ხუთშაბათი
25.04.2024
08:10
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » შვეიცარია
17:47
შვეიცარია
შვეიცარია (გერმ. die Schweiz, ფრანგ. la Suisse, იტალ. Svizzera, რეტორომანული la Svizra), ოფიციალურად შვეიცარიის კონფედერაცია (ლათ. Confoederatio Helvetica, გერმ. Schweizerische Eidgenossenschaft, ფრანგ. Confédération suisse, იტალ. Confederazione Svizzera) არის დასავლეთ ევროპაში მდებარე ფედერაციული რესპუბლიკა. დედაქალაქი — ბერნი.სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 დედაქალაქი
3 გეოგრაფია
4 სახელმწიფო
5 ადმინისტრაციული დაყოფა
6 დემოგრაფია
7 ეკონომიკა
8 ისტორია
9 მემკვიდრეობა
10 ბმულები

სახელწოდება [რედაქტირება]

ოფიციალური — შვეიცარიის კონფედერაცია. ეროვნული — Schweiz; Schweizerische Eidgenossenschaft (გერმანულად); Suisse; Confederation suisse (ფრანგულად); Confederazione Svizzera (იტალიურად); Confederaziun Svizera (რეტორომანულად). ქვეყანას სახელი ეწოდა კანტონ Schwyz-ის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ ძველგერმანულ სიტყვას Schweitz-ს უკავშირდება (მისი მნიშვნელობაა „ჭაობი"). შვეიცარიას ადრე ჰელვეციას უწოდებდნენ, რაც ჰელვეტთა ტომებისაგან მომდინარეობს. ქვეყნის ამჟამინდელი კოდი CH სწორედ მისი ძველი ოფიციალური სახელწოდებიდანაა ნაწარმოები - Confederatio Helvetica.

შვეიცარია
დედაქალაქი [რედაქტირება]

შვეიცარიას არ აქვს ოფიციალური დედაქალაქი. ბერნი არის ოფიციალურად Bundesstadt(გერმ. "ფედერალური ქალაქი"), და არა Bundeshauptstadt (გერმ. "ფედერალური დედაქალაქი"). ბერნში არის ფედერალური მთავრობა, რაც მას ხდის დე ფაქტო დედაქალაქად.
გეოგრაფია [რედაქტირება]

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. ფართობი — 41.300 კვ.კმ. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ლიხტენშტაინი, იტალია. მათგან ყველაზე გრძელი საზღვარი მას აქვს იტალიასთან 741 კმ. ყველაზე მოკლე ლიხტენშტინთან 41 კმ. შვეიცარიის უგრძესი მდინარეა რაინი, რომელიც შვეიცარიის ტერიტორიაზე გაედინება 375 კმ-ზე. უდიდესი მყინვარია ალეჩის მყინვარი, ბერნის ალპები, სიგრძით 24.7 კმ. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: სენ-გოტარდი - 2108 მ სიმაღლეზე; ლეპონტინის ალპებზე, შვეიცარიის სამხრეთში, სენ-ბერნარი, 2469 მ სიმაღლეზე მდებარეობს შვეიცარიის და იტალიის საზღვარზე.
სახელმწიფო [რედაქტირება]

სახელმწიფო სისტემა - ფედერაციული საპარლამენტო რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (46+200 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა [რედაქტირება]

26 კანტონი (canton; cantone; kanton). შვეიცარიის კანტონები ლინგვისტური არეალების მიხედვით:
გერმანული ენობრივი არეალი: აარგაუ - აპენცელი - ბაზელი - ბრუნენი - გლარუსი - დისტალი - ზოლოტურნი - ლუცერნი - ნიდვალდენი - ობვალდენი - სანკტ-გალენი - ტურგაუ - უნტერვალდენი - შაფჰაუზენი - შვიცი - ციურიხი - ცუგი - ჰერისაუ
გერმანულ-ფრანგული ენობრივი არეალი: ბერნი - ვალე
გერმანულ-რეტორომანული ენობრივი არეალი: გრაუბიუნდენი
ფრანგული ენობრივი არეალი: ვო - ნოშატელი - ჟენევა - ჟურა - ფრიბური
იტალიური ენობრივი არეალი: ტიჩინო
დემოგრაფია [რედაქტირება]

მოსახლეობა - 7,4 მლნ (2003), მათ შორის 61,5% გერმანო-შვეიცარიელები, 17,1% ფრანკო-შვეიცარიელები, 6,4% იტალიელები, 3,4% იტალო-შვეიცარიელები, 2,5% გერმანელები. სახელმწიფო ენები - გერმანული (65%), ფრანგული (18%), იტალიური (12%) და რეტორომანული (1%). რელიგია - კათოლიციზმი (50%), პროტესტანტობა (48%). დედაქალაქი - ბერნი (123 ათასი). ქალაქები - ციურიხი (348), ჟენევა (179), ბაზელი (163), ლოზანა (117).
ეკონომიკა [რედაქტირება]

რესურსები - ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე, მარილი. ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 305 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 40.630 $. ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ქიმიკატები, საათები, კვების პროდუქტები, შოკოლადი. ვალუტა - შვეიცარიული ფრანკი (CHF).
ისტორია [რედაქტირება]

1648 წელს საღვთო რომის იმპერიას გამოეყო რამდენიმე კანტონი, რომელთაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს. 1815 წელს შვეიცარიამ გამოაცხადა მუდმივი ნეიტრალიტეტი და არ მონაწილეობდა არც ერთ ომში.
მემკვიდრეობა [რედაქტირება]

შუა საუკუნეების ქალაქები ბერნი, ჟენევა, ლუცერნი, ბაზელი; ალპებისა და ლემანის ტბის რაიონები.
ნანახია: 950 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz