შაბათი
04.05.2024
04:23
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » იაპონია
23:27
იაპონია

დედაქალაქი ტოკიო
35°41′N 139°46′E
უდიდესი ქალაქი ტოკიო
ოფიც. ენები იაპონური (დე-ფაქტო)
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია კონსტიტუციური მონარქია
  -იმპერატორი აკიჰიტო
  -პრ.-მინისტრი ნაოტო კანი


ფართობი
- საერთო

- წყალი (%)
377,873 კმ²(62-ე)

0.8%
მოსახლეობა
- 2007 სავ.
- 2004 ცენზი
- სიმჭიდროვე
127,433,494 (მე-10)
127,333,002
337 ად/კმ² (30-ე)
მშპ (ppp)
- საერთო

- ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.
$4.346 ტრილიონი (მე-3)

$33,800 (34-ე)
აგი (2007) 0.953 (მაღალი) (მე-8)
ვალუტა იენა (¥) (JPY)
დროის სარტყელი (UTC +9სთ.)

ქვეყნის კოდი JPN
ccTLD .jp
სატელეფონო კოდი +81

იაპონია (日本 ნიჰონ ან ნიპონ), ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფო (日本国ნიპონ-კოკუ (?·i) ან ნიჰონ-კოკუ) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში[1]. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთით. ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის ორიგინალური სახელწოდების ზუსტი ქართული თარგმანია „მზის სამშობლო" [2].


იაპონია 6,852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია[3]. იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძულია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ, რომლებიც ერთობლივად ქვეყნის ტერიტორიის 97%–ს შეადგენენ. კუნძულთა უმრავლესობას გააჩნია მთიანი რელიეფი მრავალი ვულკანით; მაგალითისთვის, იაპონიის უდიდესი მწვერვალი, მთა ფუძი ვულკანია. მოსახლეობის მიხედვით იაპონიას მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია. აქ 127 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დიდი ტოკიო, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე ქვეყნის დე ფაქტო დედაქაალაქი ტოკიო და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე პრეფექტურა, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დედამიწის უდიდესი ქალაქია[2].

არქეოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ადამიანი იაპონიის კუნძულებზე ჯერ კიდევ ზემო პალეოლითის პერიოდში სახლობდა. იაპონია პირველად მოხსენიებულია ჩ. წ. I საუკუნით დათარიღებულ ჩინურ ტექსტში. იაპონიის ისტორია ხასიათდება თვითიზოლაციის ხანგრძლივი პერიოდით, რომელმაც შეცვალა უცხო ქვეყნების მიერ იაპონიაზე ძლიერი გავლენის პერიოდი. იაპონიის კონსტიტუციამ, რომელიც მიღებული იქნა 1947 წელს, გამოაცხადა, რომ იაპონია იქნებოდა უნიტარული კონსტიტუციური მონარქია იმპერატორითა და არჩევითი პარლამენტით[2].

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან ეკონომიკურ ძალას[4], იაპონიას მსოფლიოში სიდიდთ მეორე ეკონომიკა აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და მესამე — მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. გარდა ამისა, იაპონია არის ერთადერთი აზიური ქვეყანა დიდ რვიანში და გაეროს უშიშროები საბჭოს არამუდმივი წევრი[2]. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ ოფიციალურად უარყო ომის წარმოების შესაძლებლობა, მას გააჩნია ძლიერი და თანამედროვე ჯარი, რომელიც გამოიყენება თავდაცვისა და სამშვიდობო ოპერაციებისათვის. ამომავალი მზის ქვეყანა არის განვითარებული სახელმწიფო ცხოვრებისი მაღალი სტანდარტით. იაპონელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე გრძელია[5].სექციების სია [დამალვა]
1 ეტიმოლოგია
2 სახელმწიფო მოწყობა
3 პოლიტიკური მოწყობა
3.1 კონსტიტუცია
4 სქოლიო

ეტიმოლოგია [რედაქტირება]


ქვეყნის ქართული სახელწოდება „იაპონია" არის ეკზონიმი, რომელიც ქართულში რუსული ენის გავლენითაა დამკვიდრებული (თვითონ რუსული სიტყვა Япония გერმანული ენიდან მომდინარეობს - გერმ. Japan), თუმცა ვოკალურად უფრო ფრანგულ Japon-ს ჰგავს[6].

იაპონელები საკუთარ ქვეყანას „ნიპონ"–ს ან „ნიჰონ"–ს უწოდებენ. ორივე ვარიანტი იწერება კანძის მეშვეობით — 日本. პირველი ვარიანტი ქვეყნის სახელწოდების ოფიციალური ფორმაა, სახელწოდება „ნიჰონ" უფრო სახალხო ტერმინია. თვითონ იაპონელები საკუთარ თავს ნიჰონძინ–ს (იაპონ. 日本人?) უწოდებენ, ხოლო ენას — ნიჰონგო–ს (იაპონ. 日本語?). სახელმწიფოს ოფიციალური სახელია „ნიჰონ კოკუ" ან „ნიპონ კოკუ" (იაპონ. 日本国?)[2].

„ნიჰონ" პირდაპირი თარგმანით ნიშნავს „მზის სამშობლოს", ასევე ხშირად თარგმნიან, როგორც „ამომავალი მზის ქვეყანას". ასე იხსენიებენ იაპონიას ჩინელები იაპონიის იმპერატორისა და ჩინური დინასტია სუისთან მიმოწერაში, რადგანაც იაპონია ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. მანამ, სანამ იაპონელებმა საკუთარ ქვეყანას „ნიჰონ" უწოდეს, გავრცელებული იყო სახელწოდებები ვა (იაპონ. 倭?) ან ვაგოკუ (იაპონ. 倭国?)[7].
სახელმწიფო მოწყობა [რედაქტირება]
პოლიტიკური მოწყობა [რედაქტირება] მთავარი სტატია : იაპონიის მთავრობა და იაპონიის პოლიტიკური მოწყობა.


იმპერატორი აკიჰიტო და დედოფალი მიტიკო

იაპონია კონსტიტუციური მონარქიის სახელმწიფოა, რომელშიც იმპერატორის ძალაუფლება ძალზედ შეზღუდულია. იაპონიის კონსტიტუციის თანახმად იმპერატორი არის "ქვეყნისა და ერის ერთიანობის სიმბოლო".[2] ძალაუფლებას სახელმწიფოში ფლობს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი, ხოლო სუვერენიტეტს — იაპონელი ერი. [8] იმპერატორი ეფექტურად მოქმედებს, როგორც სახელმწიფოს მეთაური დიპლომატიური საკითხების დროს.[9].

იაპონიის საკონონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი. პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა პალატისგან და მრჩეველთა საბჭოსგან. წარმომადგენელთა პალატაში მსახურობს 480 დეპუტატი, ახლად არჩეული ყოველ ოთხ წელიწადში, ხოლო მრჩეველთა საბჭო შედგება 242 ადამიანისგან, რომლის წევრები ექვსი წლის ვადით ირჩევიან. ხმის მიცემაში და პარლამენტის არჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20 წელზე უფროს ნებისმიერ ადამიანს. [4]

იაპონიის პრემიერ-მინისტრი არის ასევე მთავრობის ხელმძღვანელი. თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება იაპონიის იმპერატორის მიერ პარლამენტის მიერ პიროვნების დამტკიცების შემდეგ. იაპონიის პრემიერ-მინისტრი დღევანდელ დღეს არის ნაოტო კანი, რომელიც ამ პოსტზე 2010 წლის 2 ივნისს აირჩა და გახდა იაპონიის 94–ე პრემიერ-მინისტრი. [10] მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად პრემიერ-მინისტრს იმპერატორი ნიშნავს, კონსტიტუციის თანახმად იმპერატორმა უნდა დაამტკიცოს ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც პარლამენტი წარადგენს. [2]

იაპონიის საკანონმდებლო სისტემა განვითარდა ედოს პერიოდის დროს ტექსტ კუძიკატა ოსადამეგაკის მეშვეობით. XIX საუკუნეში იაპონიის კანონმდებლობამ განიცადა ევროპული კანონების ზეგავლენა.[9] 1896 წელს იაპონიის მთავრობამ შექმნა ახალი სამოქალაქო კოდექსი გერმანული „Bürgerliches Gesetzbuch"-ის ბაზაზე. II მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის შესწორებებით თანამედროვე იაპონია სწორედ ამ კოდექსს იყენებს. [11] იაპონიის სასამართლო სისტემა დაფუძნებულია ოთხ სასამართლო კიბეზე — უმაღლესსა და სამ უფრო დაბალ სასამართლოზე. [12]
კონსტიტუცია [რედაქტირება] მთავარი სტატია : იაპონიის კონსტიტუცია.


იაპონიის კონსტიტუციის პრეამბულა

იაპონიის კონსტიტუცია, ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფოს კონსტიტუცია (იაპონ. 日本國憲法, 日本国憲法, ნიჰონ-კოკუ კემპო:/ნიპონ-კოკუ კემპო:) იაპონიის სახელმწიფოს უმაღლესი კანონი. მიღებული იქნა 1947 წელს. [13]

კონსტიტუციის თანახმად, იაპონიაში არის მთავრობის პარლამენტური სისტემა, და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების პატივისცემა და უზრუნველყოფა. კონსტიტუციის თანახმად იაპონიის იმპერატორია არის „სახელმწიფოს სიმბოლო და ხალხის ერთიანობის სიმბოლო", თუმცა მას აკისრია სუფთა ცერომონიული და ნომინალური როლი.[13] კონსტიტუცია ცნობილია რამდენიმე სხვადასხვა სახელით – მათ შორის „ომის შემდგომი კონსტიტუცია" (სენგო-კენპო) და „მშვიდობის კონსტიტუცია" (ჰეივა-კენპო). კონსტიტუციის მეცხრე მუხლი უკრძალავს იაპონიას საკუთარი ჯარის ყოლასა და ომის გამოცხადებას., გარდა ამისა, იაპონიის კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის დე-იურე მმართველი არის იმპერატორი.[13]

კონსტიტუცია შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეების მიერ იაპონიის ოკუპაციისას და შეცვალა მილიტარისტების აბსოლუტური მონარქიული წყობა ლიბერალური დემოკრატიით. დღეისათვის იაპონიის კონსტიტუციაში არ იყო შეტანილი არც-ერთი დამატება ან შესწორება.[13]

ნანახია: 982 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz