შაბათი
20.04.2024
04:07
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივლისი » 4 » ყველი
22:05
ყველი
alt

ფრანგ საზოგადო მოღვაწე შარ დე გოლს ერთხელ უთქვამს: "როგორ შეიძლება მართო ქვეყანა, სადაც იმდენი სახეობის ყველია, რამდენი დღეც არის წელიწადში”.

დღეს საფრანგეთში ყველის 500 სახეობაა და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან საფრანგეთის ყველა სოფელში ყველის მომზადების საკუთარი, განუმეორებელი რეცეპტი აქვთ. იქ ყველი უბრალოდ საკვები არ არის, ეს არის ტრადიცია, ხელოვნება, მეცნიერება და რელიგია.

ლეგენდის თანახმად, ყველი პირველად უცნობმა არაბმა აღმოაჩინა. მან რძე  ხურჯინში მოათავსა, რათა მოგზაურობისას უდაბნოში გადაეტანა. რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინა, რომ რძე გამჭვირვალე სითხედ  და თეთრ გუნდებად გადაიქცა. არაბმა აღმოაჩინა, რომ სითხე ისმებოდა, ხოლო ხაჭოსებრი თეთრი გუნდები კი იჭმეოდა.

ყველის ყველაზე საფუძვლიანი დამკვიდრება რომის იმპერიაში მოხდა. აქვე განვითარდა ყველის დამზადების პროცესები. დიდ რომაულ სახლებში გამოყოფილი ჰქონდათ ცალკე სამზარეულო ყველისათვის. დიდ ქალაქებში სახლში გაკეთებული ყველი სპეციალურ ცენტრებში მიჰქონდათ, სადაც მას ბოლავდნენ. არისტოკრატიული სუფრა ყველით იყო გაწყობილი.

აღორძინების ხანაში ყველმა პოპულარობა დაკარგა, ვინაიდან იგი არაჯანსაღ პროდუქტად მიიჩნეოდა. მაგრამ მან მალევე, მეცხრამეტე საუკუნეში რეიტინგი აღიდგინა და ძირითადად, ეს იმის გამო მოხდა, რომ ყველის წარმოება ფერმებიდან  ქარხნულ წარმოებაში გადავიდა.

alt
ნანახია: 1588 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz