პარასკევი
29.03.2024
00:55
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 27 » ყველაზე გახმაურებული გაუხსნელი დანაშაულები
22:25
ყველაზე გახმაურებული გაუხსნელი დანაშაულები
დენ კუპერი და თვითმფრინავის გატაცება’ 
ეს ისტორია მოხდა 1971 წლის 24 ნოემბერს. სხვებისგან არაფრით განსხვავებული დენ კუპერი ავიდა ლაინერ ბოინგ-727-ის ბორტზე, რომელიც სიეტლის მიმართულებით მიფრინავდა. აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ კუპერმა გამოაცხადა რომ მას ბომმბი ქონდა. დამნაშავე არავის მოკვლით არ იმუქრებოდა, ის ითხოვდა მხოლოდ 4 პარაშუტს და 200 ათას დოლარს.მოთხოვნის შესრულების შემდეგ კუპერმა პილოტს უბრძანა უფრო მაღლა აეყვანა თვითმფრინავი, თვითონ კი პარაშუტით გადმოხტა.ამის შემდეგ დენ კუპერი არავის უნახავს. იყო მხოლოდ ერთი წერილი ”ლოს-ანჟელეს თაიმსში”, რომელშიც კუპერი ამტკიცებდა, რომ მას მხოლოდ 14 თვის სიცოცხლე ქონდა დარჩენილი, ფული კი იმაში სჭირდებოდა, რომ დარჩენილი სიცოცხლე სიღარიბეში არ გაეტარებინა. 4 თვის შემდეგ რიჩარდ მაკკოიმ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული და ამტკიცებდა რომ სწორედ ის იყო დენ კუპერი. თუმცა პოლიციამ დაადგინა რომ იგი 1971 წლის 24 ნოემბერს სხვაგან იმყოფებოდა და დენ კუპერი ვერ იქნებოდა. ერთადერთი ხელმოსაჭიდი რაც FBI-ის ქონდა ეს იყო მისი ანაბეჭდები და ფოტორობოტი. 9 წლის შემდეგ FBI-ის ტანამშრომლებმა მდინარე კოლუმბიასთან იპოვეს 9 ათასი დოლარი და მაშინვე გაჩნდა კითხვა გადარჩა კი საერთოდ კუპერი თვითმფრინავიდან გადმოხტომის შემდეგ? რადგან იმ კუპიურების ნომრები ემთხვეოდა იმ ნომრებს რომელიც გამოსახული იყო დამნაშავისთვის მიცემულ ფულზე.

‘გარდნერის მუზეუმის ძარცვა’

მუზეუმი გახსნა 1903 წელს იზაბელა სტიუარტ გარდნერმა. მუზეუმი ცნობილი გახდა თავისი შესანიშნავი თანამედროვე და კლასიკური ფერწერული ნიმუშებით. თუმცა დიდება ამ მუზეუმს იმ ძარცვამ მოუტანა რომელიც 1990 წლის 18 მარტს მოხდა. მძარცველები შენობაში პოლიციის ფორმაში გადაცმულები შევიდნენ. მათ მოიპარეს 200 მილიონი დოლარის ღირებულების 13 ფერწერული ტილო, მათ შორის იყო რემბრანტისა და ვერმეერის ნახატებიც. იმის მიუხედავად რომ დამნაშავეები ვერ დაიჭირეს, 2005 წელს გაჩნდა ინფორმცია რომ ამ ძარცვაში ჩარეული იყო მაფია. თუმცა ეს ვერსია FBI-ს 1999 წელსაც ქონდა როდესაც მათ დააკავეს კარმელო მორინო და დევიდ ტერნერი შეიარაღებული ყაჩაღობის დაგეგმისთვის. დაკავების დროს გაჩნდა ვარაუდი რომ ისინი მონაწილეობას იღებდნენ გარდნერის მუზეუმის ძარცვაში. სურათები მაფიის დახმარებით არალეგალურად გაიყიდა ევროპაში. თუმცა კი ტერნერი ყველაფერს უარყოფდა, მერლინომ მიანიშნა რომ მან იცოდა ყველა მოპარული შედევრის ადგილსამყოფელი

‘იაპონური მრავალმილიონიანი ძარცვა’

დანაშაული მოხდა 1958 წლის 10 დეკემბერს, როდესაც ბანკ ”Nihon Shintaku Ginko”-ს ოთხ თანამშრომელს მანქანით გადაქონდა 300 მილიონი იენი. ავტომანქანა გააჩერა პოლიციელმა რომელმაც თქვა რომ შეტყობინება მიიღო რომ მანქანაში ბომბი იყო და აუცილებლად დაეტოვებინათ მანქანა თანამშრომლებს. დაცვამ დატოვა მანქანა. პოლიციელმა დაიწყო მანქანის შემოწმება, უცებ გაჩნდა კვამლი და ხალხი აქეთ-იქით დაიფანტა. პოლიციის ფორმაში გადაცმული მძარცველი კი თვითონ დაჯდა საჭესთან და მიიმალა. საქმეში ასამდე სამხილი იყო, მათ შორის მძარცველის მოტოციკლიც. დაიკითხა ათასამდე ეჭვმიტანილი. საბოლოოდ კი პოლიციამ იპოვა ბოროტმოქმედის 19 წლის შვილი, რომელმაც მაშინვე თავი მოიკლა. სხვა დანაშაულისთვის დააპატიმრეს თვითკვლელის მეგობარი რომელსაც თან ქონდა დიდი რაოდენობით ფული. მან ვერ ახსნა საიდან ქონდა ამდენი ფული და რადგანაც მას ძარცვასთან არაფერი ქონია ამ მხრივ მისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ.

‘ჯონბენეტ რამსის მკვლელობა’

6 წლის გოგონა ბევრი საბავშვო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული იყო. ჯონბენეტი ცხოვრობდა კოლორადოს შტატში ქალაქ ბოულდერში. 26 დეკემბერს 1996 წელს დედამ აღმოაჩინა წერილი გამოსასყიდის მოთხოვნით რომლის ოდენობა არც მეტი არც ნაკლები ზუსტად 118 ათასი დოლარი იყო. გამტაცებლის მოთხოვნების მიუხედავად მშობლებმა ეს ამბავი პოლიციას შეატყობინეს. სახლის 8 საათიანი დათვალიერების შემდეგ სახლის სარდაფშI იპოვეს ჯენბენეტის გვამი. მის სხეულზე დაზიანებები არ იყო. წერილი კი დაწერილი იყო ფურცელზე რომელიც გარდაცვლილის ოჯახს ეკუთვნოდა. საინტერესოა ისიც რომ თანხა ზუსტად ემთხვეოდა გარდაცვლილის მამის მიერ ბოლოს გამოწერილი ჩეკის თანხას. ამიტომ განიხილავდნენ ვერსიას რომ დედა ჩარეული იყო ამ ბავშვის მკვლელობაში. თუმცაღა ბოლოს გამომძიებლები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ბავშვის მკვლელობაში ოჯახის არცერთ წევრს არ მიუძღოდა ბრალი, რადგან სარდაფში აღმოააჩინეს ნაფეხურები რომლებიც არცერთ მათგანს არ ეკუთვნოდა. ასევე იპოვეს თოკი რომლითაც მკვლელი სახლიდან გავიდა და მისი დეენემის ანალიზი. რომლითაც საბოლოოდ გამოირიცხა ოჯახის წევრების ბრალეულობა. 2006 წელს ტაილანდში დააკავეს ჯონ მარკ კარრი, რომელმაც აღიარა რომ სწორედ ის იყო ჯონბენეტან მისი სიკვდილს დროს, თუმცა სახლში აღმოჩენილი დეენემი არ დაემთხვა მისას და ამიტომ მას ბრალდება არ წაუყენეს.

”შავი ორქიდეა”

ელიზაბეტ შორტი მისი საქმროს სიკვდილის შემდეგ ლოს-ანჟელესში გადავიდა საცხოვრებლად. ლამაზი გოგონა სავსე იყო ამბიციებით და ოცნებობდა ჰოლივუდზე. იგი ერთერთი ფილმის კასტინგზე მივიდა და დარწმუნებული იყო საკუთარ გამარჯვებაში. 1974 წლის 9 იანვარს რობერტ მანლიმ იგი წაიყვანა ”ბალტიმორის სასტუმროში” საიდანაც ელიზაბეტი უკვალოდ გაქრა. მხოლოდ 15 იანვარს იპოვეს მისი დასახიჩრებული სხეული. ელიზაბეტის პირი ყურებამდე იყო ჩაჭრილი. საქმის ძიებისას უამრავი ეჭვმიტანილი დაიკითხა, მათ შორის ის 60 ადამიანი რომლებმაც თავისი სურვილით აღიარეს დანაშაული. დანაშაულმა დიდი რეზონანსი გამოიწვია მას დაარქვეს ”შავი ორქიდეის” საქმე, რადგან ელიზაბეტს მუქი შავი თმა ქონდა და ეს ყველაფერი საიდუმლოებით იყო მოცული. პირველ ეჭვმიტანილად იქცა მანლი, რომელმაც ბოლოს ნახა გოგონა. შემდეგ უკვე ეჭვი მიიტანეს მარკ ჰანსენზე ღამის კლუბის და იმ სახლის პატრონზე რომელშიც ელიზაბეტი ცხოვრობდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილები იყვნენ: ვუდი გატრი, ორსონ უელსი და ბაგსი სიგალი. დამნაშავედ მიიჩნევდნ ასევე დოქტორ უოლტერ ბეილის, რომლის შვილიც იცნობდა ელიზაბეტის დას. საბოლოოდ ამ დანაშაულისთვის არავინ დაუპატიმრებიათ.

‘მკვლელი ”ზოდიაქო”’

ეს საიდუმლოებით მოცული მკვლელობები მიმდინარეობდა 1968-1969 წლებში. ”ზოდიაქო” მკვლელს მიაწერენ 37 მკვლელობას თუმცა დეტექტივებს დამადასტურებელი საბუთები მხოლოდ 5 მკვლელობაზე აქვთ. 1986 წლის დეკემბერში და 1969 წლის ივლისში ჩადენილი მკვლელობის შემდეგ მან ლოს-ანჟელესის გაზეთში გაგზავნა 3 წერილი, რომელიც დაწერილი იყო დაშიფრული კოდით. პოლიციამ შეძლო სამივე წერილის გაშიფვრა თუმცა იქ არაფერი ხელმოსაჭიდი არ იყო. ამასთანავე სამივე წერილი თითქმის ერთნაირი იყო.

შემდგომში, მკვლელობების შემდეგ გაზეთში მოდიოდა დაშიფრული წერილები თუმცა მათი გაშიფვრა ვეღარ შეძლეს. პოლიცია ფიქრობს რომ მკვლელობები შეწყდა 1969 წელს თუმცა დაშიფრული წერილები 70იანი წლების ბოლომდე მოდიოდა გაზეთში. დამნაშავედ თვლიდნენ არტურ ლეი ალანს, მოძალადეს, რომელიც დაიჭირეს სისხლიანი დანით, თავისივე ავტომობილში ერთერთიი მკვლელობის დღეს. ალენს და ზოდიაქოს უყვარდათ ერთი და იგივე მონათხრობი ”ყველაზე საშიში თამაში”. აქ მოთხრობილია იმაზე, რომ ერთერთი მონადირე მიხვდა, რომ მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანებზე ნადირობა. ალენის სახლის ჩხრეკის 3 ორდერი გამოწერეს თუმცა ბრალის წაყენება მაინც ვერ შეძლეს, რადგან არც დეენემი და არც ხელწერა ალანის არ დაემთხვა ზოდიაქოსას.

ნანახია: 1260 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz