შაბათი
04.05.2024
00:39
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 9 » საფრანგეთი
21:44
საფრანგეთი
საფრანგეთი, ოფიციალურად საფრანგეთის რესპუბლიკა (ფრანგ. République française), ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მოიცავს ევროპის ამ ნაწილის, რამდენიმე კუნძულისა და ზღვისიქითა ტერიტორიების ნაწილს. მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) ევროპის შემდეგი ქვეყნები: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, ესპანეთი და ანდორა. ზღვისგადაღმა ტერიტორიებს ესაზღვრება ბრაზილია და სურინამი (საფრანგეთის გვიანას), ნიდერლანდის ანტილები (სენ-მარტენს). საფრანეგთი დაკავშირებულია გაერთიანებულ სამეფოს ევროტუნელით, რომელიც გადის ინგლისის არხის ქვეშ.

საფრანგეთი არის განვითარებული ქვეყანა და მეხუთე ადგილზეა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში. იგი ყველაზე მეტად მონახულებული ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად 82 მილიონ ტურისტს იღებს. იგი არის ასევე გაეროს ერთ-ერთი დამმარსებელი და წევრი შემდეგი ორგანიზაციებისა: ფრანკოფონია, დიდი რვიანი, ევროკავშირი, დიდი ოცეული, ნატო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და ლათინური გაერთიანება. იგი არის გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი.სექციების სია    

               

1 სახელწოდება
2 გეოგრაფია და ბუნება
2.1 ჰავა და ჰიდროგრაფია
2.2 ფლორა და ფაუნა
3 სახელმწიფო
4 დემოგრაფია
5 ადმინისტრაციული დაყოფა
5.1 რეგიონები და დეპარტამენტები
6 ეკონომიკა
6.1 ტრანსპორტი
6.2 ტურიზმი
6.2.1 ტურისტული ფორმალობები და სასაზღვრო შეზღუდვები
7 მემკვიდრეობა
8 ისტორია
9 სქოლიო
სახელწოდება 
ოფიციალური: ქართულად - საფრანგეთის რესპუბლიკა; ფრანგულად - France; République française.
ეტიმოლოგია - სახელი მომდინარეობს ფრანკების ტომებისაგან. თვით სიტყვა "ფრანკი” თავისუფალ ადამიანს ნიშნავს. ამ ტერიტორიას რომაელები გალიას უწოდებდნენ გალების კელტური ტომის მიხედვით. საფრანგეთის სახელები სხვა ენებზე: Gallia (ბერძნული), Francogallia (ლათინური), Fagguo (ჩინური), Ranska (ფინური), Tsarf (ებრაული), Valland (ძველნორვეგიული), Bro-C'hall (ბრეტონული), Perancis (ინდონეზიური).
ქვეყნის კოდი - FR.
გეოგრაფია და ბუნება  მთავარი სტატია : საფრანგეთის გეოგრაფია.


საფრანგეთი კოსმოსიდან

საფრანგეთი, რომლის ტერიტორიასაც ექვსკუთხედის მსგავსი კონფიგურაცია აქვს, ფართობით ევროკავშირის უდიდესი ქვეყანაა. ქვეყანა დასავლეთ ევროპაში მდებარეობს. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, ანდორა და ესპანეთი, რომელთაგანაც 3 ევროკავშირის წევრი არ არის. მის შემადგენლობაშია კუნძული კორსიკა ხმელთაშუა ზღვაში. საფრანგეთი შედგება 26 რეგიონისგან. მათ შორის 22 თავად საფრანგეთის ტერიტორიაზე, ასევე 4 ზღვის გადაღმა დეპარტამენტები: გვადელუპა, მარტინიკა, გვიანა და რეიუნიონი. ზღვის გადაღმა ტერიტორიები - ახალი კალედონია, საფრანგეთის პოლინეზია, საფრანგეთის ანტარქტიკული ტერიტორია და ორი ტერიტორიული ერთეული განსაკუთრებული სტატუსის - მაიოტა, სენპერი და მიკელონი.

ქვეყნის რელიეფში ჭარბობს ვაკეები და დაბლობები, უმაღლესი მწვერვალია მონბლანი, რომელიც მთელ დასავლეთ ევროპაში უმაღლესია. იგი იტალიასთან სასაზღვრო რაიონში მდებარეობს. საფრანგეთი ენერგეტიკული რესურსებით მდიდადი არ არის (თუ არ ჩავთვლით ევროპული მასშტაბების ურანის მადანს). მოიპოვებენ ბოქსიტებს, რკინის მადანს, მარილებს, საშენ მასალას. ქვეყანა მდიდარია მდინარეებით, მაგრამ ღარიბია ტბებით. დიდი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას.

საფრანგეთში წარმოდგენილია ლანდშაფტების მდიდარი ნაირსახეობა. ატლანტის ოკეანის კლდოვანი სანაპირო, მდინარეათა ფართო ველები, მაღალი დათოვლილი მთები, ხმელთაშუაზღვისპირა ქვიშიანი სანაპიროები. ჩრდილოეთ საფრანგეთის დიდი ნაწილი უჭირავს ისეთი ფართო მდინარეების დაბლობებს, როგორიცაა სენა და მარნა, ამ მოსავლიან მიწებს დასავლეთით ესაზღვრება ნორმანდიული კლდნოვანი მთები, აღმოსავლეთით კი, ბელგიის საზღვარზე იჭიმება ტყეები, რომლები სამხრეთით ქვეყნის შვეიცარიასთან საზღვარზე გადადის მთის მასივში.
ტბა როსლენი

კამარგი

მონ-ბლანი

სამხრეთ საფრანგეთის ნაწილი უჭირავს საფრანგეთის სცენტრალურ მასივს, ეს სარის ჩამქრალი ვულკანების მხარე. ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, საფრანგეთის ცენტრალური მასივის მიდამოებში, სევენის მთებში სათავეს იღებს ქვეყნის უგრძესი მდინარე ლუარა. სამხრეთ – დასავლეთ რაიონი, მდინარე გარონის აუზი, ესაა წიწვოვანი ტყის მხარე. ცნობილია როგორც ლანდა. პირინეის მთების წარმოადგენს საზღვარს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. საფრანგეთის ცენტრალური მასივის აღმოსავლეთით გაშლილია მდინარეების სონასა და რონას უხვმოსავლიანი დაბლობები. საფრანგეთისა და იტალიის საზღვართან იჭიმება ალპები, ევროპის ყველაზე მაღალი მთათა სისტემა
ფართობი - 551.000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 3,010 კმ; სახმელეთო - 2,250 კმ.
ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - აკვიტანიის აუზი, არმორიკის მასივი (ბრეტანი), კოტანტინის ნახევარკუნძული (ნორმანდია), პარიზის აუზი, ხმელთაშუაზღვის დაბლობი, ცენტრალური მასივი, რონა-საონის ველი, პირენეები, ალპები და ჟურა, ელზასი და ლოტარინგია. მთიანი რეგიონები - ალპები, პირენეები, ჟურა, არდენები, ვოგეზები. უმაღლესი მწვერვალი - მონბლანი 4.807 მ; მდინარეები (კმ) - გარონა 650, ლუარა 1.020, მარნა, რაინი, რონა 548 (სულ 812), საონი, სენა 776; ტბები (კვ.კმ) - ჟენევის 234 (სულ 581), ეტან-დე-ბერი 155, ანესი; კუნძულები (კვ.კმ) - კორსიკა 8.680, ილ-დ-ოლერონი 174; კლიმატი - კონტინენტური, ოკეანური.
ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, რკინის მადანი, ბოქსიტები, თუთია, საშენი ხე-ტყე, თევზი.
ჰავა და ჰიდროგრაფია 

სევენის მთები საფრანგეთს ყოფს ორ კლიმატურ რაიონად: ხმელთაშუაზღვური და ატლანტის, ასევე ოთხ კლიმატურ ზონად: ოკეანური, მშრალი კონტინენტური, ხმელთაშუაზღვური და მთის. საფრანგეთის ჩრდილოეთი რაიონების კლიმატი რბილი და ნესტიანია. გაზაფხულზე ამინდი ცვალებადია, სითბო და მზე იცვლება წვიმებითა და ქარებით. ზაფხული შედარებით თბილია, შემოდგომაზე დილას და საღაომოობით გრილა, არ იცის მკაცრი ზამთარი. საშუალო ტემპერატურა მერყეობს იანვარში 0 გრადუსსა და აგვისტოში +25 გრადუსს შორის, პარიზის საშუალო ტემპერაურა მერყეობს ზამთარში 0 (+10) გრადუსებს შორის, ხოლო ზაფხულში +20 (+30) გრადუსებს შორის. ქვეყნის სამხრეთით კლიმატი რბილი და თბილია, ზამთრობით მთებში ხშირად არის დიდთოვლობა, ტემპერატურის მერყეობა ზამთარსა და ზაფხულში უმნიშვნელოა. ალპები სამხრეთ –აღმოსავლეთით ხელს უშლის ხმელთაშუაზღვური კლიმატის გავრცელებას ქვეყნის სიღრმეებში, ასე რომ აღნიშნული კლიმტი ვრცელდება რონისა და ლიონის დაბლობებში მდინარეები და ტბები.

რბილი და ნესტიანი კლიმატი საფრანგეთში ხელ უწყობს ხშირი სამდინარო ქსელის განვითარებას, წყალუხვობასა და გაუყინვადობას. წყლის სიუხვის რეჟიმისა და დინების ხასიათის მიხედვით საფრანგეთში გამოიყოფა მდინარეთა ოთხი ტიპი:
პრეატლანტური ტიპი: მოიცავს ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტს. ახასიათებს მდინარის კვება წვიმის წყლით და მდინარის დონის მცირე ცვალებადობა. მდინარეები სავსეა წლის ნებისსმიერ დროს. ამ სახეობის მდინარეებს მიეკუთვნება სენა მარნის შენაკადებით, მარჯვენა შენაკადი უაზა, მარცხენა შენაკადი იონა, ქვედა ლუარა, შარანტა, სონა.
ერცოგული ტიპი: აერთიანებს მდინარეებს, რომლებიც მოედინებიან მაღალი მთებიდან. ზემო ლუარა მარჯვენა შენაკადებით: ალე, შერი, ენდრი, ვენა, გარონა მარჯვენა შენაკადებით: ტარნი, ლო, დორდონი. რონა მარჯვენა შენაკადებით: დუ, არდეში. მდინარეთა კვება დაომოკიდებულია წვიმებსა და თოვლზე.
ალპების ტიპი: ამ ტიპს მიეკუთვნება ალპებისა და პირინეის მდინარეები: რონა თავისი მარცხენა შენაკადებით: (იზერი, დურანსი,) ზემო გარონა ასევე თავისი შენაკადებით. მდინარეები იკვებებიან თოვლითა და გაყინული წყლებიით, ამაზეა დამოკიდებული ზამთარ - ზაფხულობით მდინარეთა წყალუხვობა.
ხმელთაშუაზღვური ტიპი: დამახასიათებელია ქვეყნის სამხრეთში მდებარე მდინარეებისათვის. (ოდი, ორბი, ერო), მდინარეები იკვებებიან წვიმის წყლით. გაზაფხულსა და შემოდგომაზე კოკისპირულმა წვიმებმა შეიძლება გამოიწვიოს წყალდიდობები.

საფრანგეათის დიდი მდინარეებია: ლუარა – 1010კმ, რონა – 522კმ, სენა – 780კმ, გარონა – 650კმ. ევროპის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი საწყლოსნო არტერიაა მდინარე რაინი, რომელიც 190 კოლომეტრის სიგრძეზე მიუყვება საფრანგეთ – გერმანიის საზღვარს. ქვეყნის უმსხვილესი მდინარეები გამოიყენება სანაოსნოდ, ლუარასა და გარონას აქვს შემოვლითი არხები. საფრანგეთი ღარიბია ტბებით, ალპებში საფრანგეთს ეკუთვნის ჟენევის ტბის სამხრეთი სანაპირო. სავის ალპები მოიცავს საკმაოდ დიდ ყინულოვან ტბებს: ანესი და ბურჟე. საფრანგეთის ცენტრალურ მასივში ვხვდებით ვულკაური წარმოშობის ტბებს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებსა და ბისკაის ყურეში მნიშვნელოვნად გავრცელებულია ლაგუნისებური ტბები.
ფლორა და ფაუნა 

ცხვრის საძოვრები მდინარე სენის ნაპირებზე. მთავარი სტატია : საფრანგეთის ფლორა და საფრანგეთის ფაუნა.


საფრანგეთის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი უკავია ტყეს. საკმაოდ დიდი ტყის მასივები განთავსბულია აკვიტანიაში, ალპებში, პირინეებში, ვოგეზებში. აკვიტანიის აღმოსავლეთით მუხნარი ტყეები გადადის წაბლნარში, აქ ასევე წარმოდგენილია სუბტროპიკული მცენარეთა ელემენტები. ქვეყნის ჩრდილოეთში განთვასებულია მუხნარი და წიფელის ტყეები. ქვეყნის ჩრდილო დასავლეთით მიდამოები გამოყენებულია საძოვრებად. ხმელთაშუაზღვურ სამხრეთში დამახასიათებელია ბუჩქნარებით შეთხელებული ტყეები. ალპებში მუხნარი და წაბლის ტყეები 700 - 800 მეტრზე იცვლება წიფლნარი, ნაძვნარი და ფოთლოანი ტყეებით, რომლებიც 1600 – 1900 მეტრზე მდებარეობს. პირინეებში ტყეთა ზემო საზღვარი აღწევს 1800 – 2100მ. უფო ზემოთ (სუბალპურ ზონაში) ვხვდებით ბუჩქნარსა და მაღალბალახოვან მინდვერბს. საფრანგეთის ტყეებში, განსაკუთრებით მთებში ადვილად ვხვდებით გარეულ კატას, მელას, ირემს, შველს, კურდღელს, ტახს, ციყვს. მაღალ მთებში ვხვდებით მთის თხას... განსხვავებულ ფრინველებს: კაკაბი, ქორი, ყვავი, სამხრეთში ვხვდებიათ ფლამინგოს.
სახელმწიფო 

საფრანგეთი რესპუბლიკური მმართველობის ქვეყანაა. მოქმედებს მეხუთე რესპუბლიკის კონსტიტუცია 1958 წლიდან. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტი, ორ პალატიანია. ეროვნულ კრებას 5 წლით, ხოლო სენატს 6 წლით ირჩევენ. სახელმწიფოს მეთაურს 5 წლით ირჩევენ (ერთი და იმავე პიროვნების არჩევა შესაძლებელია მხოლოდ 2 ჯერ).
პოლიტიკური სისტემა - რესპუბლიკა. საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც დაამხო მონარქიული მმართველობა და გამოაცხადა რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (Nicolas Sarkozy, 2007-დან). საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის პრეზიდენტები იყვნენ აგრეთვე:შარლ დე გოლი (1959-69), ჟორჟ პომპიდუ (1969-74), ვალერი ჟისკარ დ'ესტენი (1974-81), ფრანსუა მიტერანი (1981-95), ჟაკ შირაკი (1995-2007).
მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი François Fillon (2007).
საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება ეროვნულ კრებისა (577 წევრი) და სენატისაგან (321 წევრი).
პარტიები – სოციალისტური პარტია (ხელმ. ფ.ოლანდი), გაერთიანება რესპუბლიკის მხარდასაჭერად (ფ.სეგენი), დემოკრატიის კავშირი (ფ.ლეოტარი).
სიმბოლოები: ჰიმნი - მარსელიეზა, მიღებულ იქნა 1792 წელს (ავტორი კ. რუჟე დე ლილი); დევიზი - "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა" (Liberté, Égalité, Fraternité); ეროვნული ემბლემა - შროშანი (Fleur-de-lis); დროშა - ტრიკოლორი სამი ვერტიკალური ზოლით (ლურჯი, თეთრი, წითელი).
დემოგრაფია 

მოსახლეობის სიმჭიდროვე მთავარი სტატია : საფრანგეთის დემოგრაფია.


მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორე ქვეყანაა ევროკავშირში გერმანიის შემდეგ. ქვეყნის განაპირა რაიონებში ცხოვრობენ ის ხალხები, რომლებიც ენით და კულტურით განსხვავდებიან ფრანგებისაგან. აქ ცხოვრობს ასევე 5 მლნ-ზე მეტი უცხოელი. საფრანგეთი მაღალი ურბანიზაციითა და საშუალო სიმჭიდრობით გამოირჩევა.

2010 წლის იანვრის მონაცემებით, საფრანგეთის სავარაუდო მოსახლეობა 65.4 მილიონი კაცია[1]. საფრანგეთი არის მეოცე ყველაზე დასახლებული ქვეყანა მსოფლიოში. საფრანგეთის უდიდესი ქალაქებია პარიზი, მარსელი, ლიონი, ლილი, ტულუზა, ნიცა და ნანსი.

2003 წელს, საფრანგეთში ბუნებრივი მოასხლეობის ზრდა იყო ერთ-ერთი მაღალი ევროკავშირში. 2004 წელს, მოსახლეობის ზრდა შეადგენდა 0.68%-ს, ხოლო 2005 წელს, დაბადებისა და ნაყოფიერების ზრდა კვლავ გრძელდებოდა. 2006 წელს, დაბადების რაოდენობა სიკვდილთან შედარებით 299,800-ით მეტი იყო. 2008 წელს, საერთო ნაყოფიერების შეფასება გაიზარდა 2.02-მდე, როდესაც 2002 წელს იყო 1.88[4].

2004 წელს, საერთო ჯამში 140,033 ადამიანი გადავიდა საცხოვრებლად საფრანგეთში. აქედან, 90,250 იყო აფრიკიდან, ხოლო 13,710 ევროპიდან[5]. 2005 წელს, იმიგრაციის დონე სულ ოდნავ დაეცა 135,890-მდე[6] .

საფრანგეთში ეთნიკურ და რასულ ჯგუფებზე ინფორმაციის შეგროვე უკანონია. ეს კანონი მიღებული იქნა 1790 წლის რევოლუციისას, ხოლო ხელახლა დადასტურდა 1958 წლის კონსტიტუციაში[7]. საფრანგეთი არის ეთნიკურად განსხავებული ერი დაახლოებით ექვსი მილიონი ჩრდილოეთ აფრიკელითა და სავარაუდოდ 2.5 მილიონი შავკანიანით[8][9]. ამჟამად შეფასებულია, რომ საფრანგეთის მოსახლეობის 40% წარმოშობილია სხვადასხვა მიგრაციის ტალყებისაგან[10]. სტატისტიკისა და ეკონომიკის სწავლების საფრანგეთის ეროვნული ინსტიტუტზე დაყრდნობით, საფრანგეთში 4.9 მილიონი საზღვარგარეთ დაბადებული იმიგრანტია, საიდანაც 2 მილიონს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა[11].
მოსახლეობა - 65,073 მლნ (2009), მათ შორის 90,4% ფრანგები, 2,5% ელზასელები, 2,0% იტალიელები, 1,9% ბრეტონელები.
ენები - ფრანგული (ოფიციალური ენა), პროვანსული, ბრეტონული, ელზასური, კორსიკული, კატალანური, ბასკური, ფლამანდული.
რელიგია - კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი (1 მლნ), ისლამი (4 მლნ).
ქალაქები (ათ.) - პარიზი (2.110, აგლომ. - 11.330), ლიონი (444, აგლომ. - 1.671), მარსელი (820, აგლომ. - 1.538), ტულუზა (412, აგლომ. - 978), ნიცა (332, აგლომ. - 946), ნანტი (282, აგლომ. - 721), სტრასბურგი (272).
ადმინისტრაციული დაყოფა 

22 რეგიონი და 96 დეპარტამენტები მთავარი სტატია : საფრანგეთის ადმინისტრაციული დაყოფა, საფრანგეთის რეგიონები და საფრანგეთის დეპარტამენტები.


საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორია იყოფა 100 დეპარტამენტად (departament), რომლებიც 22 ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში არიან გაერთიანებული, მათ შორის კორსიკას განსაკუთრებული სტატუსი აქვს მინიჭებული. საფრანგეთის რეგიონებია: აკვიტანია, ბრეტანი, ბურგუნდია, ელზასი, ზემო ნორმანდია, კორსიკა, ლანგედოკი-რუსილონი, ლიმუზენი, ლორენი, ლუარის რეგიონი, ნორდ-პა-დე-კალე, ოვერნი, ილ დე ფრანსი, პიკარდია, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირი, პუატუ-შარანტი, რონა-ალპები, სამხრეთი პირენეები, ფრანშ-კონტე, ქვემო ნორმანდია, შამპან-არდენი, ცენტრი.

საფრანგეთის რეგიონებს შორის ფართობით ყველაზე დიდია სამხრეთი პირენეები 45,6 ათასი კვ.კმ, ხოლო ზღვისგადაღმა რეგიონებს შორის ყველაზე დიდია საფრანგეთის გვიანა 83,534 კმ²-ით.

საფრანეგთის ყველა დეპარტამენტს აქვს იდენტური იურიდიული სტატუსი, როგორც საფრანგეთის განუყრელ ნაწილებს. დეპარტამენტები დაყოფილნი არიან 342 ოკრუგად, რომლებიც შემდგომ კანტონებად იყოფა. თოთუელი კანტონი შეიცავს მცერე რაოდენობით კომუნებს.
სამფლობელოები. საფრანგეთის მფლობელობაშია 4 ზღვისიქითა დეპარტამენტი (departament d’outre mer), 4 ზღვისიქითა ტერიტორია (territoire d’outre mer) და 2 სპეციალური ტერიტორიული ერთეული. საფრანგეთის სამფლობელოები: ახალი კალედონია; ბასას და ინდია, კ.; გვადელუპა; გლორიოზო, კ.; ევროპა, კ.; ვალისი და ფუტუნა; კლიპერტონი, კ.; მაიოტა; მარტინიკა; ჟუან დე ლა ნოვა, კ.; რეიუნიონი; საფრანგეთის სამხრეთ პოლარული ტერიტორია; საფრანგეთის გვიანა; საფრანგეთის პოლინეზია; სენ-პიერი და მიკელონი; ტრომელინი.
რეგიონები და დეპარტამენტები 
ნანახია: 1176 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz