შაბათი
04.05.2024
07:06
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 17 » იერჟი დუდეკი
10:42
იერჟი დუდეკი

' სრული სახელი და გვარი: იერჟი დუდეკი

დაბადების თარიღი: 1973 წლის 23 მარტი

დაბადების ადგილი: რუბნიკი, პოლონეთი

სიმაღლე: 185 სმ.

პოზიცია: მეკარე

კარიერა: 1995-1996 "სოკოლი ტიჩი” 15(0)

1996-2001 "ფეიენოორდი” 139(0)

2001-2007 "ლივერპული” 180(0)

2007- "რეალი” 4(0)

სანაკრებო კარიერა: 1998- პოლონეთი 58(0)


იერჟი დუდეკის კარიერა "სოკოლი ტიჩიდან” იწყება. ეს გუნდი პოლონეთში მეშახტეებს ეკუთვნით. ამიტომ ხშირად ზემოთხსენებულ გუნდში ამ პროფესიის ის წარმომადგენლებიც აგორებდნენ ბურთს, რომლებიც საფეხბურთო ნიჭით იყვნენ დაჯილდოვებულნი. დუდეკის მამა სოწრედ რომ მეშახტე გახლდათ. თავიდან იერჟი ”კონკორდიას” ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა, რის შემდეგაც ის "სოკოლში” მიიწვიეს. სულ რაღაც 16 მატჩის ჩატარება დასჭირდა ახალგაზრდა გოლკიპერს იმისათავის, რომ "ფეიენოორდის” სკაუტების ყურადღება მიეპყრო. დუდეკი უმალ როტერდამში მიიწვიეს სინჯებზე, სადაც მან თავი კარგად წარმოაჩინდა და საბოლოო ჯამში ჰოლანდიური გრანდის მაისურიც მოირგო. ფეიენოორდში პოლონელი კიპერის კარიერა დიდებულად აეწყო, მან გულშემატკივრების სიმპათიაც დაიმსახურა და მალე პოლონეთის ნაკრებშიც იხმეს. ეს 1998 წელს მოხდა. სულ ეროვნულ გუნდში დუდეკის ანგარიშზე 58 მატჩია. ნიდერლანდებში გატარებული წლების განმავლობაში პოლონელი წლის საუკეთესო მეკარედ და ფეხბურთელად დაასახელეს. ჰოლანდიაში გატარებული 5 სეზონის შემდეგ, დუდეკით ინგლისური "ლივერპული” დაინტერესდა და მალე გადაიბირა კიდეც. იერჟის პრემიერლიგური დებიუტი 2001 წლის 8 სექტემბერს შედგა, "ასტონ ვილასთან” მატჩში. იმ სეზონში პოლონერმა კიპერმა 35 მატჩი ჩაატარა. მომდევნო 2 სეზონში 30-30, ხოლო მისთვის საუკეთესო 2004-2005 წლების სეზონში დუდეკმა პრემიერლიგაში შედარებით ცოტა, 24 მატჩი ჩაატარა. სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზა 10-ჯერ და თანაც როგორ. იმ წელს ლივერპულმა ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო გათამაშება მოიგო, რაშიც დუდეკს ლომის წილი მიუძღვის. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ”მილანის” წინააღმდეგ პოლონელმა კიპერმა დიდებულად იასპარეზა და დამატებით დროში რამდენიმე ურთულესი დარტყმა აიღო. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი შევჩენკოს, სერჟინიოსა და პირლოს კუთხურები მოიგერია და ლივერპული ჩემპიონი გახადა. ამის შემდეგ დუდეკის საქმეები თანდათან უკან წავიდა, რადგან მერსისაიდულმა გუნდმა პეპე რეინა იყიდა, რომელსაც რაფაელ ბენიტესი უზომოდ ენდობოდა და დუდეკმაც ნავთსაყუდელის გამოცვა გადაწყვიტა. ბოლო 2 ლივერპულურ სეზონში იერჟიმ მხოლოდ 11 მატჩის ჩატარება შეძლო. დუდეკის ანგარიშზე ლივერპულის რიგებში ჩემპიონთა ლიგაში 38 მატჩია. 2007 წლის ზაფხულში პოლონერი კიპერი მადრიდის "რეალში” გადაბარგდა. სამეფო კლუბის გარდა მას ყოფილი გუნდი "ფეიენოორდი” და გერმანული "ვოლფსბურგიც” ეპატიჟებოდნენ, თუმცა პოლონელმა რეალი აირჩია. დუდეკმა სამეფო კლუბში მხოლოდ 4 ოფიციალური მატჩის ჩატარება მოახერხა და 4-ივე სამეფო თასზე. თუმცა ყველა აღიარებს, რომ მისი სახით იკერ კასილასს საკმაოდ ღირსეული კონკურენტი ჰყავს.

დუდეკის მეუღლეს მირელა(დაბ. 1974) ჰქვია. რეალის კიპერმა 1996 წელს იქორწინა. იერჟისა და მის მეორე ნახევარს 3 შვილი ჰყავთ: ბიჭი ალექსანდრი და 2 ქალიშვილი - ვიქტორია და ნატალია. დუდეკს ასევე ჰყავს ძმა, დარიუში, რომელიც ასევე ფეხბურთელია. 2004 წელს, რომის პაპთან, იოანე პავლე მეორესთან შეხვედრისას, რომელიც ახალაგაზრდობაში ფეხბურთის თამაშისას ასევე მეკარე გახლდათ, დუდეკს უთხრა, რომ ის მისი დიდი გულშემატკივარი იყო და მას მსოლფიოს ერთერთ საუკეთესო გოლკიპერად თვლიდა.

ტიტულები:

ჰოლანდიის ჩემპიონი: 1998-99

ჰოლანდიის სუპერთასი: 1999-00

ინგლისის ლიგის თასი: 2002-03

ჩემპიონთა ლიგა: 2004-05

ევროპის სუპერთასი: 2005

ინგლისის ასოციაციის თასი: 2005-06

ინგლისის სუპერთასი: 2006-07

ლა ლიგა:2007/2008

პერსონალური მიღწევები: ჰოლანდიის წლის საუკეთესო მეკარე(1998-99), ჰოლანდიის წლის საუკეთესო მოთამაშე(1999-00).

ნანახია: 826 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz