შაბათი
04.05.2024
02:03
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » აზერბაიჯანი
16:38
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანი, ოფიციალურად აზერბაიჯანის რესპუბლიკა (აზერ. Azərbaycan Respublikası) — სახელმწიფო სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება რუსეთი ჩრდილოეთით, საქართველო ჩრდილო-აღმოსავლეთით, სომხეთი დასავლეთით, ირანი – სამხრეთით.

აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის ანკლავი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკაც, რომელსაც ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სომხეთი, სამხრეთიდან და დასავლეთიდან ირანი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან თურქეთი. ოფიციალურად, ქვეყნის შემადგელობაში შედის მთიანი ყარაბაღის რეგიონიც, თუმცა 1990-იანი წლების ყარაბაღის ომის შემდეგ მასზე აზერბაიჯანის სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება, ხოლო რეგიონს დამოუკიდებლობა აქვს გამოცხადებული.

აზერბაიჯანი უნიტარული სახელმწიფოა. მას აქვს დიპლომატიური ურთიერთობა მსოფლიოს 158 ქვეყანასთან, გაწევრებულია 38 საერთაშორისო ორგანიზაციაში.[3] ის არის სუამი-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი. 1993 წლის სექტემბრიდან არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის („დსთ") წევრი.სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 სახელმწიფო
3 გეოგრაფია
3.1 ბუნება
4 ისტორია
4.1 უახლესი ისტორია
5 ტერიტორიული მოწყობა
6 დემოგრაფია
7 ეკონომიკა
8 კულტურა
9 სქოლიო
10 რესურსები ინტერნეტში

სახელწოდება [რედაქტირება]
ოფიციალური: აზერბაიჯანის რესპუბლიკა.
ეროვნული: Azərbaycan, Azərbaycan Respublikası.
ეტიმოლოგია: ძვ. წ. IX საუკუნეში ამ ტერიტორიაზე არსებობდა რომაული პროვინცია Media Atropatena ან მოკლედ Atropatena. ასე ერქვა მას მმართველის სახელის მიხედვით. დღევანდელი სახელი Azərbaycan მიღებულია რომაული „ატროპატენას" და არაბული „ადერბედაგანის" ტრანსფორმაციით. სხვა ვერსიით, ქვეყნის სახელი ნიშნავს „ცეცხლის ქვეყანას".
ქვეყნის საერთაშორისო კოდი: AZ.
სახელმწიფო [რედაქტირება]
სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ილჰამ ალიევი (Ilham ALIEV, 2003).
საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი მილი მეჯლისი (125 წევრი).
ეროვნული დღესასწაული: 28 მაისი — რესპუბლიკის დღე.
გეოგრაფია [რედაქტირება]

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

ქვეყანა მდებარეობს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კასპიის ზღვის სანაპიროზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია სამხრეთ-დასავლეთით — საქართველო, სომხეთი, თურქეთი, სამხრეთით — ირანი, ჩრდილოეთით — რუსეთი. აღმოსავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 86.600 კმ²-ს. ფართობით იგი ყველაზე დიდი ქვეყანაა ამიერ კავკასიაში. ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი მას აქვს სომხეთთან 566 კმ. ყველაზე მოკლე კი თურქეთთან −9 კმ. აფშერონის ნ/კ მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით იგი 60 კმ-ით შეჭრილია კასპიის ზღვაში. მისი სიგანე 30 კმ-ია აქ მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი ბაქო. აზერბაიჯანის უმაღლესი მწვერვალია მთა ბაზარდუზუ — 4485 მ, უდიდესი მდინარეები — კური (მტკვარი) და არაქსი.
ბუნება [რედაქტირება]

რელიეფი. აზერბაიჯანის ტერიტორიის თითქმის ნახევარი უჭირავს მთებს. გვხვდება აგრეთვე ვრცელი ვაკე-დაბლობები. გამოიყოფა 4 მსხვილი გეონორფოლიგიური რეგიონი: კავკასიონი, რომელიც შედგება მთავარი ანუ წყალგამყოფი (მწვერვალი ბაზარდუზუ, 4480 მ) და გვერდითი (მწვერვალი შაჰდაღი, 4243 მ) ქედებისაგან; მცირე კავკასიონი ყარაბაღის ვულკანური მთიანეთითურთ; მტკვარ-არაქსის დაბლობი და თალიშის ანუ ლენქორანის მთები. კავკასიონს გარს ეკვრის დაბალი, ტყიანი მთისწინეთი, ქინა ქედები და ვაკეები. მთები უმთავრესად აგებულია იურული და ცარცული ასაკის ფლიშური (თიხაფიქლები), ნაწილობრივ კარბონატული (კირქვები) და ვულკანოგენური ქანებით, ზღვიური და მოლასური ნალექებით; დახრილი ვაკეები — გვიანდელი პლიოცენის და პლეისტოცენის ფლუვიოგლაციალური და ალუვიურ-პროლუვიური წყებებით; არიდულ მთისწინეთში ხშირია ბედლენდები, გობუსტან-აფშერონის რაიონში — ტალახის ვულკანები.

აზერბაიჯანის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში გადაჭიმულია მცირე კავკასიონის ქედები: შაჰდაღი, მუროვდაღი (მწვერვალი გამიში, 3624 მ), აღმოსავლეთი სევანი, ზანგეზური, დალიდაღი, დარალაგიოზი (აიოძორი), ყარაბაღი; ყარაბაღის ვულკანური მთიანეთი და ნახიჩევანის ქვაბულის ვაკეები. მცირე კავკასიონი აგებულია იურული და ცარცული ასაკის ვულკანოგენური (კვარც-პორფირები, სხვადასხვა ეფუიზიური ქანები) და დანალექი ქანებით (ქვიშაქვები, თიხები, კირქვები, არგილიტები და სხვა), პალეოგენის ვულკანური-ტერიგენული ნალექებით. ყარაბაღის მთიანეთის რელიეფისათვის დამახასიათებელია მეოთხეული პერიოდის ვრცელი ლავური პლატოები. ბევრია ჩამქრალი ვულკანი. მცირე კავკასიონზე ჭარბობს საშუალო მთიანი ტექტონიკური-დენუდაციური რელიეფი. აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე თალიშის მთები (მწვერვალი გომურგოი, 2477 მ) უმთავრესად აგებულია მესამეული პერიოდის მძლავრი ვულკანოგენური და ტუფოგენური წარმონაქმნებით. მტკვარ-არაქსის დაბლობი, რომელსაც აზერბაიჯანის ფართობის მეოთხედზე მეტი უჭირავს, აგებულია მეოთხეული კონტინენტური და ზღვიური ნალექებით. მტკვარი და არაქსი დაბლობს ყოფს შირვანის, მილის, ყარაბაღის, მუღანისა და სალიანის ვაკეებად. კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ძირას მდებარეობს მეოთხეული ნალექებით აგებული ალაზან-აგრიჩაის ხეობა (ვაკე), კავკასიონის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით სამურდავაჩის დაბლობი და ყუბის ანუ გუსარის დახრილი ვაკე, თალიშის მთისძირების გასწვრივ კი — ლენქორანის დაბლობი. აზერბაიჯანის დაბლობების აღმოსავლეთი ნაწილი ოკეანის დონეზე დაბლა (28 მ-მდე) მდებარეობს. კასპიის ზღვის ნაპირთან განლაგებულია კუნძულთა ჯგუფები: აფშერონის არქიპელაგი (კუნძულები არტემი, რომელიც ახლა ნაპირთან ჯებირით არის შეერთბული, ჟილოი და სხვა), ბაქოს არქიპელაგი (კუნძულები — ბულა, სვინოი და სხვა) და კუნძულები (ბაქოს უბეში) — ნარგინი, ვულფი, ხანლარი. მნიშვნელოვანი ნახევარკუნძულებია:აფშერონი, მტკვრის ცელა, სარა; ყურეები — აფშერონის, კიროვის და ბაქოს.

აზერბაიჯანი მდიდარია წიაღისეულით, განსაკუთრებით ნავთობითა და ბუნებრივი აირით. გვხვდება ალუნიტის, რკინის მადნის, გოგირდის ალმადანის, მოლიბდენის, ბარიტის, კობალტისა და სხვა საბადოები. მოიპოვება ქვამარილი, დარიშხანი, ბევრია (1000-ზე მეტი) მინერალური წყარო (მათ შორის ნარზანის ტიპის ბადამლი და თურშსუ, ესენტუკის ტიპის ისთისუ, მაცესტის ტიპის სურახანი), აგრეთვე სამკურნალო ტალახი და სამკურნალო ნავთობი — ნაფთალანი.
ისტორია [რედაქტირება]
უახლესი ისტორია [რედაქტირება]

მთიანი ყარაბაღის გამო მეზობელ სომხეთთან კონფლიქტმა გამოიწვია არეულობა ქვეყანაში 1988-89 წლებში. 1990 წელს საბჭოთა ჯარები შევიდნენ ბაქოში წესრიგის დასამყარებლად და გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა. 1991 წელს აზერბაიჯანის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს მოსკოვურ პუტჩს. აზერბაიჯანმა გამოაცხადდა თავისი დამოუკიდებლობა და 1991 წელს შევიდა დსთ-ში. 1992 წელს გახდა გაეროს წევრი. განახლდა ომი მთიან ყარაბაღში. ნაციონალისტმა პრეზიდენტმა ა. ელჩიბეიმ ადგილი დაუთმო ყოფილ კომუნისტურ ლიდერს ჰ. ალიევს. 1994 წელს ეუთოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით მიღწეული იქნა დროებითი ზავი, თუმცა კონფლიქტი დღემდე მოუგვარებელია — ტერიტორიის მეშვიდედი ოკუპირებულია და ქვეყნას 800 ათასი ლტოლვილი ჰყავს. ბოლო წლებში იყო რამდენიმე უშედეგო მცდელობა სამხედრო გადატრიალებისა. 2001 წელს აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრი გახდა.
ტერიტორიული მოწყობა [რედაქტირება]

აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 59 რაიონი, 1 საქალაქო ტერიტორია და 1 ავტონომიური რესპუბლიკა (muxtar respublika). რაიონები გაერთიანებული არიან 12 ოლქში.ოლქი მოსახლ.
(ათასი) ფართობი
(ათასი კმ²)
არაქსისპირეთი 329 4,3
აფშერონი 2,226 5,4
განჯა 540 5,4
კელბაჯარი 264 7,4
ლენქორანი 759 6,1
მთიანი ყარაბაღი 146 2,7
მუღან-სალიანი 634 9,0
ნახჭევანი 370 5,5
ყაზახი 580 7,1
ყარაბაღი 710 6,5
შეკი 542 9,0
შირვანი 674 11,2
ხაჩმასი 464 7,0

დემოგრაფია [რედაქტირება]
მოსახლეობა: 9,000 მლნ (2010)[1][2], მათ შორის 92 % აზერბაიჯანელი, 3,2 % დაღესტნელი, 2,5 % რუსი, 2 % სომეხი.
სახელმწიფო ენა: — აზერბაიჯანული, სხვა ენები — რუსული, სომხური.
რელიგია: ისლამი (შიიტური მიმართულების).
დედაქალაქი: ბაქო (1,235 ათ).
დიდი ქალაქები: განჯა (303 ათასი), სუმგაითი (280), მინგეჩევირი (100), ალი ბაირამლი (72), ნახჭევანი (69).
ეკონომიკა [რედაქტირება]

ქვეყანას აქვს ნავთობის, რკინის მადნის მნიშვნელოვანი რესურსები, აგრეთვე ბუნებრივი აირი, ფერადი ლითონები, ალუმინი; ეროვნულ შემოსავალში დიდი ადგილი უკავია სოფლის მეურნეობას. სახელმწიფო ვალუტა აზერბაიჯანული მანათია (AZM).
კულტურა [რედაქტირება]
არქიტექტურა: ბაქო — შირვანშაჰების სასახლე (XV ს.), ყიზყალასი (XII ს.), ციხე-სიმაგრე იშერი-შეჰერი (XI ს.), ძველი ქალაქი (IX ს.); ნახჭევანი — იუსუფ ქუსეირ-ოღლუს მავზოლეუმი (XII ს.), მომინე-ხათუნი (XIII ს); ძველი ქალაქის კაბალის ნანგრევები (VI ს.), გობუსტანის რეგიონის კლდის გამოსახულებები (ძვ. წ. VII ს).
ლიტერატურა: საგმირო-საფალავნო ძეგლები — „დედე გორგუდის წიგნი" (XII ს.) და „ქოროღლუ" (XVI ს.); აშუღური პოეზია; სახოტბო პოეზია სპარსულ ენაზე.
მუსიკა: მუსიკალური საკრავები: თარი, საზანი, ქამანჩა, ზურნა, ნაღარა.
სქოლიო [რედაქტირება]
↑ 1.0 1.1 (ინგლისური) Azerbaijan's population reaches nine million News.Az
↑ 2.0 2.1 (ინგლისური) Nine millionth Azerbaijani citizen born Today.Az
↑ (ინგლისური) AUK Foreign Office – Country Profiles: Azerbaijan. / FCO.gov.uk. წაკითხვის თარიღი: 16 იანვარი, 2010.ჰიმნი: აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნი

დევიზი: (არ აქვს)

დედაქალაქი ბაქო
40°22′N 49°53′E

ოფიც. ენები აზერბაიჯანული
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
  -პრ.-მინისტრი არტურ რასიზადე


ფართობი
- საერთო

- წყალი (%)
86,600 კმ²(114-ე)

1.6%
მოსახლეობა
- 2010 სავ.
- 2002 ცენზი
- სიმჭიდროვე
9,047,000[1][2] (91-ე)
8,265,000
103 ად/კმ² (მე-104)
მშპ (ppp)
- საერთო

- ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.
$52.35 მილიარდი (77-ე)

$6.476 (96-ე)
აგი (2007) 0.746 (საშუალო) (98-ე)
ვალუტა მანათი (AZN)
დროის სარტყელი (UTC +4სთ.)
  -ზაფხულის დრო (UTC +5სთ.)
ქვეყნის კოდი AZE
ccTLD .az
სატელეფონო კოდი +994


ნანახია: 1009 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz