პარასკევი
19.04.2024
05:04
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » რუმინეთი
13:45
რუმინეთი
სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
3 სახელმწიფო
4 დემოგრაფია
5 ეკონომიკა
6 ისტორია
7 მემკვიდრეობა
8 რესურსები ინტერნეტში

სახელწოდება [რედაქტირება]
ოფიციალური: რუმინეთი (ადრე რუმინეთის რესპუბლიკა ერქვა).
ეროვნული: Romania, ადრე Republica Romania.
ეტიმოლოგია: სახელი წარმოსდგება რომისაგან, რომის იმპერიისაგან.


გეოგრაფია [რედაქტირება]


ქვეყანა მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: უნგრეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბულგარეთი, სერბეთი. ფართობი - 238.319 კვ.კმ.
სახელმწიფო [რედაქტირება]
სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატია.
სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ.
მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (140+345 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა : 41 ოლქი (judet) და 1 მუნიციპალიტეტი (municipiu).


დემოგრაფია [რედაქტირება]
მოსახლეობა - 22.271 ათასი (2003), მათ შორის რუმინელები 89,5%, უნგრელები 6,6%, ბოშები 2,5%.
სახელმწიფო ენა : რუმინული. გავრცელებული ენები : უნგრული, გერმანული.
რელიგია - ქრისტიანობა.
დედაქალაქი - ბუქარესტი (1.906 ათასი).
ქალაქები - ბრაშოვი (282), კონსტანცა (309), ტიმიშოარა (316), იასი (320), კლუჟ-ნაპოკა (316), კრაიოვა (301), გალაცი (297).


ეკონომიკა [რედაქტირება]
რესურსები - ნავთობი (მცირე მარაგი), საშენი ხე-ტყე, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი, მარილი, სასოფლო-სამეურნეო მიწები, ჰიდროენერგია.
ექსპორტი - ნავთობპროდუქტები, ცემენტი, ქიმიური წარმოების მოწყობილობანი.
ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 1.850 $.
ვალუტა - ლეი (ROL).
ისტორია [რედაქტირება]

40-იანი წლებიდან რუმინეთს კომუნისტური ხელისუფლება მართავდა. 60-იან წლებში დაიწყო მოძრაობა სსრ კავშირის გავლენის სფეროდან გამოსვლისათვის. 1989 წლის სახალხო აჯანყების შედეგად ნიკოლაე ჩაუშესკუს კომუნისტური ხელისუფლება დამხობილ იქნა. 1990 და 1992 წელს ჩატარდა პირველი დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ ხელისუფლებაში ისევ ყოფილი კომუნისტები დარჩნენ. 2003 ოქტომბერში რუმინეთის მოსახლეობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ქვეყნის კონსტიტუციის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც პირველ რიგში ეროვნულ უმცირესობათა (უნგრელები, ბოშები) უფლებების დაცვას ეხება. რუმინეთმა 2002 წელს პრაღის სამიტზე მიიღო მიწვევა ნატოსაგან, ხოლო ეკონომიკური რეფორმების წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია მისი ევროკავშირში გაწევრიანება 2007 წლისათვის.
მემკვიდრეობა [რედაქტირება]

ბიერტანის ციხე-სიმაგრე, მოლდავეთისა და ბუკოვინის ეკლესიები, დუნაის დელტა, ჰორეზუს მონასტერი, სიგიშოარას ისტორიული ცენტრი, ტრანსილვანიის სოფლები ფორტიფიცირებული ეკლესიებით, მარამურეშის ხის ეკლესიები.

ნანახია: 778 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz