პარასკევი
03.05.2024
18:09
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 9 » ნედერლანდები
21:53
ნედერლანდები
ოფიციალური: ქართულად - ნიდერლანდის სამეფო; ნიდერლანდულად - Nederland; Koninkrijk der Nederlanden.
ეტიმოლოგია: ეს სახელმწიფო რამდენიმე სახელითაა ცნობილი: (ა) ნიდერლანდი - ნიდერლანდულ ენაზე მისი სახელწოდება ნიშნავს „დაბლობ მიწებს". (ბ) ჰოლანდია - გერმანიკული holt land, „ტყიანი მხარე" (ჰოლანდია ნიდერლანდის ერთ-ერთი მხარეა, მაგრამ ამ სახელით ხშირად მთელ ქვეყანას მოიხსენიებენ). (გ) ბატავია - გერმანიკული „სავარგულები", მომდინარეობს Betuwe-საგან.
ქვეყნის კოდი - NL.
გეოგრაფია [რედაქტირება]

ნიდერლანდის სამეფო

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია და გერმანია.
ფართობი - 41.500 კვ.კმ.
ბუნება: ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა ვაალსერბერგი, რომლის სიმაღლე 321 მეტრია. მდინარეები (კმ) - მოსა 350 (სულ 933), რაინი 200 (სულ 1.320); ტბა (კვ.კმ) - იისელმეერი 1.500 (ხელოვნური); კუნძულები (კვ.კმ) - სხოუვენი 222, ოვერფლაკი-გური, ტექსელი 184; კლიმატი - ოკეანური.
ბუნებრივი რესურსები - ბუნებრივი აირი, ნავთობი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
სახელმწიფო [რედაქტირება]
პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური - დედოფალი ბეატრიქსი (BEATRIX, 1980). აღსანიშნავია, რომ საუკუნეზე მეტია ნიდერლანდის ტახტზე მხოლოდ ქალები არიან: ვილჰელმინა - 1890-1948, იულიანა - 1948-1980.
მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი Jan Peter BALKENENDE (2002).
საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი - გენერალური შტატები (75+150 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა. ნიდერლანდების სამეფო ადმინისტრაციულად იყოფა 12 პროვინციად (provincie): გელდერლანდი (ცენტრი - არნჰემი), გრონინგენი (გრონინგენი), დრენტე (ასენი), ზელანდია (მიდელბურგი), ლიმბურგი (მაასტრიხტი), ოვერიისელი (ზვოლე), სამხრეთი ჰოლანდია (ჰააგა), უტრეხტი (უტრეხტი), ფლევოლანდი (ლელისტადი), ფრისლანდია (ლეუვარდენი), ჩრდილოეთი ბრაბანტი (ჰერტოგენბოში), ჩრდილოეთი ჰოლანდია (ჰაარლემი).
სამფლობელოები. ნიდერლანდებს აქვს ორი სამფლობელო კარიბის ზღვის აუზში: არუბა; ნიდერლანდის ანტილები.
დემოგრაფია [რედაქტირება]
მოსახლეობა - 16.150 ათასი (2003), მათ შორის 83% ჰოლანდიელები, 11% ფლანდრიელები.
ენები - ნიდერლანდული, ფრიზული.
რელიგია - კათოლიციზმი - 40%, პროტესტანტიზმი - 40%.
ქალაქები (ათ.) - ამსტერდამი (738), როტერდამი (600), ჰააგა (მთავრობის რეზიდენცია - 466), უტრეხტი (264), ეინდჰოვენი (206), ტილბურგი (200).


ეკონომიკა [რედაქტირება]

ნიდერლანდები მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (403 მლრდ $) მსოფლიოში მე-12 ადგილი უკავია.
ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 3, მრეწველობა - 28, მომსახურება - 68;
ე.ე.პ. (1 სულზე) - 25.830 $.
ექსპორტი - რძის პროდუქტები, ყვავილები, ბოსტნეული, ელექტრომოწყობილობანი.
უდიდესი კომპანიები – ჰაინეკენი, ფილიპსი, შელ-ოილი, კლმ, იუნილევერი.
ბიუჯეტი - 134,000 მლნ $. ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ჰოლანდიური გულდენი.
ისტორია [რედაქტირება]

ნიდერლანდის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა. აქ აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ფრაგმენტები ასი ათასი წლით თარიღდება. აქ მცხოვრები ადამიანები ძირითადად ნადირობით და შემგროვლებლური საქმეებით იყვნენ დაკავებულები. ამ ტერიტორიაზე ადამინის ფართოდ დასახლება უკვე პალეოლითის ხანიდან იწყება. 8000 წლისათვის, მეზოლითის და რკინის ხანაში ნიდერლანდის ტერიტორიაზე ადმიანები უკვე ფართოდ იყვნენ დასახლებულნი.

ნიდერლანდის ტერიტორიაზე რომაელთა მისვლის დროს, აქ ძირითადად გერმანული ტომები ცხოვრობდა, რომლებიც აქ დაახლეობით ძველი წელთაღრიცხვის 600 წლისთვის დასახლდნენ. კელტური ტომის წარმომადგენლები ძირითადად ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობდნენ. რომის იმპერიამ ნიდერლანდი შეუერთა ქვემო გერმანიის პროვინციას.

შუა საუკუნეებში ნიდერლანდი გაერთიანებული იყო საღვთო რომის იმპერიაში. ამ ტერიტორიას XVI საუკუნემდე ჰაბსბურგების დინასტია მართავდა. შემდგომ ქვეყანაში გავრცელდა კალვინიზმი, რამაც სახელმწიფოში განხეთქილება გამოიწვია. 1555 წელს დადებული აუგსბურგის ზავით, ეს ტერიტორია, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს ერგო. 1566 წელს ნიდერლანდში დაიწყო ანტიკათოლიკური აჯანყება. ფილიპე II-ს სურდა ნიდერლანდის ტერიტორიაზე გაეძლიერებინა თავისი გავლენა და აღმოეფხვრა, პროტესტანტული რელიგიის გავრცელება. ესპანეთის წინააღმდეგ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა უილიამ I ორანელი. 1581 წლის 26 ივლისს გამოცხადდა ნიდერლანდის დამოუკიდებლობა, ამას მოჰყვა დამოუკიდებლობისთვის ომი (1568-1648), რომელიც ისტორიაში ნიდერლანდის რევოლუციის სახელით შევიდა. ომის დასრულების შემდეგ დაიწყო "ოქროს ხანა" ნიდერლანდის ისტორიაში, აღმავლობის გზაზე დადგა ქვეყნის ეკონომიკა, კულტურა. XVII საუკუნის განმავლობაში ეს ქვეყანა ჩამოყალიბდა როგორც, უდიდესი საზღვაო სახელმწიფო, რომელსაც მრავალი კოლონია გააჩნდა.

XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთმა მოახდინა ნიდერლანდის ოკუპაცია, თუმცა ნაპოლეონის ხელისუფლების დამხობის შემდეგ ნიდერლანდმა კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა. 1830 წელს ბელგია გამოეყო ნიდერლანდს და მან თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა, 1890 წელს კი მოხდა ლუქსემბურგის გამოყოფა. 1848 წელს ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიული სახელმწიფო გახდა.

პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ნიდერლანდი ნეიტრალური სახელმწიფო იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელდა ამ სახელმწიფოს ოკუპაცია. დაბომბვების შედეგად თითქმის მთლიანდა დაინგრა ქალაქი როტერდამი. ომის შემდეგ დაიწყო ქვეყნის აღდგენის პროცესი. ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მარშალის გეგმამ. ომის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა ჰოლანდიის ყოფილმა კოლონიებმა ინდონეზიამ და სურინამმა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახელმწიფოში ცხოვრების დონე.

1957 წელს ნიდერლანი გახდა ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფო.
მემკვიდრეობა [რედაქტირება]
ამსტერდამი: ძველი ქალაქი, ეკლესიები: უდე-კერკი (XIV ს.), ნეუვე-კერკი (XV ს.), აუდე-კერკი (XVI ს.), სამეფო სასახლე (XVI ს.), რატუშა (XVIII ს.);
გრონინგენი: ეკლესია აა (XIII ს.);
მაასტრიხტი: ეკლესია ონზე (XI ს.), „ჯოჯოხეთის ჭიშკარი" (XIII ს.);
მიდელბურგი: რატუშა (XV ს.);
ბრედა: ტაძარი (XV ს.), ციხე-სიმაგრე (XIV ს.).
ცნობილი ჰოლანდიელები [რედაქტირება]
მომღერალი: სიმონე სიმონსი
მოგზაურები: ვილემ ბარენცი, აბელ ტასმანი
ფილოსოფოსები: ბარუხ სპინოზა, ერაზმ როტერდამელი
მხატვრები: ვინსენტ ვან გოგი, ფრანს ჰალსი, რემბრანდტ ვან რეინი, იან ვერმეერი
მეცნიერები: კრისტიან ჰიუგენსი, ანტონი ვან ლევენჰუკი, თომას სტილტიესი, ჰენრიკ ლორენცი
სპორტსმენები: მაქს ეივე, იან ტიმანი, იოჰან კრუიფი, მარკო ვან ბასტენი, რუუდ გულიტი
ანა ფრანკი, მატა ხარი, პიტერ სტუივეზანტი
მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
ნანახია: 975 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz