კვირა
05.05.2024
04:13
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი
წმინდა გიორგი (დაახ. 275 - 23 აპრილი, 303) – კაპადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური, რომელიც ქრისტიან დიდმოწამედ შერაცხეს. მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი. უკვდავყოფილ იქნა გიორგისა და დრაკონის ნაამბობით და ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია.სექციების სია [დამალვა]

1 ბიოგრაფია


2 ტროპარი


ბიოგრაფია 

გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხნორია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.

წმინდა მოწამე დიოკლეტიანე მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო. დეოკლიტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 931 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 09.06.2011 | კომენტარი (0)

ხარება, ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული (უძრავი), აღინიშნება 25 მარტს ძველი სტილით (7 აპრილს ახალი სტილით). სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა.

ქრისტოლოგიაში ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად და სხვა.
ხარება იესოს შობის შესახებ 

პატარა ქალაქ ნაზარეთში ერთი მოკრძალებული ქალწული ცხოვრობდა, სახელად მარიამი. მას უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისაგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: ”გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის.” მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: ”ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.” ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 745 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 09.06.2011 | კომენტარი (0)

ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან წმიდა სამების საკათედრო ტაძარი ყველაზე მასშტაბურია. იგი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება - მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86.10 მეტრია (უშვალოდ ჯვარი 7,5 მეტრის სიმაღლისაა). ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი -14,07 მეტრის სიღრმეზეა (ქვედა სართულის იატაკი -13,07 მეტრზეა. ამას ემეტება 1 მეტრიანი ფუნდამენტი). წმ. სამების ტაძრის საერთო სიმაღლე, ამ მონაცემებით, 100,17 მეტრია (86.10+14.07). წმ. სამების ტაძრის სიგრძე 70,450 მეტრი, სიგანე კი 64,68 მეტრია.
წმიდა სამების საკათედრო ტაძარს საფუძვლად უდევს X-XI სს-ების ქართული ხუროთმოძღვრების მოტივები. ტიპოლოგიურად წმიდა სამების ტაძარი ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რვა ბურჯებზე დაყრდნობილი გუმბათით. ტაძარში მოხვედრა შესაძლებელია სამი მხრიდან - დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში დატანებული პორტალებიდან. ამათგან, მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია, რომელსაც გარედან ვრცელი გალერეა აკრავს. ტრიკონქის მკლევები გუმბათქ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 894 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 09.06.2011 | კომენტარი (0)

წმიდა სამების საკათედრო ტაძრის სამონასტრო კომპლექსი მთელი ერის სახელით უფლისათვის მიძღვნილი შესაწირია - სიმბოლო საქართველოში ორიათასწლოვანი ქრისტიანობის უძლეველობისა და ღვთისადმი ჩვენი ერის მადლიერებისა.
წმიდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1995 წელს. დღეს უკვე ყველა თვალნათლივ ხედავს, თუნდაც ძნელბედობის ჟამს რა შეძლო ერთად მდგარმა ქართველობამ: მოხატვის გარეშე უკვე დასრულებულია წმიდა სამების სახელობის ტაძარი (სადაც განთავსებულია ათი ეკლესია) და სავესტიბულო ნაწილი, სამრეკლო, ცენტრალური და აღმოსავლეთის კარიბჭეები, წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ეკლესია, დასავლეთის გალავანი კოშკთან ერთად. გრანიტის ქვაფენილით მოიკირწყლა კომპლექსის ტერიტორია, მოეწყო გამწვანების თარგები დეკორატიული მცენარეებითა და ბუნებრივი ქვებით, დასრულდა ორი შადრევანი, დეკორატიული და წყალკურთხევის აუზები.
მშენებლობაში მონაწილეობა ნებისმიერი სახით, უფლის თაყვანისცემას ნიშნავს, ამიტომაც ყველა ის ადამიანი, ვინც შესაწირი გაიღო, ან საკუთარი შრომით წვლილი შეიტანა ამ საქმეში, მართლაც, ღირშესანიშნა ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 812 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 09.06.2011 | კომენტარი (0)

დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.
განათლება 
თბილისი 1848-1856 წლები 

ილია გიმნაზიაში, 1848 წ.

1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა "მოთქმა საწყლისა". 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნე ... კითხვის გაგრძელება »

მიმაგრება: სურათი 1 ·სურათი 2
ნანახია: 1093 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 09.06.2011 | კომენტარი (0)

ესპანეთი ან ოფიციალურად ესპანეთის სამეფო (ესპ. Reino de España) — სახელმწიფო ევროპის სამხრეთ-დასავლეთით, პირინეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომელიც შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი), სახელმწიფოს მეთაურია მეფე ხუან კარლოს I. ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე ორი ავტონომიური ქალაქი. ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია. ესპანეთის ეროვნული დღესასწაული არის ესპანელი ერის დღე, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დღეს, 12 ოქტომბერს აღინიშნება.სექციების სია 
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია და ბუნება
2.1 ჰავა
2.2 მდინარეები და ტბები
2.3 ფლორა და ფაუნა
3 სახელმწიფო
4 დემოგრაფია
5 ეკონომიკა
5.1 ტრანსპორტი
5.2 ტურიზმი
6 ისტორია
7 ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1 ·სურათი 2
ნანახია: 950 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 09.06.2011 | კომენტარი (0)

ოფიციალური: ქართულად - ნიდერლანდის სამეფო; ნიდერლანდულად - Nederland; Koninkrijk der Nederlanden.
ეტიმოლოგია: ეს სახელმწიფო რამდენიმე სახელითაა ცნობილი: (ა) ნიდერლანდი - ნიდერლანდულ ენაზე მისი სახელწოდება ნიშნავს „დაბლობ მიწებს". (ბ) ჰოლანდია - გერმანიკული holt land, „ტყიანი მხარე" (ჰოლანდია ნიდერლანდის ერთ-ერთი მხარეა, მაგრამ ამ სახელით ხშირად მთელ ქვეყანას მოიხსენიებენ). (გ) ბატავია - გერმანიკული „სავარგულები", მომდინარეობს Betuwe-საგან.
ქვეყნის კოდი - NL.
გეოგრაფია [რედაქტირება]

ნიდერლანდის სამეფო

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია და გერმანია.
ფართობი - 41.500 კვ.კმ.
ბუნება: ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა ვაალსერბერგი, რომლის სიმაღლე 321 მეტრია. მდინარეები (კმ) - მოსა 350 (სულ 933), რაინი 200 (სულ 1.320); ტბა (კვ.კმ) - იისელმეერი 1.500 (ხელოვნური); კუნძულები (კვ.კმ) - სხოუვენი 222, ოვერფლაკი-გური, ტექსელი 184; კლიმატი - ოკეანური.
ბუნებრივი რესურსები - ბუნებრივი აირი, ნავთობი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
სახელმწიფო [რედაქტირება ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1 ·სურათი 2
ნანახია: 975 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 09.06.2011 | კომენტარი (0)

ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს., შტატებს და ამერიკას) — ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათი შტატს და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის დასავლეთით და რუსეთის აღმოსავლეთით, სწორედ ბერინგის სრუტის მეშვეობით ხდება რუსეთის და აშშ-ს დაკავშირება. შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვაში და წყნარ ოკეანეში.

ქვეყნის ფართობი შეადგენს 9.83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს, აქ ცხოვრობს 309 მილიონი კაცი. შეერთებული შტატები ფართობის და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ არის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვან ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1 ·სურათი 2
ნანახია: 857 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 09.06.2011 | კომენტარი (0)

ინგლისი (ინგლ. England [ˈɪŋɡlənd]) არის გაერთიანებული სამეფოს ისტორიული და ადმინისტრაციული ოლქი,[2][3][4] რომელიც იკავებს დიდი ბრიტანეთის კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება შოტლანდია, ხოლო დასავლეთიდან უელსი. რაც შეეხება გეოგრაფიულ საზღვრებს, ინგლისის ტერიტორიას აღმოსავლეთიდან საზღვრავს ჩრდილოეთის ზღვა, დასავლეთიდან კელტების და ირლანდიის ზღვები, ხოლო სამხრეთიდან ინგლისის არხი, სწორედ ამ არხის მეშვეობით ხდება დაკავშირება კონტინენტურ ევროპასთან. ინგლისის შემადგენლობაში შედის სანაპირო ზოლის სიახლოვეს არსებული ასამდე მცირე კუნძული, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია კუნძულები: სილლი და უაიტი.

ინგლისის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან იყო დასახლებული, აქ ადამიანის აქტიური დასახლება 35,000 ათასი წლის წინ დაიწყო. ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს აქ არსებული ანგლური ტომისგან. ისინი ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მე-5 და მე-6 საუკუნეებში დასახლდნენ. ინგლისი გაერთიანდა 927 წელს. XV საუკუნეში დაწყებული დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ, ინგლისის გა ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1 ·სურათი 2
ნანახია: 1030 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 09.06.2011 | კომენტარი (0)

საფრანგეთი, ოფიციალურად საფრანგეთის რესპუბლიკა (ფრანგ. République française), ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მოიცავს ევროპის ამ ნაწილის, რამდენიმე კუნძულისა და ზღვისიქითა ტერიტორიების ნაწილს. მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) ევროპის შემდეგი ქვეყნები: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, ესპანეთი და ანდორა. ზღვისგადაღმა ტერიტორიებს ესაზღვრება ბრაზილია და სურინამი (საფრანგეთის გვიანას), ნიდერლანდის ანტილები (სენ-მარტენს). საფრანეგთი დაკავშირებულია გაერთიანებულ სამეფოს ევროტუნელით, რომელიც გადის ინგლისის არხის ქვეშ.

საფრანგეთი არის განვითარებული ქვეყანა და მეხუთე ადგილზეა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში. იგი ყველაზე მეტად მონახულებული ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად 82 მილიონ ტურისტს იღებს. იგი არის ასევე გაეროს ერთ-ერთი დამმარსებელი და წევრი შემდეგი ორგანიზაციებისა: ფრანკოფონია, დიდი რვიანი, ევროკავშირი, დიდი ოცეული, ნატო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 1177 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 09.06.2011 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 25 26 27 28 »
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz