შაბათი
04.05.2024
08:21
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » ჩილე
08:07
ჩილე

ჰიმნი: Himno Nacional de Chile

დევიზი: Por la razón o la fuerza

დედაქალაქი სანტიაგო დე ჩილე
33°26′S 70°40′W
უდიდესი ქალაქი სანტიაგო დე ჩილე
ოფიც. ენები ესპანური
მთავრობა რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი სებასტიან პინიერა



ფართობი
- საერთო

- წყალი (%)
756,950 კმ²(38-ე)

1.07%
მოსახლეობა
- 2007 სავ.
- 2002 ცენზი
- სიმჭიდროვე
16,598,074 (მე-60)
15,116,435
22 ად/კმ² (194-ე)
მშპ (ppp)
- საერთო

- ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.
$231.061 მილიარდი (44-ე)

$13,936 (54-ე)
აგი (2005) 0.867 (მაღალი) (მე-40)
ვალუტა პესო (CLP)
დროის სარტყელი (UTC -4სთ.)
  -ზაფხულის დრო (UTC -3სთ.)
ქვეყნის კოდი CHL
ccTLD .cl
სატელეფონო კოდი +56
ჩილე (ესპ. República de Chile) - ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, მოიცავს ვიწრო სანაპირო ზოლს ანდებსა და წყნარ ოკეანეს შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება პერუ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ბოლივია, აღმოსავლეთით არგენტინა და სამხრეთით დრეიკის სრუტე. სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ ჩილეს და ეკვადორს არ აქვთ საზღვარი ბრაზილიასთან. ჩილეს სანაპირო ზოლი წყნარ ოკეანესთან შეადგენს 6,435 კილომეტრს.[1] ჩილეს ტერიტორიებში შედის წყნარ ოკეანეში მდებარე ხუან-ფერნანდესის, სალა-ი-გომესის, დესვენტურადასის და აღდგომის კუნძულები. ჩილეს ასევე აქვს პრეტენზია ანქტარქტიკის ნაწილზე (დაახლოებით 1250000 კმ²), თუმცა ეს მოთხოვნა ექცევა ანტარქტიკის ხელშეკრულების ფარგლებში.სექციების სია 


1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
2.1 კლიმატი
3 სახელმწიფო
4 დემოგრაფია
5 ეკონომიკა
6 ისტორია
7 მემკვიდრეობა
8 ცნობილი ჩილელები
9 რესურსები ინტერნეტში
10 სქოლიო

სახელწოდება

ოფიციალური: ჩილეს რესპუბლიკა.

ეროვნული: República de Chile.
ეტიმოლოგია: სახელს რამდენიმე ახსნა აქვს: კეჩუას ინდიელთა ენაზე chili „სამყაროს დასასრულს" ნიშნავს, ხოლო არაუკანელ ინდიელთა ენაზე - „ღრმას" (ალბათ იგულისხმება ანდების მაღალმთიანი ქედის ძირს ვიწრო ზოლად გაჭიმული ქვეყნის ტერიტორია).


გეოგრაფია  მთავარი სტატია : ჩილეს გეოგრაფია.



ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში. მას საკმაოდ უნიკალური კონფიგურაცია აქვს - იგი გადაჭიმულია წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ 4300 კმ-ზე, ამასთან საშუალო სიგანე 175 კმ-ია. ამან განაპირობა მისი ბუნებრივი მრავალფეროვნება: უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მშრალი უდაბნო ატაკამა, ხოლო სამხრეთი თოვლიან მწვერვალებს და მყინვარებს უკავია. ფართობი: 756.621 კვ.კმ.
ჩილეს კუნძულების სია
ჩილეს მდინარეების სია
ჩილეს ვულკანების სია


კლიმატი 

ჩილეს კლიმატი დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კოპენის კლიმატის კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით, ჩილეში გვხვდება კლიმატის ძირითადი შვიდი სუბ-ტიპი, დაწყებული უდაბნოს კლიმატით ჩრდილოეთში, დამთავრებული ალპური ტუნდრით და მყინვარებით აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნოტიო სუბტროპიკულით აღდგომის კუნძულზე, ოკეანური ჰავით სამხრეთში და ხმელთაშუაზღვიურით ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიყოფა ოთხი სეზონი: ზაფხული (დეკემბრი-თებერვალი), შემოდგომა (მარტი-მაისი), ზამთარი (ივნისი-აგვისტო) და გაზაფხული (სექტემბერი-ნოემბერი).

სახელმწიფო

 

ჩილეს პრეზიდენტის სასახლე სანტიაგოში მთავარი სტატია : ჩილეს პოლიტიკა, ჩილეს ადმინისტრაციული დაყოფა და ჩილეს პრეზიდენტი.


ჩილეს პოლიტიკური სისტემა - ეს არის საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკა, სადაც სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია ჩილეს პრეზიდენტი. მოქმედებს მრავალპარტიული სისტემა. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას, ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლება განაწილებულია მთავრობასა და ორპალატიან ეროვნულ კონგრესს შორის. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან აბსოლუტურად განცალკევებულია სასამართლო ხელისუფლება.
სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი სებასტიან პინიერა (2010 წლის მარტიდან)
საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (49+120 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა : 13 რეგიონი (región)

.

დემოგრაფია  მთავარი სტატია : ჩილეს დემოგრაფია და რელიგია ჩილეში.


ჩილეს მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 17 მილიონს შეადგენს. მოსახლეობის 85% ცხოვრობს ურბანულ არეალში, საიდანაც ნახევარი (დაახლოებით 7 მილიონი) კოცენტრირებულია სანტიაგოში. მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი (0.97%) თითქმის ყველაზე დაბალია, ლათინური ამერიკის მასშტაბით. მოსახლეობის რაოდენობა 20 მილიონს დაახლოებით 2035-2040 წლებში მიაღწევს.
მოსახლეობა - 16,136,137 ათასი (2005), მათ შორის 91% ჩილელი, 6% არაუკანი.
სახელმწიფო ენა : ესპანური, გერმანული ენა.
რელიგია : კათოლიციზმი.
დედაქალაქი : სანტიაგო (4.372 | 5,333 ათასი).

ქალაქები : პუენტე-ალტო (501 ათასი), ვინია-დელ-მარი (303), ანტოფაგასტა (302), ვალპარაისო (270), ტალკაუანო (250)

.

ეკონომიკა  მთავარი სტატია : ჩილეს ეკონომიკა და ტრანსპორტი ჩილეში.


ჩილეს ეკონომიკა არის დინამიურ, საბაზრო და საერთაშორისო ვაჭრობაზე ორიენტირებული. ადრეული 1990-იანი წლების განმავლობაში, როდესაც პატრისიო ეილვინის დემოკრატიულმა მთავრობამ გააღრმავა მათი წინამორბედი სამხედრო ხელისუფლების დაწყებული ეკონომიკური რეფორმები, ჩილეს, როგორც ეკონომიკური რეფორმატორი ქვეყნის რეპუტაცია განმტკიცდა. ჩილეს ეკონომიკას ქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური 8%-იანი ზრდა 1991-1997 წლებში, მაგრამ 1998 წელს ეს მაჩვენებელი განახევრდა, ვიწრო მონეტარული პოლიტიკით შემოღებული იმპორტ-ექსპორტის ბალანსის კონტროლისა და ექსპორტიდან მიღებული მცირე მოგების გამო - ეს უკანასკნელი კი აზიის ფინანსური კრიზისის შედეგი იყო. ბოლო წლებში ჩილეს ეკონომიკამ აღიდგინა ძალები და ზრდამ 5-7%-ს მიაღწია.
რესურსები : სპილენძი, საშენი ხე-ტყე, რკინის მადანი, ნიტრატები, ძვირფასი ლითონები, მოლიბდენი, ჰიდროენერგია.
ექსპორტი : სპილენძი (მსოფლიოში უდიდესი ექსპორტიორი), რკინა, მოლიბდენი, ნიტრატები, ფოლადის ნაწარმი, თევზეული, ხილი.
ეროვნ. პროდუქტი - 70 მლრდ $. სპილენძი, რკინა, ხილი, ცელულოზა.
ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე : 4.260 $.

ვალუტა: ჩილეს პესო (CLP);


ისტორია  მთავარი სტატია : ჩილეს ისტორია.


ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1818 წელს. მარქსისტი პრეზიდენტის სალვადორ ალიენდეს მიერ წამოწყებულმა ფართო რეფორმებმა სოციალურ სფეროში, გამოიწვია სამხედრო გადატრიალება. 1989 წლამდე ქვეყანას მართავდა გენერალ აუგუსტო პინოჩეტის ხელისუფლება, რომელმაც გარისკა რეფერენდუმის ჩატარება თავისი ერთპიროვნული მმართველობის საკითხზე და წააგო. იგი იძულებული გახდა ძალაუფლება სამოქალაქო ადმინისტრაციისათვის გადაეცა, თვითონ კი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტი დაიტოვა. 1998 წელს დიდ ბრიტანეთში სამკურნალოდ წასული პინოჩეტი დაპატიმრებულ იქნა, სასამართლო პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ შეწყვეტილ იქნა ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.
ნანახია: 961 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz