პარასკევი
26.04.2024
07:45
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » ბადმინტონი
21:12
ბადმინტონი
ბადმინტონი (ინგლ. Badminton) — ოლიმპიური სპორტის სახეობა, რომელიც არის ჩოგბურთის მსგავსი თამაში. მაღლა გაჭიმული ბადის თავზე ჩოგნით ისვრიან კორპის ან პლასტმასის ძაბრისებურ ბურთს (ვოლანს).მას ძირითადად დარბაზში თამაშობენ.

ბადმინტონი მოითხოვს სისწრაფესა და ფიზიკურ გამძლეობას.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
2 მოედანი
3 ჩოგანი
4 ვოლანი ანუ ფრთიანი ბურთი
5 თამაში
5.1 დისციპლინები
5.2 შეჯიბრის წესები
5.2.1 ასაკობრივი ჯგუფები
5.2.2 ქულათა დათვლის წესები
5.2.3 ქულათა დათვლის ძველი წესები
6 ბადმინტონი საქართველოში
6.1 საქართველოს ბადმინტონის ფედერაცია
7 რესურსები ინტერნეტში

ისტორია [რედაქტირება]


პირველი ცნობები ფრთიანი ბურთით თამაშზე გვხვდება 2000 წლის წინ ინდოეთში, სადაც აღმოაჩინეს ნახატები მღვიმეების კედლებზე, რომელებზეც გამოსახულია ბრტყელი ხისა და ასევე ხის ბურთში ჩარჭობილი ფრთებიანი თამაშის გამოსახულებები. XIV საუკუნეში იაპონიაში თამაშობდნენ „იობანეს", სადაც ბურთის ნაცვლად იყენებდნენ მსხვილ ალუბლის ან წვრილ ვაშლის გამხმარ ნაყოფს, რომელსაც რამოდენიმე ფრთას ჩაურჭობდნენ. ფრთიანი ბურთით თამაში ცნობილი იყო აგრეთვე ევროპაშიც, მაგრამ ბადმინტონისაგან საკმაოდ განსხვავდებოდა. შუა საუკუნეებში ევროპაში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა ფრთიანი ბურთით თამაში_ "Battledore and Shuttlecock ან Jeu de Volant" , რომლებსაც ძირითადად მაღალი ფენის წარმომადგენლები თამაშობდნენ . თამაშის წესები საკმაოდ მარტივი გახლავთ, ბურთი რაც შეიძლება ბევრჯერ უნდა გათამაშებულიყო მოთამაშეებს შორის (რომელსაც შეცდომით საქართველოში ბადმინტოს უწოდებენ). არსებობს ამ ფაქტის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც 1830 გამოიცა და ვინმე სამერსის ოჯახის წევრების მიერ 2117-ჯერ ბურთთან შეხებას აფიქსირებს.

XVIII საუკუნის ბოლოს ფეოდალური წყობილების დაშლასთან ერთად ფრთიანი ბურთით თამაში მივიწყებას მიეცა. ამისგან განსხვავებით ინდოეთში განაგრძობდნენ "პუნას(Poona) " სახელით ცნობილ თამაშს ბრიტანელი ოფიცრები , რომლებმაც 1870 წელს დააბრუნეს სპორტის ეს სახეობა ევროპაში, კერძოდ, დიდი ბრიტანეთში.

ბადმინტონის , როგორც სპორტის სახეობის ისტორია XIX საუკუნიდან იწყება. 1872 წელს ინდოეთიდან დაბრუნებულმა ინგლისელმა ოფიცრებმა თავიანთ თანამემამულეებს უჩვენეს ფრთიანი ბურთიანი თამაში დაბა ბადმინტონში(ინგლისი). მომდევნო წლებში ბადმინტონმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა დიდი ბრიტანეთში, რასაც წესების შექმნა და 1893 სპორტული გაერთიანების შექმნა მოჰყვა. 1899 წლიდან იმართება პირველი ტურნირი_ "All England Championships" , რომელიც დღესაც იმართება და ბადმინტონის მოყვარულებში იგივე ადგილი უჭირავს, როგორც უიმბლდონს_ ჩოგბურთის მოყვარულებში.

1934 წელს ინგლისმა, უელსმა, შოტლანდიამ, ირლანდიამ, დანიამ, ჰოლანდიამ, კანადამ, ახალმა ზელანდამ და საფრანგეთმა დააარსეს პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია "International Badminton Federation" (IBF) , რომელსაც 2 წლის დაგვიანებით ინდოეთიც შეუერთდა.

საერთაშორისო წარმატება ბადმინტონს ისევ ინგლისელებმა მოუტანეს, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაკავებულ ტერიტორიაზე წარმატებით გაავრცელეს სპორტის ეს სახეობა. ინგლისელების ბატონობის დამხობა ბადმინტონში მოახერხეს დანიელებმა და შვედებმა. ასევე გასული საუკუნიოს შუა ხანებში ძალიან მომძლავრდნენ აღმოსავლეთ აზიის წარმომადგენლები, თავიდან ტაილანდი და მალაიზია, რასაც მოგვიანებით იაპონია და ინდონეზია დაემატათ.

ჩინეთმა სამოციან წლებში მოახდინა ბადმინტონში დიდი ცვლილებების განხორციელება, რის შემდეგაც მოყოლებული დღითიდღე იზრდება თამაშის სისწრაფე. ჩინელებამდე, უცნობი სტილის წინააღმდეგ არანაირი შანსი აღარ ჰქონდათ მანამდე დომინანტ სკანდინავიელებს.

მიუნხენის ოლიმპიადაზე 1972 წელს ბადმინტონი პირველად იქნა წარდგენილი საჩვენებელი სპორტის სახეობად, რასაც 1979 წელს მოჰყვა სპორტული ლიცენზიების შემოღება და 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე წარმატებით წარდგენის შემდეგ ბადმინტონი იქცა ოლიმპიური სახეობად. 1992 წელის ბარსელონის ოლიმპური თამაშებიდან მოყოლებული რეგულარულად იმართება ოლიმპიური შეჯიბრებები სპორტის ამ სახეების სხვადასხვა დისციპლინებში.
მოედანი [რედაქტირება]

ბადმინტონის მოედანი
ჩოგანი [რედაქტირება]
ვოლანი ანუ ფრთიანი ბურთი [რედაქტირება]

ვოლანი ბატის ფრთებით

დღესდღეობით არსებობს ორი ტიპის ვოლანი:
ვოლანი, რომლის დასამზადებლადაც იყენებდნენ საცობს, რომელსაც ტყავი ჰქონდა შემოკრული და ჩარჭობილი ბატის ფრთები.

მას ახასიათებს კარგი აეროდინამიკური თვისებები.
ნეილონის ვოლანი, რომელიც გამოირჩევა შესანიშნავი გამძლეობით და იაფი ფასით.

ტურნირისთვის ორივე სახეობა ნებადართულია, მხოლოდ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
მას უნდა ჰქონდეს 16 ფრთა.
ფრთათა სიგრძე უნდა იყო 62-70 მმ.
თამაში [რედაქტირება]
დისციპლინები [რედაქტირება]

ბადმინტონში არსებობს 5 დიციპლინა:
ერთეული - მამაკაცები
ერთეული - ქალთა
წყვილი - მამაკაცები
წყვილი - ქალთა
შერეული
შეჯიბრის წესები [რედაქტირება]
ასაკობრივი ჯგუფები [რედაქტირება]
ქულათა დათვლის წესები [რედაქტირება]

თამაში ხდება ორ მოწინააღმდეგებს შორის, თითოეულ მხარეს წარმოადგენს ერთი (ერთეულებში) ან ორი (წყვილებში) მოთამაშე(ები).

მისი ხანგრლივობა, ახალი წესდების თანახმად, 21(მაქსიმუმ 31) ქულამდე, გამონაკლისი 20:20-ზე ხდება თამაშის ავტომატურად გაგრძელება.
ქულათა დათვლის ძველი წესები [რედაქტირება]

2006 წლის მეორე ნახევრამდე გამოიყენებოდა შემდეგი წესები: მამაკაცებში და წყვილებში თითოეული "სეტი"_ 15-მდე , ხოლო ქალებში_ 11-მდე, მაგრამ არსებობს გამონაკლისიც, კერძოდ ორი შემთხვევა, როცა 14:14(შესაბამისად 10:10) მოწინააღმდეგები უნდა შეთანხმდნენ(ამ მოთხოვნის უფლება ენიჭება იმ მხარეს, რომელიც არ აწვდის მოცემულ შემთხვევაში):
არგაგრძელებაზე,ანუ 15(11) ზე თამაშის დასრულებაზე.
თამაშის 17(13)-მდე გაგრძელებაზე.
ბადმინტონი საქართველოში [რედაქტირება]

საქართველოში ბადმინტონი 1960-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. სპორტის ამ სახეობის გავრცელებას ხელი შეუწყო 1963 წელს თბილისში გამართულმა სსრკ პირველმა ჩემპიონატმა, რომელსაც ერთი წლის შემდეგ საქართველოს პირველობა მოჰყვა. გარდა თბილისისა, ბადმინტონის ჯგუფები გაიხსნა ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, რუსთავში, თელავში, გურჯაანსა და გაჩიანში. პირველი თაობის ბადმინტონისტებს შორის გამოირჩეოდნენ ძმები ანატოლი და ალექსანდრე დავიდოვები, ლევან ქურხაშვილი, ვლადიმერ ბორიაკი და დავით ასტახიშვილი. პირველი სპორტის ოსტატი გახდა იულია კონდრატიევა. 1980-იან წლებში საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდა დავით კავილაძე, რომელმაც 1983 წელს სსრკ გუნდთან ერთად მეგობრობის საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. საქართველოში ბადმინტონის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს მწვრთნელებმა: გივი სამსონაძემ, ლევან ქურხაშვილმა, ანატოლი დავიდოვმა, ოთარ აბზიანიძემ, ვიქტორ მალიუტინმა და სხვებმა.
საქართველოს ბადმინტონის ფედერაცია [რედაქტირება]

დაფუძნდა 1991 წლის 19 ივლისს. 1992 წლიდან ბადმინტონის საერთაშორისო ფედერაციისა (IBF) და ევროპის ბადმინტონის ასოციაციის (EBA) წევრია. პრეზიდენტები: პავლე ნონიკაშვილი (1991-94), ირაკლი კავილაძე (1994-96), ანატოლი დავიდოვი (1996-იდან).
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
პირველი ქართული ვებ გვერდი ბადმინტონზე
(ინგლისური) ბადმინტონის საერთაშორისო ფედერაციის (IBF) ოფიციალური ვებ-გვერდი
ბადმინტონი(საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდეობის საქმეთა დეპარტამენტი)
მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
ნანახია: 1051 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz