პარასკევი
26.04.2024
20:46
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 23 » აბაშის მუნიციპალიტეტი
22:29
აბაშის მუნიციპალიტეტი


SZS-Abasha-ka.svg

აბაშის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მუნიციპალიტეტი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — სენაკის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე მუნიციპალიტეტია, 1963-1966 წლებში შედიოდა ყოფილ გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) მუნიციპალიტეტში.


მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 20-50 მ-ის სიმაღლეზე. ტერიტორია — 322 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 210 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები რიონიცხენისწყალიაბაშანოღელა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა საშენი ქვიშა და სააგურე თიხა.

ბუნება [რედაქტირება]

გეოგრაფია [რედაქტირება]

აბაშის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე, 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემდეგ არის ცალკე მუნიციპალიტეტი და მდებარეობს ამჟამინდელ საზღვრებში: ჩრდ-ით ესაზღვრება - მარტვილის, აღმოსავლეთით სამტრედიის, სამხრეთით სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით სენაკის მუნიციპალიტეტი. ფართობი - 320,8 კმ2, ადმინისტრაციული ცენტრი ქ. აბაშა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 20-50 მ სიმაღლის ვაკე-დაბლობია, აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით, თიხებით), უმაღლესი ადგილია სოფ. სეფიეთის მიდამოები, მოიპოვება მაღალი ხარისხის საშენი ქვიშა, ხრეში და სააგურე თიხა.

მუნიციპალიტეტში გაბატონებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურაა - 14 ცელსიუსი, იანვრის ტემპერატურა - 4,9 ცელსიუსი, ივლისის - 22,9 ცელსიუსი. ნალექების წლიური რაოდენობაა 1620 მმ, გაზაფხულზე იცის მოულოდნელი ყინვები. ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. ქარები მუსონურია, ხშირია ფიონები და ბრიზები.

ჰიდროგრაფიული ქსელით მუნიციპალიტეტი მდიდარია. აქ უმეტესად მოცემულია მდინარეთა ქვემო დინებები. საზრდოობა შერეული ხასიათისაა. წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. მდინარეებიდან აღსანიშნავია: რიონი, ცხენისწყალი, აბაშა. მცირე მდინარეებია:ნოღელაკოვზაზანა. აბაშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ”სირიაჩქონის” ჭაობია.

ნიადაგები ძირითადად ალუვიურ-კარბონატულია. რიონის მარცხენა სანაპიროზე კი ჭაობიანი ნიადაგებია. მცენარეული საფარი კოლხური ტიპისაა.

ხის სახეობებიდან გვხვდება:

  • მურყანი
  • ჭალის მუხა
  • თელა
  • წიფელი
  • ლეშამბო.

ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია, გვხვდება ტურამელამაჩვიკვერნა. მცირე რაოდენობითაა გარეული ღორიშველიხოხობი, რომელთა დასაცავად რიონის პირას შექმნილია კაცობურის აღკვეთილი.

ძირითადი ლანდშაფტებია:

  • ვაკე-დაბლობი, კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით.
  • ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგებით.

მოსახლეობა [რედაქტირება]

მოსახლეობის რიცხოვნობა — 28 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 89 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 41 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 40 სოფელი.

ადგილობრივი თვითმმართველობა [რედაქტირება]

აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ეკონომიკა [რედაქტირება]

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. მისდევენ ასევე მემცენარეობასმებოსტნეობა-მებაღჩეობას. მრავალწლიანი კულტურებიდან მთავარია ჩაი. მუნიციპალიტეტში არის მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები, ჩაის ფაბრიკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი.

რელიგია [რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში არსებული ეკლესია–მონასტრები:

  • სუჯუნის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი - სოფ. სუჯუნა
  • ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია - სოფ. მარანი
  • წმ. გიორგის სახელობის ტაძარი - პირველი მაისი
  • მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფ. ტყვირი
  • წმ. გიორგის სახელობის ტაძარი - სოფ. გულეიკარი
  • წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - სოფ. გეზათი
  • წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - სოფ. სამიქაო
  • ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესია - სოფ. მაიდანი
  • მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია - ქ. აბაშა, კვათანის უბანი
  • სეფიეთის მთავარანგელოზთა ეკლესია - სოფ. სეფიეთი
  • მაცხოვრისკარის ეკლესია - სოფ. განათლებისკარი

კულტურა [რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში არის:

  • სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა – 32
  • კერძო ზოგადსაგანმანათებლო სკოლა – 1
  • ბიბლიოთეკა – 19
  • თეატრი – 1
  • მუზეუმი – 1

აბაშის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწენი:

ცნობილი მედიკოსები:

ქართული კულტურის მეცენატები:

ღირსშესანიშნაობანი [რედაქტირება]



ნანახია: 1108 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz