ხუთშაბათი
28.03.2024
22:37
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » ვატიკანი
17:55
ვატიკანი
ვატიკანი, ოფიციალურად ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო (იტალ. Stato della Città del Vaticano) - სუვერენული ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს კედლებშემორტყმულ ანკლავს რომში, იტალიის დედაქალაქში. ვატიკანის ფართობია 44 ჰექტარი (110 აკრი), მოსახლეობა კი 800 კაცზე ცოტათი მეტი. ვატიკანი ჩამოყალიბდა 1929 წელს, ლატერანის ხელშეკრულების შედეგად. ვატიკანი განსხვავებულია წმინდა ეპარქიისაგან, რომლის საფუძვლები ადრეული ქრისტიანობის ხანას უკავშირდება და მსოფლიოს 1.147 მილიარდი კათოლიკე ქრისტიანთათვის მთავარ ეპარქიას წარმოადგენს. ვატიკანს და წმინდა ეპარქიას პასპორტებიც კი განსხვავებული აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა ეპარქია სახელმწიფო არაა, იგი მხოლოდ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს გასცემს, ვატიკანი კი ჩვეულებრივ პასპორტებსაც იძლევა თუმცა ორივე შემთხვევაში გაცემულ პასპორტთა რაოდენობა ძალიან მცირეა.

ლატერანის ხელშეკრულება ვატიკანს არა როგორც პაპის ოლქის გადმონაშთს, არამედ როგორც ინოვაციას განიხილავდა. პაპის ოლქის უმეტესი ნაწილი იტალიის გაერთიანების დროს, 1860-70 წლებში, იტალიის რესპუბლიკას შეუერთდა; პონტიფიკოსმა ამ მიწებზე კონტროლი დაკარგა. ვატიკანი არის ეკლესიასტიკური სახელმწიფო, რომელსაც რომის ეპისკოპოსი - ანუ პაპი - მართავს. ამ სახელმწიფოს ყველა მაღალი რანგის ოფიციალური პირი არის კათოლიკე სამღვდელოების სხვადასხვა ეროვნების წევრი. ვატიკანი არის წმინდა ეპარქიის სუვერენული ტერიტორია და პაპის ოფიციალური რეზიდენციის - აპოსტოლური სასახლის - ადგილი.

პაპები 1377 წელს მათი ავინიონიდან დაბრუნების შემდეგ უმეტესწილად იმ არემარეში ცხოვრობდნენ, რომელიც 1929 წელს ვატიკანი გახდა. თუმცა სხვადასხვა დროს პაპებს რომის ქვირინალის და ლატერანის სასახლეებშიც დაუდიათ რეზიდენცია.სექციების სია [დამალვა]
1 ტერიტორია
1.1 ბაღები
2 სახელმწიფოს მეთაური
3 პოლიტიკა და ადმინისტრაცია
3.1 პოლიტიკური სისტემა
3.2 სამხედრო და პოლიცია
3.3 ადმინისტრაცია
4 გეოგრაფია
5 დემოგრაფია
6 ისტორია
7 მემკვიდრეობა
8 რესურსები ინტერნეტში

ტერიტორია [რედაქტირება]

სახელი ვატიკანი არის უძველესი, თვით ქრისტიანობაზე ძველი. სახელი უკავშირდება Mons Vaticanus-ს (ლათ. ვატიკანის მთა), რომლის ნაწილიცაა ვატიკანი. ვატიკანის მთა არის ყოფილი ვატიკანის მდელოების გვერდით, სადაც წმინდა პეტრეს ბაზილიკა, სიქსტეს კაპელა, აპოსტოლური სასახლე და ვატიკანის მუზეუმები აშენდა. 1929 წლამდე, როდესაც ლატერანის ხელშეკრულების თანახმად ვატიკანი ავტონომიურ ერთეულად ჩამოყალიბდა, ვატიკანის არემარე რომაული რაიონის - ბორგო, ნაწილი იყო. ვატიკანი მდინარე ტიბროსის დასავლეთ სანაპიროზეა რაც მას ნატურალურად გამოყოფს ქალაქი რომისაგან. ვატიკანს კედლები პირველად პაპმა ლეო IV-მ შემოარტყა რაც შემდგომში პავლე III-ს, პიუს IV-ს და ურბან VIII-ს ზეობების პერიოდში გაფართოვდა და საბოლოო თანამედროვე კედლის დამატებით დღევანდელი სახე მიიღო.

ვატიკანის ტერიტორია შეიცავს წმინდა პეტრეს მოედანს, რომელიც იტალიის ტერიტორიიდან მხოლოდ ერთი თეთრი ხაზის მიერ გამოიყოფა. მოედანს ტიბროსის მდინარესთან აერთებს ქუჩა - Via della Conciliazione, რომელიც ბენიტო მუსოლინის ინიციატივით აიგო ლატერანის ხელშეკრულების დადების შემდეგ. ხელშეკრულების თანახმად, წმინდა საყდრის საკუთრებაში მყოფი ნაგებობები, რომელიც იტალიის ტერიტორიაზეა მოქცეული, მაგალითად Castel Gandolfo და რამოდენიმე დიდი ბაზილიკა, სარგებლობენ ექსტრა-ტერიტორიალური სტატუსით ისე, როგორც უცხოური საელჩოები მოცემულ ქვეყანაში. ასეთი ნაგებობანი მთელს რომსა და იტალიაში არიან გაბნეული და ასრულებენ ოფისების და ინსტიტუციების როლს რომლებიც წმინდა საყდრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია. ისიც აღსანიშნავია, რომ Castel Gandolfo-ს და ბაზილიკების უსაფრთხოებაზე არა იტალიის არამედ ვატიკანის პოლიციის აგენტები ზრუნავენ. წმინდა პეტრეს მოედანს ჩვეულებრივ ორივე პოლიცია ერთად აკონტროლებს.
ბაღები [რედაქტირება] მთავარი სტატია : ვატიკანის ბაღები.


ვატიკანის ბაღები მოქცეულია ვატიკანის ტერიტორიის შიგნით და მისი ტერიტორიის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. ბაღების განვითარების მთავარი ეტაპები რენესანსის და ბაროკოს პერიოდები იყო, შესაბამისად ბაღებში მრავლადაა ფანტანები და ქანდაკებები. ბაღების ისტორია შუა საუკუნეებში იწყება, როდესაც ვაშლის ბაღები და ვენახები აპოსტოლური სასახლის ჩრდილოეთით გააფართოვეს. 1279 წელს, პაპმა ნიკოლოზ III-მ ვატიკანის, როგორც პონტიფიკოსის რეზიდენციის, სტატუსი ლატერანის სასახლიდან რეზიდენციის ვატიკანში დაბრუნებით აღადგინა და არემარეს კედლები შემოარტყა. მან განავითარა ხილის ბაღი - pomerium, მწვანე გაზონი - pratellum და ბაღი - viridarium.
სახელმწიფოს მეთაური [რედაქტირება] მთავარი სტატია : რომის პაპი.


პაპი არის ვატიკანის ex officio სახელმწიფოს მეთაური და მთავრობის მეთაური. მისი ეს ფუნქციები დამოკიდებულია მის მთავარ როლზე - რომის ეპისკოპოსი. ტერმინი წმინდა საყდარი აღნიშნავს არა ვატიკანს, არამედ იმ სასულიერო და სამწყსო (პასტორალურ) ხელისუფლებას რაც პაპს გააჩნია და რომელიც რომაული კურიის მეშვეობით ხორციელდება. პაპის ოფიციალური ტიტული, როგორც ვატიკანის ლიდერისა, არის ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს სოვერენი.ვატიკანის რიგით მეორე ოფიციალური პირი არის საპონტიფიკოსო კომისიის პრეზიდენტი ვატიკანისათვის, რომელიც 1952 წლიდან აღასრულებს იმ ფუნქციებს რაც უწინ ვატიკანის გუბერნატორს ეკუთვნოდა. 2001 წლიდან, საპონტიფიკოსო კომისიის პრეზიდენტს ასევე აქვს ვატიკანის სამმართველოს პრეზიდენტის ტიტული. რომის პაპი ცხოვრობს პაპის აპარტამენტებში, ვატიკანის აპოსტოლური სასახლის მესამე სართულზე, წმინდა პეტრეს მოედანზე. პაპი აქ იღებს სტუმრებს და მუშაობს.

კათოლიკური ეკლესიის ამჟამინდელი სულიერი ლიდერი, ვატიკანის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური ამჟამად არის ბენედიქტ XVI. პონტიფიკოსის კომისიის პრეზიდენტი ვატიკანისათვის კი არის კარდინალი ჯოვანი ლაჯოლო.
პოლიტიკა და ადმინისტრაცია [რედაქტირება] მთავარი სტატია : ვატიკანის სახელმწიფოებრივი მოწყობა.


ვატიკანის პოლიტიკური სისტემა არის არა-მემკვიდრეობითი მონარქიის ერთერთი იშვიათი გამონაკლისი.პაპი არის თეოკრატიული მონარქი და მისი ტიტული არა მემკვიდრეობით, არამედ კარდინალთა კოლეგიის არჩევნის მიხედვით გადაეცემა მომდევნო პონტიფიკოსს. შესაბამისად, ვატიკანის პოლიტიკური სისტემა არის ამომრჩევლობითი მონარქია. პაპს აქვს გადამწყვეტი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლება ვატიკანში. ვატიკანი ამჟამად არის ერთადერთი ფართოდ აღიარებული სახელმწიფო, რომელიც არ შეერთებია გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. წმინდა საყდარს, რომელიც დამოუკიდებელია ვატიკანისაგან, აქვს მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი გაერო-ში და სარგებლობს სრული წევრის ყველა უფლებით, გენერალურ ასამბლეაში ხმის უფლების გარდა.
პოლიტიკური სისტემა [რედაქტირება]

ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მთავრობის სტრუქტურა არის უნიკალური. პაპი არის სახელმწიფოს სუვერინი. საკანონმდებლო ძალაუფლება გააჩნია პაპის სახელმწიფო საქმეების ვატიკანის კომისიას -კარდინალთა ინსტიტუცია რომელსაც პაპი ხუთი წლით ნიშნავს. აღმასრულებელი ძალაუფლება პაპისკომისიის პრეზიდენტს აქვს. კომისიის პრეზიდენტს ამ ძალაუფლების აღსრულებაში ეხმარებიან გენერალური მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილე. ვატიკანის სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი წმინდა საყდრის სახელმწიფო კანცელარია და დიპლომატიური სამსახურია. ვატიკანს ასევე გააჩნია სპეციალური დეპარტამენტები (სამინისტროები), რომლებიც ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ტელეკომუნიკაციებს და ა.შ. განაგებენ. ამის მიუხედავად, პაპს გააჩნია სრული და აბსოლუტური აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლება ვატიკანის ტერიტორიაზე. რომის პაპი ამჟამად ევროპის ერთადერთი აბსოლუტური მონარქია.

კარდინალი კამერლენგო არის აპოსტოლური პალატის ხელმძღვანელი, რომელსაც ვატიკანის ქონების განკარგვა და პაპის არყოფნის შემთხვევაში წმინდა საყდრის საერო უფლებების დაცვა ევალება. ვატიკანის საერო უფლებების დაცვა პონტიფიკოსის კომისიის ვატიკანისათვის ვალდებულებაა. კარდინალი კამერლენგო მუშაობს სამ სხვა კარდინალთან ერთან, რომელთაგანაც თითოეულიკარდინალთა იერარქიის სამივე ჯგუფს (კარდინალ-ეპისკოპოსი, კარდინალ-მღვდელი და კარდინალ-დიაკვანი) წარმოადგენს. სამი კარდინალი ყოველ სამ დღეში ერთხელ იცვლება. პაპის არ ყოფნის შემთხვევაში, კარდინალ კამერლენგო თითქმის ქვეყნის მეთაურის ფუნქციებს ასრულებს. თუმცა, ამ ოთხი კარდინალის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება კარდინალთა კოლეგიის მიერ უნდა იქნას დამტკიცებული.

ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც 1929 წლის ლატერანის ხელშეკრულების შედეგად შეიქმნა, წმინდა საყდარს აძლევს საერო იურისდიქციას მცირე ტერიტორიაზე. თავად ვატიკანი წმინდა საყდრისაგან განსხვავებული და დამოუკიდებელია. შესაბამისად, სახელმწიფო არის მნიშვნელოვანი თუმცა არა აუცილებელი ინსტრუმენტი წმინდა საყდრის ხელში. თავად წმინდა საყდარი ვატიკანის ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე, რომის იმპერიის დროიდან მოყოლებული არსებობდა, როორც იურიდიული ერთეული და გვიანი ანტიკური ხანიდან მოყოლებული საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი სუვერენული ერთეული. საერთაშორისო აღიარება მაშინაც კი არ შეყვეტილა, როცა წმინდა საყდარს საკუთარი ტერიტორია არ გააჩნდა (მაგალითად 1870-1929 წლებში) წმინდა საყდრის დიპლომატიური სერვისი მსოფლიოს ყველაზე ძველი მუდმივი და აქტიური დიპლომატიური სამსახურია. წმინდა საყდრის პირველი დიპლომატიური მისია AD 325 წელს შედგა, როდესაც მისი წარმომადგენლები ნიკეის კრებაზე იყვნენ წარგზავნილნი. ელჩები უცხო ქვეყნებში წარმოადგენენ არა ვატიკანს არამედ წმინდა საყდარს.
სამხედრო და პოლიცია [რედაქტირება]

პაპების მიერ შვეიცარიელ ჯარისკაცთა დაქირავება უკვე რამოდენიმე ხნის ტრადიცია იყო 1506 წლამდე, როდესაც პაპმა იულის II-მ პონტიფიკოსის შვეიცარიელთა არმია ოფიციალურად ჩამოაყალიბა. მაშინ, ისევე როგორც დღესდღეობით, შვეიცარიელთა არმიის ერთერთ მთავარ ფუნქციას პაპის პირადი დაცვის როლი წარმოადგენდა. არმია Annuario Pontificio-ში მოხსენიებულია წმინდა საყდრის და არა როგორც ვატიკანის არმია. 2005 წლის ბოლოს, არმიაში 134 პიროვნება მსახურობდა. არმია ასაქმებს მხოლოდ შვეიცარიელ კათოლიკე მამაკაცებს; დასაქმების საკითხების მოგვარება წმინდა საყდრის და შვეიცარიის ერთობლივი პრეროგატივაა. 1970 წელს პაპმა პავლე VI -მ პალატინის არმია და კეთილშობილთა არმია დაითხოვა. პალატინის არმიას თავდაპირველად მილიციის სერვისების გატარება ევალებოდა, თუმცა საბოლოოდ პალატინის და კეთილშობილთა არმიები მხოლოდ და მხოლოდ ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებდნენ.

დღესდღეობით რეალური პოლიციის ფუნქციებს ვატიკანში პაპის ჟანდარმერია ასრულებს. მისი სრული სახელია ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს ჟანდარმერიის კორპუსი, თუმცა ამ ინსტიტუციას ხშირად იხსენიებენ, როგორც Vigilanza (იტალ. პატრული, მეთვალყურე). პაპის ჟანდარმერია პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის, კანონის გატარების, ხალხის მასის და ტრანსპორტის კონტროლის და კრიმინალური გამოძიების საკითხებზე ვატიკანის ტერიტორიაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ვატიკანი ყოველ მხარეს შემოსაზღვრულია იტალიით, და შესაბამისად გეოგრაფიულ ანკლავს წარმოადგენს, ვატიკანის სამხედრო თავდაცვაზე პასუხისმგებელია იტალია და იტალიის შეიარაღებული ძალები. შესაბამისად, ვატიკანს შვეიცარიელთა არმიის გარდა სხვა შეიარაღებული ძალები არ გააჩნია.
ადმინისტრაცია [რედაქტირება]

ვატიკანში საკანონმდებლო ფუნქცია აკისრია პონტიფიკოსის კომისიას ვატიკანისათვის, რომელიც ერთპალატიანი ორგანოა. კომისია შედგება შვიდი კარდინალისაგან, რომელსაც პაპი ხუთწლიანი ვადით ნიშნავს. წმინდა საყდრის სახელმწიფო კანცელარია ეკისრება ყველა აქტის განხილვა და დამტკიცება. ძალაში შესვლამდე, კომისიის მიღებული საკანონმდებლო აქტები უნდა გამოქვეყნდეს სპეციალურ აპენდიქსში - Acta Apostolicae Sedis.

აღმასრულებელი ძალაუფლება ენიჭება ვატიკანის სამმართველოს, რომელიც შედგება პონტიფიკოსის კომისიის პრეზიდენტისაგან (რომელიც ასევე სარგებლობს ტიტულით - ვატიკანის სამმართველოს პრეზიდენტ), გენერალური მდივნისა და ვიცე-გენერალური მდივნისაგან. სამივე ოფიციალური პირი ინიშნება პაპის მიერ ხუთი წლის ვადით. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა იქნეს შემოწმებული პონტიფიკოსის კომისიის და სახელმწიფო კანცელარიის მიერ, რომელიც პაპის სახელით მოქმედებს.

ვატიკანის სამმართველო აღასრულებს ცენტრალურ მმართველობით ფუნქციებს, რამოდენიმე დეპარტამენტის და ოფისის (სამინისტროები) მეშვეობით. ვატიკანის დეპარტამენტების ოფიციალური პირები, მსგავსად ვატიკანის სამკაციანი მთავრობისა, ინიშნებიან ხუთი წლის ვადით. ვატიკანის სამთავრობო ინსტიტუციები ასრულებენ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა სახელმწიფოს ტერიტორიის, ადგილობრივი უშიშროების, ჩანაწერთა წარმოების, ტრანსპორტაციის და ფინანსების ზედამხედველობა. ვატიკანის სამმართველო ასევე აკონტროლებს პაპის ჟანდარმერიას, ვატიკანის პოლიციას.

ვატიკანის რუკა
გეოგრაფია [რედაქტირება] მთავარი სტატია : ვატიკანის გეოგრაფია.


პოლიტიკური ერთეული მდებარეობს ქალაქ რომის ტერიტორიაზე და წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიის ცენტრს. ფართობი - 0.44 კვ.კმ. ვატიკანს ქალაქ რომის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ეკუთვნის სამი ტაძარი, სასახლეები და ვილები საერთო ფართობით 0.7 კვ.კმ.
დემოგრაფია [რედაქტირება]

მოსახლეობა – 911 კაცი (2003). სახელმწიფო ენები - ლათინური და იტალიური.
ისტორია [რედაქტირება]

სახელმწიფო ჩამოყალიბდა 1929 წელს ლატერანის შეთანხმებით. 1947 წელს იტალიის კონსტიტუციით დადასტურებულ იქნა ვატიკანის სუვერენიტეტი. ახლანდელი პაპი გერმანელია, მისი წინამორბედი იოანე-პავლე II პირველი არაიტალიელი პაპი იყო უკანასკნელი 400 წლის მანძილზე.

მემკვიდრეობა [რედაქტირება]

წმინდა პეტრეს მოედანი

წმინდა პეტრეს მოედანი, წმინდა პეტრეს, წმინდა კარლოს, ბელვედერის სასახლეები.

ნანახია: 1156 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz