შაბათი
04.05.2024
00:09
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 13 » კიევი
09:54
კიევი
კიევი (უკრ.: Київ) უკრაინის დედაქალაქი და მისი უდიდესი ქალაქია; მდებარეობს მდნინარე დნეპრზე ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. 2003 წლისთვის კიევში ოფიციალურად 2,642,486 მცხოვრები იყო, თუმცა ქალაქში დიდი რაოდენობით არარეგისტრირებული ემიგრანტიც სახლობს, რაც მის ფაქტიურ მოსახლეობას 3 მილიონმდე ზრდის. ადმინისტრაციულად კიევი სახელმწიფო დაქვემდებარების მუნიციპალიტეტია და კიევის ობლასტს არ ეკუთვნის. კიევი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია აღმოსავლეთ ევროპაში. აქ მდებარეობს მრავალი მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიული დაწესებულება, უმაღლესი სასწავლებელი და მსოფლიოში ცნობილი ისტორიული ღირსშესანიშნაობა. ქალაქს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩნია, კიევი მეტროს სიტემის ჩათვლით.

საკუთარი არსებობის განმავლობაში კიევი, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, დიდი აღმასვლისა და შედარებითი დაკნინების რამდენიმე ეტაპს გადის. მიჩნეულია, რომ ქალაქი მე-5 საუკუნეში დაარსდა, როგორც ადრეული აღმოსავლეთ სლავების სავაჭრო პოზიცია, შემდეგ იგი თანდათან აღმოსავლეთ სლავების ცივილიზაციის ცენტრი გახდა, ხოლო მეათედან მეთორმეტე საუკუნეებს შორის კი იგი რუსთა სამეფოს პოლიტიკური და კულტურული დედაქალაქი ხდება. 1240 წელს ქალაქი მონღოლებმა მიწასთან გაასწორეს და შემდგომი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მან ადრინდელი მნიშვნელობა და ფუნქცია დაკარგა. ის მცირე მნიშვნელობის პროვინციული დედაქალაქი ხდება ძლიერ მეზობლების - პირველად ლიტვის, შემდეგ პოლონეთისა და ბოლოს, რუსეთის - ჩრდილს ქვეშ. ქალაქი აღმასვლას იწყებს ისევ რუსეთის ინდუსტრიული რევოლუციის დროს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. 1917 წლის რუსეთის რევოლუციას მოყოლილ არეულობათა შემდეგ 1921 წელს კიევი საბჭოთა უკრაინის მნიშვნელოვანი ქალაქი ხდება და 1934 წლიდან კი მისი დედაქალაქი. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი ისევ თითქმის სრულიად განადგურდა, თუმცა ომის შემდგომ სწრაფად იქნა აღდგენილი და მალე სსრკ-ის სიდიდით მესამე ქალაქი ხდება. სსრკ-ის დაშლის შემდეგ 1991 წლიდან კიევი დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქია.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
2 თანამედროვე კიევი
3 დემოგრაფია
4 ტრანსპორტი
5 დაძმობილებული ქალაქები
6 კლიმატი
7 განათლება
8 ღირსშესანიშნაობანი
9 სქოლიო
10 რესურსები ინტერნეტში

ისტორია [რედაქტირება]
თანამედროვე კიევი [რედაქტირება]
დემოგრაფია [რედაქტირება]მოსახლეობის რაოდ. წელი რაოდ. %±
1939 846,724 –
1940 930,000 +9.8%
1943 180,000 -80.6%
1959 1,104,334 +513.5%
1961 1,174,000 +6.3%
1979 2,144,000 +82.6%
1989 2,587,945 20.7%
2001 2,611,327 +0.9%
2005 2,660,401 +1.8%



კიევის მოსახლეობის 46.7% (1,219,000 ადამიანი) არის მამაკაცი, ხოლო 53.3% (1,393,000 ადამიანი) ქალი. კიევის ტერიტორიაზე ცხოვრობს 130 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ხალხი, მათ შორის ყველაზე მეტნი არიან უკრაინელები – მთლიანი მოსახლეობის 82.2% (2,110,800 ადამიანი), შემდეგ მოდიან რუსები – 337,300 (13.1%), ებრაელები – 17,900 (0.7%), ბელარუსები – 16,500 (0.6%), პოლონელები – 6,900 (0.3%), სომხები – 4,900 (0.2%), აზერბაიჯანელები – 2,600 (0.1%), თათრები – 2,500 (0.1%), ქართველები – 2,400 (0.1%), მოლდაველები – 1,900 (0.1%). 1,069,700 მოსახლეს აქვს მიღებული უმაღლესი ან საშუალო განათლება. ეს მაჩვენებული 1989 წლიდან გაიზარდა 21.7%–ით. უკანასკნელი აღწერით, რომელიც ჩატარდა 2007 წელს, კიევის მოსახლეობა შეადგებს 2.7 მოსახლეს.
ტრანსპორტი [რედაქტირება]

კიევში მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, როგორც რკინიგზის, ასევე საგზათკეცილო; არის სამდინარო პორტი; საერთაშორისო აეროპორტი ბორისპოლში და ჟულიანის შიდა აეროპორტი.

ქალაქს ემსახურება მეტროპოლიტენი, რომელსაც სამი ხაზი აქვს, საერთო სიგრძით: 58,8 კილომეტრი. მგზავრებს 46 სადგური ემსახურება სამი გადასაჯდომი კვანძით კიევის ცენტრში. კიევის მეტროპოლიტენის ყველა სადგურს ფიჭური ოპერატორები უპრობლემოდ ფარავენ: «მტს», «კიევსტარი», «Life:)», «ბილაინი».
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]

კიევი არის დაძმობილებული შემდეგ ქალაქებთან: ლაიფციგი, გერმანია (1961–დან) [1]
ანკარა, თურქეთი (1993–დან) [2]
ათენი, საბერძნეთი
ბაქო, აზერბაიჯანი
პეკინი, ჩინეთი (1993–დან) [3]
ბელგრადი, სერბია
ბრატისლავა, სლოვაკეთი[4]
ბრიუსელი, ბელგია
ბუდაპეშტი, უნგრეთი
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
კიშინიოვი, მოლდოვა
ედინბურგი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო (1989–დან) [5] კრაკოვი, პოლონეთი (1993–დან) [6]
კიოტო, იაპონია
მინსკი, ბელარუსი [7]
მიუნხენი, გერმანია
ოდენსი, დანია
პარიზი, საფრანგეთი
პრეტორია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
რიგა, ლატვია[8]
რომი, იტალია
სანტიაგო, ჩილე
სოფია, ბულგარეთი
ტირანა, ალბანეთი[9] ფლორენცია, იტალია
ჰელსინკი, ფინეთი
სტოკჰოლმი, შვედეთი
ტალინი, ესტონეთი
თბილისი, საქართველო.(1999–დან) [10]
ტორონტო, კანადა
ტულუზა, საფრანგეთი
ვარშავა, პოლონეთი
უჰანი, ჩინეთი.
ვენა, ავსტრია
ვილნიუსი, ლიტვა
ერევანი, სომხეთი
ნანახია: 827 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz