ოთხშაბათი
24.04.2024
19:18
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » საქართველო
19:31
საქართველო
საქართველო — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801—1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებმა ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.

საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
2.1 ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
2.2 ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
2.3 საქართველოს საზღვრები
2.4 ფლორა და ფაუნა
3 სახელმწიფო
4 ტერიტორიული მოწყობა
5 დემოგრაფია
6 კულტურა
6.1 არქიტექტურა
6.2 სამზარეულო და სუფრის ტრადიციები
7 განათლება
8 ეკონომიკა
8.1 საბანკო-საფინანსო და დაზღვევის სისტემები
9 შეიარაღებული ძალები
10 ისტორია
10.1 უახლესი ისტორია
10.1.1 დამოუკიდებლობის აღდგენა
10.1.2 სამხედრო გადატრიალება
10.1.3 ვარდების რევოლუცია - შევარდნაძის გადადგომა
10.1.4 საპროტესტო მოძრაობა
10.1.5 საქართველო-რუსეთის ომი
11 ლიტერატურა
12 იხილეთ აგრეთვე
13 ქართული რესურსები ინტერნეტში

სახელწოდება [რედაქტირება]

ქვეყნის სახელწოდება „საქართველო" მომდინარეობს „ქართ" ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ"-ს უკავშირდება. 1918—1921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად", 1990—1995 წლებში — „საქართველოს რესპუბლიკა"-დ. ქვეყნის საერთაშორისო კოდია — GE.
გეოგრაფია [რედაქტირება]

საქართველოს ფიზიკური რუკა მთავარი სტატია : საქართველოს გეოგრაფია.


საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.

საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოასვლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.

საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.

საქართველო ჩ.გ. 41o071 და 43o351 და ა.გ. 40o041 და 46o441-ს შორის მდებარეობს.
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა [რედაქტირება]

გეოტექტონიკური თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთს.

ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებს შორის საზვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.

საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი - ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების - კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა [რედაქტირება]

ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან (აზერბაიჯანი და სომხეთი) შედარებით.

საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია. საბჭოთა კავშირში ყოფნისას იგი სატრანსპორტო "ჩიხში" იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.
ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ.
ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16 %, საძოვრები — 25 %, ტყეები — 34 %. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი.
ბუნებრივი რესურსები: ტყეები, ჰიდროენერგია, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირის და ნავთობის მცირე მარაგი; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.
საქართველოს საზღვრები [რედაქტირება]

სახმელეთო საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაბა ლესელიძესთან იწყება. შემდგომ იგი მიუყვება ფსოუს, რომელიც სათავეს მთა აგეფსთასთან იღებს. საქართველოს ჩრდილო საზღვარი ძირითადად ემთხვევა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს. მთა ვაციკფარსიდან მთა შავიკლდემდე საქართველოს საზღვარი გადის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მთა მყინვარწვერზე და გვერდით ქედზე. აღმოსავლეთ საზღვარი იწყება მთა ტინოვროსოდან, ეშვება ალაზნის ველზე, მიუყვება მდინარე ალაზანს, ვიდრე 1 კმ არ დარჩება მინგეჩაურის წყალსაცავთან მდინარის შეერთებამდე. საქართველოს სამხრეთი საზღვარი იწყება შავ ზღვასთან, სოფელ სარფის მიდამოებში. იგი ჯერ მიუყვება, შემდეგ კი კვეთს ლაზისტანის ქედის ჩრდილო დაბლოებას, მიუყვება შავშეთის და კვლავ კვეთს არსიანის ქედს, ჯავახეთ-სომხეთის ვულკანურ მთიანეთს, ლოქის ქედს, მდინარე მტკვარს და ივრის ზეგანს.
ფლორა და ფაუნა [რედაქტირება]

ცხვრის ფარა ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში მთავარი სტატია : საქართველოს ფლორა და საქართველოს ფაუნა.


საქართველოს მცენარეთა სამყარო (ფლორა) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 - გვიმრისებურს, 600 - ხავსებს, 650 - მღიერებს, 5000 - სოკოვნებსა და 2000 - წყალმცენარეებს.

საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.
სახელმწიფო [რედაქტირება]

საქართველოს გზები

საქართველო შერეული ტიპის, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.
დედაქალაქი: თბილისი.
სახელმწიფო ენა: ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში — აგრეთვე აფხაზური.
ეროვნული დღესასწაული: 26 მაისი (1918), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე (1991 წლის 9 აპრილს, საბჭოთა იმპერიის 70-წლიანი მმართველობის შემდეგ, იმავე წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი).
ძირითადი პოლიტიკური პარტიები (ანბანურ რიგზე):
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი;
საქართველოს კონსერვატიული პარტია — თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური;
საქართველოს ლეიბორისტული პარტია — თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი;
მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის — თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი;
პოლიტიკური მოძრაობა „ახალი მემარჯვენეები" — თავმჯდომარე დავით გამყრელიძე;
პოლიტიკური მოძრაობა „ეროვნული ფორუმი" — თავმჯდომარე კახაბერ შარტავა;
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება" — თავმჯდომარე კონსტანტინე ზ. გამსახურდია;
პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" — თავმჯდომარე გოგი თოფაძე;
პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოს გზა" — თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი;
პოლიტიკური მოძრაობა იმედი — თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია;
საქართველოს რესპუბლიკური პარტია — თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი;
ქრისტიან–დეოკრატიული მოძრაობა — თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე;
ხალხის პარტია — თავმჯდომარე კობა დავითაშვილი;
საქართველოს მწვანეთა პარტია — თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე;
ტერიტორიული მოწყობა [რედაქტირება] მთავარი სტატია : საქართველოს ტერიტორიული მოწყობა.


დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 2 ავტონომიური რესპუბლიკა, 64 მუნიციპალიტეტი და 5 თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის დედაქალაქი თბილისია. კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.

თითოეული მუნიციპალიტეტი ერთიანი თვითმმართველი ერთეულია, ერთგვაროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებითა და გამოკვეთილი ბუნებრივი საზღვრებით. მნიშვნელოვანი ელემენტია ასევე მოსახლეობის ეთნოკულტურული სიახლოვე და ისტორიულად ჩამოყალიბებული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ფუნქცია.საქართველოს რეგიონები


აფხაზეთი
რაჭა-ლეჩხუმი და
ქვემო სვანეთი
კახეთი
მცხეთა-
მთიანეთი
ქვემო ქართლი
შიდა ქართლი
სამცხე-
ჯავახეთი
იმერეთი
სამეგრელო
და
ზემო
სვანეთი
გურია
აჭარა
შავი ზღვა
რუსეთი
თურქეთი
სომხეთი
აზერბაიჯანი

თბილისი

№ რეგიონი დედაქალაქი
1 აფხაზეთი სოხუმი
2 სამეგრელოს და ზემო სვანეთის ზუგდიდი
3 გურია ოზურგეთი
4 აჭარა ბათუმი
5 რაჭა-ლეჩხუმის
და ქვემო სვანეთი ამბროლაური
6 იმერეთი ქუთაისი
7 სამცხე-ჯავახეთი ახალციხე
8 შიდა ქართლი გორი
9 მცხეთა-მთიანეთი მცხეთა
10 ქვემო ქართლი რუსთავი
11 კახეთი თელავი
12 თბილისი თბილისი

დემოგრაფია [რედაქტირება]

ცნობილი ქართველები მთავარი სტატია : საქართველოს დემოგრაფია.


მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. XX საუკუნეში საქართველოში 6 ასეთი აღწერა ჩატარდა (პირველი - 1926 წელ, უკანასკნელი 1989 წელს). დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის პირველი აღწერა 2002 წლის იანვარს ჩატარდა.

1989 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 5,443,000 კაცი იყო, 2002 წლისათვის კი 4,601,500. როგორც ჩანს, 13 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარმა რთულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთან მკვეთრად იკლო შობადომამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რაც შეეხება საკუთრივ ქართველებს, მათი რაოდენობა საქართველოში 1989 წელს 3,787,000 კაცს უდრიდა, რაც მთელი საქართველოს მოსახლეობის 70,1%-ს შეადგენდა. 2002 წელს კი ქართევლების რაოდენობა 3,661,000 უდრიდა, ანუ მთელი მოსახლეობის 83,8% იყო. ქართველების რაოდენობა 1989 წლიდან 2002 წლამდე მხოლოდ 4%-ით შემცირდა ანუ საქართველოს მოსახლეობის კლება ძირითადად სხვა ეროვნებების ხარჯზე მოხდა. 2002 წლის შემდეგ მგომარეობა შედარებით გამოსწორდა და მოსახლეობის მატება დაიწყო. 2006 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლ. 4.661.473-ს შეადგენს. მოსახლეობის ზრდის ტემპი შეადგენს 0,74%-ს.
ეთნიკური შემადგენლობა (საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): ქართველები — 83,8 %, აზერბაიჯანელები — 6,5 %, სომხები — 5,7 %, რუსები — 1,5 %, ოსები — 0.9 %, იეზიდები — 0.4 %, ბერძნები — 0.3 %, ქისტები — 0.2 %, უკრაინელები — 0.2 %, აფხაზები — 0,1 %;
რელიგიური შემადგენლობა (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 84.00 %, მუსლიმანები — 9.9 %, სომეხი გრიგორიანელები — 3.9 %, კათოლიკეები — 0.8 %, იეზიდები – 0.4%, იუდეველები — 0,1 %, ნესტერიანელები – 0.1% და სხვები.
დიდი ქალაქები: თბილისი — 1.136.600, ქუთაისი — 188.600, რუსთავი — 117.300, ბათუმი — 122.200, სოხუმი — 43.000, გორი —42.000 , ზუგდიდი — 69,000, ფოთი — 47,400, ცხინვალი — 7,000.
ქალაქების მოსახლეობა


თბილისი

ქუთაისი

ბათუმი
№ ქალაქი მხარე მოსახლეობა № ქალაქი მხარე მოსახლეობა ხილვა • განხილვა • რედ.


რუსთავი

ზუგდიდი

გორი
1 თბილისი თბილისი 1,270,800 10 ხაშური შიდა ქართლი 28.560
2 ქუთაისი იმერეთი 186,300 11 სენაკი სამეგრელო-ზემო სვანეთი 28,082
3 ბათუმი აჭარა 121,806 12 ზესტაფონი იმერეთი 24.200
4 რუსთავი ქვემო ქართლი 122,384 13 თელავი კახეთი 21.800
5 ზუგდიდი სამეგრელო-ზემო სვანეთი 75,550 14 მარნეული ქვემო ქართლი 20.100
6 გორი შიდა ქართლი 49,500 15 ოზურგეთი გურია 18.700
7 ფოთი სამეგრელო-ზემო სვანეთი 47,150 16 ქობულეთი აჭარა 18.600
8 სოხუმი აფხაზეთი 43,700 17 ახალციხე სამცხე-ჯავახეთი 18.500
9 სამტრედია იმერეთი 29,700 18 წყალტუბო იმერეთი 16.800



კულტურა [რედაქტირება] მთავარი სტატია : საქართველოს კულტურა.

არქიტექტურა: ქალაქი-მუზეუმი მცხეთა, გელათის სამონასტრო კომპლექსი, თბილისის ისტორიული ცენტრი, უფლისციხის და ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსები, დავით გარეჯის და შიო მღვიმის კომპლექსები; ბაგრატის ტაძარი; ზემო სვანეთი;
ლიტერატურა: ქართული ეპოსი — ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთაველი, XIII ს.).
თეატრი: ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის (თბილისი, 1851), რუსთაველის სახ. დრამატული (თბილისი, 1821), მარჯანიშვილის სახ. დრამატული (თბილისი, 1928).
კულტურის თავისებურებები: პოლიფონიური სიმღერა, ორიგინალური დამწერლობა.
არქიტექტურა [რედაქტირება]

სვანური კოშკი

ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდ გავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია.

აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები უფრო კომპაქტურია და მჭიდროდაა დასახლებული. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთები გაცილებით დიდია და საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებიც ერთადაა.

საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციებში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია. ამასთან განსხვავება საკმაოდაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4 სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ ხევსურეთში). ფიქლით აშენებული სახლები, როგორც წესი, მშრალი (დუღაბის გარეშე) წყობისაა.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარის და მთისწინეთის ზონაში საცხოვრებელი სახლი ძირითადად დარბაზის ტიპისა იყო. ქვითა და აგურით აშენებული ერთსართულიან ნაგებობას საფეხურებრივ-გვირგვინისებური გუმბათის მსგავსი გადახურვა გქონდა, რომელიც ბოლოვდებოდა ერდოთი - კვამლისა და სინათლისათვის დატოვებული ხვრელით. დარბაზის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რაიონში განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში გაცრცელებული იყო მიწური სახლები - მიწის სიღრმეში გამოკვეთილი ქვისკედლებიანი და მიწის სახურავიანი ნაგებობები.

დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობისა და ჭაობიანობის გამო უმეტესად აშენებდნენ ერთ ან ორსართულიან ხის სახლებს, რომლებიც ხამინჯებზე იდგა და ყავრის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავი გქონდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოწნული, ჩალით დახურული სახლების ტიპი - ფაცხა.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა: ორსართულიანი, რამდენიმეოთახიანი, ფანჯრებიანი და ხისიატაკიანი სახლები, რომლებშიც ღია კერიის ნაცვლად ბუხრები იყო ამოშენებული. აღმოსავლეთ საქართველოში სახლები ძირითადად ქვითა და აგურით შენდებოდა, დასავლეთ საქართველოში კი - ხით. გადასახურავად ძირითადად კრამიტი გამოიყენებოდა, გურია-სამეგრელოში კი ყავარი. სახლის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ხის აივანი.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტრადიციულმა არქიტექტურამ ადგილი თანამედროვე ევროპულ სტილს დაუთმო. ამჟამად ძირითად საშენ მასალად გამოიყენება აგური, ცემენტის ბლოკები, რკინა-ბეტონი და თუნუქი. განსხვავებაც სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სახლებს შორის მინიმუმამდე დავიდა.
სამზარეულო და სუფრის ტრადიციები [რედაქტირება]

ხინკალი

ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში. ეროვნული ტანსამლისაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება იყო. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი ქერის ხმიადა|ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი - გუდის ყველი.

დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.

ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.
განათლება [რედაქტირება]

შოთა რუსთაველი

უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები და განათლების ცენტრები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
კავკასიის უნივერსიტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს უნივერსიტეტი
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
ეკონომიკა [რედაქტირება]საქართველოს ეკონომიკა
ვალუტა ლარი (GEL)
ფისკალური წელი კალენდარული წელი
სავაჭრო ორგანიზაციები WTO და სუამი
სტატისტიკა
მშპ რანგი 126-ე (2005) [1]
მშპ (მუპ) $18.16 მილიარდი (2006)
მშპ ზრდა 9.4% (2006)
მშპ/სულზე $3,900 (2006)
მშპ სექტორით სოფ.-მეურნეობა (17.2%), მრეწველობა (27.5%), მომსახურება (55.3%) (2005 დაახ.)
ინფლაცია 10% (2006)
მოსახლეობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 54% (2001)
სამუშაო ძალა 2.04 მილიონი (2004)
სამუშაო ძალა პროფესიით სოფ.მეურნეობა (40%), მრეწველობა (20%), მომსახურება (40%) (1999 დაახ.)
უმუშევრობა 12.6% (2004 დაახ.)
მთავარი მრეწველობა ფოლადი, ავიაცია, მანქანათხელსაწყოები, ელექტროხელსაწყოები, მაღაროები (მანგანუმი და სპილენძი), ქიმიური, ხე-ტყე, ღვინო
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $1.5 მილიარდი (2008)
მთავარი პარტნიორები თურქეთი 17.6%, აზერბაიჯანი 13.7%, უკრაინა 9.0%, კანადა 8.8%, სომხეთი 8.3%, ბულგარეთი 7.2%, აშშ 6.8% (2005)
იმპორტი $6.0 მილიარდი (2008)
მთავარი პარტნიორები თურქეთი 15.3%, უკრაინა 10.9%, აზერბაიჯანი 10.0%, გერმანია 7.2%, რუსეთი 7.0%, ჩინეთი 4.9% (2005)
საჯარო ფინანსები
სახელმწიფო ვალი $1.76 მილიარდი (2006 დაახ.)
შემოსავლები $1.43 მილიარდი (2005 დაახ.)
გასავლები $1.56 მილიარდი (2005 დაახ.)
ეკონომიკური დახმარება ODA $150 მლნ (2000 დაახ.)
რედ.
მთავარი სტატია : საქართველოს ეკონომიკა.


დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე გრძელდება საბაზრო რეფორმები. ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა (ჩაი, ციტრუსი, ხილი, თამბაქო, ღვინო), მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ჰიდრორესურსები. დიდი ყურადღება ეთმობა საკურორტო-ტურისტული კომპლექსის აღდგენას, რომელიც ადრე ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანს ემსახურებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ყურძენი, ჩაი, ციტრუსები); მთავარი სავაჭრო პარტნიორებია რუსეთი (18 %), თურქეთი (14 %), აზერბაიჯანი (12 %) და აშშ (6 %). • ერთობლივი ეროვნული პროდუქტი: სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 32; 1 სულ მოსახლეზე — 860 $. • ვალუტა — ქართული ლარი (GEL).
დამატებითი ინფორმაცია: ქართული კომპანიები და ორგანიზაციები
საბანკო-საფინანსო და დაზღვევის სისტემები [რედაქტირება]

დიდი მამულიშვილი, ილია ჭავჭავაძე, საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის ხელმძღვანელობის პერიოდში, ჯერ კიდევ 1883 წლიდან გაზეთ «ივერია»-ში აქვეყნებს, ხსენებული ორგანიზაციის, საზოგადოებრივი მუშაობისა და ღვაწლის შემაჯამებელ ოქმებს (რუბრიკაში «შინაური მიმოხილვა»). ეს უკანასკნელი კი საფუძველი ხდება პირველი ქართული საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის — პირველი საჯარო წარდგინებისა. ილია მიზანმიმართულად მუშაობდა საბანკო მომსახურების კულტურის საქართველოში დამკვიდრების საკითხებზე. ასსზე მეტი წლის შემდეგ, XX საუკუნის 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის დაბრუნებიდან — დღემდე, საქართველოს საბანკო — საფინანსო ჯგუფები, მათი მოღვაწეობა და მიღწევები წარმოადგენს კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ფასეულობას სტაბილური, სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.

დღეს საქართველოს ეკონომიკის სექტორში მუშაობს რამდენიმე ძლიერი კომერციული ბანკი და ბანკების ასოციაცია:
საქართველოს ბანკების ასოციაცია
ბაზის ბანკი
ბანკი რესპუბლიკა (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი)
ვითიბი (ყოფილი გაერთიანებული ქართული ბანკი)
თიბისი ბანკი
პროკრედიტბანკი
საქართველოს ბანკი
სახალხო ბანკი
სილქ როუდ ბანკი
სტანდარტ ბანკი
ტაოპრივატბანკი

არასაბანკო საკრედიტო-სადეპოზიტო ორგანიზაციები და საფინანსო-საკრედიტო მხარდაჭერის პროგრამები:
განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი

დაზღვევის სისტემა:
დაზღვევის ასოციაცია
ალდაგი-ბი-სი-აი
ჯი-პი-აი ჰოლდინგი

სახელმწიფო ინსტიტუტები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ეროვნული ბანკი
შეიარაღებული ძალები [რედაქტირება] მთავარი სტატია : საქართველოს შეიარაღებული ძალები.


2007 წლის მონაცემებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 37000 მდე სამხედრო მოსამსახურე. სახმელეთო ჯარები (35000), სამხედრო-საჰაერო ძალები (1300), სამხედრო-საზღვაო ძალები (400). რეზერვში ირიცხებოდა 60000 ადამიანი. შეიარაღებაში იმყოფებოდა 235-მდე ტანკი, 250-მდე საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 240-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი, 80-მდე საზენიტო რაკეტო კომპლექსი, 15 თვითმფრინავი და 50 შვეულმფრენი,(ასევე 40 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი), 25 საპატრულო კატარღა და მცირე ხომალდი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება შერეული პრინციპით-სავალდებულო გაწვევით და კონტრაქტის საფუძველზე. 2007 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოეყო დაახლოებით 1 მლრდ. დოლარი.
ისტორია [რედაქტირება] მთავარი სტატია : საქართველოს ისტორია.

უახლესი ისტორია [რედაქტირება] ყურადღება: ეს სტატია/სექცია შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს.
გთხოვთ იხილოთ დისკუსია განხილვის გვერდზე.
გთხოვთ ნუ ამოიღებთ ამ შეტყობინებას კამათის გადაჭრამდე.

დამოუკიდებლობის აღდგენა [რედაქტირება]საქართველოს ისტორია


ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
უძველესი ისტორია
კოლხეთის სამეფო
იბერიის სამეფო
ლაზიკა-ეგრისის სამეფო
ძველი და ახალი ისტორიები
ტაო-კლარჯეთის სამეფო
აფხაზეთის სამეფო
ჰერეთის სამეფო
ქართლის სამეფო
კახეთის სამეფო
იმერეთის სამეფო
ერთიანი ქართული სახელმწიფო
ქართლ-კახეთის სამეფო
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
უახლესი ისტორია
საქ. დემოკრ. რესპუბლიკა
საქართველოს სსრ
საქართველოს რესპუბლიკა
საქართველოს პორტალი
ხ • გ • რ


1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მემარჯვენე საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო" (სპიკერი: ზვიად გამსახურდია). იმავე წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ბ-ნი ზვიად კ. გამსახურდია (1939—1993). იმავე სესიაზე რესპუბლიკას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა", დამტკიცებულ იქნა ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა და სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის ერთადერთ კითხვას: „გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" დადებითი პასუხი გასცა ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა, მათ შორის აფხაზებმაც. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი". იმავე დღეს აშშ-ის კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად სცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.
სამხედრო გადატრიალება [რედაქტირება]

1991 წლის 26 მაისის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. რადიკალური ოპოზიციის მოქმედების შედეგად, 1991 წლის 22 დეკემბრიდან თბილისში დაიწყო სამხედრო გადატრიალება, რაც დასრულდა 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტ გამსახურდიას სამშობლოდან გაძევებით. ხელისუფლების სათავეში მოექცა სამხედრო საბჭო, რომელმაც იმავე წლის მარტში ძალაუფლება გადასცა ე. წ. „სახელმწიფო საბჭო"-ს (თავმჯდომარე: ე. შევარდნაძე).

ქვეყანაში დამყარდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი, რომლის 12-წლიანი მმართველობა აღინიშნა ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების დაკანონებით და ა. შ. პირველი პრეზიდენტის და მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ციხეებში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული პოლიტიკური პატიმარი.

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი მძლავრი ტალღის აგორებამ 1988 წელს, შემდეგ კი საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია მის ავტონომიურ წარმონაქმნებში, რასაც შედეგად მოჰყვა სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება (1989—1993) და სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბება აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში (შიდა ქართლში). 1993 წლის სექტემბერში სამშობლოში დაბრუნებულმა ზვიად გამსახურდიამ (ჩეჩნეთის დედაქალაქიდან იგი სამეგრელოში ჩაფრინდა) სცადა აფხაზეთის გადარჩენა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, მაგრამ ე. შევარდნაძემ მოიწვია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები ადმირალ ბალტინის მეთაურობით და დახმარების შემთხვევაში რუსეთს აღუთქვა საქართველოს დსთ-ში შეყვანა. ამან გადაწყვიტა კანონიერი პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების ბედი. სამეგრელოს მაღალმთიან, ტყიან მასივში გახიზნული პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 1993 წლის 31 დეკემბერს.
ვარდების რევოლუცია - შევარდნაძის გადადგომა [რედაქტირება] მთავარი სტატია : ვარდების რევოლუცია.


2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების მიზეზით გამოწვეულ საერთო-სახალხო მღელვარების ფონზე, იმდროინდელმა ოპოზიციამ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მოახდინა „ვარდების რევოლუცია", რამაც 2003 წლის 23 ნოემბრის შევარდნაძის გადადგომა გამოწვია.
საპროტესტო მოძრაობა [რედაქტირება] მთავარი სტატია : საქართველოს პოლიტიკური კრიზისი (ნოემბერი 2007).


2007 წლის ნოემბერში გამართული საპროტესტო მიტინგი პარლამენტის წინ.

2007 წლის 25 სექტემბერს საქართველოს ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სკანდალური განცხადებები გააკეთა.მან განაცხადა იმის შესახებ, თუ რა დანაშაულები ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა მისი მინისტრობის დროს,რასაც მოჰყვა ოქრუაშვილის დაპატიმრება-2007 წლის 27 სექტემბერს ოქრუაშვილი მის მიერ შექმნილი პარტიის - ”ერთიანი საქართველოსთვის” ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი.ამის შემდეგ აგორდა ოპოზიციური წინააღმდეგობის ტალღა,ოპოზიციის გაერთიანება ლოზუნგით_საქართველო პრეზიდენტის გარეშე.2 ნოემბერს გრანდიოზული მიტინგი გაიმართა პარლამენტის შენობის წინ,მაგრამ 7 ნოემბერს ხელისუფლებამ მიტინგი ძალის გამოყენებით დაარბია,შემდეგ შეიჭრა ტელეკომპანია იმედში და დახურა ეს არხი.8 ნოემბერს სააკაშვილი გადადგა და დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები.2008 წლის 5 იანვარს გამართულ არჩევნებში ხმათა 52%-ით გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა,ხოლო ამავე წლის საპარლამენტო არჩევნებში 59 %-ით გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.
საქართველო-რუსეთის ომი [რედაქტირება] მთავარი სტატია : რუსეთ-საქართველოს ომი (2008).


2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს მიმართ ღია აგრესია განახორციელა,მოტივით სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა.ამ ომის შედეგად საქართველომ ზემო აფხაზეთად წოდებული კოდორის ხეობა,ლიახვის ხეობა და ახალგორის რაიონი დაკარგა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
საქართველოს გეოგრაფია - ფიზიკური გეოგრაფია, მე-8 კლასის სახელმძღვანელო, წიგნი I; ნ. ბერუჩაშვილი, ნ. ელიზბარაშვილი; "საქართველოს მაცნე", თბილისი - 2003
საქართველოს გეოგრაფია, მე-9 კლასის სახელმძღვანელო; გ. ჭანტურია, დ. კერესელიძე, მ. ბლიაძე, ზ. სეფერთელაძე; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; თბილისი; მეორე გამოცემა, 2009
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
საქართველოს კულტურა 1921–1941 წლებში
ქართული რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი
Civil.ge — საქართველოს პოლიტიკური სიახლეების მაცნე
Internet.ge
ამინდი საქართველოში
Грузия online — ახალი ამბები და ანალიტიკური მასალები (რუსული)
CIA World Factbook(ინგლისური)
Caucaz.com — ყოველკვირეული სტატიები და რეპორტაჟები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის შესახებ (ინგლისური)(ფრანგული)(გერმანული)
საქართველოს შესახებ ოთხ ენაზე: ახალი ამბები, ისტორია, კულტურა, აუდიო-ვიდეოთეკა, ფორუმი და სხვა
ნანახია: 1667 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz