პარასკევი
19.04.2024
20:28
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » რეალ მადრიდიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! noooo barcaaaaaaaaa
22:31
რეალ მადრიდიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! noooo barcaaaaaaaaa
საფეხბურთო კლუბი რეალ მადრიდი („მადრიდის სამეფო კლუბი") — პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ესპანეთის ქალაქ მადრიდიდან. „რეალი" არის ყველაზე წარმატებული კლუბი ესპანეთში და ფიფა-ს მიერ დასახელებულ იქნა მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად. კლუბს მოგებული აქვს ლა ლიგის სარეკორდო 31 ტიტული; ესპანეთის თასის 17 ტიტული; ესპანეთის სუპერთასის 8 ტიტული; უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სარეკორდო 9 ტიტული; უეფა-ს თასის 2 ტიტული; უეფა-ს სუპერთასის 1 ტიტული და საერთაშორისო თასის 3 ტიტული. „რეალი" იყო ფიფა-ს და ახლა გაუქმებულ G-14-ის დამაარსებელი. სიტყვა „რეალი" ესპანურად „სამეფოს" ნიშნავს და კლუბს იგი ალფონსო XIII-მ მისცა 1920 წელს ემბლემაზე გამოსახულ გვირგვინთან ერთად. ეს გვირგვინი სხვა ესპანურ კლუბებსაც მიუღიათ („რეალ სოსიედადი", „რეალ უნიონი", „რეალ ბეტისი" და „რეალ სარაგოსა").

„რეალი" 1902 წელს დაარსდა და ლა ლიგიდან - ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან - არასდროს გავარდნილა. 1950-იანებში კლუბმა თავი ევროპულ და ესპანურ ფეხბურთში მთავარ ძალად დაიმკვიდრა. 1980-იანებში კლუბს ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა (ცნობილი, როგორც La Quinta del Buitre), მოიგო რა 2 უეფა-ს თასი; 5 ესპანეთის ჩემპიონატი (ზედიზედ); 1 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.

გუნდის ტრადიციული ფორმა თეთრი ფერისაა, თუმცა, ხანდახან, ლურჯიც აქვს შერეული. კლუბის გერბი რამდენჯერმე შეიცვალა. ახლანდელი გერბი 1920-იანების გერბის ადაპტაციაა. „რეალის" საშინაო არენა 80 354-ადგილიანი „სანტიაგო ბერნაბეუ" არის, რომელიც მადრიდის ცენტრში მდებარეობს და კლუბის მთავარი არენაა 1947 წლიდან. ბერნაბეუ ჩემპიონთა ლიგის ფინალების სტადიონი იყო 1957, 1969, 1980 და 2010 წლებში.

„რეალს" აქვს ხანგრძლივვადიანი მეტოქეობა ბევრ კლუბთან, განსაკუთრებით „ბარსელონასთან", რომელთანაც მატჩებს „ელ კლასიკო" ეწოდება. ბევრი ევროპული კლუბისგან განსხვავებით, „რეალს" მართავდნენ კლუბის წევრები დაარსებიდანვე. რეალი არის მსოფლიო უმდიდრესი კლუბი (€401 მილიონი) და ღირებულებით მე-2 (€950 მილიონით) 2008 წლის მონაცემებით[2][3]სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
2 შემადგენლობა
2.1 იჯარით წასული მოთამაშეები
3 პრეზიდენტები
4 მწვრთნელები
5 ტიტულები
6 რესურსები ინტერნეტში

ისტორია [რედაქტირება] მთავარი სტატია : რეალ მადრიდის ისტორია.


მადრიდში ფეხბურთი ლიბრე დე ენსენანცას სტუდენტებმა და პროფესორებმა შეიტანეს. მათ შორის რამდენიმე ოქსბრიჯის უნივერსიტეტებდამთავრებულები იყვნენ.

1895 წელს მათ დააარსეს კლუბი „საფეხბურთო ცა" (Football Sky), რომელიც კვირაობით თამაშობდა მონკლოაში.

1900 წელს იგი ორ კლუბად გაიყო: ახალი ფუტბოლ დე მადრიდი და ესპანიოლ დე მადრიდი. ამ უკანასკნელის პრეზიდენტი გახდა ხულიან პალასიოსი.

1902 წელს ეს კლუბიც გაიყო, რის შედეგადაც 1902 წლის 6 მარტს ჩამოყალიბდა მადრიდის საფეხბურთო კლუბი. მისი პირველი პრეზიდენტი იყო ხუან პადროს რუბიო. მოგვიანებით იგი მისმა ძმამ, კარლოსმა ჩაანაცვლა.

კლუბის თავდაპირველი სახელწოდება ასე ჟღერდა: „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლ". გუნდი ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საგვარეულომ - პადროსებმა დაარსეს.

„მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი" დაარსებისთანავე ჩაება საფეხბურთო ფერხულში და იმთავითვე მოწინავე პოზიციები დაიკავა.

1902 წელს ალფონს XIII ის გამეფებასთან დაკავშირებით, ესპანეთში მოეწყო თასის გათამშება, რომელიც დღეს ესპანეთის თასის სტატუსს ატარებს, ზოგადად კი სამეფო თასად მოიხსენიებენ.

მადრიდის რეალის ისტორიაში პირველი ოფიციალური ტურნირი სწორედ 1902 წლის მეფის თასის გათამაშება გახლდათ. იმ ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი მადრიდული საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი კარლოს პადროსი გახლდათ.

სადებიუტო ტურნირში ახლადდაარსებულ კლუბს ხელი მოეცარა, მაგრამ მომდევნო წელს გუნდმა ფინალში თამაში უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი" ბილბაოს „ატლეტიკოსთან" დამარცხდა (ბილბაოს „ატლეტიკს" მაშინ სწორედ „ატლეტიკო" ერქვა).

1904 წელს, ანუ დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, მადრიდის რეალმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში - ესპანურმა კლუბმა უშუალო მონაწილეობა მიიღო უდიდესი საფეხბურტო ორგანიზაციის, ფიფას დაარსებაში.

ამ უცნაურმა მოვლენამ მადრიდის რეალის პირველ წარმატებეს დაუდო სათავე - 1905 წლიდან 1908 წლის ჩათვლით პარდოსების დაარსებულმა კლუბმა ზედიზედ 4 ჯერ იმარჯვა მეფის, ანუ ესპანეთის თაის გამათამაშებაში. სხვათა შორის, ეს მიღწევა დღემდე სარეკორდოა, ამ ტურნირის ისტორიაში. მისი გამეორება მხოლოდ ერთხელ მოხერხდა და ისიც ბილბაოს ატლეტიკომ შეძლო 1930- 33 წლებში.

სამეფო თასსზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებების გამო, ალფონს XIII-მ „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლს", უდიდესი დამსახურების ნიშნად, საკუთარი ინიციატივით, სახელში დაურთო სიტყვა „რეალ". მადრიდის „რეალის" დღევანდელი სახელწოდება სწორედ აქედან მოდის. იმ დღიდან მოყოლებული კლუბმა სამეფოს სტატუსი შეიძინა. მართლაი, მას შემდეგ რამდეიმე ესპანურმა კლუბმა სახელში საკუთარი ინიციატივით „რეალი" ჩაიმატა (იგივე „რეალ მალიორკა", „რეალ სოსიედადი"), მაგრამ პირენეის ნახევარ კუნძულზე ყველა აღიარებს, რომ ერთადერთი სამეფო კლუბი სწორედ მადრიდის „რეალია".

მიუხედავად იმისა, რომ პადროსების დაარსებულმა კლუბმა მეფისგან ასეთი წყალობა მიიღო, გუნდი ვერა და ვერ ახერხებდა კუთვნილი პოზიციის დამკვიდრებას - დედაქალაქელებს „ბარსელონა" და ბილბაოს „ატლეტიკი", წარმატების მხრივ საგრძნობლად სჯობდნენ.

1910 წლიდან მოყოლებული მადრიდის „რეალს" მძიმე პერიოდი დაუდგა - გუნდი წარმატების გამეორებას ვერა და ვერ ახერხებდა. ესპანეთის თასის გათამაშებაში კარგა ხნის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იმარჯვა - 1917 წელს.

1928-29 წლის სეზონი ესპანეთის ჩემპიონატებში სადებიუტო სეზონია. პრიმერა დივიზიონი სწორედ იმ წლების ჩმეპიონატიდან იღებს სათავეს.

სასტარტო პიველობაზე მადრიდის "რეალმა" ათ გუნდში მეორე ადგილი დაიკავა - თვრამეტი შეხვედრიდან თერთმეტი მოიგო და ექვსი წააგო. ამას ორი წლის მანძილზე ჩავარდნა მოყვა. მერე კი 1932 და 1933 წლებში მადრიდის "რეალი" ზედიზედ ორჯერ ხდება ესპანეთის ჩემპიონი.

1943 წელს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ანტონიო სანტოს პერალბა თანამდებობიდან გადადგა და კლუბის მეთაურის სავარძელი სანტიაგო ბერნაბეუს დაუთმო, კაცს, რომლის სახელიც დღეს რეალთან ასოცირედება.

ახალმა პრეზიდენტმა გუნდი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა, თუმცა სანტიაგოს იმდენად უყვარდა "რეალი", რომ მალე "შვილობილი" მსოფლიოს უძლიერეს კლუბად აქცია.

1946 წელს საგრძნობლად გაძლიერებულმა მადრიდის "რეალმა" ათწლიანი შესვენების შემდეგ ესპანეთის თასი მოიპოვა. გუნდმა ტიტული მომდევნო სეზონშიც შეინარჩუნა.

1947 წლის 14 თებერვალს მადრიდში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა, რომელსაც კლუბის პრეზიდენტის საპატიცვემულოდ "ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუ" ეწოდა. ეს სტადიონი უფრო თანამდეროვე იყო, ვიდრე 20-იან წლებში აგებული 22 ათასიანი "ჩამარტინი".

"რეალის" მაისური ბევრმა სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა მოირგო: არგენტინელმა ექტორ რიალმა, ფრანგმა რაიმონ კოპამ, ბრაზილიელმა დიდიმ, ურუგვაელმა ხოსე სანტა მარიამ, უნგრელმა ფერენც პუშკაშმა, ესპანელმა ვარსკვლავებმა: მარკოტოსმა, მუნიოსმა, ჰენტომ და სხვებმა, მაგრამ დონ სანტიაგოს პრეზიდენტობის დროს ყველაზე სარფიანი გარიგება, რაღა თქმა უნდა, ალფრედო დისტეფანოს "რეალში" მიწვევა გახლდათ.

1956 წელს პირველად ჩატარდა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშება. 13 ივნისს, პარიზში მადრიდის "რეალმა" საფრანგეთის უძლიერესი კლუბი "სტად დე რეიმსი" 4:3 დაამარცხა და პირველად მოიპოვა კონტინენტის საუკეთესო კლუბის ტიტული.

შემდგომი 4 წლის მანძილზე "რეალმა" არავის დაუთმო ჩემპიონთა თასი, რაც ამ ტურნირის ისტორიაში უნიკალური მიღწევა გახლავთ და ალბათ, არც არასდროს განმეორდება.

50-იანი წლები, რომელიც უდავოდ მადრიდის "რეალის" იყო, 60-იანმა წლებმა შეცვალა. ათწლეულის პირველი წელიწადი, ანუ 1960 წელი "რეალისთვის" ბრწყინვალე გამოდგა - გუნდმა ჩემპიონთა თასზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, სძლია რა ფრანკფურტის „აინტრახტს" 7:3. ეს შეხვედრა ბევრი საფეხბურთო ჟურნალისტის აღიარებით ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო მატჩი. იმავე წელს მადრიდის "რეალმა" პირველად გათამაშებული საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვა.

60-იანი წლების მიწურულს მადრიდის „რეალი" ნელ-ნელა დასტოვეს გუნდის ლიდერებმა. კლუბმაც ბებერ კონტინენტზე წამყვანი პოზიციები დათმო - მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში მადრიდის „რეალს" კვალვ არ ჰყავდა ბადალი, ჩემპიონთა თასის გათამაშებაში სამეფო კლუბი ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა.

1975 წელს მადრიდის „რეალის" პრეზიდენტობის თანამდებოდიდან გადადგა დონ სანტიაგო ბერნაბეუ. მისი ხელმაძღვანელობით მადრიდის "რეალმა" არც მეტი არც ნაკლები, ზუსტად 29 ტიტული მოიგო: ესპანეთის ჩემპიონატი16- ჯერ, ექვსჯერ ესპანეთის თასი და ჩემპიონთა თასი, ერთხელ კი საკონტინენტთაშორისო თასი.

1978 წელს დონ სანტიაგო ბერნაბეუ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი გზის გამგრძელებლებმა "რეალისთვის" ძველი დიდების დაბრუნება ვერადავერ მოახერხეს. კლუბი საუკეთესო იყო ესპანურ სარბიელზე. ჯილდოს ჯილდოზე იგებდა, მაგრამ ევროარენაზე გამარჯვებას საშველი არ დაადგა.

სანტიაგო ბერნაბეუ

1981 წელს მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში გავიდა, მაგრამ ესპანელებს იმ წლების მსოფლიოს საუკეთესო კლუბმა "ლივეპულმა" აჯობა. სხვათაშორის, მადრიდის "რეალი" თბილისელმა გულშემატკივარმა სწორედ იმ წელს იხილა - 1981 წლის გაზაფხულზე თბილისის მაშინდელ ვ.ი ლენინის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში მოსკოვის "სპარტაკმა" "რეალს" უმასპინძლა. ის თამაში ფრედ - 0:0 დამთავრდა.

რაც შეეხება მადრიდის "რეალისა" და "დინამოს" დაპირისპირებას, ეს მოხდა 1981 წელს. მადრიდში, "დონ სანტიაგოს თასი" გათამაშდა, რომლის ნახევარფინალში "რეალმა" თბილისის "დინამოს" 4:2 სძლია. სწორედ ამ შეზვედრაში მოსტეხა მადრიდელმა მცველმა ანხელმა დავით ყიფიანს ფეხი. სხვათაშორის, იმ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად და საუკეთესო მოთამაშედ დინამოელები დასახელდნენ - შესაბამისად, რამაზ შენგელია და ვლადიმერ გუცაევი.

1985-86 წლებში მადრიდის "რეალმა" 2 ჯერ მოიპოვა უეფას თასი, პრიმერა დივიზიონში კი ზედიზედ 5 გამარჯვებისგან შემდგარი სერია გამოაცხო.

90-იანი წლების დასაწყისი "რეალიასთვის" მძიმე გამოდგა-კლუბი ვერა და ვერ ახეხებდა უპირველესი კონკურენტის, "ბარსელონას" ჩრდილაიდან გამოსვლას.
შემადგენლობა [რედაქტირება]

2011 წლის 27 იანვრისთვის.[4]ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 მეკარე იკერ კასილიასი (კაპიტანი)
2 მცველი რიკარდო კარვალიო
3 მცველი პეპე
4 მცველი სერხიო რამოსი (I ვიცე-კაპიტანი)
5 ნახევარმცველი ფერნანდო გაგო
6 თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი (იჯარით „მანჩესტერ სიტიდან")
7 თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ
8 ნახევარმცველი კაკა
9 თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა
10 ნახევარმცველი ლასანა დიარა
11 ნახევარმცველი ესტებან გრანერო
12 მცველი მარსელო (II ვიცე-კაპიტანი)
ნომერი პოზიცია მოთამაშე
13 მეკარე იერჟი დუდეკი
14 ნახევარმცველი ჩაბი ალონსო
16 ნახევარმცველი სერხიო კანალესი
17 მცველი ალვარო არბელოა
18 მცველი რაულ ალბიოლი
19 მცველი ესეკიელ გარაი
20 თავდამსხმელი გონსალო იგუაინი
21 ნახევარმცველი პედრო ლეონი
22 ნახევარმცველი ანხელ დი მარია
23 ნახევარმცველი მესუთ იოზილი
24 ნახევარმცველი სამი ხედირა
25 მეკარე ანტონიო ადანი


იჯარით წასული მოთამაშეები [რედაქტირება]ნომერი პოზიცია მოთამაშე
— მცველი დავიდ მატეოსი (ათენის „აეკ-ში")
ნომერი პოზიცია მოთამაშე
— მცველი როისტონ დრენტე („ერკულესში")


პრეზიდენტები [რედაქტირება]

ფლორენტინო პერესი

არსებობის მანძილზე „რეალი" იმართებოდა კლუბის წევრებისაგან შემდგარი ჯგუფისაგან, რომელსაც ე.წ. სოსიოსი ჰქვია. ყველაზე დიდ ხანს სამეფო კლუბის პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ იესტე იყო, რომელიც რეალის პირველი პირი 35 წლის მანძილზე (1943-1978 წ.წ.) გახლდათ. 2000 წლის ივლისიდან კი, სამეფო კლუბის საპატიო პრეზიდენტის თანამდებობა ალფრედო დი სტეფანოს უკავია. კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია.სახელი -დან -მდე
ხულიან პალასიოსი 1900 1902
ხუან პადროსი 1902 1904
კარლოს პადროსი 1904 1908
ადოლფო მელენდესი 1908 1916
პედრო პარახესი 1916 1926
ლუის დე ურკიხო 1926 1930
ლუის უსერა 1930 1935
რაფაელ სანჩეს გუერა 1935 1936
ადოლფო მელენდესი 1936 1940
ანტონიო სანტოს პერალბა 1940 1943
სანტიაგო ბერნაბეუ იესტე 1943 1978
ლუის დე კარლოსი 1978 1985
რამონ მენდოსა 1985 1995
ლორენსო სანსი 1995 2000
ფლორენტინო პერესი 2000 2006
რამონ კალდერონი 2006 2009
ფლორენტინო პერესი 2009 -

მწვრთნელები [რედაქტირება]

ჟოზე მოურინიო

რეალის პირველი მწვრთნელი ინგლისელი არტურ ჯონსონი იყო. მის შემდეგ სამეფო კლუბში სხვადასხვა დროს 41 სპეციალისტი მუშაობდა. ყველაზე დიდ ხანს "ბლანკოსს" მიგელ მუნიოსი (1960-1974) უძღვებოდა, რომლის თავკაცობითაც სამეფო კლუბმა 424 მატჩი ჩაატარა. ახლა მადრიდელებს ჟოზე მოურინიო წვრთნის.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ის მწვრთნელებია ნახსენები, რომლებმაც რეალს მინიმუმ ერთი ტიტული მაინც მოაგებინეს.სახელი დრო ტიტულები ჯამში
შინასარბიელი საერთაშორისო
ლლ ეთ ეს ლთ ჩლ უთ უს სთ
არტურ ჯონსონი 1910–20 0 5 0 0 0 0 0 0 5
ლიპო ჰერტსკა 1930–32 1 0 0 0 0 0 0 0 1
რობერტ ფირსტი 1932–34 1 0 0 0 0 0 0 0 1
ფრანსისკო ბრუ 1934–41 0 1 0 0 0 0 0 0 1
ხაკინტო კინკოსესი 1945–46, 1947–48 0 1 0 0 0 0 0 0 1
ბალტასარ ალბენისი 1946–47, 1950–51 0 1 0 0 0 0 0 0 1
ენრიკე ფერნანდესი 1953–54 1 0 0 0 0 0 0 0 1
ხოსე ვილიალონგა 1954–57 2 0 0 0 2 0 0 0 4
ლუის კარნილია 1957–59, 1959 1 0 0 0 2 0 0 0 3
მიგელ მუნიოსი 1959, 1960–74 9 2 0 0 2 0 0 1 14
მილიან მილიანიჩი 1974–77 2 1 0 0 0 0 0 0 3
ვუიადინ ბოშკოვი 1979–82 1 1 0 0 0 0 0 0 2
ლუის მელოუნი 1974, 1977–79, 1982, 1985–86 3 3 0 1 0 2 0 0 9
ლეო ბეენჰაკერი 1986–89, 1992 3 1 1 0 0 0 0 0 5
ჯონ ტოშაკი 1989–90, 1999 1 0 1 0 0 0 0 0 2
ალფრედო დი სტეფანო 1990–91 0 0 1 0 0 0 0 0 1
ბენიტო ფლორო 1992–94 0 1 1 0 0 0 0 0 2
ვისენტე დელ ბოსკე 1994, 1999–2003 2 0 1 0 2 0 1 1 7
ხორხე ვალდანო 1994–1996 1 0 0 0 0 0 0 0 1
ფაბიო კაპელო 1996–1997, 2006–2007 2 0 0 0 0 0 0 0 2
იუპ ჰაინკესი 1997–1998 0 0 1 0 1 0 0 0 2
გუუს ჰიდინკი 1998–1999 0 0 0 0 0 0 0 1 1
კარლუშ კეირუში 2003–2004 0 0 1 0 0 0 0 0 1
ბერნდ შუსტერი 2007–2008 1 0 1 0 0 0 0 0 2

ტიტულები [რედაქტირება]
ესპანეთის ლა ლიგა (31):

1931-32, 1932-33, 1953-54, 1954-55, 1956-57 1957-58, 1960-61, 1961-62, 1962-63, 1963-64 1964-65, 1966-67, 1967-68, 1968-69, 1971-72 1974-75, 1975-76, 1977-78, 1978-79, 1979-80 1985-86, 1986-87, 1987-88, 1988-89, 1989-90 1994-95, 1996-97, 2000-01, 2002-03, 2006-07 2007-08
ესპანეთის თასი (18):

1904-05, 1905-06, 1906-07, 1907-08, 1916-17, 1933-34 1935-36, 1945-46, 1946-47, 1961-62, 1969-70, 1973-74 1974-75, 1979-80, 1981-82, 1988-89, 1992-93, 2010-11
ესპანეთის სუპერთასი (7):

1988-89, 1989-90, 1990-91, 1993-94, 1997-98, 2001-02, 2003-04
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასი (12):

1955-56, 1956-57, 1957-58, 1958-59, 1959-60, 1965-66, 1997-98, 1999-2000, 2001-2002

1955/56 4-3 vs. სტად დე რეიმსი, შამპანი 1956/57 2-0 vs. ფიორენტინა 1957/58 3-2 vs. მილანი 1958/59 2-0 vs. სტად დე რეიმსი, შამპანი 1959/60 7-3 vs. ფრანკფურტის აინტრახტი 1965/66 2-1 vs. ბელგრადის პარტიზანი 1997/98 1-0 vs. იუვენტუსი 1999/00 3-0 vs. ვალენსია 2001/02 2-1 vs. ლევერკუზენი ბაიერი
უეფა-ს თასი (2):

1984-85 1985-86
საკონტინენტთაშორისო თასი (3):

1960, 1998, 2002
უეფა-ს სუპერთასი (1):

2002

მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
ნანახია: 747 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 sxva  
0
reali yvelaze bandzi klubia bsoplioshi dortmundic jobia magas da kidev siaxles roca wer sataurs d aukvirdi pirikit xom ar ajobebda

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz