პარასკევი
26.04.2024
07:11
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » დანია
19:09
დანია
სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
3 სახელმწიფო
4 დემოგრაფია
5 ეკონომიკა
6 ისტორია
7 მემკვიდრეობა
8 ცნობილი დანიელები

სახელწოდება [რედაქტირება]
ოფიციალური: ქართულად - დანიის სამეფო; დანიურად - Kongeriget Danmark.
ეტიმოლოგია - წარმოსდგება სიტყვებისაგან dhen - „დაბალი" ან „ბრტყელი" და გერმანული mark - „სანაპირო რაიონი". სხვაგვარად dan სატომო სახელია და შესაბამისად Danmark - „დანების ტომის სასაზღვრო ველი".
ქვეყნის კოდი - DK.


გეოგრაფია [რედაქტირება]

ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში, უკავია იუტლანდიის ნახევარკუნძული და მიმდებარე კუნძულები. სახმელეთო საზღვარი აქვს გერმანიასთან.
ფართობი - 43.069 კვ.კმ.
ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - იდინგ-სკოვი 173 მ; უდ. მდინარე (კმ) - გუდენა 158; მთ. ტბები - ნისუმ-ფიორდი, არესი; მთ. კუნძულები (კვ.კმ) - ზელანდია 7.450, ფიუნი 3.485, ლოლანი 1.244, ბორნჰოლმი 588; კლიმატი - ოკეანური.
ბუნებრივი რესურსები - ნავთობი, ბუნებრივი აირი, თევზი, მარილი, კირქვა, ქვა, ხრეში და სილა.
სახელმწიფო [რედაქტირება]
პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური - დანიის მეფეები შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუქსბურგთა დინასტიიდან არიან. მე-20 საუკუნეში მეფობდნენ: კრისტიან IX (1863-1906), ფრედერიკ VIII (1906-1912), კრისტიან X (1912-1947), ფრედერიკ IX (1947-1972), დედოფალი მარგრეტე II (MARGRETHE II) 1972-დან.
მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი Anders Fogh Rasmussen, (2001).
საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი - ფოლკეტინგი (179 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა - 14 კომუნა (amt), 2 ქალაქი (amtskomunes - კოპენჰაგენი და ფრიდერიკსბერგი) და 2 ავტონომიური ტერიტორია (ფარერები, გრენლანდია).
დანიის ყოფილი სამფლობელოები: ისლანდია (930-1944 წლებში), დანიის ანტილები (1672-1733), დასავლეთ ბენგალიაში - ტრანკებარი და სერამპური (1618-1845), ნიკობარის კუნძულები (1756-1789), განაში - კრისტიანბორგი, ფრიდენბორგი და სხვა ტერიტორიები (1699-1850).
დემოგრაფია [რედაქტირება]
მოსახლეობა - 5,511 ათასი (2009), მათ შორის 97% დანიელები.
ენები - დანიური, ფარერული, გრენლანდიური (ინუიტური დიალექტი). ინგლისური დომინირებს როგორც მეორე ენა.
რელიგია - ევანგელურ-ლუთერანული მიმდინარეობის პროტესტანტიზმი.
ქალაქები (ათ.) - კოპენჰაგენი (1.094), ორჰუსი (221), ოდენსე (145), ოლბორგი (121), ესბიერგი (77).
ეკონომიკა [რედაქტირება]

დანია ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (184 მლრდ $) მსოფლიოში 25-ე ადგილი უკავია.
წამყვანი დარგები - ლითონგადამუშავება, გემთმშენებლობა, ელექტროტექნიკური, ქიმიური, კვების მრეწველობა.
ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 4, მრეწველობა - 27, მომსახურება - 69;
ე.ე.პ. (1 სულზე) - 34.890 $.
ექსპორტი - ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, ელექტრომოწყობილობები.
უდიდესი კომპანიები – კარლსბერგი, ეგმონტი, ლეგო, ნოვო, ტუბორგი.
ბიუჯეტი - 52,900 მლნ $.
ვალუტა - დანიური კრონა.
ისტორია [რედაქტირება]

დანიის სახელმწიფო ჩამოყალიბდა IX-X საუკუნეებში. 1849 წლიდან გამოცხადდა კონსტიტუციურ მონარქიად. 1940 წელს ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ. 1945 წელს აღიარა ისლანდიის დამოუკიდებლობა, ხოლო 1948 წელს - ფარერის კუნძულების თვითმმართველობა. [1949]] წლიდან ნატოს წევრია, ხოლო 1973 წლიდან - ევროკავშირის. მარგრეტე II გახდა პირველი დედოფალი 600 წლის შემდეგ (1972). 1992 წელს საერთო სახალხო რეფერენდუმზე უარყოფილ იქნა მაასტრიხტის ხელშეკრულება. მთავრობა იძულებული გახდა გარკვეული ცვლილებები შეეტანა, რის შემდეგაც განმეორებით რეფერენდუმზე იგი მიიღეს.
მემკვიდრეობა [რედაქტირება]
კოპენჰაგენი - როზენბერგის ციხე-მუზეუმი (XVII ს.), სადაც განთავსებულია დანიის სამეფო ძვირფასეულობის, ავეჯის და იარაღის კოლექცია, XII ს-ის ტაძარი, შარლოტენბურგის და ფრედენსბორგის სასახლეები, ტივოლის პარკი;
ოდენსე (ჰ.ქ. ანდერსენის სამშობლო) - XIII ს-ის ტაძარი;
როსკლიპი - ვიკინგების გემების მუზეუმი, ღვთისმშობლის ეკლესია (XI ს.);
კოლდინგი - სამეფო სასახლე (XIII ს.);
ყორღანი, როსკილეს საკათედრო ტაძარი.
ცნობილი დანიელები [რედაქტირება]

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
დანია
ასტრონომი - ტიხო ბრაჰე;
ფიზიკოსი - ნილს ბორი;
მწერალი - ჰანს ქრისტიან ანდერსენი;
კომპოზიტორი - დიტრიხ ბუქსტეჰუდე
ლინგვისტი - ოტო იესპერსენი;
მოგზაური - ვიტუს ბერინგი;
მოჭადრაკე - ბენტ ლარსენი;
ფეხბურთელები - მიხაელ და ბრაიან ლაუდრუპები, პეტერ შმაიხელი.
ნანახია: 1195 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz