პარასკევი
29.03.2024
17:43
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 16 » ფერნანდო გაგო
09:45
ფერნანდო გაგო

ფერნანდო გაგო (დ. 10 აპრილი1986), არგენტინელი ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალში თამაშობს.


სექციების სია

 [დამალვა]

საკლუბო კარიერა [რედაქტირება]

ბოკა ხუნიორსი [რედაქტირება]

ფერნანდო გაგო, საფეხბურთო კლუბ ბოკა ხუნიორსის აღზრდილია. მისი დებიუტი ამ გუნდის რიგებში 2004 წლის 5 დეკემბერს შედგა, კილმესისწინააღმდეგ. მალე ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბის ერთერთ ლიდერად იქცა. სათამაშო სტილით "ელ პინტიტას"(გაგოს ერთერთი მეტსახელია) მის ცნობილ თანამემამულეს, ფერნანდო რედონდოს ადარებდნენ. ეროვნულ ჩემპიონატში გაგოს კარგი თამაში ევროპულ გრანდებს არ გამოპარვიათ. მალე მის მიმართ დაინტერესება ესპანურმა გრანდებმა რეალმა და ბარსელონამ გამოთქვეს.

რეალ მადრიდი [რედაქტირება]

2006 წლის 15 ნოემბერსმადრიდის რეალის პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა განაცხადა, რომ მისმა კლუბმა მოახერხა ორი ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელის, ფერნანდო გაგოსა და გონსალო იგუანის გადაბირება. "სამეფო კლუბის" პირველი პირის აზრით, ეს გუნდის გაახალგაზრდავების პროცესის დასაწყისი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ გაგოს გადაბირებით ასევე ინტერესდებოდა იტალიური მილანი, თუმცა თავად მოთამაშემ სამეფო კლუბში გადასვლა მოისურვა. საბოლოოს ჯამში, ტრანსფერი ფორმალურად 2006 წლის 19 დეკემბერს მოგვარდა. ფერნანდო გაგო მადრიდის რეალში 20,4 მილიონ ევროდ გადავიდა.

2007 წლის 7 იანვარს ლა-კორუნიის დეპორტივოს წინააღმდეგ შედგა გაგოს ოფიციალური დებიუტი თავის ახალ კლუბში. არგენტინელს დამაჯერებლად არ უასპარეზია, სწორედ ამიტომ, მეორე ტაიმის დასაწყისში ის რონალდომ შეცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ლა ლიგის მომდევნო ტურში, სარაგოსას წინააღმდეგ, გაგოს თამაშმა მოლოდინს გადააჭარბა. არგენტინელი მოედნის ცენტრში დომინირებდა და თანაგუნდელებს სახიფათო გადაცემებითაც ამარაგებდა. საბოლოო ჯამში, ვან ნისტელროის გოლით რეალმა ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა. საგოლე გადაცემა კი რეალის მეორე ახალწვეულმა, გონსალო იგუანმა გააკეთა.

გაგოს დამაჯერებელ თამაშს განაგრძობდა. 2007 წლის 20 მაისს, არგენტინელი გუნდს გამარჯვების მოპოვებაში კიდევ ერთხელ დაეხმარა. რეალი სტუმრად რეკრეატივოს ვერ უგებდა, მაშინ როცა გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. შეხვედრის დამატებულ წუთებზე, ფერნანდომ რობერტო კარლოსს დიდებული გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

მეორე მადრიდულ სეზონში, გაგოს უმთავრეს კონკურენტად, მაჰამადუ დიარა მოევლინა. თუმცა ფერნანდომ სეზონის დასასრულისაკენ ძირითადში ადგილი მაინც დაიმკვიდრა და გუნდს ესპანეთის ჩემპიოანტის მოგებაში დაეხმარა.

2008 წლის სექტემბერსჩემპიონთა ლიგაში ბორისოვოს ბატეს წინააღდმეგ, ფერნანდომ ტრავმა მიიღო. რეალის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, არგენტინელს ერთი თვე გაუცდება.



პერსონალური ცხოვრება [რედაქტირება]

გაგო თავის თანამემამულე სერხიო აგეროსა და ლიონელ მესისთან ერთად ეხმარება უსახლკარო ბავშვებს.

ფერნანდო ძალიან განათლებული პიროვნებაა. მას ძალიან უყვარს კულტურა. მადრიდში ჩამოსვლისთანავე, მან მოინახულა პრადოს მუზეუმი.






ნანახია: 753 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz