შაბათი
27.04.2024
00:39
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 12
ვენა (გერმ. Wien [viːn]) - ავსტრიის დედაქალაქი და ასევე ავსტრიის ცხრა შტატიდან ერთ-ერთი. 1,6 მილიონი მოსახლეობით (2,2 მილ. აგლომერაციაში, მთელი ავსტრიის მოსახლეობის ¼–ზე მეტი.) ვენა ავსტრიის უდიდესი ქალაქია, ისევე როგორც მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი. არის ევროპის კავშირის სიდიდით მეათე ქალაქი.

ვენაში აქვს შტაბ-ბინა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის: გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA).

ქალაქი მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს და მხოლოდ 60 კმ-შია ავსტრიის აღმოსავლეთის საზღვართან. ვენა ცენტრალური ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს, ძალიან ახლოს ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან.

ვენა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქალაქია და საკუთარი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიით დამსახურებულად უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციასა და მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი. საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენდა საღვთო რომის იმპერიის ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 853 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 12.06.2011 | კომენტარი (0)

თბილისი (1936 წლამდე ტფილისი[1][2], კოორდ. 41°43′N 44°47′E), საქართველოს დედაქალაქი; 1922—1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380—600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.090 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.

თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 875 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 12.06.2011 | კომენტარი (0)

მადრიდი (ესპანურად Madrid) — ესპანეთის დედაქალაქი, აგრეთვე, იმავე სახელის მქონე ავტონომიური ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვეყნის უმსხვილესი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცენტრი.

ქალაქის მოსახლეობა— 3,248 000 მლნ მცხოვრები. (2005) ქალაქი პირენეის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული. დიდი მადრიდი 1,2 ათას ჰექტარზე გადაჭიმულ აგლომერაციას წარმოადგენს. ქალაქის ფართობი კი 607 კვადრატული მეტრია, რომელიც 21 ადმინისტრაციულ რაიონს მოიცავს. ქალაქი მსხილი სატრანსპორტო კვანძია, როგორც სარკინიგზო, ისე ჩქაროსნული გზატკეცილების თვალსაზრისით, აქვეა მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი.სექციების სია [დამალვა]
1 მოსახლეობა, ენა, სარწმუნოება
2 ქალაქის მოკლე ისტორია
3 ეკონომიკა
4 ტრანსპორტი
5 კლიმატი
6 სქოლიო

მოსახლეობა, ენა, სარწმუნოება [რედაქტირება]

დედაქალაქი ესპანეთში მოსახლეობით პირველ ადგილზე დგას და იმიგრანტების ხარჯზე დღითი-დღე იზრდება. სახელმწიფო ენა ესპანურია, ამას გარდა, ქალაქის მოსახლეობა კატალონიურს, ბასკურსა და გალიციურსაც იყენებს. მადრიდის ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1 ·სურათი 2
ნანახია: 765 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 12.06.2011 | კომენტარი (1)

ბერლინი (გერმ. Berlin) -- გერმანიის დედაქალაქი და ფართობითა და მოსახლეობით ყველაზე დიდი გერმანული ქალაქი; ქალაქ-სახელმწიფო და ავტონომიური უფლებების მქონე ფედერაციული მიწა.

არსებობის ისტორიის მანძილზე ბერლინი მრავალი გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დედაქალაქი იყო: ბრანდენბურგის სამარკგრაფო/სათავადო, პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1990 წლის 3 ოქტომბრიდან ბერლინი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქია.

ქალაქი მნიშვნელოვან მაგისტრალურ კვანძს წარმოადგენს. ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია მრავალი უნივერსიტეტით, უმაღლესი სასწავლებლით, კვლევითი დაწესებულებით, თეატრით, მუზეუმითა თუ კულტურული ძეგლით.

სექციების სია [დამალვა]
1 გეოგრაფია
1.1 გეოგრაფიული მდებარეობა
1.2 ადმინისტრაციული დაყოფა
1.3 კლიმატი
2 მოსახლეობა
3 ისტორია
4 ტრანსპორტი
5 აეროპორტები
6 პოლიტიკა
7 რესურსები

გეოგრაფია [რედაქტირება]
გეოგრაფიული მდებარეობა [რ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 818 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 12.06.2011 | კომენტარი (0)

ბელგრადი (სერბ. Beograd, Београд) - სერბეთის დედაქალაქი (2003-დღემდე). ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ევროპაში, დაფუძნდა ძვ.წ. მე-3 საუკუნეში კელტების მიერ, სანამ რომაელთა დასახლება (Singidunum) გახდებოდა. ამჟამინდელი სახელწოდება პირველად ნახსენებია 878 წლის წყაროში. ბელგრადი სერბეთის დედაქალაქი 1404 წლიდან, ხოლო იუგოსლავიისა კი 1918 – 2003 წლებში იყო.

ქალაქი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძია. მას დაახლოებით ქვეყნის 3,6% უჭირავს და მასში სერბეთის მოსახლეობის 15,8% ცხოვრობს (23% კოსოვოს გამოკლებით). ასევე, ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის 31,2% ბელგრადში მუშაობს. ბელგრადი ქვეყნის კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრია. მასშია თავმოყრილი ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული მნიშვნელობის ინსტიტუტთა უდიდესი კონცენტრაცია.

ბელგრადს ცალკე ტერიტორიული სტატუსი აქვს სერბეთის სამხარეო სისტემაში და ჰყავს ავტონომიური საქალაქო მმართველობა. მისი ტერიტორია დაყოფილია 17 მუნიციპალიტეტად, რომელთაც ასევე საკუთარი ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ჰყავთ. ბელგრადი ყოფილი იუგოსლა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 828 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 12.06.2011 | კომენტარი (0)

ბაქო (აზერბ. Bakı, ბაქი - ქარიანი ადგილი) — აზერბაიჯანის დედაქალაქი, მდებარეობს კასპიის ზღვის აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, კოორდინატებით 40°23′N 49°52′E. თანამედროვე ბაქო სამი ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი (İçəri Şəhər), კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდში აშენებული ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2003 წლის მონაცემებით იყო 1.9 მილიონი, აგლომერაციაში 3 მილიონამდე ადამიანი სახლობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.
ისტორიული ცნობა [რედაქტირება]

ბაქო პირველად V საუკუნის წყაროებში იხსენიება. IX-X საუკუნეებში მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან არაბი გეოგრაფები (ალ-ისტახი, ალ-მასუდი, ალ-მუკადასი). აქ უკვე მაშინ იღებდნენ ნავთობს. XII საუკუნის II ნახევარში ბაქო ერთხანს შირვანის სახელმწიფოს პოლიტიკური ცენტრი იყო. XII-XV საუკუნეებში ბაქოდან ნავთობი გაჰქონდათ აღმოსავლეთის ქვეყნებში. ბაქო მნიშვნელოვანი სავაჭრო ნავსადგური იყო. XV-XVI საუკუნეებში ამიერკავკასიაში ერთ-ერთ შეუვალ ციხესიმაგრედ ითვლებოდა. 1540 წელს ბაქო სეფიანთა ჯარებმა დაიკავეს. XVI საუკუნის 80-იან წ ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1 ·სურათი 2
ნანახია: 779 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 12.06.2011 | კომენტარი (0)

ათენი (ბერძ.: Αθήνα IPA /a'θina/) საბერძნეთის დედაქალაქია და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ქალაქი. თანამედროვე ათენი დიდი და კოსმოპოლიტი ქალაქია; ძველი ათენი ძლიერი დამოუკიდებელი ქალაქი და განათლების ცენტრი იყო. ქალაქს სახელი ძველი ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთი ათენას პატივსაცემად დაერქვა. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია 38°00′N 23°43′E (38.00°, 23.72°).

ათენის აგლომერაციაში დაახ. 3,9 მილიონი ადამიანი სახლობს. ის საბერძნეთის წამყვანი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრია. ძველ ათენს ხშირად დასავლეთის ცივილიზაციის აკვნად მოიხსენიებენ მისი კულტურული და პოლიტიკური მიღწევების გამო ძვ.წ. მე-4 და მე-5 საუკუნეებში. ამ მემკვიდრეობის წყალობით მას უამრავი უძველესი ნაგებობა, მონუმენტი და ხელოვნების ნიმუში შემორჩა, რომელთა შორის ყველაზე განთქმულია აკროპოლისის პართენონი - დღემდე მოღწეული კლასიკური ბერძნული ხელოვნებისა და არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშთაგანი. ეს და სხვა მრავალი კულტურული ღირსშესანიშნაობა რესტავრირებულ იქნა 2004 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 785 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 12.06.2011 | კომენტარი (0)

ფაილი:Juventus-FC.pngიუვენტუსი (ლათ. iuventus, gioventù - ახალგაზრდა), მარტივად იუვე, არის იტალიური საფეხბურთო კლუბი ტურინიდან. გუნდი დაარსებულია 1897 წელს ტურინის ლიცეუმის სტუდენტთა ჯგუფის მიერ, როგორც სპორტული კლუბი იუვენტუსი. ისტორიის უდიდესი ნაწილი იუვეს გატარებული აქვს იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში (1929 წლიდან სერია A), გამონაკლისი იყო მხოლოდ 2006-07 სეზონი.

ბებერი ქალბატონი, როგორც იუვეს ხშირად მოიხსენიებენ, მესამე კლუბია იტალიის ყველაზე ასაკოვანთა შორის, დღეს არსებულთაგან მხოლოდ ჯენოა (1893) და უდინეზე (1896) დაარსდნენ იუვენტუსზე ადრე. იუვე იტალიურ საკლუბო ფეხბურთში ყველაზე წარმატებული კლუბია, მის აქტივშია 51 ტიტული, ყველაზე მეტი იტალიაში. გუნდის პირველი წარმატება ჩემპიონატში 1905 წლით თარიღდება. აქედან მოყოლებული იუვენტუსმა სარეკორდოდ, 27 ჯერ შეძლო ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, 9 ჯერ დაეუფლა კლუბი იტალიის თასს, 4 ჯერ იტალიის სუპერთასს, ჯამში 40 გათამაშებაში აქვს გამარჯვ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 965 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 12.06.2011 | კომენტარი (0)

ტოტენჰემ ჰოტსპური (ინგლ. Tottenham Hotspur Football Club) — ინგლისის საფეხბურთო კლუბი.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
2 სამოციანებამდე (1882–1960)
3 ნიკოლსონის წლები (1958-1972)
4 1972-1990 წლები
5 1990-1999 წლები
6 1999 წლიდან დღემდე
7 სტადიონი
8 ფორმა
9 გერბი
10 ფანები
11 კლუბის რეკორდები
12 ტიტულები
13 რესურსები ინტერნეტში

ისტორია [რედაქტირება]

დაარსდა ლონდონში 1882 წელს (როგორც_Hotspur F.C.) მოედანი: White Hart Lane (ტევადობა: 36,310) ზედმეტსახელი: Spurs (დეზები) Lilywhites.

ტოტენჰემი არის პირველი ბრიტანული გუნდი ვინც ევრო ტურნირი მოიგო, ეს მოხდა 1963 წელს, როდესაც ტოტენჰემმა, თასები თასის ფინალში დაამრცხა მადრიდის ატლეტიკო, ანგარიშით 5-1, ლეგენდარული ბილ ნიკოლსონის თაოსნობით, ტოტენჰემის ფეხბურთელი (1938-1955) და შემდეგ უკვე მწვრთნელი (1958-1974), მას მოყვა შემდეგ, 1972 წლის წარმატება, უეფას თასის ნახევარფინალში, იტალიური მილანის გამოთიშვის შემდგომ, ტოტენჰემი ფინალში ადგილობრივ ვულვ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 920 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 12.06.2011 | კომენტარი (0)

ფაილი:Arsenal FC.pngსაფეხბურთო კლუბი არსენალი (ინგ. Arsenal Football Club) - ასევე ცნობილი მეტსახელით მეთოფეები. არის პროფესიული საფეხბურთო კლუბი ინგლისში. დაარსდა 1886 წელს ჩრდილოეთ ლონდონში. ისინი ინგლისის პრემიერ ლიგაში გამოდიან და ერთერთი წარმატებული გუნდია ინგლისურ ფეხბურთში. ისინი ცამეტჯერ ფლობენ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს, ათჯერ აქვს მოგებული ასოციაციის თასი და ორჯერ ლიგის თასი. არსენალი ერთადერთი ინგლისური გუნდია, რომელსაც პრემიერ ლიგის სეზონი წაუგებლად ჩაუტარებია (2003-04).

ის წარმატებულად გამოდის ევროპულ სარბიელზეც. მას მოგებული აქვს ბაზრობათა თასი (1969-70) და უეფას თასების მფლობელთა თასი (1993-94). ორჯერ არის ამ ტურნირის ფინალისტი (1979-80, 1994-95). გარდა ამისა იგი გასულია უეფას თასის (1999-00) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2006 წელს, სადაც დრამატულ ბრძოლაში ბარსელონასთან დამარცხდა ანგარიშით 1-2.

არსენალი 1886 წელს დაარსდა და ყველაზე სამხრეთული კლუბი იყო, რომელიც ფეხბურთის ლიგას შეუერთდ ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 776 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 12.06.2011 | კომენტარი (0)

ფაილი:Chelsea FC.pngსაფეხბურთო კლუბი ჩელსი (Chelsea Football Club აგრეთვე ცნობილი მეტსახელებით - ლურჯები, პენსიონერები) არის პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი დასავლეთ ლონდონში. გუნდი დაარსდა 1905 წელს, თამაშობს პრემიერლიგაში და ისტორიის უდიდესი ნაწილი გატარებული აქვს ინგლისის უმაღლეს ლიგაში. ჩელსი ინგლისის სამგზის ჩემპიონია, ასოციაციის თასი გუნდს მოგებული აქვს ხუთჯერ, ლიგის თასი ოთხჯერ და უეფას თასების მფლობელთა თასი ორჯერ.

კლუბს პირველი დიდი წარმატება 1955 წელს ჰქონდა, როდესაც გახდა ინგლისის პირველი დივიზიონის ჩემპიონი. 1960-იან და 70-იან წლებში ჩელსიმ შეძლო რამდენიმე თასის მოგება, მაგრამ მოგვიანებით 1997 წლამდე დიდი ხნის მანძილზე კლუბი ვერ ახერხებდა ტიტულის მოგებას. ბოლო დეკადა ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ჩელსის ისტორიაში. 2005 და 2006 წელს კლუბი გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი, 2008 წელს ჩელსიმ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, სადაც დათმო დაპირისპირება მანჩესტერ იუნაიტედთან, თერთმეტმეტრიანების ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 852 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 12.06.2011 | კომენტარი (0)

ფაილი:Manchester United FC.pngმანჩესტერ იუნაიტედი (ინგ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი "ცხოვრობს” ინგლისის ერთ–ერთ უდიდეს ქალაქ მანჩესტერის (საგრაფო დიდი მანჩესტერი) რაიონ ტრაფორდში.

„იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გუნდია, მას მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონ გულშემატკივარზე მეტი ჰყავს. (ამას უნდა ციტატა)

1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.

იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. 1986–87 წლების სეზონის როდესაც გუნდში ახლანდელი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი მოვიდა შემდეგ გუნდმა 20 დიდი ტიტული მოიგო. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 10 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 17–ჯერ გამხდარა, 1968 წ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 955 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 12.06.2011 | კომენტარი (0)

ფაილი:AS Roma.pngAssociazione Sportiva Roma, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც რომა, არის იტალიური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი. იგი დააარსა 1927 წლის 22 ივლისს იტალო ფოშიმ. რომამ არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იასპარეზა იტალიის დაბალ დივიზიონში, კერძოდ სერია B-ში, 1951-52 წლებში. მას შემდეგ კი მოყოლებული დღემდე იგი ასპარეზობს იტალიის სერია A-ში, ზედიზედ 58 სეზონი (სულ 77 სეზონი).

რომას სერია A მოგებული აქვს სამჯერ. პირველად ეს მათ 1941-42 წლების სეზონზე მოახერხეს. შემდეგ 1982-83 წლებში და ეს შედეგი 2000-01 წლებში გაიმეორეს. რომას ასევე მოგებული აქვს იტალიის თასი ცხრაჯერ. ევროპის სარბიელზე რომას მოგებული აქვს საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი 1960-61 წლებში. 1983-84 წლის სეზონზე რომაელები ახლოს იყვნენ ლიგის თასთან. თუმცა ისინი საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ ლივერპულთან პენალტების სერიაში. აგრეთვე მეორე ადგილზე გავიდა 1990-91 წლებში უეფას თასზე, დამარცხდა რა ინტერთან ორი მატჩის ჯამში.

საშინაო შე ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1 ·სურათი 2
ნანახია: 859 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 12.06.2011 | კომენტარი (0)

ფაილი:InternazionaleBadge.pngინტერნაციონალე (შემოკლებით ინტერი, ოფიციალური დასახელება Football Club Internazionale Milano) — მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი, უპოპულარესი და უმდიდრესი საფეხბურთო კლუბი იტალიის ქალაქ მილანიდან.

2010 წლის მონაცემებით: იტალიის შიდა ტურნირებში: 18-გზის ჩემპიონი, 6-გზის თასის მფლობელი, 4-გზის სუპერთასის მფლობელი; საერთაშორისო ტურნურებში: 3-გზის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1964, 1965, 2010), 3-გზის უეფას თასის მფლობელი (1991, 1994, 1998), 2-გზის საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი.

მთელი ისტორიის მანძილზე შიდა ტურნირებში მიღწეული წარმატებებით იტალიაში მე-2 კლუბია, ხოლო საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებებით ევროპაში მე-7 კლუბი. მეტსახელი ნერაძური (Nerazzuri), ანუ შავ-ლურჯები, კლუბის ფეხბურთელთა ფორმის ფერებიდან მომდინარეობს. ასევე გააჩნია მეტსახელები ბენეამატა (Beneamata, სანატრელი) და Biscione (მილანის ერთ-ერთი სიმბოლოს, მილანის საჰერცოგოს გერბზე გა ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 875 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 12.06.2011 | კომენტარი (0)

საფეხბურთო კარიერა [რედაქტირება]

ალეგრიმ კარიერა საკმაოდ უცნობ გუნდში კუიოპელიში დაიწყო, სადაც მან მხოლოდ 7 თამაში ითამაშა, გოლი კი არ გაუტანია და შემდეგ ლივორნოში გადავიდა, როგორც ჩანს არც ლივორნოში თამაშობდა ხშირად ალეგრი, რადგან 3 წელში მან 29 მატჩი ჩაატარა, აქაც უგოლოდ. შემდეგ პიზა აქ მასიმილიანო 1 სეზონი თამაშობდა და მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა, გოლი მან ამ კლუბშიც ვერ გაიტანა. შემდეგ კვლავ ლივორნო, სადაც მას კარგი სეზონი ჰქონდა და 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ლივორნოშიც 1 სეზონი გაჩერდა და კვლავ გადაბარგდა, ამჯერად პავიაში.

პავიაშიც ნორმალურად ითამაშა მან და 28 მატჩში 5 გოლის გატანა მოასწრო. ალეგრი "ტრადიციულად" 1 სეზონი გაჩერდა პავიაში, შემდეგ კი პესკარაში გადავიდა, სწორედ ეს იყო ალბათ მისი ფორმის პიკი.

პესკარაში 1991-1993 წლამდე თამაშობდა და ამ ორ სეზონში, 64 მატჩი ჩაატარა, სადაც 16-ჯერ გამოიჩინა თავი.

1993 წელს მან კვლავ შეიცვალა კლუბი და გადავიდა კალიარიში, იქაც არ გამოიყურებოდა ცუდად მასიმილიანო 1993 წლიდან 1995 წლამდე 46 მატჩი ჩაატარა და 4ჯერ აიღო მეტოქი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 824 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 12.06.2011 | კომენტარი (0)

მილანი (იტალ. A.C. Milan) — პროფესიონალური იტალიური საფეხბურთო კლუბი ლომბარდიის ქალაქ მილანიდან. ჰერბერტ კილპინმა და ალფრედ ედვარდსმა კლუბი 1899 წელს „დააარსეს". მილანს თავისი ისტორია ძირითადად სერია A-ში აქვს გატარებული, იტალიის პირველ დივიზიონში. კლუბმა სერია B-ში მხოლოდ 2 სეზონი ითამაშა (1980-იან წლებში).

„მილანს" მოგებული აქვს ფიფა-ს და უეფა-ს ოფიციალური 18 ტიტული და დღემდე პირველ ადგილს იყოფს არგენტინულ „ბოკა ხუნიორსთან". კლუბი 4 საერთაშორისო ტიტულის მფლობელია, რაც მსოფლიო რეკორდია. მათში შედის 3 საკონტინენტთაშორისო თასი და 1 ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. „მილანმა" 7-ჯერ აიღო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასი - მასზე მეტჯერ (9-ჯერ) ეს ტიტული მხოლოდ „რეალს" აქვს მოგებული. უეფას სუპერ თასი კლუბმა 5-ჯერ მოიპოვა, რაც ასევე რეკორდია. თასის მფლობელთა თასი კი 2-ჯერ აიღო.

„მილანმა" სერია A 17-ჯერ დაასრულა პირველ ადგილზე და სკუდეტოს მფლობელი გახდა, რაც მე-3 შედეგია, მას მხოლოდ „ინტერი" (18) და „იუვენტუსი" (27) უსწრებენ. კლუბს 5-ჯერ აქვს მოგებული იტალიის თასი და იტალიის სუპერთა ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1 ·სურათი 2
ნანახია: 1017 | დაამატა: guka-2001 | თარიღი: 12.06.2011 | კომენტარი (0)

კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz