შაბათი
20.04.2024
15:29
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » უკრაინა
13:54
უკრაინა
უკრაინა არის ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთიდან აკრავს შავი და აზოვის ზღვები. მოსაზღვრე ქვეყნებია რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი. ფართობი შეადგენს 603.700 კვ.კმ-ს. უკრაინის ტერიტორიაზე მიედინება დიდი მდინარეები: დნეპრი, სამხრეთ ბუგი, დნესტრი, დუნაი. უმაღლესი მწვერვალია მთა გოვერლა - 2061 მ. კლიმატი ზომიერი კონტინენტურია, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე - სუბტროპიკული.სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 სახელმწიფო
3 გეოგრაფია
4 ეკონომიკა
5 ტერიტორიული მოწყობა
6 დემოგრაფია
6.1 უკრაინის ქალაქები მოსახლეობის მიხედვით
7 მთავრობა და პოლიტიკა
7.1 შეიარაღება
8 ისტორია
8.1 ადრეული ისტორია
8.2 კიევის რუსეთი
8.3 უახლესი ისტორია
9 კულტურა

სახელწოდება [რედაქტირება]
ოფიციალური - უკრაინა, ეროვნული - Україна.
ეტიმოლოგია: "უკრაინა" სლავურად სასაზღვრო რეგიონს ნიშნავს, შეადარე რუსულს - ”Окраина”. ამავე დროს სიტყვა ”კრაინა” უკრაინულში, ბელორუსულში, სერბო-ხორვატულში აღნიშნავს ”ქვეყანას”.
სახელმწიფო [რედაქტირება]
სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი (2010).
მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი - ვერხოვნაია რადა (450 წევრი).
გეოგრაფია [რედაქტირება] მთავარი სტატია : უკრიანის გეოგრაფია.


უკრაინის ტოპოგრაფიული რუკა

უკრაინა მსოფლიოში სიდიდით 44-ე სახელმწიფოა, ევროპაში კი მეორე-თავისი 603,700 მკ²-ის ფართობითა და 2,782 კმ-იანი სანაპირო ზოლით შავსა და აზოვის ზღვაზე გასასვლელით.

უკრაინის ლანდშაფტი ძირითადად შედგება ნაყოფიერი სტეპებითა და დაბლობებით, რომლებსაც სერავს ისეთი წყალუხვი და დიდი მდინარეები, როგორიცაა დნეპრი, დნესტრი, სამხრეთი ბუგი. უკრაინის მდინარეების უმეტესობა ჩაედინება შავ და აზოვის ზღვაში. ქვეყანას სამხრეთ სახღვარს რუმინეთთან უდგენს მდინარე დუნაი. უკრაინის მთიან ტერიტორიას შეადგენს კარპატები, რომელიც უკრაინის დასავლეთ ნაწილშია მოქცეული. მისი უდიდესი მწვერვალია მთა -ჰოვერლა. უკიდურეს სამხრეთ ნაწილში-ყირიმის ნახევარკუნძულზე, სანაპირო ზოლის სიახლოვეს არის ყირიმის მთიანეთი.

უკრაინაში ჭარბობს ზომიერი კონტინენტური ჰავა, ყირიმის ნახევარკუნძულსა და სანაპირო ზილზე მძლავრობს ხმელთაშუაზღვიური კლიმატი. რაც შეეხება, ნალექებიდ განაწილებას ქვეყნის ტერიტორიაზე, იგი არათანაბრადაა განაწილებული. ქვეყნის დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილი ჭარბი ნალექიანობით ხასიათდება, სამხრეთი ნაკლებ ნალექიანია. დასავლეთში-1, 200 მილიმეტრი, ყირიმში კი 400 მილიმეტრი ნალექი მოდის წლიურად. ზამთარი შედარებით მკაცრია ქვეყნის შიდა რაიონებში, შავი ზღვის რაიონთან შედარებით. საშუალო წლიური ტემპერატურა ჩრდილოეთში არის 5.5–7 °C, სამხრეთში-11–13 °C.
ეკონომიკა [რედაქტირება] მთავარი სტატია : უკრაინის ეკონომიკა.


საბჭოთა ეპოქის განვითარებული სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის რესპუბლიკა ამჟამად ენერგომატარებლებზე მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. უკრაინის დღევანდელი ეკონომიკისთვის დამახასიათებელია გარდამავალი ეტაპის სირთულეები. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით - რკინის მადანი, ქვანახშირი, მანგანუმი, ბუნებრივი აირი, ნავთობი, მარილი, გოგირდი, გრაფიტი, ტიტანი, მაგნეზიუმი, ნიკელი, ვერცხლისწყალი, საშენი ხე-ტყე, სასოფლო-სამეურნეო მიწები. ექსპორტში დიდი წილი აქვს ლითონებს, მანქანათმშენებლობის პროდუქციას, კვების პროდუქტებს. ვალუტა - ჰრივნა (UAH).
ტერიტორიული მოწყობა [რედაქტირება] მთავარი სტატია : უკრაინის ადმინისტრაციული დაყოფა.


უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 24 ოლქი, 1 ავტონომიური რესპუბლიკა (ყირიმი) და 2 ქალაქი (კიევი, სევასტოპოლი). კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით უკრაინას ოთხ რეგიონად ყოფენ: დნეპრისპირეთი (ცენტრი), დონბასი (აღმოსავლეთი), ნოვოროსია (შავიზღვისპირეთი და ყირიმი) და გალიცია (დასავლეთი).უკრაინის ტერიტორიული მოწყობა ოლქები
ჩერკასი
ჩერნიგოვი
ჩერნოვცი
დნეპროპეტროვსკი
დონეცკი ივანო-ფრანკოვსკი
ხარკოვი
ხერსონი
ხმელნიცკი
კიევი კიროვოგრადი
ლუგანსკი
ლვოვი
მიკოლაევი
ოდესა პოლტავა
როვნო
სუმი
ტერნოპოლი
ვინიცა Volyn
ტრანსკარპატია
ზაპოროჟიე
ჟიტომირი
ავტონომიური რესპუბლიკა ქალაქები სპეციალური სტატუსით
ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა კიევი
სევასტოპოლი

დემოგრაფია [რედაქტირება]
მოსახლეობა - 48,1 მლნ (2003), მათ შორის უკრაინელი 77,80%, რუსი 17,30%, ბელორუსი 0,60%, ყირიმელი თათარი 0.50%, მოლდაველი 0,50%. ყირიმის გარდა, უკრაინელები უმრავლესობას შეადგენენ ყველა ოლქში. *სახელმწიფო ენა - უკრაინული. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მშობლიური ენა რუსულია, გავრცელებულია აგრეთვე რუმინული, პოლონური, უნგრული.
რელიგია - ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი).
დედაქალაქი - კიევი (2.588), დიდი ქალაქები - ხარკოვი (1.435), დნეპროპეტროვსკი (1.026), ოდესა (1.022), დონეცკი (985), ზაპოროჟიე (783), ლვოვი (700).
უკრაინის ქალაქები მოსახლეობის მიხედვით [რედაქტირება]№ ქალაქები ოლქი მოსახლეობა № ქალაქები ოლქი მოსახლეობა

კიევი

ხარკოვი
1 კიევი კიევი 2,611,327 11 ლუგანსკი ლუგანსკი 463,097
2 ხარკოვი ხარკოვი 1,470,902 12 მაკეევკა დონეცკი 389,589
3 დნეპროპეტროვსკი დნეპროპეტროვსკი 1,065,008 13 სიმფეროპოლი ყირიმი 358,108
4 ოდესა ოდესა 1,029,049 14 ვინიცა ვინიცა 356,665
5 დონეცკი დონეცკი 1,016,194 15 სევასტოპოლი სევასტოპოლი 342,451
6 ზაპოროჟიე ზაპოროჟიე 815,256 16 ხერსონი ხერსონი 328,360
7 ლვოვი ლვოვი 732,818 17 პოლტავა პოლტავა 317,998
8 კრივოი როგი დნეპროპეტროვსკი 668,980 18 ჩერნიგოვი ჩერნიგოვი 304,994
9 მიკოლაევი მიკოლაევი 514,136 19 ჩერკასი ჩერკასი 295,414
10 მარიუპოლი დონეცკი 492,176 20 სუმი სუმი 293,141
2001 წლის მონაცემები

მთავრობა და პოლიტიკა [რედაქტირება]

ვერხოვნა რადა, უკრაინის პარლამენტი

უკრაინა არის რესპუბლიკა, შერეული-ნახევრად საპრეზიდენტო და ნახავრად საპარლამენტო, მმართველობით, სადაც ძალაუფლება გადანაწილებულია საკანონმდებლო,აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევენ ხუთი წლის ვადით.

აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა 459 ადგილიანი უკრაინის პარლამენტი-"ვერხოვნა რადა"(Верховна Рада України). პარლამენტი პასუხისმგებელია მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც მართავს პრემიერ-მინისტრი.

საპარლამენტო დადგენილებებსა და კანონებს ამტკიცებს პრეზიდენტი, ხოლო ყირიმის პარლამენტის (Верховна Рада Автономної Республіки Крим) დადგენილებები შეუძლია გააუქმოს უზენაესმა სასამართლომ, თუ კი რომელიმე დადგენილება ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას. უზენაესი სასამართლო არის მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანო უკრაინაში. ადგილობრივი საკრებულოები და ქალაქის თავები აირჩევიან პირდეპირი არჩევნებით. ხოლო რწმუნებულებს რეგიონებში ნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინაში ძალზედ დიდი რაოდენობა პოლიტიკური პარტიებია, რომელთა უმეტესობას აქვს მცირერიცხოვანი წარმომადგენლობა, ამიტომაც უცნობი არიან ფართო საზოგადოებისთვის. მათი უმეტესობა ალიანსში შედიან დიდ პარტიებთან და ქმნიან ბლოკს, რათა მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში.
შეიარაღება [რედაქტირება]

უკრაინელი სამშვიდობოები BTR-80-ით პატრულირებისას ერაყი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინას მემკვიდრეობით დარჩა 780,000 ჯარისკაცი თავის ტერიტორიაზე. მის განკარგულებაში იყო მსოფლიოში სიდიდით მესამე ატომური იარაღის არსენალი. 1992 წელს უკრაინამ ხელი მოაწერა სტრატეგიული იარაღის შემცირების შეთანხმებას (START), რომლის ძალითაც სახელმწიფოს უნდა გაენადგურებინა ატომური იარაღი და გადაქცეულიყო ატომური იარაღის არმქონე სახელმწიფოდ. 1996 წელს კი უკრაინამ შეასრულა პირობა და მას ატომური აირაღი არ გააჩნია. დღესდღეობით სამხედროთა რაოდენობა სიდიდით მეორეა ევროპაში რუსეთის შემდეგ.

უკრაინამ გადადგა თანმიმდევრული ნაბიჯები შეიარაღების შესამცირებლად. მან მოაწერა ხელი შეთანხმებას, კონვენციური შეიარაღებული ძალები ევროპაში. შეთანხმების ძალით მან უნდა შეამციროს ტანკების, არტილერიის, ჯავშანტრანსპორტიორებისა და მეომართა რიცხვი(300, 000-მდე). 2011 წლამდე მან ახალწვეულთა სამხედრო სამსახური მოხალისეთა სამხედრო სისტემაზე უნდა გადაიყვანოს.

უკრაინა იღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში. უკრაინული ჯარები განათავსეს კოსოვოში და პოლონურ ჯრებთან ერთად შეადგინეს უკრაინულ-პოლონური ბატალიონი, რომელიც კოსოვოში სამშვიდობო მისიას ასრულებდა. უკრაინელი სამშვიდობოები გაეროს მანდატით მონაწილეობდნენ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში ლიბანში. ასევე სიერა ლეონესა და ერაყში არის განლაგებული უკრაინის ჯარი. მსოფლიოში 562 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უკრაინამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. მას შეზღუდული სამხედრო პარტნიორობა აქვს რუსეთთან და დსთ-ს სხვა სახელმწიფოებთან. 1994 წელს უკრაინამ ხელი მოაწერა პარტნიორობა მშვიდობისთვის ხელშეკრულებას. 2002 წელს უკრაინასა და ნატოს შორის გაფორმდა ორმხრივი სამოქმედო გეგმა რათა რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ უკრაინას შეეძლოს ნატოში გაწევრიანება.
ისტორია [რედაქტირება] მთავარი სტატია : უკრაინის ისტორია.

ადრეული ისტორია [რედაქტირება]

ადამიანის პირველი ნასახლარები უკრაინის ტერიტორიაზე ქრისტეს შობამდე 4500 წლით თარიღდება, როცა, ნეოლითის ხანაში აყვავდა ტრიპოლის კულტურა. უკრაინის ტერიტორიაზე ამ კულტურამ გავლენა იქონია ტრიპილიასა და დნესტრ-დნეპრის რეგიონში. რკინის ხანაში ტერიტორია დასახლებული იყო კიმერიელებით, სკვითებითა და სარმატებით. ქრისტეს შობამდე 700-200 წლებში უკრაინის ტერიტორიაზე დაარსებული იყო სკვითების სამეფო. მოგვვიანებით კი, ჯერ ჩნდება ბერძნული კოლონიები ძირითადად შავი ზღვის სანაპიროზე: ოლვია, ტირასი, ხერსონესი, შემდეგ კი რომის იმპერიის პროვინციაა. მას შემდეგ რაც, ჰუნებს ეპყრათ ეს ტერიტორია იგი ბიზანტიის იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა. ახ. წ. აღრიცხვით VII საუკუნეში კი ჯერ დიდი ბულგარეთის მფლობელობაში იყო, შემდეგ ხაზართა სახაკანოსი, იქამდე სანამ პირველი სლავური სახელმწიფო კიევის რუსეთი არ ჩამოყალიბდა.
კიევის რუსეთი [რედაქტირება] მთავარი სტატია : კიევის რუსეთი.


კიევის რუსეთი XI საუკუნეში

IX საუკუნეში დღევანდელი უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი დასახლებული იყო რუსი ხალხით. მათ შექმნეს კიევის რუსეთის სახელმწიფო, რომელიც უკრაინის ტერიტორიის გარდა აერთიანებდა ღევანდელ ბელორუსსა და რუსეთის ევროპული ნაწილს. X-XI საუკუნეებში კიევის რუსეთი გადაიქცა ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ, ხოლო მისი დედაქალაქი კიევი რუსების უმნიშვნელოვანეს ქალაქად. შემდგომ საუკუნეებში კი დაიწყო რუსული და უკრაინული თვითშეგნების ჩამოყალიბება. პირვანდელი ქრონიკების მიხედვით, კიევის რუსეთის დიდგვაროვნებმა სკანდინავიიდან მოიწვიეს ვარიაგები, რომლებმაც სათავე დაუდეს კიევის რუსეთის პირველ სამეფო საგვარეულოს -რიურიკების დინასტიას. კიევის რუსეთი შედგებოდა რამდენიმე სამთავროსგან, რომლეტაც აერთიანებდა კიევის მთავრი.

ვლადიმირ დიდის (980–1015) ზეობის დროს დაიწყო კიევის სამთავროს ოქროს ხანა. ვლადიმირმა გააქრისტიანა რუსეთი, მისმა შვილმა იაროსლავ ბრძენმა (1019–1054) კი ხელი შეუწყო კიევის რუსეთის კულტურულ და ეკონომიკურ აღმასვლას. ეს აღმასვლა კი დაბოლოვდა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებითა და შემადგენელი სამთავროების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით. კიევის რუსეთი უკანასკნელ ძალებს იკრებს ვლადიმირ მონომახისა (1113–1125) და მისი შვილის მცისლავის (1125–1132) დროს. ამ უკანასკნელსი გარდაცვალების შემდეგ კი კიევის რუსეთი საბოლოოდ დაიშალა სხვადასხვა სლავურ სამთავროებად.

XI-XII საუკუნეებში, გახშირდა მუდმივი თავდასხმები მომთაბარე თურქული ტომების პაჭანიკებისა და ყივჩაღების მხრიდან. ამის გამო, რუსები მიაწყდნენ შედარებით უსაფრთხო და ტყიან რეგიონს ჩრდილოეთით. კიევის რუსეთი განსაკუთრებით დაზარალდა მონღოლთა შემოსევების დროს. 1240 წელს კიევი ააოხრეს მონღოლებმა. საბოლოოდ კიევის რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა გალიჩისა და ვოლოდიმირ-ვოლინსკის სამეფოები, რომლებიც შემდეგ გაერთიანდნენ ვოლინია-გალიციის სამეფოდ.
უახლესი ისტორია [რედაქტირება]

1917 წელს შეიქმნა უკრაინის სსრ. 1917-1920 წლებში უკრაინის ტერიტორიაზე არსებობდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, უკრაინის სახელმწიფო, რომლებთანაც უკრაინის სსრ სამოქალაქო ომს აწარმოებდა. 1922 წლიდან უკრაინის სსრ შევიდა სსრ კავშირის შემადგენლობაში. 1991 წელს გამოცხადდა უკრაინის დამოუკიდებლობა. 1945 წლიდან უკრაინა გაეროს წევრია, ხოლო 1997 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ნატოსთან მისი განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ. 2004 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიკაციამ ქვეყანაში სახალხო მღელვარება გამოიწვია, რაც ნარინჯისფერი რევოლუციის სახელით გახდა ცნობილი. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის ლიდერმა ვ.იუშჩენკომ.
კულტურა [რედაქტირება]

A collection of traditional უკრაინული პისანკუ

უკრაინაში დომინანტური რელიგია არის მართლმადიდებელი ქრისტიანობა, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა უკრაინული ადათ-წესების ჩამოყალიბებაზე. ქალის როლი უფრო ტრადიციებს ემორჩილება და ბავშვების აღრდაში ბაბუები უფრო მეტ და მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებენ ვიდრე ეს დასავლეთშია მიღებული. უკრაინულ მუსიკაზე, არქიტექტურაზე, ხელოვნებაზე განმსაზღვრელი აღმოჩნდა უკრაინის მეზობლების კულტურა.

არასახარბიელოდ იმოქმედა კომუნისტურმა ეპოქამ უკრაინის კულტურაზე. 1932 წელს სტალინმა სოციალისტური რეალიზმი გამოაცხადა სახელმწიფო პოლიტიკად საბჭოთა კავშირში. ამან შემოქმედებითად გააღარიბა უკრაინელი ხელოვანები. 1980-იან წლებში საბჭოეთში გამოცხადებულმა გარდაქმნამ მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მისცა მათ.

წმინდა მიხეილის ტაძარი კიევში

უძველესი ტრადიციაა უკრაინაში სააღდგომო კვერცხების შეღებვა, რომელთაც უკრაინაში პისანკუს უწოდებენ. კვერცხების გარეკანზე იდება ცვილის ნიმუშის მისაღებად. ამის შემდეგ კვერცხი იღებება სასურველი ფერით. ცვილის ტარგის მოძრობის შემდეგ, სააღდგომო კვერცხზე სასურველი ფორმის გამოსახულებას ღებულობენ. ამ ტრადიციას საუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს უკრაინის გაქრისტიანებიდან იღებს. ქალაქ კოლომიაში 2000 წელს დაარსდა პისანკას მუზეუმი, რომელიც 2007 წელს უკრაინის შვიდი საოცრების სიაში შეიტანეს.

ტრადიციული უკრაინული საკვები არის: წიწილა, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი და სოკო. ასევე, უკრაინელების საკვები რაციონის დიდ ნაწილს შეადგენს პომიდორი, მარცვლეული, ცოცხალი და დამწნილებული ბოსტნეული. ტრადიციული კერძებია: ვარენიკი (მოხარშული ცომის ნაჭრებში გახვეული პომიდორი, სოკო, ყველი ან ალუბალი), ბორშჩი (სოკოს, კომბოსტოს, ჭარხლის, ან ხორცის წვნიანი), გოლაბსკი (კომბოსტოს ფოთოლში გახვეული ბრინჯი, ხორცი და სტაფილო). გავრცელებულია კიევური წიწილა და კიევური კექსი. უკრაინელები სვამენ ხილის წვენს, რძეს, კეფირს, მინერალურ წყლებს, ჩაისა და ყავას, ლუდს, ღვინოს, და უკრაინულა არაყ გორილკას.
არქიტექტურა: კიევის წმინდა სოფიას ტაძარი, ლვოვის ისტორიული ცენტრი.

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
უკრაინა[ჩვენება]

ნანახია: 986 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz