეტულად, ამ მიწებზე სლავური ტომების დასახლება-დამკვიდრების პრობლემატიკა საბოლოოდ არ გადაჭრილა და სამეცნიერო დისკუსიების უცვლელი თანმდევია. ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური აღმოჩენა,დღესდღეობით მიზეუმად ქცეული ბისკუპინის გამაგრებული დასახლება, ადრეული ლუზატიური კულტურიდან იღებს სათავეს და ძვ. წ. ა. 700-იან წლებს განეკუთვნება.
პიასტების დინასტია [რედაქტირება] მთავარი სტატია : პიასტები.


ნათლობა პოლონეთში 966 წელი

პოლონეთმა საერთაშორისო აღიარება, ტერიტორიულ გაერთიანებასთან ერთად, X საუკუნის შუა წლებიდან მოიპოვა. სწორედ იმხანად ჩაუდგნენ პოლონეთს სათავეში პიასტები. ქვეყნის პირველი ისტორიულად დადასტურებული მმართველი მიეშკო I იყო, იგი 966 წელს მოუნათლავთ და ქვეყანაშიც კათოლიკური ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულა. ახალი რელიგია პოლონელმა ერმა სრულად უკვე მომდევნო საუკუნეებში მიიღო. XII საუკუნეში პოლონეთი მცირე სახელმწიფოებად დაიშალა, თუმცა ოდნავ მოგვიანებით ერმა ერთ მუშტად შეკვრა მაინც მოახერხა და უკვე 1320 წელს ვლადისლავ I გაერთიანებული პოლონეთის მეფედ ეკურთხა. მისი ვაჟი კაზიმირ III პოლონეთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მეფედ შევიდა.

მონღოლების შეჭრა პოლონეთში (1240–1241) ლეგნიცის ბრძოლა.

პოლონეთში მონღოლთა შემოსევებმა კულმინაციას 1240–1241 წელს ლეგნიცასთან ბრძოლაში მიაღწია; ამავე ხანებში ქვეყანაში სხვადასხვა ხალხების მიგრაცია არ წყდებოდა. ხსენებულ პერიოდში პოლონეთში ებრაული თემი იწყებს ჩამოყალიბებას და აყვავებას. შავმა ჭირმა, რომელმაც ევროპაში 1347 - 1351 წლებში იმძლავრა, პოლონეთამდე ვერ მიაღწია.
იაგელონების დინასტია [რედაქტირება]

იაგელონების დინასტიის ქვეშ პოლონეთმა კავშირი შეკრა მეზობელი ლიტვის დიდ სამთავროსთან. 1410 წელს პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობამ ტევტონთა ორდენის რაინდებს გადამწყვეტი მარცხი მიაყენა. ცამეტლიანის ომის შემდგომ რაინდთა სახელმწიფო პოლონეთის ვასალი გახდა. იაგელონებმა დინასტიური კონტროლი დააწესეს ბოჰემიასა (1471) და უნგრეთზე 1490). პოლონურმა კულტურამ და ეკონომიკამ იაგელონების ხელში გაიბრწყინა და კაცობრიობას ისეთი გამოჩენილი ადამიანები აჩუქა, როგორიცაა ასტრონომი ნიკოლაი კოპერნიკი და პოეტი იან კოჩანოვსკი. დანარჩენ ევროპელ ერებთან შედარებით პოლონელები რელიგიური შემწყნარებლობით გამოირჩეოდნენ, რამაც ისინი სარწმუნოებრივ შიდა აშლილობებს გადაარჩინა სწორედ იმდროს, როდესაც დასავლეთ ევროპელი ერები რელიგიურ ნიადაგზე აწყობნენ ლაშქრობებს. ამის მიუხედავად, 1474-1569 წლებში პოლონეთ-ლიტვის გაერთიანებაში თათართა სამოცდათხუთმეტი შეტევა დაფიქსირდა. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, ყირიმელი ხანების ინვაზიებს 1494 -1694 წლებში პოლონეთის მოსახლეობიდან ერთ მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა.
პოლონეთ-ლიტვის გაერთიანება [რედაქტირება]

იან III სობესკი, ვენის ბრძოლაში

პოლონეთი თავისი სიძლიერის მწვერვალზე 1635 წელს.

პოლონეთის ისტორიაში ოქროს ხანა ლუბლინის გაერთიანებით დაიწყო, როდესაც პოლონეთისა და ლიტვის შეერთება მოხდა. პოლონელმა შლიახტებმა, რომლებიც დასავლეთ ევროპელ არისტოკრატებზე მეტად მრავალრიცხვოვანნი იყვნენ, წარჩინებულთა უფლებების გაზრდასა და საპარლამენტო სისტემის შექმნას ჩაუყარეს საფუძველი. ხსენებულ პერიოდში პოლონეთმა საზღვრები გააფართოვა და ევროპაში უდიდეს სახელმწიფოდ გადაიქცა. პოლონეთ-ლიტვის გაერთიანებაში შედიოდა თანამედროვე პოლონეთის უმეტესი ტერიტორია, უკრაინა, ბელორუსი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და დღევანდელი რუსეთის ზოგიერთი ტერიტორია. მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებიდან პოლონეთი შვედეთისა და რუს კაზაკთა შეტევებმა დაასუსტა და ოქროს ხანის დასასრულსაც დაუდო სათავე. ომებისა და ეპიდემიების გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწყდა და 11 მილიონიდან 7 მილიონამდე შემცირდა. პოლონეთში მეზობელი მონარქიების წამხედურობით ანარქია დაიწყო, რაც დიდი გაერთიანების დაშლას ისახავდა მიზნად. შინაომების მიუხედავად, რეჩიპოსპოლიტამ 1683 წელს ვენასთან ახლოს ოტომანთა იმპერიასთან ღირსეული შებმა მაინც მოახერხა. დიდი სეიმის რეფორმების შედეგად 1791 წლის 3 მაისს, კონსტიტიციაში, რომელიც მსოფლიოში მეორე და ევროპაში პირველი იყო, ცვლილება შევიდა და 1772, 1793 და1795 წლებში ქვეყანა პოლიტიკური რუკაზე სამ ნაწილად დაიყო და სრულიად წაიშალა. პოლონური ტერიტორიები მეზობელმა რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ მიიტაცეს.
პოლონეთის დანაწილება [რედაქტირება]

პოლონელები დამპყრობთა წინააღმდეგ აჯანყებებს არ წყვეტდნენ. წინააღმდეგობამ განსაკუთრებულად მე-18 საუკუნის მიწურულს და მე-19 საუკუნის დამდეგს იძალა. თვალსაჩინო ბრძოლა გაუმართა პოლონეთმა რუსეთს 1794 წელს რაკლავიცესთან, როდესაც პოლონელი გლეხები და საჯარისო ნაწილები თადეუშ კოჩიუშკომ დარაზმა და სამშობლოს გათავისუფლებისაკენ მოუწოდა. 1807 წელს საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ პირველმა პოლონეთის სახელმწიფო აღადგინა ვარშავის სამთავროს სახით. თუმცა, ნაპოლეონის ომების შემდეგ ქვეყანა კვლავ დანაწილდა ვენის კონგრესის 15 ძლევამოსილი მოკავშირის მიერ. აღმოსავლეთი მიწები ისევ რუსეთის მეფემ დაისაკუთრა. მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთმა პოლონელთა უფლებები მკვეთრად შეკვეცა და de facto მოახდინა პოლონეთის ანექსირება. 19 საუკუნის დამლევს ავსტრიის მიერ მართული გალიცია და ნაწილობრივ თავისუფალი ქალაქი კრაკოვი პოლონეთის კულტურილი ცხოვრების ცენტრად იქცა.
პოლონეთის აღდგენა [რედაქტირება]

პოლონეთი 1922 წლიდან 1938 წლამდე

სანაციის მოძრაობა პოლონეთს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე აკონტროლებდა, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ 1939 წლის 1 სექტემბერს, ხოლო 17 სექტემბერს საბჭოთა კავშირმა, დაარღვია რა პოლონეთ-სსრკ-ის თავდაუსხმელობის შეთანხმება, პოლონეთში შეჭრა გადაწყვიტა. ვარშავა იმავე წლის 28 სექტემბერს დანებდა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, პოლონეთი ორ ზონად გაიყო, ერთი გერმანიის მიერ იქნა ოკუპირებული, აღმოსავლეთი ნაწილი კი სსრკ-ის კონტროლქვეშ მოექცა. მართალია მეორე მსოფლიო ომში თითქმის მთელი მსოფლიო იყო ჩართული, პოლონეთმა პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი დაკარგა. ომს ექვს მილიონამდე მისი მოქალაქე ემსხვერპლა, აქედან ნახევარი პოლონელი ებრაელი იყო. ნაცისტების წინააღმდეგ გაერთიანებული ჯარების რაოდენობით პოლონეთი მეოთხე იყო სსრკ-ის, ბრიტანეთისა და აშშ-ის შემდეგ. პოლონურმა შენაერთებმა თვალსაჩინო როლი შეასრულეს იტალიის გათავისუფლების სამქეში, კერძოდ კი მონტე კაზინოსთან ბრძოლისას.
ახალი საზღვრები [რედაქტირება]

ომის დასასრულ, პოლონეთის საზღვრებმა პირი იცვალა და დასავლეთით გადაინაცვლა, სადაც ოდერ-ნაისის ხაზზე გავიდა, ხოლო აღმოსავლეთით კურზონის ზოლზე. შედეგად ქვეყანამ 77,500 კვ კმ დაკარგა და 20%-ით შემცირდა. საზღვრების ცვლილებამ მილიონობით ადამიანის მიგრაციაც მოახდინა, მათ შორის პოლონელების, გერმანელების, უკრაინელებისა და ებრაელების. ახალი საზღვრების გავლებით იზარალა არამხოლოდ პოლონეთმა, არამედ გერმანიამაც, რომელმაც თავისი აღმოსავლეთი ტერიტორიები, კერძოდ კი ისტორიული პრუსია, სამუდამოდ დაკარგა. ცენტრალური და დასავლეთი პრუსიის ნაწილი და პომერანია პოლონეთს დაუტოვეს, ხოლო აღმოსავლეთი, კიონინგსბერგის ოლქი, საბჭოთა რუსეთმა მიისაკუთრა და კალინინგრადის ოლქად აქცია.
ომისშემდგომი კომუნისტური პოლონეთი [რედაქტირება]

საბჭოთა კავშირმა პოლონეთში ახალი, კომუნისტური ხელისუფლება დაამყარა, ანალოგიური იმისა, როგორიც მთელს აღმოსავლეთ ბლოკში იყო. ვარშავის პაქტით სამხედრო კავშირიც ამავე ცვლილების შედეგი იყო ‘ცივი ომის დროს. პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა (Polska Rzeczpospolita Ludowa) ოფიციალურად 1952 წელს გამოცხადდა.

1956 წელს ვლადისლავ გომულკას რეჟიმი დროებით ლიბერალური გახდა, ათასობით ადამიანი ციხეებიდან გათავისუფლდა და მოჩვენებითი პირადი თავისუფლებებიც განმტკიცდა. მსგავსი სიტუაცია განმეორდა 1970-იან წლებში ედვარდ გიერეკის მმართველოს დროსაც, მაგრამ ანტიკომუნისტური გამოსვლებისთვის ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულება არ შერბილებულა. შრომითმა პრობლემებმა, რამაც არეულობა გამოიწვია, 1980-იან წლებში სავაჭრო გაერთიანება „სოლიდარობა" ჩამოაყალიბა, რომელმაც დროთა განმავლობაში პოლიტიკური ძალებიც შეიძინა. შედეგად, შესუსტდა კომუნისტური პარტია და საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, ხოლო 1989 წელს „სოლიდარობის" წევრმა ლეხ ვალენსამ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით, ქვეყნის პოლიტიკური კურსი დასავლეთისკენ შეცვალა. მოძრაობა „სოლიდარობამ" აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური წყობის რღვევა გამოიწვია.
დღევანდელი პოლონეთი [რედაქტირება]

ლეშეკ ბალცეროვიჩის შოკურმა თერაპიამ 1990-იანების დამდეგს ქვეყანას საშუალება მისცა თავისი ეკონომიკა საბაზრო ეკონომიკად გარდაექმნა. დანარჩენი პოსტ კომუნისტური ქვეყნების მსგავსად, პოლონეთმაც იწვნია სიძნელეები ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ამის მიუხედავად, პოლონეთის ეკონომიკის აღმავლობა 1995 წელს დაიწყო და კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს პოზიტიური მაგალითი უჩვენა. ყველაზე თვალსაჩინო იყო ადამიანის უფლებათა გაუმჯობესება, კერძოდ, სიტყვის თავისუფლების კუთხით. 1999 წელს პოლონეთი ნატოს წევრი გახდა ჩეხეთისა და უნგრეთის კვალდაკვალ. 2003 წლის ივნისში პოლონელებმა რეფერენდუმზე ქვეყნის ევროკავშირში შესვლას დაუჭირეს მხარი, ხოლო 2004 წლის პირველ მაისს ქვეყანა გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდა. 2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და ქვეყნის პარლამენტის უამრავი წევრი რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

პოლონეთის როლი საერთაშორისო არენაზე უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო სადამ ჰუსეინის რეჟიმის საწინააღმდეგო სამხედრო კამპანიაში.
ნანახია: 921 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz