შაბათი
04.05.2024
02:39
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » არგენტინა
18:28
არგენტინა
არგენტინა ოფიციალურად არგენტინის რესპუბლიკა (ესპ. República Argentina), — სამხრეთ ამერიკის სიდიდით მეორე ქვეყანა, კონსტიტუციური მოწყობით წარმოადენს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფედერალურ საპრეზიდენტო რესპუბლიკას 23 პროვინციითა და ბუენოს-აირესის ავტონომიური ოლქით. არგენტინა მსოფლიოში სიდიდით მერვე ქვეყანაა და ამავე დროს ყველაზე დიდია ესპანურენოვან ქვეყნებს შორის.

არგენტინის ტერიტორია მოქცეულია დასავლეთიდან ანდებსა და აღმოსავლეთიდან ატლანტის ოკეანეს შორის. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება პარაგვაი და ბოლივია, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ბრაზილია და ურუგვაი, ხოლო დასავლეთით და სამხრეთით - ჩილე. არგენტინა პრეტენზიას აცხადებს ანტარქტიკის ნაწილზეც (არგენტინული ანტარქტიკა), მაგრამ ამავე დროს ხელი აქვს მოწერილი 1961 წლის ანტარქტიკის ხელშეკრულებაზე, რომელიც კრძალავს ანტარქტიდის ტერიტორიაზე რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტის გავრცელებას. არგენტინას ასევე აქვს პრეტენზია ფოლკლენდის კუნძულებსა (ესპ. Islas Malvinas) და სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებზე, რომლებიც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს წარმოადგენს.

არგენტინა არის როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის (20 უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა) წევრი, ასევე სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის დამფუძნებელი.სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
3 სახელმწიფო
4 დემოგრაფია
5 ეკონომიკა
6 შეიარაღებული ძალები
7 ისტორია
8 მემკვიდრეობა
9 კულტურა
10 ტურიზმი
11 ცნობილი არგენტინელები
12 სქოლიო

სახელწოდება [რედაქტირება]
ოფიციალური: არგენტინის რესპუბლიკა.
ესპანური: República Argentina.
ეტიმოლოგია: 1526 წელს იტალიელი მოგზაური კაბოტო იკვლევდა მდინარე პარანის შესართავს. მისი აზრით, ეს მდინარე ვერცხლით მდიდარი რაიონიდან მოედინებოდა. ამიტომ მას უწოდა Río de la Plata (ესპანურად rio - „მდინარე"; plata - „ვერცხლი"), ხოლო მიმდებარე რეგიონს La Plata. შემდეგში ეს სახელი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა, მაგრამ ახლა ლათინური ფორმით: argentum - „ვერცხლი".
ქვეყნის კოდი: AR.
გეოგრაფია [რედაქტირება] მთავარი სტატია : არგენტინის გეოგრაფია.



ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, გადაჭიმულია 4000 კმ-ზე სუბტროპიკული ჩრდილოეთიდან სუბარქტიკულ სამხრეთამდე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბრაზილია, ურუგვაი, პარაგვაი, ბოლივია, ჩილე. ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები სადავოა დიდ ბრიტანეთთან.
ფართობი: 2.766.890 კვ.კმ.
ბუნება: არგენტინის ტერიტორიაზე მდებარეობს ანდების მთიანი ქედის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომლის უმაღლესი მწვერვალია აკონკაგუა 6,959 მ;
გეოგრაფიული რაიონები: პამპა - ვრცელი ნაყოფიერი დაბლობი; ჩაკო - ჩრდილოეთის ცხელი რეგიონი; მესოპოტამია - დაბლობი მდინარეებს პარანასა და ურუგვაის შორის; ანდების ზეგანი; პატაგონია - ნახევრად ყამირი მაღლობი.
უდიდესი მდინარეები (კმ) - რიო-სალადო-დელ-ნორტე 2.000, პარანა 1.800 (სულ 4.700), რიო-ბერმეხო 1.200, ურუგვაი 1.100, ბერმეხო-ტეუკო 1.000;
უდიდესი ტბები (კმ²) - ლაგო-არხენტინო 1.415, ვიედმა 1.088, ხენერალ-კარერა 881 (სულ 2.240);
უდიდესი კუნძულები (კმ²) - დიდი ცეცხლოვანი მიწა 21.051 (სულ 47.000), ლოს-ესტადოსი 520; კლიმატი - ტროპიკული, ზომიერი.
ბუნებრივი რესურსები: პამპასის ნაყოფიერი ველები, ტყვია, თუთია, კალა, სპილენძი, რკინის მადანი, მანგანუმი, ნავთობი, ურანი; აქვს ნავთობის, ბუნებრივი გაზის და ჰიდროენერგიის უზარმაზარი მარაგი.
სახელმწიფო [რედაქტირება] მთავარი სტატია : არგენტინის პოლიტიკა, არგენტინის პრეზიდენტი და არგენტინის პროვინციები.


არგენტინის პოლიტიკური სისტემა, როგორც მას კონსტიტუცია განსაზღვრავს, ემყარება წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფედერალურ საპრეზიდენტო რესპუბლიკას, სადაც სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია არგენტინის პრეზიდენტი.
სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი (2007 წლის 10 დეკემბრიდან).
საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი ეროვნული კონგრესი (სენატი 72 წევრი, დეპუტატთა პალატა - 257 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია 22 პროვინცია (provincia), ფედერალური დედაქალაქი (distrito federal), ეროვნული ტერიტორია "ცეცხლოვანი მიწა”.
დემოგრაფია [რედაქტირება] მთავარი სტატია : არგენტინის დემოგრაფია.


არგენტინის მოსახლეობის პირამიდა
2001 წლის აღწერის მონაცემებით, არგენტინის მოსახლეობა შეადგენდა 36,260,130 ადამიანს. მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი 0.917% იყო, შობადობის მაჩვენებელი შეადგენდა 16.32 ადამიანს ყოველ 1.000 ადამიანზე, მოკვდავობის მაჩვენებელი 7.54 ყოველ ათასზე. უკვე 2008 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 40,301,927 ადამიანს შეადგენს.[2] მათ შორის 84,2% არგენტინელები (უმრავლესობა ესპანური და იტალიური წარმოშობისაა), 4,3% იტალიელები, 30 ათასი ამერიკელი ინდიელები.
ენები: ესპანური - ოფიციალური, ინგლისური, იტალიური, გერმანული, ფრანგული.
რელიგია: კათოლიციზმი.
ქალაქები (ათ.) : ბუენოს-აირესი (12.100; აგლომ. 13.100), კორდოვა (1.486; აგლომ. 1.560), როსარიო (1.276; აგლომ. 1.373), მენდოსა (988), ლა-პლატა (690 ), სანტა-ფე (369), სან-მიგელ-დე-ტუკუმანი (814).
ეკონომიკა [რედაქტირება]

არგენტინა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მაღალკვალიფიციური კადრებით, მაგრამ ეკონომიკა ხასიათდება პერიოდული აღმასვლებით და ვარდნებით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიზისი ქვეყანას 2001 წელს ჰქონდა, რომელმაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოაქცია.
ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 319 მლრდ $ (მე-17 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 8.950 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 7, მრეწველობა 35, მომსახურება 58.
ბიუჯეტი: 44,000 მლნ $.
ვალუტა: არგენტინული პესო (ARS).
შეიარაღებული ძალები [რედაქტირება]

არგენტინის ჯარის თვითდანიშნულებაა დამოუკიდებელი გაერთიანებული ტერიტორიის თავისუფლების დაცვა. იგი შედგება სახმელეთო, საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან.
ისტორია [რედაქტირება]

არგენტინამ ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1816 წლის 9 ივლისს.
XX ს.: 1946-55 და 1973-74 წლებში ქვეყნის პრეზიდენტი იყო ხუან პერონი. 1976 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება. 1982 წელს დიდ ბრიტანეთთან ჩაება საომარ მოქმედებებში ფოლკლენდის კუნძულების გამო, რის შემდეგაც გენერალი გალტიერი თანამდებობიდან გადადგა. 1990 წელს აღდგენილ იქნა დიპლომატიური ურთიერთობა ბრიტანეთთან.
XXI ს.: 2003 წელს გაუქმებულ იქნა კანონი, რომელიც სამართლებრივი დევნისაგან ათავისუფლებდა მმართველი ხუნტის ყოფილ მონაწილეებს.
მემკვიდრეობა [რედაქტირება] მთავარი სტატია : იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები არგენტინაში.


იგუასუ

არგენტინელებმა მსოფლიოს მისცეს ტანგო. ისინი ითვლებიან ფეხბურთის დიდოსტატებად. მათი სიყვარული ცხენებისადმი გამოიხატა „გაუჩოში", როგორც მარტოხელა, მაგრამ დამოუკიდებელი მწყემსის არგენტინულ პერსონაჟში.
ბუენოს-აირესი - კოლონიური პერიოდის არქიტექტურა, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, სამხატვრო გალერეა;
სალტა - ესპანური მმართველობის ძველი ქალაქი;
იგუასუს და ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკები.
კულტურა [რედაქტირება] მთავარი სტატია : არგენტინის კულტურა, არგენტინული სპორტი და არგენტინული ფეხბურთი.


არგენტინის კულტურა განსხვავებულია ქვეყნის სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში და შერწყმულია ეთნიკური ჯგუფების კულტურასთან. თანამედროვე არგენტინის კულტურამ უდიდესი გავლენა განიცადა ევროპული იმიგრაციისას, სულ მცირეა ადგილობრივ ინდიელეთა და აფრიკელთა კულტურების გავლენა, ისიც მუსიკასა და ხელოვნებაში. ბუენოს-აირესი და სხვა ქალაქები ევროპული არქიტექტურის ნათელი მაგალითებია, მაგრამ რაც შეეხება უფრო ძველ დასახლებებს ამ ქალაქების შიგნით, აქ თანამედროვე სტილი, არგენტინის ესპანური მმართველობის წარსულიდან გამომდინარე, შერწყმულია კოლონიურ არქიტექტურასთან. მსხვილ ურბანულ ცენტრებში მარვლადაა მუზეუმები, კინოთეატრები, გალერეები.
ტურიზმი [რედაქტირება] მთავარი სტატია : არგენტინის ტურიზმი.


ტურიზმი არგენტინაში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც პირველ რიგში ქვეყნის გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნების დამსახურებაა.

2007 წელს, არგენტინაში 4,7 მლნ უცხოელი ტურისტი ჩავიდა, რაც თითქმის გაუთანაბრდა ქვეყნიდან სამოგზაუროდ გასულთა რიცხვს. მხოლოდ ბუენოს-აირესის მინისტრო პისტარინის აეროპორტით (Aeropuerto Internacional de Ezeiza Ministro Pistarini) ქვეყანაში 2,3 მლნ ტურისტი შემოვიდა, მათგან 26 % ბრაზილიიდან, 25 % ევროპიდან, 14 % აშშ-დან და კანადიდან, 8 % ჩილედან, ხოლო 27 % სხვადასხვა ქვეყნიდან.[3] [4][5] [6]
ცნობილი არგენტინელები [რედაქტირება]
მწერლები - ხორხე ლუის ბორხესი, ხულიო კორტასარი;
მომღერლები - ლოლიტა ტორესი;
სპორტსმენები - დიეგო მარადონა, ხუან მანუელ ფანხიო, გაბრიელა საბატინი, გაბრიელ ბატისტუტა, გილერმო ვილასი, კარლოს მონსონი, ლიონელ მესი;

პოლიტიკოსები - ჩე გევარა, ხუან პერონი, ედუარდო დუალდე, ხორხე ვიდელა, კარლოს მენემი. მარია ესტელა (ისაბელ) მარტინეს დე პერონი


ჰიმნი: Himno Nacioanal Argentino



დევიზი: En Unión y Libertad

დედაქალაქი ბუენოს-აირესი
34°20′S 58°30′W
უდიდესი ქალაქი ბუენოს-აირესი
ოფიც. ენები ესპანური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი



ფართობი
- საერთო

- წყალი (%)
2,766,890 კმ²(მე-8)

1.1%
მოსახლეობა
- 2010 სავ.
- 2001 ცენზი
- სიმჭიდროვე
40,091,359 (32-ე)
36,260,130
14.49 ად/კმ² (207-ე)
მშპ (ppp)
- საერთო

- ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.
$691.054 მილიარდი (მე-19)

$13,307 (57-ე)
აგი (2007) 0.869 (მაღალი) (38-ე)
ვალუტა პესო (ARS)
დროის სარტყელი (UTC -3სთ.)
  -ზაფხულის დრო (UTC -2სთ.)
ქვეყნის კოდი ARG
ccTLD .ar
სატელეფონო კოდი +54


ნანახია: 985 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz