პარასკევი
03.05.2024
20:29
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 9 » ესპანეთი
21:59
ესპანეთი
ესპანეთი ან ოფიციალურად ესპანეთის სამეფო (ესპ. Reino de España) — სახელმწიფო ევროპის სამხრეთ-დასავლეთით, პირინეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომელიც შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი), სახელმწიფოს მეთაურია მეფე ხუან კარლოს I. ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე ორი ავტონომიური ქალაქი. ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია. ესპანეთის ეროვნული დღესასწაული არის ესპანელი ერის დღე, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დღეს, 12 ოქტომბერს აღინიშნება.სექციების სია 
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია და ბუნება
2.1 ჰავა
2.2 მდინარეები და ტბები
2.3 ფლორა და ფაუნა
3 სახელმწიფო
4 დემოგრაფია
5 ეკონომიკა
5.1 ტრანსპორტი
5.2 ტურიზმი
6 ისტორია
7 მემკვიდრეობა
8 კულტურა
8.1 ფლამენკო
8.2 კორიდა
9 რესურსები ინტერნეტში

სახელწოდება 
ოფიციალური: ქართულად - ესპანეთის სამეფო; ესპანურად - Reino de España.
ეტიმოლოგია - სავარაუდოდ სახელს სემიტური წარმომავლობა აქვს და ნიშნავს „დამალულს". სხვა ვერსიით იგი ფინიკიურისგან წარმოსდგება და ნიშნავს "კურდღლების სანაპიროს”.
ქვეყნის კოდი - ES.
გეოგრაფია და ბუნება მთავარი სტატია : ესპანეთის გეოგრაფია.


ესპანეთის ფიზიკური რუკა

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში მდებარეობს და პირენეის ნახევარკუნძულის 84% უკავია. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. ეკუთვნის კუნძულები ატლანტიკის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში, ასევე ტერიტორიები ჩრდილოეთ აფრიკაში. რელიეფში ჭარბობს დაბალი და საშუალო სიმაღლის პლატოები და მთები. ქვეყანა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით (მათ შორის ნახშირითა და ვერცხლისწყლით).

ესპანეთის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ნაწილში ჰავა ხმელთაშუა ზღვიურია, შიგა რაიონებში კი უფრო კონტინენტური. ტყეებს ტერიტორიის მხოლოდ 10% უკავია.

ესპანეთი შვეიცარიის შემდეგ ყველაზე მაღალმთიანი ქვეყანაა ევროპაში. მთები და მთაგრეხილები მისი ტერიტორიის 90%–ს შეადგეს. მესეტის მთაგრეხილი იკავებს ქვეყნის თითქმის 1/2-ს. მესეტის დასავლეთ ნაწილში ტექტონიკური კანიონები და მდინარეების კალაპოტებია, აღმოსავლეთით ის უფრო მოსწორებულია. ცენტრალური კორდილიერები მესეტას ყოფენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. მესეტის ჩრდილოეთით ბისკაის ყურის სანაპიროზე გადაჭიმულია კანტაბრიის მთები, რომლებიც წარმოადგენენ ესპანეთის ყველაზე ძნელად მისადგომ მთათა სისტემის — პირინეის გაგრძელებას, რამდენიმე პარალელური სისტემა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაჭიმულია 450კმ. პირინეის მთების საშუალო სიმაღლე დაახლოებოთ 2500 მეტრია. ყველაზე მაღალი წერტილია ანეტო (3404მ). პირენეების სამხრეთ ფერდობი წარმოადგენს სამთო ტურიზმის მსხვილ საერთაშორისო ცენტრს. მესეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაჭიმულია იბერიის მთები: სიგრძით 250კმ და სიმაღლით 2313მ (პიკი მონკაო). იბერიის მთებში იღებს სათავეს ესპანეთის ყველაზე მსხვილი მდინარეები. აღმოსავლეთ პირინეებსა და იბერიის მთებს შორის ხმელთაშუა ზღვამდე გადაჭიმულია არც თუ ისე მაღალი კატალონიის მთები. ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში განლაგებულია კორდილიერა – ბეტიკას მთათა სისტემა. ცენტრში — სიერა–ნევადას მთები.

ტერიტორიის დარჩენილი 10% უკავია ანდალუზიის დაბლობს სიერა-მორენასა და კორდილიერა-ბეტიკას შორის (სადაც მიედინება მდინარე გვადალკვივირი), არაგონის დაბლობი მდინარე ებროს ხეობაში და რამდენიმე პატარა დაბლობი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ესპანეთის სანაპიროები ძალიან მრავალფეროვანია დიუნებით, ქვიშიანი და სილიანი სანაპიროებით. გალისიის სანაპიროს ნაწილი ნორვეგიის ფიორდების მსგავსია, ხოლო ჩრდილო სანაპირო ცნობილია მცირე ზომის გამოქვაბულებით. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე გვხვდება უდაბური ლაგუნები და ჭაობები.
ფართობი — 504.782 კვ.კმ.
ბუნება — გეოგრაფიული რაიონები – ცენტრალური ესპანეთი (el Centro) მესეტის პლატოთი, ჩრდილოეთი (el Norte), აღმოსავლეთი (el Este) ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში, სამხრეთი (el Sur) ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის მოქცეული არე. მთათა სისტემები - პირენეები, სიერა მორენა, იბერიისა და კანტაბრიის მთები; უმაღლესი მწვერვალები (მ) - პიკო დე ტეიდე 3.718 (კანარის კ-ებზე), მულასენი 3.478, პიკო დე ანეტო 3.404; მთავარი მდინარეები (კმ) - ებრო 910, ტახო (ტეჟუ) 790 (სულ 1.007), გვადიანა 778, დუერო 700 (სულ 895), გვადალკვივირი 657; უდიდესი ტბა - ემბალსე დე ალკანტარა (ხელოვნური); მთ. კუნძულები (კვ.კმ) - კანარის 7.447 (მათ შორის: ტენერიფე 2.034, ფუენტევენტურა 1.660, დიდი კანარი 1.560, ლანზაროტე 846, ლა-პალმა 708), ბალეარის 4.992 (მათ შორის: მაიორკა 3.640);
ბუნებრივი რესურსები — ქვანახშირი, რკინის მადანი, ურანი, ვერცხლისწყალი, პირიტი, თაბაშირი, თუთია, ტყვია, ვოლფრამი, სპილენძი, ჰიდროენერგია, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
ჰავა 

ესპანეთისთვის დამახასიათებელია სუბტროპიკული ხმელთაშუაზღვიური ჰავა ცხელი, მწველი ზაფხულითა და რბილი, წვიმიანი ზამთრით. საშუალო ტემპერატურა იანვარში მერყეობს +8 °C-დან +12 °C-მდე, ივლისში +18 °C–დან + 28 °C–მდე. ესპანეთის მრავალფეროვანი და კონტრასტული ჰავა აიხსნება რელიეფის სირთულით, ატლანტის ოკეანისა და აფრიკის კონტინენტის კლიმატის ზემოქმედებით. ყველაზე მეტი ნალექი მოდის ჩრდილოეთში და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (წლიური ნალექის რაოდენობა აქ 1000 მმ-ზე მეტია, მთიან რაიონებში კი — 1500-2000 მმ), ცენტრალური და სამხრეთ აღმოსავლეთი რაიონები უფრო მშრალია (წლიური ნალექიანობა 500მმ-ზე ნაკლებია). გამოიყოფა მაღალმთიანი რაიონები ცივი ზამთრით, უხვი თოვლიანობითა და გრილი ზაფხულით, რომელიც მშრალია სამხრეთში, ნესტიანი და წვიმიანი — ჩრდილოეთ ესპანეთი. პირინეებში თოვლის ხაზი 2800 მეტრზეა. ესპანეთში, საბერძნეთისა და იტალიიის მსგავსად, ევროპაში ყველაზე ბევრი მზიანი დღეა.
მდინარეები და ტბები

ესპანეთში საკმაოდ ბევრი, მაგრამ მცირეწყლოვანი მდინარეთა სისტემაა, რომლებიც როგორც ატლანტის ოკეანის, ასევე ხმელთაშუა ზღვის აუზსაც მიეკუთვნებიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვან მდინარეთა სისტემებს წარმოადგენს ატლანტის ოკეანის აუზში შემავალი მდინარეები დუერო (780კმ), ტეჟო (1010კმ), გვადიანა (820კმ), გვადალკვივირი (680კმ) და ასევე ებრო (928კმ), რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. ესპანეთის სხვა მსხვილი მდინარეებიდან გამოიყოფა მინო (340კმ), ატლანტიკისაუტი, ხუკარი (498კმ) და სეგურა (341კმ).
ფლორა და ფაუნა 

თუ არ ჩავთვლით კანარის კუნძულებს, ესპანეთში ითვლიან დაახლოებით 8000 ჯიშის მცენარეს. ოდესღაც ვრცელი ტყეებისაგან მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა, ძირითადად ჩრდილოეთში. მცენარეების საფარი ჩრდილოეთის ნესტიან და დანარჩენ მშრალ ნაწილში მკვეთრად არის განსხვავებული. ჩრდილოეთისათვის დამახასიათებელია ფართოფოთლოვანი ტყეები, ასევე არის ფოთოლმცვენი მუხა. "მშრალი” ესპანეთი ღარიბია ტყეებით, აქ გავრცელებულია მრადმწვანე მუხის ჯიშები, ასევე ხმელთაშუა ზღვის მცენარეები. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და სამხრეთის მთებში, გვხვდება შავი ფიჭვის ტყეები. "მშრალ” ესპანეთში ყველაზე მეტადა გავრცელებულია მარადმწვანე ხმელთაშუაზღვის ტიპის ბუჩქები და ნახევრად ბუჩქოვანი (გარიგები), ქვეყნის აღმოსავლეთში გარიგებს ენაცვლებამაღალი ბალახები. ესპანეთი ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი ფაუნით გამოირჩევა, ჩრდილოეთში ფაუნა შუაევროპულია (ბევრია ირემი, შველი და ტახი), მთის რაიონებში შემორჩა წმინდა სისხლის ირემი და პირინეის მთის თხები. კანტაბრიისა და ლეონის მთებში გვხვდება მურა დათვი, მტაცებლებიდან მგელი და მელა. ესპანეთი ევროპაში ყველაზე მდიდარ ქვეყნად ითვლება ფრინველთა ჯიშის რაოდენობით. ზაფხულში აქ შეგვიძლია ვნახოთ 25 სახეობის მტაცებელი ფრინველი (ქორი,არწივი, შავარდენი). ბევრია წყალმცურავი სახეობები ( იხვი, ბატი, ფლამინგო, წერო ), ქვეწარმავლებიდან კუ, გველი,ქამელეონი, მორიელი, ასევე მდიდარია თევზებით.
სახელმწიფო 

ესპანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია
პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური - მეფე ხუან კარლოს I (Juan Carlos I,1975).
მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
საკანონმდებლო ორგანო – გენერალური კორტესები, შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი).
ეროვნული დღესასწაული - 12 ოქტომბერი - ესპანელი ერის დღე (ქ.კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის თარიღი).
ადმინისტრაციული დაყოფა. ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი (Comunidad autonoma): ანდალუსია, არაგონი, ასტურია, ბალეარის კუნძულები, ბასკეთი, გალისია, ესტრემადურა, ვალენსია, კანარის კუნძულები, კანტაბრია, კასტილია-ლა მანჩა, კასტილია და ლეონი, კატალონია, ლა რიოხა, მადრიდი, მურსია, ნავარა, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე 2 ავტონომიური ქალაქი (ciudad autonoma) - სეუტა და მელილია.
მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
ნანახია: 950 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz